კალიფორნიის საკრამენტოში მდებარე UC Davis ყოვლისმომცველი კიბოს ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს ცილა CD95 რეცეპტორზე, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების სიკვდილის “პროგრამირება”, როგორც ეს დეტალურადაა აღწერილი გასულ თვეში ჟურნალში Cell Death & Differentiation გამოქვეყნებულ კვლევაში.
კალიფორნიაში მდებარე კიბოს ცენტრის მეცნიერებმა CD95-ის რეცეპტორში ცილა იპოვეს, რომელსაც კიბოს უჯრედების მოკვლა შეუძლია. CD95 დიდი ხანია განიხილება, როგორც “სიკვდილის რეცეპტორი”, რადგან მათ ისეთი სიგნალის გაგზავნა შეუძლიათ, რომელიც კიბოს უჯრედების “თვითგანადგურებას” იწვევს.
„წინა მცდელობები ამ რეცეპტორის მიმართ წარუმატებელი იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ დავადგინეთ ეს ეპიტოპი (სამიზნე), შეიძლება იყოს თერაპიული გზა სიმსივნეებში Fas-ის მიზანმიმართულობისკენ“, – ამბობს ჯოგენდერ ტუშირ-სინგი, სამედიცინო მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და კვლევის უფროსი ავტორი.
ჯოგენდერ ტუშირ სინგჰი იმედოვნებს, რომ ეს სიმსივნის მკურნალობაში გადამწყვეტ ნაბიჯად იქცევა.
“ახლად აღმოჩენილ თერაპიას, სიმსივნური უჯრედების მოკვლასთან ერთად, იმუნოთერაპიის ეფექტიანობის გაზრდაც შეეძლება. ეს სიმსივნის წინააღმდეგ მიმართული ორმაგი დარტყმა იქნება”, – ნათქვამია მკვლევართა განცხადებაში
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ კიბოს სამომავლო მედიკამენტებს შეეძლებათ გააძლიერონ CD95-ის რეცეპტორების აქტივობა, რათა სიმსივნეების წინააღმდეგ საბრძოლველი ახალი იარაღი შეიქმნას, რომლებსაც ისტორიულად ქირურგიით, ქიმიოთერაპიით და რადიაციით მკურნალობდნენ. მკვლევარებს ახლა შეუძლიათ კლინიკური კვლევებიდან ადამიანის სიმსივნის ნიმუშები შეაგროვონ, რომ ამ აღმოჩენების გათვალისწინებით ახალი ანალიზი ჩაატარონ.
წყარო: nypost
მასალის გამოყენების პირობები