კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„საღი გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ… ამიერიდან ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და...

„საღი გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ… ამიერიდან ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და…

14 თებერვალი, 2022

#drpkhakadze #paris #france

„ადამიანმა, ალბათ, უნდა მიიღოს და აღიაროს რეალობა.

სიმართლე გითხრათ, მე ამ რეალობის არც მიღება და არც აღიარება მინდოდა, მაინც მჯეროდა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საღი აზრი დამარცხდა, ზოგადად, მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართელოში.

ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ. აქ არ არის საუბარი, რომ გიორგი ფხაკაძემ ან რომელიმე ინდივიდმა წააგო. მთლიანობაში ქვეყანამ წააგო.

მოგვწონს თუ არა, ეს არის რეალობა. ცხოვრება ასეა, რომის იმპერიაც დაიშალა, საბჭოთა იმპერიაც, საფრანგეთისაც და დიდი ბრიტანეთისაც. ცხოვრება წინ მიდის. ოდესმე ეს მახინჯი რეალობაც შეიცვლება.

მე ვამბობდი, ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი მარტო იმას, რაშიც 100%-ით ვარ დარწმუნებული. ვამბობ ამ რწმენის გამო და არა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც მოვაწონო ან არ მოვაწონო.

როცა ადამიანი მეცნიერი ხარ, ეს პასუხისმგებლობაცაა და ცდილობ, დაეხმარო ადამიანებს.

თუ ადამიანებს არ სურთ დახმარების მიღება, თავს ზევით ძალა არაა. მე, ერთმა ადამიანმა, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ნეგატივი მივიღე და გადავიტანე, დაუმსახურებლად.

დღეს ქვეყანამ წააგო. წაგებაც უნდა ვაღიაროთ, ქვეყანაში მხოლოდ 190 000 ადამიანიააცრილი. რომ დაფიქრდე, შიშით გაგაჟრიალებს.

ყველაფერი ჩანს, ვინ გაყიდა საკუთარი თავი, პროფესია, სინდისი.

იმ ადამიანებს მივმართავ, რომ ჰგონიათ, თითქოს მოიგეს, თავისი პოზიცია რომ გაიტანეს. რა მოიგეთ? მაგალითად, ქვეყანაში ერთ დღეში 57 ადამიანი რომ გარდაიცვალა, ეს არის მოგება? ის, რომ დღეში უამრავი ადამიანი გვეღუპება, რომ ანტივაქსერი ექიმები გვყავს, რომ მეცნიერებიდან საერთოდ აცდენილი ვართ და ყავის მკითხავების, ასტროლოგების გვჯერა, ამაზე რომ ვსაუბრობ, მლანძღავენ.

ტაშს უკრავენ პანდემიასთან დაკავშირებით, ვიღაც, ვთქვათ, მსახიობების და ჯანდაცვასთან შეხებაში არმყოფი ხალხის ყოველგვარ საღ აზრს აცდენილ გამოსვლებს. ეს არის „სპექტაკლის საზოგადოება“. თუ დღეს თქვენ ფაიზერით სამჯერ აცრილი არ ხართ, ბოდიში, მაგრამეს მხოლოდ თქვენი ბრალია. რაც მე ლაივებში ინფორმაცია მოგაწოდეთ, ფეისბუქგვერდზე ასობით სტატია, კვლევებიდავდე, ათასობითადამიანსპირადშიინფორმაციებიმივაწოდე, ამის შემდეგსაღი გადაწყვეტილებაუნდა მიგეღოთ.

ქვეყანამ წააგო. ყველანი ვართ ამ დიდ საზოგადოებრივ სპექტაკლში – კოვიდი არ არსებობს, ჯანდაცვა ბრწყინავს, წამლები უიაფესია, განათლების დონე უმაღლესია. კარგი, დავიჯეროთ და ვიყოთ ასე, სანამ „გავქაჩავთ“.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ წავაგეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოიგო, ძალიან ცდება.

მთელმა ქვეყანამ, მარტო მთავრობამ კი არა, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ პანდემიასთან ომი წაგვეგო და ჩვენ წავაგეთ. მოგებაც უნდა ვაღიაროთ და წაგებაც. ვაღიარებ – წავაგეთ.

მე ყველაფერი გავაკეთე, რომ არ ვყოფილიყავით იქ, სადაც ახლა ვართ, მაგრამ რას ვიზამთ. აღმოჩნდა, რომ საღი აზრი საქართველოში პოპულარული არ არის.

მაგრამ ყველა იმპერია ერთ მშვენიერ დღესაც ინგრევა, ყველა წაგების შემდეგ არის მოგება. მაინც მჯერა, რომ შემდეგ ჯერზე მოვიგებთ.

ამჯერად კი გადავწყვიტე, კოვიდზე აღარ ვილაპარაკო, ამაზე სხვა „ექსპერტებს“ მიმართეთ. დავიღალე უსამართლო ნეგატივების მიღებით.

მე ბნელს პირში ვეუბნები, რომ ბნელია. ჩემგან არც პოლიტიკოსი გამოვა და არც რეალობის შემლამაზებელი „საბჭოთა“ექიმი. მე ვარ თანამედროვე სპეციალისტი, რომელსაც მინდა, საქართველოში დაინერგოს თანამედროვე მედიცინა, მაგრამ ეტყობა, ჯერ ადრეა.

ამიერიდან ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და საინტერესო პროექტებზე.

მოუფრთხილდით თავს, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები