ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA

0
ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA
#image_title

ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA

თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით. 30-იან წლებში ფიზიოთერაპევტის და კურორტოლოგის მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე 3-4 კმ. უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938 წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. აქ მოღვაწე ექიმები წარმოადგენდა სამედიცინო პროფესურის ელიტას.

თანამედროვე კლასიკური მედიკამენტოზური მეთოდების გარდა, აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი რესურსები – სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები – სრული პაკეტით. ამავე დროს სამედიცინო – სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ჰორიზონტალური დაჭიმვები და ა.შ. ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის.

ჩვენებები – ნებისმიერი დაავადება ქრონიკულად მიმდინარე, მწვავე შემთხვევების და ონკოდაავადებების გარდა.

აქტიურად და კარგი შედეგით ვმკურნალობთ ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტებს, პერიფერიულ ნერვული სისტემის დაავადებებს და სხვადასხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს (ოსტეოქონდროზი, რადიკულონეიროპათიები და ა.შ.)

ვმკურნალობთ  ძვალ–სახსროვან, საჭმლის მომნელებელ, ცენტრალური ნერვული სისტემის, გინელოლოგიური, უროლოგიურ, პერიფერიული ნერვული სისტემის, ნივთიერენათა ცვლის, გულსისხლძარღვთა, ყელ–ყურ–ცხვირის, კანის დაავადებებს.

ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს:

მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს;

ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს;

ფიზიოთერაპიას;

სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური;

ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდთათვის.

ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.

თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა.

ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი – ჟანგბადის კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.

მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოდ ბუნებრივი გოგირდოვანი მინერალური წყლის, მარგალიტის, ტალახის აბაზანებით და ტალახის აპლიკაციებით, გაიკეთოთ წყალქვეშა მასაჟი, მიიღოთ შარკოს, ცირკულარული და აღმავალი შხაპი, გაიკეთოთ ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავების ღრმა გამორეცხვა), ჟანგბადის კოქტეილი, ჩაიტაროთ ფიზიოთერაპიული პროცედურები, ასევე გთავაზობთ სხვადასახვა სახის მასაჟს: მანუალური, პლანტარული, ტაილანდური, ანტიცელულიტური თაფლით, ყავით შოკოლადით.

ყავის ისტორია – სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ

0
ყავის ისტორია - სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ
#image_title

ყავა – მეცხოველეობაში თხა ყველაზე მოუსვენარ, მოუთვინიერებელ და ყველაფრის მკვნეტელ ცხოველად ით­­ვლება. სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ

მეცხოველეობაში თხა ყველაზე მოუსვენარ, მოუთვინიერებელ და ყველაფრის მკვნეტელ ცხოველად ით­­ვლება. სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ. ეს კი ძალიან უბრალოდ მოხდა – შორეულ ეთიოპიაში თ­ხებ­მა ნეკერის კვნეტის დროს ხის ძირში მობნეულ მარცვლებს გემო გაუსინჯეს.

გაუსინჯეს და… საძოვარზევე შეეტყოთ მოუსვენრობა, შინ მირეკილებს კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ. რა თქმა უნდა, არც მათ პატრონებს ეძი­ნათ მთელ ღამეს. როცა მარცვლებს მათაც გაუსინჯეს გემო და მხნეობა იგრძნეს, მიხვდნენ, რომ მათმა `აღსაზრდელებმა~ რაღაც დიდი აღმოჩენა გააკეთეს. დრო გავიდა და ყავის მარცვლები ეთიოპიის ტყეებიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიტანეს და მოაშენეს კიდეც, სადაც საამისო პირობები არსებობდა. განსაკუთრებით ფართო გავრცელება პოვა ყავამ ბრაზილიაში; აქ მსოფლიოში არსებული ყავის პლანტაციების 50%-ია გაშენებული. შედარებით ნაკლებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში.
გარდა იმისა, რომ ყავა გემრიელი სასმელია, იგი მასტიმულირებელი და თავის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებაცაა. ეფექტიანია აგრეთვე მოწამვლის შემთხვევაში, როგორც პი­რველადი დახმარების საშუალება ექიმის მოს­ვლამდე.
ბუნებაში ყავა მარადმწვანე ბუჩქების ან 8-10მ სიმაღლის ხეების სახით გვხვდება.
ენდროსებრთა ოჯახის გვარი (კოფეა) 50 სა­ხეობით არის წარმოდგენილი, რომელ­თაგან 4-5 სახეობაა კულტივირებული. ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშია `არაბიკა~, ანუ არაბული.
ყავის ულამაზესი მცენარე შესანიშნავად გრძნობს თავს ორანჟერეისა და ოთახის პი­რო­ბებში. მრავლდება ახალმოკრეფილი მარცვლებით. ითესება ყუთებში, აღმოცე­ნებისათვის საჭირო ტემპერატურაა 20º. ნიადაგის შემცველობა ასეთია: კორდის მიწა – 1 წილი, ნეშომპალა – 0,5 წილი და მდინარის ქვიშა – 1 წილი.
ორანჟერეისა და ოთახის პირობებში ყვავილობს თეთრი, სურნელოვანი ყვავილებით. ნა­ყოფი მუქი წითელი ფერისაა, სფეროსებრი ან ოვალური ფორმის.

ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები გავ­რცე­ლების მიხედვით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს

0
როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს
#image_title

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას, პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს: სრულყოფილი პირველი დახმარების სახელმძღვანელო

ზაფხულში ქვეწარმავლების აქტიური პერიოდი იწყება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გველის ნაკბენების რისკს. საქართველოში 20-22 სახეობის გველი გვხვდება, რომელთაგან მხოლოდ ოთხი სახეობა არის შხამიანი: ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა.

გიურზა: ყველაზე დიდი და საშიში გველი

გიურზა საქართველოს ყველაზე დიდი ზომის გველია (130 სმ-დან 160 სმ-მდე სიგრძის). მას აქვს გამოხვეული ცხვირი და მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლები. მისი სხეული მოყავისფრო-ქვიშისფერია ან მოწითალო-მოყავისფრო, ზურგზე კი მოზრდილი ლაქებით. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე.

გველის ნაკბენის სიმპტომები

გველის ნაკბენთან დაკავშირებული სიმპტომები მოიცავს:

  • წყვილი კბილის ანაბეჭდი: ნაკბენის ადგილას გამოკვეთილი კვალი.
  • სიწითლე და ტკივილი: ნაკბენის ადგილას სიწითლე, ტკივილი და შეშუპება.
  • თავბრუსხვევა და სისუსტე: ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა.
  • ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა: ოფლიანობისა და ნერწყვის გაძლიერება.
  • გულისრევა და ღებინება: გულისრევა, ზოგჯერ ღებინება.
  • სუნთქვის გაძნელება: სუნთქვის გაძნელება.
  • გონების დაბინდვა: მოგვიანებით შესაძლოა უგონო მდგომარეობა.

რა არ უნდა გააკეთოთ გველის ნაკბენის დროს

გველის ნაკბენის დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს:

  • არ დაუდოთ ლახტი: შხამი ძირითადად ლიმფური სადინარებით გადაადგილდება.
  • არ გაწოვოთ ჭრილობა: ნაკბენის ნაწილის გაწოვა მავნებელია.
  • არ გაკვეთოთ ან არ წაშალოთ ნაკბენი: ნაკბენის შეწოვის არაკეთილსინდისიერი მეთოდები, როგორც ჭრილობის მოწვა ან გაკვეთა.

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას

  1. დაზარალებულის მდებარეობა: დაყენეთ დაზარალებული ისეთ პოზიციაში, რომ იყოს უმოძრაოდ. მოძრაობის მინიმიზირება მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის დასამუხრუჭებლად.
  2. ნაკბენის მდებარეობა: შეინარჩუნეთ ნაკბენი გულის დონიდან ქვემოთ, რათა შემცირდოს შხამის მოხვედრა ცენტრალურ ცირკულაციაში.
  3. ჭრილობის დამუშავება: ჩამოიბანეთ ჭრილობა წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით და დააფინეთ სტერილური საფენით.
  4. ელასტიური ნახვევი: ნაკბენ ადგილზე მთელი სიგრძით დაადეთ ელასტიური ბინტი.

დასკვნა

გველის ნაკბენით გამოწვეული მდგომარეობა სწრაფ და სწორ რეაგირების საჭიროებს. იცოდეთ სიმპტომები და ნებას მიეცით პროფესიონალური დახმარების სექრეტულ შეწყვეტას. თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევით პირველადი დახმარების პრინციპების დაცვისას.

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

0
რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში
#image_title

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

ზემო რაჭაში ვენახებს 1000 მ სიმაღლეზეც ვხვდებით. ცალკეულ მიკროპირობებში შეიძ­ლება ხარისხიანი ღვინის მიღება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯიში „მცვივანა“, რომლისგანაც საშამპანურე მასალა მიიღება.
იმის გამო, რომ საგვიანო ჯიშები ვერ ასწ­რებს მომწიფებას, დარგეთ საადრეო – პინო, ალიგოტე და ქართული საადრეო.
თუ თქვენი ვენახის მცვივანა გადაბერებუ­ლია, შეიძლება მისი გაახალგაზრდავე­ბაც. ამისათვის მას ძველ ტოტებს საგრძნობლად უმოკლებენ, სანაყოფე რქებს 3 კვირტზე, ხოლო სამამულეს, როგორც წესი, 2 კვირტზე სხლავენ. შტამბზე არსებული ქერქის დაზიანებული ნაწილი ააძვრეთ, ძირები კარგად გაუფხვიერეთ და თითო ძირზე 2-3 ვედრო გადამწვარი ნაკელი ან წუნწუხი შეიტანეთ. შეიძლება ძველი ვაზების მთლიანი გადაწვენაც, რაც მათი განახლების გარანტიას იძლევა.
თქვენს ნაკვეთში გასაშენებელი სასურველი ჯიში თქვენივე ან მეზობელ სოფელში შეარჩიეთ, ესეც ერთგვარი გარანტიაა მიზნის მისაღწევად.

ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები გავ­რცე­ლების მიხედვით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ს ა კ მ ე ვ ლ ი ს – კმევას რა დანიშნულება აქვს ?

0
ს ა კ მ ე ვ ლ ი ს - კმევას რა დანიშნულება აქვს ?
#image_title

ს ა კ მ ე ვ ლ ი ს – კმევას რა დანიშნულება აქვს ?

– საკმეველს უდიდესი სულიერი მნიშვნელობა აქვს. ახალი აღთქმის თანახმად, ახალშობილი მაცხოვრისათვის მოგვთაგან მირთმეულ ძღვენს შორის ერთ-ერთი ხომ სწორედ გუნდრუკი ანუ საკმეველი იყო, რომელიც მას მიართვეს როგორც სულიერ მეფეს, ღმერთს. აქედან ჩანს, რომ საკმეველი საუკეთესო შესაწირია უფლის მიმართ, რომელსაც ვუნთებთ ღმერთს კეთილსურნელებისთვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, რაც ნათლად ჩანს კმევის დაწყების წინ ღვთისმსახურის მიერ წარმოთქმული ლოცვიდან: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სულნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხევლისა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა წმიდისა”.
კმევა სიმბოლურად უფლის მიმართ აღვლენილი გულმხურვალე ლოცვის გამომხატველია, სწორედ საკმეველივით მაღლდება ზეცისაკენ ჩვენი გულმხურვალე ლოცვა. ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ აბელის მიერ შეწირული საკმეველის კვამლი ზეცისკენ ამაღლდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღმერთმა მისი შესაწირი შეიწირა, კაენისა კი არა, რადგან მის მიერ შეწირული საკმევლის კვამლი მიწას განერთხა. აქედან ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა შემწირველის სიწმინდე და სულიერი სისუფთავე იმისათვის, რომ ღმერთმა ჩვენი შესაწირი – ლოცვა იქნება ეს, მარხვა, მატერიალური შესაწირი თუ სხვა – შეიწიროს, ე.ი. საკმევლის კვამლის მსგავსად აიჭრას ზეცად და უფლის საყდრამდე ამაღლდეს.
საკმეველი საოცარ სურნელებას გამოსცემს, რაც სიმბოლურად სულიწმინდის მადლს, მის კეთილსურნელებას გამოხატავს. ხატების, წმინდა ტრაპეზისა და სხვა სიწმინდეების კმევა მათდამი მოკრძალებისა და თაყვანისცემის გამომხატველია, ამავდროულად, კმევის დროს სულიწმინდის მოქმედებასაც მიანიშნებს.
საკმეველს ბოროტი ძალების, ეშმაკების განსადევნადაც ვაკმევთ – ე.ი. კმევის დროს ნაკმევი ადგილი ბოროტისგან განიწმინდება, რადგან ბოროტი ძალებისთვის საკმევლის კეთილსურნელება მომაკვდინებელია.
– კმევის დროს საკმეველს საგანგებო ჭურჭელში ათავსებენ, რომელსაც საცეცხლური ეწოდება. რას გამოხატავს სიმბოლურად საცეცხლური ან სასაკმევლე?
– ბოლო დროს საცეცხლური ძირითადად ტაძრის ფორმისა მზადდება. იგი არის სიმბოლო წმინდა ეკლესიისა. საცეცხლური გაყოფილია ორ ნაწილად, რაც სიმბოლურად ერთ წმინდა, კათოლიკე ეკლესიას (დედამიწაზე “მებრძოლს”, ზეცაში “მოზეიმეს”) გამოხატავს.
სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საცეცხლურის ზარის ხმასაც – იგი სიმბოლოა ეკლესიის მიერ უფლისადმი აღვლენილი გალობისა.
– როგორ აღესრულება კმევა და რა სიმბოლური მინიშნება აქვს გაღვივებულ ნახშირზე საკმევლის მოთავსებას?
– კმევის დაწყების წინ ღვთისმსახური საცეცხლურში ათავსებს გაღვივებულ ნახშირს
– იგი სიმბოლურად მადლით აღსავსე მართლმადიდებელ სარწმუნოებას გამოხატავს. გაღვივებულ ნაკვერჩხალზე – ნახშირზე იდება საკმეველი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმბოლოა მორწმუნე ადამიანის გულმხურვალე ლოცვისა და სულიერი განცდებისა, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს თან რომ მიჰყვება ეკლესიაში – სინანული, მადლიერება, ვედრება, სიმდაბლე და სხვა. ეს ქმედება სიმბოლურად მიანიშნებს, რომ ჩვენს გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, ანუ საკმეველს, ვათავსებთ მადლით აღსავსე სარწმუნოებაზე, ე.ი. ნახშირზე, და მიგვაქვს ეკლესიაში, რომელსაც საცეცხლური განასახიერებს. ის მორწმუნეთა გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, საკმევლის კვამლის მსგავსად, აღამაღლებს უფლის საყდრამდე და ზეციდან სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლი გადმოეფინება.
– როგორ უნდა მოვიქცეთ კმევის დროს?
– კმევის დროს მორწმუნენი იდრეკენ თავს, როგორც თავმდაბლად მიმღებელნი სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლისა. ამ დროს შესაძლოა გულში წარმოვთქვათ “იესოს ლოცვა”.
– საღამოს მსახურების დროს, როდესაც ღვთისმსახური სიწმინდეების კმევას იწყებს, მორწმუნენი იმ მიმართულებით ბრუნდებიან, საიდანაც ხდება კმევა, ამიტომ საკურთხევლისკენ ზურგით შებრუნებაც უწევთ. რამდენად მართებულია საკურთხევლისკენ ზურგით დგომა?
– კმევის დროს, როდესაც ჯერი საკურთხევლისკენ ზურგით მიბრუნებაზე მიდგება, სასურველია, მხოლოდ ოდნავ შემოვბრუნდეთ იმ მიმართულებით, საითკენაც კმევა ხდება.
ბერი პეტრე .
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყურძნის ხარისხზე. მიღებული გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია ორი ფასი“-ლევან მეხუზლა

