სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა – ამოქმედდა 1 იანვრიდან

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მთავრობის დადგენილება №558 2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

„სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“. „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2 1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი შეადგენს 76 350 000 ლარს. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა – ამოქმედდა 1 იანვრიდან. 19 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/sotsialuri-reabilitatsiisa-da-bavshvze-zrunvis-2024-tsl/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა – ამოქმედდა 1 იანვრიდან [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sotsialuri-reabilitatsiisa-da-bavshvze-zrunvis-2024-tsl/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network