სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ რვა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდბერიზ“, „გოლდენ ფარმსი“, „ნამიანი“, „აგროველი“, „ქისტოუნაგრო“, „ესერტე“, „პაპრიკა“  სტენდები.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  ანი აბულაძე  დაესწრნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ქართულ პავილიონს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სამინისტროს გენერალურმა დირექტორი ორენ ლავი სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა, გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურეს. კომპანიის წარმომადგენლებმა, სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით, არაერთი შეხვედრა გამართეს.

„FRUIT LOGISTICA“ მსოფლიოში აგროსასურსათო მიმართულების ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 145 ქვეყნიდან 2,700-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას.

#drpkhakadze #აქხარისხია
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი. 12 თებერვალი, 2026. https://shenisofeli.ge/sakhelmtsifos-mkhardacherit-saertashoriso-gamofenaze-fr/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sakhelmtsifos-mkhardacherit-saertashoriso-gamofenaze-fr/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network