0
„წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყურძნის ხარისხზე. მიღებული გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია ორი ფასი“-ლევან მეხუზლა
#image_title

რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყურძნის ხარისხზე. მიღებული გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია ორი ფასი. მეტად დაფასდება ის მევენახე, რომელმაც მოიყვანა ხარისხიანი და კონდიციური ყურძენი. ჩვენი რეფორმები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ვზრუნავთ ყურძნის ხარისხზე და ვქმნით პირობებს, რომ ყველა მევენახეს შეეძლოს მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და სიახლეები.

„ანალოგიური შეხვედრები გაიმართება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, რათა რთველი უფრო ორგანიზებულად ჩატარდეს და მოსახლეობას გავაცნოთ ის სიახლეები და სიკეთეები, რომლებიც წელს იგეგმება მევენახეებისთვის“, – განაცხადა გივი მეტრეველმა.

2025 წლის რთველის პროცესში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს. კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო საწარმო 1.50 ლარად ჩაიბარებს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ – სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს, და ასევე დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ათასობით მევენახე-ფერმერს აძლევს სტიმულს, გააგრძელონ ხარისხიანი ყურძნის წარმოება. ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია ქართული მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.

ოჯალეში – წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი

0
ოჯალეში - წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ შიჯებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი.
#image_title

ოჯალეში – წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი.

ოჯალეში გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს.

  • წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი. იგი გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს.
  • სამეგრელოში ადგილობრივ მეურნეთა შორის და აგრეთვე ზოგიერთი სპეციალური ნაშრომის მიხედვით ოჯალეში ცნობილია შონურის და სვანურის სახელწოდებითაც (8, 7, 14). ადგილობრივი შესწავლით დასტურდება, რომ ოჯალეში სამეგრელოს უძველესი ჯიშია და თავისი ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნებით პონტოს ვაზის ჯიშთა წყებას მიეკუთვნება. ამას ადასტურებს პროფ. ა. ნეგრულის (16) ვაზის აბორიგენული ჯიშების კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით ოჯალეში ეკუთვნის Pროლ. პონტიცა სუბპროლ. Gეორგიცა Nეგრ._ის ჯგუფს. თუ როდის წარმოიქმნა ოჯალეში, ან სად იყო მისი გავრცელების პირველი კერა, ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ დადგენილი, ხოლო როგორც ამას აკად. ივ. ჯავახიშვილი (გადმოგვცემს საერთოდ ცნობები ქართული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის შესახებ არ არის დაცული. მოგზაური შარდენი (6), ხოლო უფრო მოგვიანებით სკაუ თავიანთ ნაშრომებში მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან მევენახეობის სპეციფიკურობის შესახებ სამეგრელოში და ამავე დროს მეგრულ ღვინოებს მაღალ შეფასებას აძლევენ.
  • უნდა ვიფიქროთ, რომ იმდროინდელ ვენახებში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში უდავოდ წამყვანი იყო, ვინაიდან ვაზის რამდენიმე ათეული გადარჩენილი ჯიშიდან იგი ამჟამად მკვეთრად გამოირჩევა, როგორც მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის ორიგინალური ტიპის ღვინოების მომცემი ჯიში. ყურადღებას იპყრობს თვით ჯიშის სახელწოდება „ოჯალეში“, რაც კიდევ მეტად ამტკიცებს მის აბორიგენობას სამეგრელოს რაიონებისათვის. აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით (ოჯალეში ვაზის მაღლარობის გამომხატველი მეგრული ტერმინია. „ჯა“ ნიშნავს ხეს, ხოლო „ოჯა-ლეში“ – ხეზე ასაშვებ ვაზს ანუ სახეივნოს.

ამგვარად, ოჯალეში ხეზე ასაშვები ვაზის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება ყოფილა. ეს სახელწოდება, ამავე მკვლევრის აზრით, სამეგრელოში, განსაკუთრებით მდ. ტეხურის ხეობაში, მეტად ფართოდ გავრცელებულ ვაზის ჯიშს „სვანურს“ შერჩენია. აგრ. ერ. ნაკაშიძის მიხედვით (15), „ოჯალეში“ ნაწარმოები უნდა იყოს ვენახის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვისაგან „ბჟა“ (მზე). აქედან „ობჟალეში“ ანუ სამზეური ადგილმდებარობა, მზვარე ადგილი. ამ სიტყვიდან დამახინჯების შედეგად თითქოს წარმოიშვა „ოჯალეში“, რაც არადამაჯერებლად გვეჩვენება, ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებანი სავსებით გასაზიარებლად მიგვაჩნია.

სამეგრელოში გავრცელებულ ვაზის მრავალ აბორიგენულ ჯიშთაგან ქართველ მეურნეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ჯიშისათვის უნდა ჰქონდეს შერქმეული „ოჯალეში“ და იგი, როგორც სპეციფიკური ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით ვაზის ყველა ადგილობრივ ჯიშზე მაღლა მდგომი, უძველესი დროიდან უნდა ატარებდეს ამ სახელს.

ცნობილია, რომ ვაზის ფორმირების ერთ-ერთ საფუძველს მისი ჯიშის სპეციფიკური ნიშნები წარმოადგენს (ზრდის სიძლიერე, ახოხების უნარი და სიმაღლეზე ან სიგანეზე განვითარების მიდრეკილება).

ჩვენი აზრით, „ოჯალეშისათვის“ ამ სახელის მიკუთვნება თვით ამ ჯიშის სპეციფიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამეგრელოში დაბლარად ფორმირებული ოჯალეშის ვაზი ვერ აღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ მძლავრ ზრდა_განვითარებას და ამავე დროს მცირე მოსავალსა და უფრო მდარე ღირსების პროდუქციას იძლევა. ამავე პირობებში ამაღლებული ფორმით ან ოლიხნარად ფორმირებული იგივე ოჯალეში ვითარდება ჯიშისათვის დამახასიათებელი სიმძლავრით, თანაც უხვ მოსავალსა და საუკეთესო ღირსების პროდუქციას იძლევა.

წყარო: ასოციაცია ღვინის ოსტატები

🌿 ბალბას მოვლა და გამრავლება: პრაქტიკული გზამკვლევი მოყვარულთათვის

0
🌿 ბალბას მოვლა და გამრავლება: პრაქტიკული გზამკვლევი მოყვარულთათვის
#image_title

🌿 ბალბას მოვლა და გამრავლება: პრაქტიკული გზამკვლევი მოყვარულთათვის

ბალბა – პოპულარული და მრავალფეროვანი დეკორატიული მცენარე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზ ყვავილობას გვთავაზობს. თუმცა, სწორი მოვლის გარეშე, მისი შენარჩუნება რთული ხდება. აქ გაწვდით დეტალურ სახელმძღვანელოს, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელი და ყვავილოვანი ბალბას გაზრდაში.


❄️ ბალბა და ყინვა – ყურადღება გაამახვილეთ რეგიონზე!

ბალბა ვერ იტანს ❄️ გაყინვას, ამიტომ თუ რჩევას აძლევთ სხვას ან თავად ზრდით, აუცილებლად გაითვალისწინეთ საცხოვრებელი რეგიონი. მაგალითად, თბილისსა და ბათუმში პირობები განსხვავებულია. თუ აივანზე ყვავილობს და ჯანმრთელია – ეს არ ნიშნავს, რომ იგივე იმუშავებს თელავში ან ახალციხეში.


🌸 ჯიშის შერჩევა – ყოველთვის იკითხეთ!

ბალბას მრავალფეროვანი ჯიშები აქვს. ზოგი საჭიროებს გასხვლას, ზოგი არა. შეამოწმეთ მყიდველთან ან კონსულტანტთან, რომელი ჯიშია, რათა სწორი მოვლის მეთოდი გამოიყენოთ თავიდანვე.


🌱 ნიადაგის მომზადება – ბალანსი და დრენაჟი

იდეალური სუბსტრატი ასეთია:

  • 1 წილი ქვიშა

  • 1 წილი პერლიტი

  • 1 წილი ტორფი (არამჟავე)

  • 1 წილი ნაკელი ან კომპოსტი

  • 1 წილი სუფთა ბაღის ნიადაგი

აუცილებელია კარგი დრენაჟი. ქოთანი – პატარა ზომის! დიდი ქოთანი ხელს უშლის ყვავილობას, რადგან მცენარე პირველ რიგში ფესვების განვითარებაზე იწყებს მუშაობას.


☀️ განათება და ტემპერატურა

ბალბას სჭირდება:

  • 8 საათიანი განათებული სივრცე, თუმცა არა პირდაპირი მზე.

  • ზამთარში: +15°C

  • ზაფხულში: +23°C

  • ტენიანობა ზამთარში – დაახლოებით 30%


💧 მორწყვა და წყლის წესები

  • ზაფხულში ვრწყავთ, როცა ზედა შრე გამოშრება.

  • წყალი უნდა იყოს თბილი, დამდგარი, ქლორის გარეშე.

  • ლამბაქში დარჩენილი წყალი აუცილებლად გადაღვარეთ.

  • ზამთარში იშვიათად მორწყეთ – ფოთლებზეც არ უნდა მოხვდეს წყალი, ეს სტრესს იწვევს.


