ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„საქართველომ დაამარცხა კოვიდი?!“ – „თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე...

„საქართველომ დაამარცხა კოვიდი?!“ – „თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე…

23/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

საქართველომ დაამარცხა კოვიდი! – რასაკვირველია, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. საქართველო აკეთებს იმას, რაც ისრაელმაც კი ვერ გააკეთა ბოლომდე, სადაც ყველა ვაქცინირებულია. ევროპაც ვერ აკეთებს ამას, სადაც თითქმის 60 პროცენტი მოსახელობის ერთჯერადად აცრილია. აქაც მოხსნილია შეზღუდვები, მაგრამ პირბადე გარეთ სავალდებულოა, შიგნით სივრცეებში, რესტორნები და კაფეები არ ფუნქციონირებს.“
მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ პოპულისტურ, არაპროფესიონალურ ქვეყანაში, არაპროფესიონალები, არაექსპერტები, პოპულისტები და ძალიან ბოდიშს ვიხდი, გაუნათლებელი პოლიტიკოსები მართავენ ქვეყანას.
ვიწყებთ ვაქცინაციას ვაქცინით, რომელიც არ იყო დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ჩვენ უფრო ადრე ვაკეთებთ ყველაფერს. გაგვიმართლა, ჩინურმა ვაქცინებმა მიიღეს ჯანმოს ავტორიზაცია.
კოსტარიკამ თქვა, რომ არ მიიღებს ჩინურ ვაქცინას, ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 50.4 პროცენტია.
ამერიკაში მარტო დაშვებულია „ფაიზერი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „მოდერნა“. „ასტრაზენეკა“ რეგისტრირებული არ არის. არც ჩინური ვაქცინები არ არის რეგისტრირებული.
ჩვენ თუ მივდივართ ამერიკული გზით, მაშინ ავიღოთ ამერიკული სტანდარტი. მაგრამ არა, ჩვენ დავუშვით ჩინური ვაქცინა, რომელმაც შანსი არაა, რომ ამერიკაში გაიაროს აკრედიტაცია და ჩვენ ასევე დავუშვით „ასტრაზენეკა“.


საქართველომ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტ „რემდესივირის“ ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო.

-„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია „გილეადს“ ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს „რემდესივირით“ ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია „გილეადის“ ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული „რემდესივირი“ – 4000 ფლაკონი. სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა კოვიდ კლინიკამ.

საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1 000 დოლარს მიაღწია.

ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. „გილეადის“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია.

ცნობისთვის, „გილეადი“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, – წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.


ამერიკის შეერთებული შტატებში „რემდესივირის“ გამოყენება დაშვებულია.

გვეუბნებიან, რომ მიდიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, მაშინ „რემდესივირი“ რატომ არის დაშვებული?
სიტუაციიდან გამოსავალი არის არაპროფესიონალების გადაყენება და ჯანდაცვის სისტემის ჩაბარება პროფესიონალებისთვის და პოლიტიკურად არაანგაჟირებულებისთვის.
ვაქცინების ყველა დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენ გადავიკეტეთ. არაპროფესიონალები ზიან იქ, სადაც ზიან. უკრაინა და მოლდოვა უფრო ბევრ ვაქცინას იღებენ, ვიდრე ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი ჰყავთ.
მარტო პირბადე გამოსავალი არ არის. არავინ არ მუშაობს ისრაელთან, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. სანამ მე არ ავტეხე მთელი ამბავი, მანამდე „ფაიზერისათვის“ იმეილი არ გაუგზავნიათ.
ნორმალურია, როცა მე ვაკეთებ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გასაკეთებელ საქმეს?
გაუგებარია, რატომ არის პრობლემა ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა. სწორედ ამ სფეროს მოუგვარებლობის გამო ვერ მოხერხდა ვაქცინაციის ჩატარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჯანდაცვის სამინისტროში პრობლემების მოგვარება ვიღაცას არ აწყობს.
ყველაზე დიდი ანტივაქსერები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასეთი კარგი თუ არის ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინით რატომ არ აიცრა?
მაგალითი ხომ უნდა მისცე საზოგადოებას? მან თქვა, ქრონიკული დაავადებები აქვს და „ფაიზერით“ იმიტომ აიცრა, ეს სწორი პასუხია?
ამირან გამყრელიძე აიცრა ჩინური ვაქცინით…
ბატონმა ამირანმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მე მის ადგილას უკვე ხუთჯერ გადავდგებოდი. იმდენი ჩავარდნებია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გამოდის, რომ პრობლემები არიას და ის კიდევ არის მის თანამდებობაზე.
მე ვიცნობ ბატონ ამირანს. ბოდიში, მაგრამ მან ყველანაირი ეთიკური ზღვარი უკვე გადალახა“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები