როგორ გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული ისე, რომ ზედაპირზე არსებული ჩვენი სხეულისთვის ტოქსიკური პესტიციდები მარტივად მოვაშოროთ – ძმარი პესტიციდებს მოაშორებს?

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს, თუ როგორ გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული ისე, რომ ზედაპირზე არსებული ჩვენი სხეულისთვის ტოქსიკური პესტიციდები მარტივად მოვაშოროთ:

–აიღეთ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული. ამ შემთხვევაში, მაგალითად, მარწყვი განვიხილოთ. წყლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ. ძმარს ნუ დაამატებთ. ძმარი პესტიციდებს არ მოაშორებს. დაამატეთ საკვები სოდა. 1 ლიტრს წყალზე 1 სუფრის კოვზი გამოიყენეთ. ამის შემდეგ ეს ყველაფერს კარგად მოურიეთ, დაახლოებით, 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ სითხე გადაღვარეთ, გაავლეთ ჩვეულებრივ წყალში, გადმოიტანეთ თასიდან, გააშრეთ და მიირთვით.

 

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის