„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო

„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის საშენ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო.

კალმახსაშენის სპეციალისტების ჩართულობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და განთავსებულია საინკუბაციო მოწყობილობაშია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საინკუბაციო პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება.

განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში განთავსდება, სადაც ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო. 6 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/tsiteli-nuskhis-sakheoba-nakadulis-kalmakhis-sashen-meu/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/tsiteli-nuskhis-sakheoba-nakadulis-kalmakhis-sashen-meu/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network