✂️ გასხვლა და გამრავლება

  • გასხვლა ხდება შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე.

  • დატოვეთ 2–3 კვირტი. მოჭერით ისე, რომ კვირტიდან 2 სმ დაშორებით იყოს ღერო.

გამრავლება:
ღეროებს ჰორიზონტალურად ვათავსებთ მსუბუქ სუბსტრატში და მხოლოდ ოდნავ ვფლავთ. ყველა კვირტი ფესვებს გაიკეთებს. მარტივი, ეფექტური მეთოდია.


🌿 კვება – უწყვეტი ყვავილობისთვის

  • გაზაფხულზე: ნაკლები აზოტი, მეტი კალიუმი და ფოსფორი.

  • ზაფხულიდან: მხოლოდ კალიუმი და ფოსფორი, აზოტი აღარ სჭირდება.

🧪 სახლის ბუნებრივი სასუქები:

  • იოდის წვეთები

  • საფუარის ნაყენი

  • კარტოფილის სითხე

  • დარიჩინის ჩაი

  • დაფნის ფოთლის ნაყენი

  • მზესუმზირის ზეთი (1 ს.კ. წყალში)

  • ლუდის ნაყენი

კვება შეიძლება მთელი წლის განმავლობაში დასჭირდეს, რადგან უწყვეტი ყვავილობა აქვს.

კვება იწყება გაზაფხულიდან, მას აძლევენ ნაკლებ აზოტს, კალიუმს და ფოსფორს, ხოლო ზაფხულიდან აზოტი აღარ სჭირდება, მხოლოდ კალიუმი, ფოსფორი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.

 სახლში მოსამზადებელი ყველაზე მარტივი მეთოდი:

იოდის წვეთები და დამდგარი წყალი. საფუარის ნაყენი. კარტოფილის ნაყენი. დარიჩინი, ერთი ჩაის კოვზი. დაფნის ფოთლის ნაყენი. ლუდის ნაყენი. მზესუმზირის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი და მორწყეთ. მას ხშირად ემართება დაავადებები. ადვილად დაამარცხებთ, შავ ფეხს თუ ხშირად წყალბადის ზეჟნგით მორწყავთ ან ფიტოსპორინით.


🦠 დაავადებები და მავნებლები

მავნებლებიდან ბევრი მწერი შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ ხშირად ათვალიერეთ. გამოჩენისთანავე გამოიყენეთ 2 გრამი ქაფურის სპირტი ან ზეთი ერთ ლიტრ წყალში გახსენით და ასხურეთ. ნიშადურის სპირტი, ხახვის ფურცლების ნაყენი.

ხახვის ფურცლის ნაყენი

დაჭერით ხახვი და ერთი კოვზი მოაყარეთ. ფიტოვერმი ასხურეთ თუფრთათეთრა ან აბლაბუდას ტკიპა შეესია. გაიმეორეთ ყოველ მეშვიდე დღეს სრულ განკურნებამდე.

ბუნებრივი მეთოდები:

  • ქაფურის სპირტი (2 გრამი 1 ლიტრ წყალში)

  • ხახვის ფურცლის ნაყენი

  • ნიშადურის სპირტი

  • ფიტოვერმი – გამოიყენეთ ყოველ 7 დღეში ერთხელ, გამოჯანმრთელებამდე

⚠️ არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიკატები (კარატე, BI-58, აქტარა) დახურულ სივრცეში – ეს სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს“

0
„აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს“
#image_title

მეტანია (ბერძ. მეტა-ნოია – „სინანული“) — თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომაა. ორგვარი წესი საეკლესიო ტიბიკონში: მცირე – პირჯვრის გამოსახვა; დიდი – მუხლის მოყრა, შუბლით მიწაზე შეხება.

დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.

მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.

წმინდა მამა, ბერი პაისი მეტანიას სულიერ ტანვარჯიშს უწოდებს და ამბობს, რომ გარდა სულიერი გაძლიერებისა, მეტანია აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას და ამშვიდებს ადამიანს.

აი, უფრო ვრცლად წმინდა მამის მოსაზრება მეტანიაზე.

წმინდა ბერი პაისი: მეტანიები ყველა სხვა სულიერ ღვაწლზე მეტად გვეხმარება.

– მამაო სხეული გტკივათ?

– არა, რადგან სულიერ ტანვარჯიშს ვასრულებ. მეტანიებს. ერის კაცები ვარჯიშებს აკეთებენ, მონაზვნები მეტანიებს, ერის კაცები ტანვარჯიშით სხეულს იჯანსაღებენ, მონაზვნები მეტანიებით – სულსაც და სხეულსაც. საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაჟკაცებს ადამიანს. ამავდროულად აძლევს შესაძლებლობას ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე, ასევე მთების მწვერვალებზე თავისუფლად და ქოშინის გარეშე.

მეტანია აუცილებელია როგორც ახალგაზრდისთვის, ისე ასაკიანებისთვის, მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლებისგან. ძლიერი აღნაგობის ადამიანმა უფრო მეტი მეტანია უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებისკენ მიდრეკილმა. ისე, როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს.

