12/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„მე პოლიტიკოსი არა ვარ, ქართულ პოლიტიკაში ჩემი მოსვლის შანსი ნულია. იმიტომ, რომ მე ვიტყვი სიმართლეს – ყველას ვაკრიტიკებ, ყველა მხარეს ვლანძღავ, თუ შეცდომებს უშვებენ, კარგზე კარგს ვამბობ, ვინც არ უნდა იყოს.
მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამ სწორ და პროფესიონალურ გადაწყვეტილებებთან ერთად ბევრი შეცდომებიც ჰქონდა, იმასაც ვამბობ და ამასაც. ყოველთვის ვარ ღია და პირდაპირი, იმიტომ, რომ თანამდებობისადმი ინტერესი მაქვს ნული.
ახლა საქართველოში ნებისმიერი თანამდებობა იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული, მე ეს არ შემიძლია. არ შემიძლია, მაგალითად, ასეთი მიდგომები – პოლიტიკურად საჭიროა და სტატისტიკა შევცალოთ; ან პოლიტიკურად საჭიროა და ასე ვთქვათ, როცა სინამდვილე სხვაა; ან პოლიტიკურად ასეა საჭირო და ეს ვაქცინა დავუშვათ. შანსი არ არის, ასე მოვიქცე! გიორგი ფხაკაძესთან ამის შანსი არის ნული!
და ბოლოს, მე მჯერა, ჩვენ ამ პანდემიაშიც ვიპოვით გამოსავალს. მე ვცდილობ, დაგეხმაროთ, გაწვდით ინფორმაციებს. ეს ზოგჯერ სასიამოვნო არ არის, მაგრამ სწორია. საღი აზრი საბოლოოდ ყოველთვის გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდებით, ვის უნდა მოვუსმინოთ, რა უნდა გავაკეთოთ, ვის უნდა ვენდოთ და სისტემებსაც გავმართავთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, როგორც ერთიანი ქვეყანა.
საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანია და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, თუ ვიქნებით ერთად“.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе