ყავის ისტორია – სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ

ყავის ისტორია - სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ყავა – მეცხოველეობაში თხა ყველაზე მოუსვენარ, მოუთვინიერებელ და ყველაფრის მკვნეტელ ცხოველად ით­­ვლება. სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ

მეცხოველეობაში თხა ყველაზე მოუსვენარ, მოუთვინიერებელ და ყველაფრის მკვნეტელ ცხოველად ით­­ვლება. სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ. ეს კი ძალიან უბრალოდ მოხდა – შორეულ ეთიოპიაში თ­ხებ­მა ნეკერის კვნეტის დროს ხის ძირში მობნეულ მარცვლებს გემო გაუსინჯეს.

გაუსინჯეს და… საძოვარზევე შეეტყოთ მოუსვენრობა, შინ მირეკილებს კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ. რა თქმა უნდა, არც მათ პატრონებს ეძი­ნათ მთელ ღამეს. როცა მარცვლებს მათაც გაუსინჯეს გემო და მხნეობა იგრძნეს, მიხვდნენ, რომ მათმა `აღსაზრდელებმა~ რაღაც დიდი აღმოჩენა გააკეთეს. დრო გავიდა და ყავის მარცვლები ეთიოპიის ტყეებიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიტანეს და მოაშენეს კიდეც, სადაც საამისო პირობები არსებობდა. განსაკუთრებით ფართო გავრცელება პოვა ყავამ ბრაზილიაში; აქ მსოფლიოში არსებული ყავის პლანტაციების 50%-ია გაშენებული. შედარებით ნაკლებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში.
გარდა იმისა, რომ ყავა გემრიელი სასმელია, იგი მასტიმულირებელი და თავის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებაცაა. ეფექტიანია აგრეთვე მოწამვლის შემთხვევაში, როგორც პი­რველადი დახმარების საშუალება ექიმის მოს­ვლამდე.
ბუნებაში ყავა მარადმწვანე ბუჩქების ან 8-10მ სიმაღლის ხეების სახით გვხვდება.
ენდროსებრთა ოჯახის გვარი (კოფეა) 50 სა­ხეობით არის წარმოდგენილი, რომელ­თაგან 4-5 სახეობაა კულტივირებული. ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშია `არაბიკა~, ანუ არაბული.
ყავის ულამაზესი მცენარე შესანიშნავად გრძნობს თავს ორანჟერეისა და ოთახის პი­რო­ბებში. მრავლდება ახალმოკრეფილი მარცვლებით. ითესება ყუთებში, აღმოცე­ნებისათვის საჭირო ტემპერატურაა 20º. ნიადაგის შემცველობა ასეთია: კორდის მიწა – 1 წილი, ნეშომპალა – 0,5 წილი და მდინარის ქვიშა – 1 წილი.
ორანჟერეისა და ოთახის პირობებში ყვავილობს თეთრი, სურნელოვანი ყვავილებით. ნა­ყოფი მუქი წითელი ფერისაა, სფეროსებრი ან ოვალური ფორმის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები გავ­რცე­ლების მიხედვით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ყავის ისტორია – სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ. 22 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/qavis-istoria-stsored-misma-bunebam-ganapiroba-iseti-dz/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ყავის ისტორია – სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/qavis-istoria-stsored-misma-bunebam-ganapiroba-iseti-dz/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network