შეიძლება თუ არა დაობებული პროდუქტების ჭამა – სპეციალისტის განმარტება და რჩევა

შეიძლება თუ არა დაობებული პროდუქტების ჭამა | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იმის გამო, რომ ობი სოკოს სახეობაა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მასზე ალერგია.

ალერგიული რეაქცია ხშირად არ არის სერიოზული, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ობით დაბინძურებული საკვების ჭამა ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

გარდა ალერგიისა, არის კიდევ ერთი პრობლემა – დაობებული პროდუქტები ტოქსინებს შეიცავს და მათ შეუძლიათ მართლაც სიკვდილი გამოიწვიოს.

ყველა ობის სოკოს აქვს „ფესვები“, რომელიც აღწევს საკვებში. იმის გამო, რომ ეს ფესვები საშუალებას აძლევს ტოქსინებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გავრცელდეს მთელ საკვებში, უმჯობესია დაობებული საკვები გადააგდოთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

არის საკვები, რომლებშიც ობი ვერ აღწევს: ზოგიერთი მაგარი ყველი, მაგარი ძეხვი, მაგარი ხილი და ბოსტნეული. დაობებული ადგილის ირგვლივ და ქვემოთ მინიმუმ ორი სანტიმეტრით მოჭერით და საკვების სუფთა ნაწილი შედგით მაცივარში.

პროდუქტები, რომლებიც დაობების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადააგდოთ:

• რბილი ყველი (ბუნებრივი ობის გარეშე);

• რბილი ხილი და ბოსტნეული;

• ნამცხვარი;

• პარკოსნები;

• თხილი;

• იოგურტები;

• მურაბები; ჯემები

• ხორცი;

• პური.

გაითვალისწინეთ, რომ პური ძალიან ფოროვანია და ტოსტის გაკეთებისას ტემპერატურა არ მოკლავს მასზე ობს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ობის გაჩენა?

იმისათვის, რომ ობმა არ გააფუჭოს თქვენი საკვები:

• ყიდვამდე შეამოწმეთ პროდუქცია ობზე.

• შეიძინეთ საკვები მცირე რაოდენობით.

• შეინახეთ საკვები მაცივარში. ობის ზრდას ხელს უწყობს თბილი და ნოტიო პირობები, შეინახეთ ტენიანობის დონე სახლში 40%-ზე დაბლა.

• საჭმელს დააფარეთ პოლიეთილენი.

• საკვები მიირთვით 3-4 დღის განმავლობაში.

• რეგულარულად გაასუფთავეთ მაცივარი.

რა თქმა უნდა, ობი შეიძლება გაიზარდოს მაცივარშიც (თუმცა გაცილებით ნელი ტემპით), მაგრამ ამ მითითებების დაცვა დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს შეინახოთ საკვები სუფთად.

დაობებული საკვების მიღება არ გამოიწვევს სერიოზულ დაავადებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხოლოდ მცირე ულუფა მიირთვით და თქვენი იმუნური სისტემა ძლიერია. მაგრამ პროდუქტების უმეტესობა მაინც უნდა გადააგდოთ ობის პირველივე ნიშნების დროს, რადგანაც რისკავთ, რომ შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის ტოქსინებით მოწამვლა ან ალერგია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). შეიძლება თუ არა დაობებული პროდუქტების ჭამა – სპეციალისტის განმარტება და რჩევა. 19 დეკემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/sheidzleba-tu-ara-daobebuli-produqtebis-chama-spetsiali/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. შეიძლება თუ არა დაობებული პროდუქტების ჭამა – სპეციალისტის განმარტება და რჩევა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sheidzleba-tu-ara-daobebuli-produqtebis-chama-spetsiali/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network