Facebook Instagram Telegram
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს კუთხეები
  • საზოგადოება
  • სამინისტრო
  • ინტერვიუ
  • სხვა-ამბები
    • აკრედიტაცია
ძიების

Shenisofeli

Shenisofeli

ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Facebook
Instagram
Telegram

Shenisofeli

- Advertisement -
Google search engine
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს კუთხეები
  • საზოგადოება
  • სამინისტრო
  • ინტერვიუ
  • სხვა-ამბები
    • აკრედიტაცია

Shenisofeli

  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს კუთხეები
  • საზოგადოება
  • სამინისტრო
  • ინტერვიუ
  • სხვა-ამბები
    • აკრედიტაცია
მთავარი წაკითხვა გვერდი 97

ვარდი შეუდარებელია, როგორც სილამაზით, ისე განუმეორებელი სურნელით

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 16, 2025
0
დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ
#image_title

ვარდი შეუდარებელია, როგორც სილამაზით, ისე განუმეორებელი სურნელით

დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ. მართლაც შეუდარებელია ვარდი, როგორც სილამაზით, ისე განუმეორებელი სურნელით. მსოფლიოში ცნობილია 400-მდე ჯიშის ველური ვარდი, ანუ ასკილი. საქართველოში 25 სახეობის ასკი­ლია. რაც შეეხება კულტურული ვარდის ჯიშებს, 25 ათასი ჯიში და ფორმაა ცნობილი.
ვარდი მრავლდება ამონაყარით, დაკალმე­ბით, ბუჩ­­­ქის დაყოფითა და გადაწვენით, უმე­ტეს­­წილად გამრავლე­­ბის ძირითადი ხერხია კვი­რ­­ტით მყნობა, რომელიც საქარ­თველოში ტა­რ­­დება ივნისიდან ოქტომბრამდე, ხოლო რგვა – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ვარდის გასაშე­ნებლად საუკეთესოა დაწრეტილი თიხნარი, ქვიშნარი და თიხიანი ნიადაგები.
გარდა ესთეტიკური დანიშნულებისა, არსებობს ვარდის ტექნიკურ-ეთერზეთოვანი ჯიშებიც, მაგალითად კაზანლიკური ვარდი, რომ­ლის­განაც, გარდა ეთერზეთების მიღებისა, მურაბასაც ხარშავენ და არომატულ ლიქიორსაც ამზადებენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარდი ძირი­თა­დად კვირტით იმყნობა. საძირედ იყენებენ თეს­ლით გამოყვანილ ასკილის ნერგებს. ორწლიან საძირეზე, ფესვის ყელთან, აკეთებენ ირიბ ჩა­ნაჭერს, შიგ სვამენ კარგად მომწიფებული ერთ­წლიანი ყლორტიდან აჭრილ კვირტს და ზედ ახ­ვევენ გამჭვირვალე პოლიეთილენის სახვევს; როცა კვირტი შეხორცდება, სახვევს ხსნიან.
როგორ დავაფესვიანოთ ვარდის კალამი
გთავაზობთ ვარდის კალმის დაფესვიანების მარტივ და ეფექტიან მეთოდს: ის ყლორტი, რომელსაც ყვავილი ჰქონდა განვითარებული, ჰორიზონტალურად გადაჭე­რით ზედა კვირტი­დან 5-7 მმ-ის დაცილებით, ხოლო ქვედა ნაწილი – ირიბად, კვირტიდან 1,5-3 მმ-ის დაცილებით. ყლორტზე უნდა დარჩეს 7-8 კვირტი, ქვედა ფოთლებს ეჭრება ნახევარი. კალმები მოათავსეთ წყლიან ქილაში, რომელშიც წყლის დონე 1,5-2სმ-ია. ერთ ქილაში შეიძლება მოთავსდეს რამდენიმე კალამი, ოღონდ ისე, რომ ფოთლები ერთმანეთს არ ეხებოდეს.
კალმებიანი ქილა დადგით მზიან ადგილას. ქილას სახურავი არ სჭირდება. ყურად­ღება მიაქციეთ წყლის ოდენობას ქილაში, როგორც კი მოაკლდება, მაშინვე შეავსეთ თავდაპირველ დონემდე.
10-12 დღის შემდეგ უკვე შეიძლება ნაზარდის ღია გრუნტში გადატანა. ნიადაგი კი ასე უნდა მომზადდეს: 0,5 წილი გადამწვარი ნაკელი და თითო-თითო წილი სილა, ტორფი და ყამირის მიწა. გადარგული კალმები უხვად უნდა მორწყოთ და დაახუროთ შიგნიდან კირით შეთეთ­რებული მინის ქილა. ნარგავს უნდა ჰქონდეს ნორ­მალური ტენიანობა.
ერთი კვირის შემდეგ დაიწყება კვირტის გაშლა და ნაზარდის გამოტანა. იმისათვის, რომ ნაზარდი მიეჩვიოს ღია გრუნტის პირობებს, დღეში 10-15 წუთით ქილები მოხადეთ. ამ მეთოდით ერთ წელიწადში მიიღებთ ნებისმიერი ჯიშის ვარდის დაფესვიანებულ მა­ღალხარისხოვან ნერგს.
როდის არ ჭკნება ვარდი
ლარნაკში ჩადებამდე ვარდის ღეროს ქვედა ნაწილს მოაცალეთ ფოთლები. სქელმერქნიანებს ბოლოები უნდა წაატეხოთ. ნუ დაიზარებთ ყოველდღე წყლის გამოც­ვლას. ასევე ყოველდღე დაასხურეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. დღეგამოშვებით კი ღეროების ბოლოები გაურეცხეთ ონკანის ქვეშ და დაამოკლეთ ერთი სანტიმეტრით.
იმისათვის, რომ ზოგიერთი ყვავილი `გა­მო­ცოცხ­ლდეს~, უნდა ჩადოთ ცხელ, მაგრამ არა­მდუღარე წ­ყალში (მაგალითად, ნარგიზი). დამ­ჭკნარი იასამნისა და ქრიზანთემას ღერო­ები ჩაუშვით მდუღარე წყალში ერთი წუთით. გეორგინას ღე­­­­როები კი სწრაფად უნდა მოწვათ ცე­ცხლზე და მხო­ლოდ შემდეგ ჩადოთ
წ­ყალში. შრო­შანებს, ნარგიზებს, მიხაკებს, ვარ­დებს ხში­­რად უნდა ასხუ­როთ წყალი. მოჭრილი ყვავილების სიცო­ცხლის გა­ხანგრძლივება შე­იძლება შაქრით, თუმცა ყველა ყვავილს სხვადას­ხვა დოზა სჭირდება. ყველაზე მეტად `ტკბილეულის მოყვარულია~ მიხაკი – 1ლ წყალზე 70 გ შაქარი, შემდეგ მოდის ზამბახი და ჰერბერა – 30გ, ვარდი – 15 გ. ვარდს ლიმონის მჟავაც უყვარს, 1/4 ჩ.კ. 1ლ წ­ყალზე.

როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze

„ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ჩემი დაოჯახების ამბავი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს ბედნიერებას“ – მურმან გვასალია

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 15, 2025
0
#image_title

ფერმერი მურმან გვასალია დაქორწინდა. მურმან გვასალია ფეისბუქგვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ დაოჯახდა. „ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ჩემი დაოჯახების ამბავი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს ბედნიერებას“ – ამბობს მურმან გვასალია.

https://shenisofeli.ge/wp-content/uploads/2024/08/ვიცი-ბევრს-გაგიხარდებათ-ჩემი-დაოჯახების-ამბავი-ამიტომ-გიზიარებთ-ჩემს-ბედნიერებას.mp4

 

გილოცავთ დაქორწინებას! ბედნიერები, წარმატებულები და გახარებულები გამყოფოთ ღმერთმა მთელი ცხოვრება.

მურმან გვასალია ახალგაზრდა ფერმერია.

მურმან გვასალიას სენაკში დიდი მეურნობა აქვს. მისი მეურნეობა ათობით სხვადასხვა სახეობის ქათამს, ინდაურს, ფარშავანგს, იხვებს, ბატებს, ციცრებს და ჰექტრობით ბაღს მოიცავს.

სხვადასხვა სახეობის ქათამი სამი სხვადასხვა სახეობის ინდაური, ფარშავანგი, იხვები, ბატები და ციცრები ყავთ. ყველა სახეობა ცალ-ცალკე გალიებშია, რათა არ შეჯვარდნენ ერთმანეთში და არ მოხდეს სისხლის არევა. ასე სუფთად თუ დაიცავენ სახეობების „სიწმინდეს“, უფრი კარგი შთამომავლობა ეყოლებათ.

 

დაახლოებით 6 ჰექტარი აქვთ, რომელზეც სხვადასხვა ჯიშის ხეხილია გაშენებული, ასევე – ფრინველების ფერმა და მეფუტკრეობასაც.

