„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში კიდევ რამდენიმე მოიჯარეს 38,9 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლება მიეცა

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს მთავრობამ კიდევ 8 მოიჯარეს მისცა 38,9 ჰექტარი მიწის გამოსყიდვის უფლება სპეციალური პროგრამის ფარგლებში. სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების უფლებები ძლიერდება მთელ ქვეყანაში.

აქტიურად გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით 8 მოიჯარეს, ამბროლაურის, ხობის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, ახალციხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული 13 ერთეული, ჯამურად – 38,9 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ.

უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 634 828 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები, მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.

მთლიანობაში, 2020 წლიდან დღემდე პროგრამით 242 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 295 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 365 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 28 900 334 ლარს შეადგენს.აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში კიდევ რამდენიმე მოიჯარეს 38,9 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლება მიეცა. 28 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/sasoflo-sameurneo-danishnulebis-mitsis-resursze-khelmis/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში კიდევ რამდენიმე მოიჯარეს 38,9 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლება მიეცა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sasoflo-sameurneo-danishnulebis-mitsis-resursze-khelmis/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network