„ყველა პრობლემის დროს ჩემთან მოფრინდებოდა. ჩემს გვერდით იყო და… ჭიკჭიკებდა. ვუყურებდი მას და ღვთიურ ნეტარებაში მყოფი შევხაროდი ჩიტს” – სასწაული, რომელიც ბერი პაისის როლის შემსრულებელს გადახდა

„ყველა პრობლემის დროს ჩემთან მოფრინდებოდა. ჩემს გვერდით | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დიდი ბერძენი მამის, წმინდა ბერი პაისის ცხოვრებაში ცნობილია, რომ ათონის მთაზე მის კელიასთან ახლოს ტყეში ცხოვრობდა წითელგულა ჩიტი, რომელიც ხშირად სტუმრობდა ბერს, მისი არ ეშინოდა, მეტიც, ამ პატარა არსებას წმინდა მამის გვერდით ყოფნა უყვარდა…

ბერი პაისის ნაამბობიდან: ჩემ საუკეთესო მეგობარ ჩიტს ოლეტი დავარქვი, რაც არაბულად “ბავშვს” ნიშნავს. ოლეტი გორაკზე, ჩემი სენაკიდან 50 მეტრის დაშორებით ცხოვრობს. საკენკს რომ ვუყრი, ცოტას აკენკავს და მიფრინავს. ვეძახი, დაბრუნდი-მეთქი. ის მაინც მიფრინავს, თუმცა მერე ბრუნდება, ზურგიდან ჩუმად მოფრინდება და ჩემი ჟილეტის შიგნით დაიმალება. თუ სადმე მივდივარ, ასი მეტრის მანძილზე მაცილებს.

ჩამომაჯდება ხელზე და კენკავს. აი, პროგრესი. ეს დღეები ოლეტის საზოგადოებით ვტკბები. როცა ოლეტს ვეძახი, სხვა ჩიტებთან ერთად მოფრინდება. სხვები მაშინვე საკვებს დაეცემიან, ოლეტი კი მორჩილებითა და სიყვარულით მოფრინავს, მაშინაც კი, როცა მშიერია. მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს ჩემს გვერდით. ბოლოს თვითონ შევახსენებ ხოლმე ჭამას. შორიდან შევხარი ოლეტს, რათა რაიმე არ ვავნო.

თქვენგან ხელმარჯვნივ არის ბერი პაისი დახატული წითელგულა ჩიტთან ერთად, ხოლო ხელმარცხნივ არის ამ წმინდა მამაზე გადაღებული ფილმის კადრი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი პროკოპი, რომელიც ბერს განასახიერებს, იხსენებს, რომ როდესაც ძალიან ბევრი პრობლემა იქმნებოდა და გადაღებები ამის გამო საათების განმავლობაში ჩერდებოდა (ზოგჯერ დენის გათიშვის პრობლემა ან სხვა ტექნიკური ხარვეზი), ყოველთვის ამ დროს ტყიდან მოფრინდებოდა წითელყელა ჩიტი და ჯდებოდა ან კელიის სახურავზე, ან ბერი პაისის როლის შემსრულებელთან, პროკოპისთან ძალიან ახლოს.

“ამით ვხვდებოდით, რომ ძალიან მალე ყველაფერი გამოსწორდებოდა. ამ ყველაფრის მოწმე, გადამღები ჯგუფიდან, ათობით ადამიანია. არ ვიცი, ეს ჩავთვალოთ თუ არა ზებუნებრივ მოვლენად, მაგრამ ეს ლამაზი მომენტი მე ღვთიურ სიმშვიდეს მგვრიდა. გული მიჩუყდება ამას რომ ვიხსენებ… ყველა პრობლემის დროს ჩემთან მოფრინდებოდა. ჩემს გვერდით იყო და… ჭიკჭიკებდა. ვუყურებდი მას და ღვთიურ ნეტარებაში მყოფი შევხაროდი ჩიტს” – პროკოპი. 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). „ყველა პრობლემის დროს ჩემთან მოფრინდებოდა. ჩემს გვერდით იყო და… ჭიკჭიკებდა. ვუყურებდი მას და ღვთიურ ნეტარებაში მყოფი შევხაროდი ჩიტს” – სასწაული, რომელიც ბერი პაისის როლის შემსრულებელს გადახდა. 1 დეკემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/qvela-problemis-dros-chemtan-mofrindeboda-chems-gverdit/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „ყველა პრობლემის დროს ჩემთან მოფრინდებოდა. ჩემს გვერდით იყო და… ჭიკჭიკებდა. ვუყურებდი მას და ღვთიურ ნეტარებაში მყოფი შევხაროდი ჩიტს” – სასწაული, რომელიც ბერი პაისის როლის შემსრულებელს გადახდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/qvela-problemis-dros-chemtan-mofrindeboda-chems-gverdit/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network