ულამაზესი ფარშავანგები ყავთ. სამომავლოდ კონტაქტური ზოოპარკის გაკეთებას აპირებს, სადაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება.

#drpkhakadze

წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 15, 2025
0
წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა
#image_title

წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდივიდუალური მეწარმის სარეალიზაციო ობიექტიდან (სიღნაღი, ქ. წნორი, თავისუფლების ქ. 13)  ნახევარფაბრიკატის – კატლეტის ნიმუშები (მწარმოებელი ი/მ, ქ. წნორი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N31) აიღეს.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან კვლევის მიღებული შედეგების თანახმად, აღებული 5 ნიმუშიდან 2 ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა (SALMONELLA).
ლაბორატორიული კვლევის დასრულებისთანავე ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატის – კატლეტის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

#drpkhakadze

ამ ბოსტნეულის ძალა ფაქტობრივად სასწაულებრივია, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 15, 2025
0
ამ ბოსტნეულის ძალა ფაქტობრივად სასწაულებრივია, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
#image_title

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ ბოსტნეულის ძალა ფაქტობრივად სასწაულებრივია. ნომერ პირველი ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

ბროკოლი არამხოლოდ სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ ასევე ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას და ჰიდრატაციის შენარჩუნებაში. 

ბროკოლის შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ახალი, ასევე გაყინული. USDA-ს მიხედვით, ახალი ბროკოლი მაცივარში უნდა შეინახოთ სამიდან ხუთ დღემდე. გაყინული ბროკოლი ასევე კარგია, რადგან სწრაფად იყინება მოსავლის აღების შემდეგ და ინარჩუნებს ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს.

ბროკოლი დიდი ხანია ცნობილია თავისი შთამბეჭდავი უნარებით, კიბოსგან დამცავი თვისებებით. მისი მიღება ასევე ხელს უწყობს გულისა და ტვინის ჯანმრთელობას.

ბოსტნეული ასევე მდიდარია ისეთი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა A, C, K ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, ბოჭკოვანი და კალიუმი, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება კარგად ფუნქციონირებისთვის. ბროკოლს აქვს განსაკუთრებული სარგებელი სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად.

კვლევებმა აჩვენა, რომ ბროკოლი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, როდესაც რეგულარულად მიირთმევთ დიდი ხნის განმავლობაში. სულფორაფანი, გოგირდის შემცველი ნაერთი, აძლევს ბროკოლს დამახასიათებელ გემოს და სიმწარეს. ეს შეიძლება დაეხმაროს სისხლში შაქრის და ინსულინის წინააღმდეგობის კონტროლს და შეამციროს ოქსიდაციური სტრესი, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს.

სპეციალისტმა განმარტა, რომ როდესაც სისხლში შაქრის დონე იზრდება, თქვენ ასევე ხართ დეჰიდრატაციის რისკის ქვეშ, რადგან სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს უფრო ხშირად შარდვას.

ბროკოლი 90% წყალს შეიცავს, რაც ნიშნავს, რომ მისი მიღება ხელს უწყობს ჰიდრატაციის შენარჩუნებას, განსაკუთრებით როცა სისხლში შაქრის დონე მაღლაა და შარდვას ხშირად იწვევს.

ბროკოლი 90% წყალს შეიცავს, ამიტომ ახალი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, როგორიცაა ბროკოლი, ასევე დაგეხმარებათ ჰიდრატაციის შენარჩუნებაში.

ამასთან, დიეტოლოგებმა აღნიშნეს, რომ ბროკოლი სასარგებლოა როგორც ახალი, ასევე გაყინული. USDA-ს თანახმად, თუ ბროკოლს ახალს იყიდით, ის მაცივარში სამიდან ხუთ დღემდე უნდა შეინახოთ. ასევე, არ შეგეშინდეთ გაყინული ბროკოლის. მოსავლის აღების შემდეგ ის სწრაფად იყინება, ამიტომ ინარჩუნებს ყველა ვიტამინს და მინერალს.

#drpkhakadze

მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 14, 2025
0
სასიხარულო სიახლე მძღოლებისთვის
#image_title

მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.

დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR

მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით.

დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს.

✔️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
✔️ეროვნული მართვის მოწმობა.

#drpkhakadze

როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 14, 2025
0
როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს
#image_title

როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს

ჩინური ვარდი, – მცენარე მრავლდება კალმით, დაკალმება შე­იძლება მთელი წლის განმავლობაში, უმჯობესია თებერვალ-მარ­ტსა და აგვისტოში. დასაფეს­ვიანებლად კალმებს ათავსებენ ყუთებში, რომლებშიც გრუნტის სახით ჩაყრილია ტორფისა და ქვიშის ნარევი. დაფესვიანების ტემპერატურაა არანაკლებ 22º-ისა, საუკეთესოა 24-25º, რომელსაც იცავენ 2-3 კვირის განმავლობაში.