მეტანია განსაკუთრებით ეხმარება ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ. ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები, შეასრულეთ რამდენადაც შეგიძლიათ ბევრი მეტანია თქვენთვისაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება.

მეტანია ლოცვაა, თუმცა ამავდროულად ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენს სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე: პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას, მეორე სარგებელი – მდაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, მესამე – აჯანსაღებს ხორცს და მოაქვს ჯანმრთელობა ადამიანისთვის.

მეტანიებით ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და გამოვხატავთ მადლიერებას.

როდესაც მეტანიებს ასრულებ, წარმოიდგინე, რომ ღვთის წინაშე დგახარ და თაყვანს სცემ, ასე შეგიყვარდება მეტანიები.

მეტანიები საკუთარი თავისთვის თუ მოყვასისთვის, უმნიშვნელოვანესია ყველა სხვა ხელსაქმესთან შედარებით. ეს არის ხელსაქმე დაუსრულებელი ღვაწლით. მთავარია, ადამიანს კეთილშობილება ჰქონდეს და სინანულით იღწვოდეს. მეტანიებს ამიტომაც ეწოდებათ სინანული. სიტყვა სინანული ბერძნულად ჟღერს როგორც მეტანია.

მეტანიის კეთებისას ვმდაბლდებით და ღვთისგან შენდობას ვითხოვთ.

კარგი იქნება, როდესაც მეტანიის კეთებას ვიწყებთ, მდაბლად ვთქვათ: უფალო, ვცოდე, მომიტევე.

ყველაზე მთავარია, რომ ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მადლიერება. მერე კი თითოეული თავისებურად გამოხატავს ამას. როდესაც კაცი მადლიერების გრძნობით აღივსება, ასრულებს მეტანიებს ქრისტეს მიმართ კეთილშობილების, აღმაფრენის, სიყვარულის გამო. მაშინ ის ვერ გრძნობს დაღლას ისევე, როგორც მამის ხილვით გამოწვეული აღმაფრენისგან და სიხარულისგან დახტიან პატარა შვილები დაუღლელად.

რასაც მეტი შრომა ახლავს, მეტი ფასი აქვს.

ყოველი მეტანიის დროს ფეხზე უნდა წამოდგე, ამით ღვთის წინაშე დიდ თაყვანისცემას ასრულებ და სხეულისთვისაც უფრო ადვილია. დიდი მეტანიის დროს იატაკს ხელისგულებით კი არ უნდა შეეხო (ამან შეიძლება მყესები დაგიზიანოს), არამედ შეკრული მტევნით, ანუ მუჭებით. ხოლო ხელებზე კოჟრები რომ არ გაგიჩნდეს, წინ რბილი ხალიჩა დაიფინე.

რაც უფრო იმატებს ასაკი, ფიზიკური ძალები ბუნებრივად იკლებს. გულმოდგინედ განაგრძე შენი ღვაწლი და როცა ვერ შეძლებ ყველა დიდი მეტანიების კეთებას, მცირე მეტანიით ან იესოს ლოცვით ჩაანაცვლე.

– მამაო ფეხები და წელი მტკივა…

– თუ მეტანიებს გააკეთებ, დაგეხმარება. სცადე ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ და ნახე, როგორ ჯობია. მახსოვს, მამა ტიხონი რომ ხანში შევიდა და დიდი მეტანიების შესრულებისას წამოდგომა უჭირდა, ჭერზე მსხვილი თოკი დაკიდა და მისი დახმარებით წამოდგებოდა. ასე აგრძელებდა ღვთის კრძალულებას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დღემდე. მოღვაწე ხერხს მიმართავს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რქაწითელი: საქართველოს ვაზის მეფე

0
რქაწითელი: საქართველოს ვაზის მეფე
#image_title

რქაწითელი: საქართველოს ვაზის მეფე

რქაწითელი — საქართველოს სტანდარტული ვაზის ჯიშია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა კახეთში აქვს. ამ ჯიშისგან მზადდება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინოები, მაგარი და სადესერტო ღვინოები, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძენი.

ძირითადი მახასიათებლები

  1. მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნები:
    • რქაწითელი მიეკუთვნება prol. pontica, sub prol. georgica Negr. ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
    • იგი წარმოადგენს ალაზნის კერაში წარმოქმნილი სხვა ვაზის ჯიშების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს.
  2. ადგილობრივი სახელწოდებები:
    • კახეთში იყენებენ სხვადასხვა სახელწოდებებს, როგორიცაა მამალ და დედალ რქაწითელი, ყვითელი და წითელი რქაწითელი.
    • საინგილოში ცნობილია როგორც კუკურა, რუსეთში კი გამოიყენება სახელწოდებები: ტოპოლიოკი, გრუზინსკი, კოროლიოკი და ბუდაშური.
  3. ისტორიული კონტექსტი:
    • ძველად რქაწითელი შესაძლოა სახელწოდებით კუკურა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა, ეს სახელწოდება შესაძლოა შეცდომით იყოს გაწვდილი.
    • ამჟამად ზუსტი წარმოშობის დრო არ არის ცნობილი, თუმცა ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ იგი ძირითადად კახური ვაზის ჯიშების წარმოქმნის კერაში განვითარდა.
  4. მეცნიერებითი კვლევები:
    • მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სოფ. კახში დღემდე არსებობს ძველი რქაწითელის ვენახები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ჯიშობრივი სიწმინდის გამო.

მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისაგანაა წარმომდგარი.

მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე, 7), ყვითელ და წითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი, 5), საინგილოში – კუკურას სახელწოდებით (ვ. გეევსკი და გ. შარერი, 12), რუსეთში, ორჯონიკიძის მხარეში -ლევოკუმის რაიონში ტოპოლიოკის და გრუზინსკის, ხოლო ბუდიონოვსკის რაიონში – კოროლიოკის და ბუდაშურის სახელწოდებით (ტ. ორლოვა, 1940წ.); საზღვარგარეთულ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში გვხვდება რქაწითელი გელბ (ჰ. გოეტე, 1887წ.), რქაწითელი (გუიონი, 1896წ.), რქაწითელი გიალო (ვიალა და ვერმორელი, 1901-1910წწ.). რქაწითელი ადგილობრივი კახური ვაზის ჯიშია. იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ალაზნის კერაში, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის ხეობაში (აღმოსავლეთ ნაწილში). თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით რქაწითელი prol. pontica, sub prol. georgica Negr.–ის (13) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის. საერთოდ რქაწითელი ძალიან ახლოს დგას ალაზნის კერაში წარმოქმნილ სხვა ვაზის ჯიშების უმეტესობასთან და ამ ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. რქაწითელის ადგილობრივი წარმოშობა სხვა მხრივაც დასტურდება. შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ. ეს ფაქტი არ გამოპარვია ვ. გეევსკისა და გ. შარერს (12), რომელთაც თავის ნაშრომში ნათქვამი აქვთ: „ძველი მისი სახელწოდება კუკურა წარმოებულია სოფ. კახისაგან (ზაქათალის ოლქი)“. ცხადია, სახელწოდება „კუკურა“ ვ. გეევსკისა და გ. შარერის ნაშრომში ისევე, როგორც იმ დროის სხვა ამგვარ ნაშრომებში, უთუოდ დამახინჯებულად უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან თუ სიტყვა ნაწარმოებია საინგილოს სოფლის სახელწოდება კახისაგან, ან ამ პროვინციის ძველი სახელწოდება კაკისაგან, მაშინ იგი უდავოდ კახურა ან კაკურა უნდა იყოს და არა კუკურა. ამის სისწორეს მრავალი სხვა მოსაზრებაც ადასტურებს. კულტურული ჯიშების ფორმათა წარმოშობის ალაზნის დიდ კერაში, ვაზის ჯიშების უფრო ინტენსიური წარმოქმნა მის ქვემო ნაწილში – საინგილოში უნდა წარმოებულიყო, რადგან ამ მხარის ჰავა (აქტიური ტემპერატურის ჯამი, მაღალი ტენიანობა) და ნოყიერი ნიადაგები გაცილებით უფრო ხელშემწყობია ჯიშების თავისუფლად წარმოქმნისა და ზრდა-განვითარებისათვის, ვიდრე ალაზნის შუა და სათავისაკენ მდებარე ნაწილი. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ საინგილოში, კერძოდ, სოფ. კახში ამჟამადაც ბლომად (200 ჰექტარამდე) მოიპოვება რქაწითელის ძველი დაუმყნობი ვენახები.
მნახველს ანცვიფრებს, გარდა კარგი ზრდა-განვითარების და მოსავლიანობისა, რქაწითელის იქაური ვენახების მაღალი ჯიშობრივი სიწმინდე. ამრიგად, რქაწითელის წარმოშობის საკითხი სავსებით გარკვეულად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო რაც შეეხება წარმოშობის დროს, ამის შესახებ მონაცემები სადღეისოდ არ მოიპოვება, რადგან XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელი სამეურნეო ისტორიის ძეგლები დაცული არაა. ამის გამოა, რომ აკად. ივ. ჯავახიშვილს (6), ქართული ვაზის ჯიშების წარმოშობის ხნიერების დადგენისას, ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზის საფუძველზე რქაწითელის წარმოშობა ნავარაუდევი აქვს პირველ ხუთ და მომდევნო საუკუნეებში. რქაწითელი მორფოლოგიური ნიშნებისა და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით უფრო ახალ ჯიშად უნდა ვიგულვოთ.
ამას გვიკარნახებს მისი ძირითადი მორფოლოგიური ნიშნების სიახლე (ოდნავ შებუსვილი – თითქმის უბუსუსო ფოთოლი, ოვალური მარცვალი, თეთრი ფერი და სხვ.).
რქაწითელი წარმოადგენს ადგილობრივ კახურ ვაზის ჯიშს, რომელიც თავისი უნიკალური მახასიათებლებით და ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი წარმოშობის თარიღი უცნობია, მისი მორფოლოგიური ნიშნები აღნიშნავენ, რომ ეს ჯიში შედარებით ახალი უნდა იყოს.

წყარო:ასოციაცია ღვინის ოსტატები