შოკოლადი აღარ მიიჩნევა მავნე საჭმელად. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა და მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შოკოლადის საშუალო დოზა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
შოკოლადი უმრავლესობისთვის ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მისი პოპულარობიდან გამომდინარე გარდა ცალკე აღებული პროდუქტისა, ის გვხდება ასევე ბევრნაირ საკვებსა თუ სასმელშიც.
შოკოლადი აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამცირებს მადას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე… შოკოლადი კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული პროდუქტია. კაკაოს მარცვლები დასავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ჩრდილოეთ აზიაში კაკაოს ხეზე იზრდება. კაკაოს მარცვლებისგან კაკაოს ფხვნილი და კაკაოს კარაქი მზადდება. მის კარაქს მოთეთრო-მოყვითალო ფერი აქვს და წარმოადგენს კაკაოს ცხიმს.
მასალის გამოყენების პირობები