სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფლის რელიქვიადაა ქცეული

სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფლის | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

ხულოში, სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა 90-იანებში აიტანეს. ის ასლან აბაშიძის ე.წ. სპეცრაზმის საკუთრება იყო.

სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ლევან გობაძე ამბობს, რომ თავად იყო სპეცრაზმის წევრი.

„თავად ვიყავი სპეცრაზმის წევრი. ოცკაციანი სპეცრაზმი ვიყავით, იარაღი გვქონდა, ყველაფერი გვქონდა. ვმუშაობდით ერთად. იმ დროისთვის, ყაჩაღად იყო  ქვეყანა გადაქცეული. ვპატრულირებდით გოდერძის უღელტეხილზე, ღორჯომის გადმოსასვლელებსაც ვაკონტროლებდით, ვაქცევდით ყურადღებას, ვინმე არ შემოსულიყო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სოფელში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე ამოვიდა და სპეცრაზმმა იარაღი მას ჩააბარა.

ამ პერესტროიკამ გააუქმა სპეცრაზმი, დავიშალეთ. სპეცრაზმის ბიჭები ახლა ოჯახებში არიან. ზოგი მუშაობს, ზოგი არ მუშაობს, გლეხურ მეურნეობას ეწევიან, როგორც მე, ისე ისინი“, – აღნიშნავს ლევან გობაძე.

იარაღის  ჩაბარების შემდეგ საბრძოლო მანქანა სოფელში დარჩა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფლის რელიქვიადაა ქცეული. 2 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/sofel-iremadzeebshi-qveitta-sabrdzolo-manqana-soflis-re/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფლის რელიქვიადაა ქცეული [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sofel-iremadzeebshi-qveitta-sabrdzolo-manqana-soflis-re/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network