დაფესვიანებული კალმები გადა­აქვთ 7-9 სმ-იან ქოთნებში, რომლებშიც წინასწარ ჩაყრი­ლია ნარევი: 1 წი­ლი ტყის მიწა, 2 წილი გადამწვარი ნაკელი, 1წი­ლი კორდის მიწა და 1 წილი ქვიშა. ოთახში, სადაც უნდა მოთავსდეს ნარგავები, ტემპერატურა არ უნდა იყოს 18º-ზე ნაკლები. როცა ქოთნებში ნერგების ფესვები ერთმანეთში გადაიხლართება, გადა­აქვთ ჯერ 10-12 სმ სიმაღლის ქოთნებში, ხოლო შემდეგ იმ ჭურჭელში (კასრი, ქოთანი, სპეც. ყუთი), რომელშიც უნდა იყოს საბოლოოდ.
ჩინური ვარდი ნიადაგისადმი მეტად მომთხოვნია, რისთვისაც შეაქვთ ორგანული და მინე­რალური სასუქები. შეძლებისდაგვარად 1მ2 ფარ­თობზე შეაქვთ 3კგ რქის ბურბუშელა და 2კგ ძვლის ფქვილი; მორწყვა საჭიროებისდა მიხედვით.
რაც შეეხება სხვლას, პირველ რიგში, აცლიან ზედმეტ ყლორტებს და უნარჩუნებენ ლამაზ ფორ­მას. რა თქმა უნდა, ხმელი და მოტეხილი ტოტები უნდა შეაცალოთ.

რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze

რასთან ერთად უნდა მოვხარშოთ ხმელი ლობიო?  – ლობიოს სასარგებლო თვისებები

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 14, 2025
0
ლობიოს სასარგებლო თვისებებ
#image_title

დიეტოლოგმა ასმათ კევლიშვილმა გადაცემაში „პულსი“ ლობიოს სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა, ლობიოს მომზადების წესი გაუზიარა მსმენელს – რასთან ერთად უნდა მოვხარშოთ ხმელი ლობიო?

მნიშვნელოვანია, რომ ლობიოს მომზადების სწორი მეთოდები დავიცვათ. 

„შემიძლია ხმელი ლობიოს სწორად მომზადების წესი შემოგთავაზოთ. ალბათ იცით, რომ პოპულარული ლობიო უხვად შეიცავს შარდმჟავა მარილებს, თუმცა შინდის წყალობით მათი განეიტრალებაც შეიძლება. პირველ რიგში, ლობიო უნდა ჩავალბოთ წყალში 24 საათით და რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი ფიტინის მჟავების გასანეიტრალებლად, მერე კი, დოლბანდში გამოკრული შინდის კერკით მოვხარშოთ. ამასთანავე, შარდმჟავა მარილებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ითვლება ნიახურიც, რომელიც ძალიან უხდება ლობიოს“-ამბობს დიეტოლოგი.

ლობიოს მომზადების წესი:

  • ლობიო უნდა ჩავალბოთ წყალში მინიმუმ 24 საათით. ეს ხელს უწყობს ფიტინის მჟავების განეიტრალებას.
  • ჩალბობის პროცესში, წყალი უნდა გამოცვალოთ რამდენიმე ჯერზე, რათა უზრუნველვყოთ მჟავებს შორის არ იყოს ნივთიერებები, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს ლობიოს ხარისხზე.
  • ლობიო უნდა მოიხარშოს დოლბანდში გამოკრული შინდის კერკით. შინდის დანამატები ხელს უწყობს შარდმჟავა მარილების განეიტრალებას.
  • ნიახური არის შესანიშნავი ლობიოსთვის, რომელიც ასევე ეხმარება შარდმჟავა მარილების კონტროლს და უკეთესს ხდის საჭმელს.

დიეტოლოგის რჩევები:

  • გახსოვდეთ: ლობიოს მოხარშვა შინდის კერკით მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მისი სარგებლის მაქსიმიზირებას და არეგულირებს შარდმჟავა მარილების დონეს.
  • ნიახური: ნიახური განსაკუთრებულად უხდება ლობიოს და ეხმარება მის სარგებლობას გაუმჯობესებაში.

