პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა “ჩემი პირველი ნერგი” ამოქმედდება – განკარგულება

პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" ამოქმედდება – განკარგულება

საქართველოს მთავრობამ ახალი სახელმწიფო პროგრამა – “ჩემი პირველი ნერგი” დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ნერგი დარგოს და მის შემდგომ განვითარებაზე დაკვირვებაში ჩაერთოს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით ტყისა და მწვანე სივრცეების გაფართოება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნიადაგის დეგრადირების პრევენცია და მოზარდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული ყველა პირველკლასელი. მოსწავლეები არა მხოლოდ უშუალოდ დარგავენ ნერგებს, არამედ ჩაერთვებიან მათი ზრდის პროცესზე დაკვირვებაშიც.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნერგების სახეობები გარემო პირობების, შესაბამისი კლიმატური სარტყელისა და ბიომრავალფეროვნების პრინციპების მიხედვით შეირჩევა, რის საფუძველზეც დარგვის ოპტიმალური ვადები განისაზღვრება.

პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამიდან.

პროგრამა რამდენიმე სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაციით განხორციელდება:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია ნერგების შესყიდვაზე, ლოგისტიკასა და მათ კონკრეტულ ლოკაციებამდე ტრანსპორტირებაზე, პროცესის მონიტორინგსა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვაზე;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს პირველკლასელთა ჩართულობას და მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებას გამწვანების ლოკაციებამდე;
  • რეგიონული განვითარების სამინისტრო და მუნიციპალიტეტები ადგილზე შეარჩევენ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს გამწვანებისთვის, უზრუნველყოფენ დარგვის პროცესის ორგანიზებას და დარგული ნერგების შემდგომ მოვლა-პატრონობას.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა “ჩემი პირველი ნერგი” ამოქმედდება – განკარგულება. 7 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/pirvelklaselebistvis-akhali-programa-chemi-pirveli-nerg/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა “ჩემი პირველი ნერგი” ამოქმედდება – განკარგულება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/pirvelklaselebistvis-akhali-programa-chemi-pirveli-nerg/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network