#drpkhakadze

ახალი საწარმო: „ეკო ტექნოლოჯი“ – თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოება დაიწყო

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 13, 2025
0
თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოება დაიწყო
#image_title

ახალი საწარმო: „ეკო ტექნოლოჯი“ – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმო, „ეკო ტექნოლოჯი“ გაიხსნა, რომელიც თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოებას გულისხმობს და ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს. თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოება დაიწყო.

საწარმო ოფიციალურად გახსნეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელძემ, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა, „სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ. თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოება დაიწყო.

ამ საწარმოს გახსნა არა მხოლოდ ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ ნაჩვენებს საქართველოს მზაობას ინოვაციური ტექნოლოგიების და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

  • ხელს უწყობს ინოვაციური პროექტების განვითარებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
  • მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას.
  • „საპარტნიორო ფონდი“: ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ბიზნესპროექტების განხორციელებას ქვეყანაში.

„ეკო ტექნოლოჯი“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას საქართველოში, რომელიც იძლევა ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივ ეკონომიკაში და ხელს უწყობს მდგრადი ენერგიის წყაროების გამოყენებას. მაღალი ხარისხის ნახშირის წარმოება თხილის ნაჭუჭისგან უსწრებს გარემოს დაცულ და ეფექტურ ტექნოლოგიებს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მიმართულებით.

#drpkhakadze

როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 13, 2025
0
როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
#image_title

როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 530.0 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 1.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ აშშ დოლარი – ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12,564.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.

#drpkhakadze

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები – პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

მიერ
SheniSofeli.ge
-
აგვისტო 12, 2025
0
თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები - პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ
#image_title

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები – პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.

მაშ ასე:

როგორ მოვამზადოთ საკვები თიხის ჭურჭელში

პირველ რიგში, აქ ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ:

  1. არასდროს დადგათ თიხის ჭურჭელი პირდაპირ ღია ცეცხლზე, აუცილებლად გამოიყენეთ სითბოს გამანაწილებელი;
  2. თიხის ჭურჭელი მხოლოდ გრილ აირღუმელში შედგით, რათა არ მოხდეს ჭურჭლის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება (კერამიკას არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები);
  3. აირღუმელიდან გამოღების შემდეგ ცხელი თიხის ქოთანი არ დადგათ ძალიან ცივ ან სველ ზედაპირზე – უმჯობესია გამოიყენოთ ხის დაფა;
  4. კერამიკის ჭურჭელი უნდა გარეცხოთ თბილ წყალში: მოუჭიქავი თიხის ქოთნები სარეცხი საშუალების გარეშე, ხოლო ემალირებული თიხის ჭურჭელი – სულ რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალების გამოყენებით.

ახლა კი უფრო ვრცლად:

  • თიხის ქოთანში, თიხის ქვაბში ან თიხის კეცზე საკვების მომზადება შეგიძლიათ ელექტრო ან გაზის აირღუმელებში, თუმცა რეკომენდებულია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭურჭელი გრილ ან (უკიდურეს შემთხვევაში) ოდნავ შემთბარ აირღუმელში შედგათ და თანდათანობით მოუმატოთ სიმხურვალეს კერძის მომზადებისთვის საჭირო ტემპერატურამდე;
  • მოუჭიქავი თიხის ქოთანი და მისი თავსახური გამოყენების წინ 10-15 წუთით ჩადეთ ცივ წყალში. შედეგად, წყალი ფორებში შეაღწევს და აირღუმელში თიხის ჭურჭლით შედგმული კერძი, ჩათვალეთ, ორთქლზე მომზადდება – მომზადების პროცესში წყალი კერძში დაიწყებს აორთქლებას;
  • თიხის ჭურჭლის გამოყენება ასევე შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში (თიხის ჩაიდნის, ჯეზვეს და დოქის გარდა);
  • გაითვალისწინეთ, რომ თიხის ქოთანი ან თიხის ქვაბი, რომელშიც გაყინული ან ჩაციებული გაქვთ პროდუქტი, მაცივრიდან გამოღებისთანავე არ უნდა შედგათ აირღუმელში. აცადეთ გალღობა, მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გაახურეთ;
  • კერამიკის ჩაიდანს და კერამიკის ყავის მოსადუღებელს (ჯეზვე), ვიდრე მათში მდუღარეს ჩაასხამთ, აუცილებლად გამოავლეთ ცხელი წყალი. ამ ნაკეთობებისთვის არ შეიძლება: მათი დადგმა ელექტროქურაზე ან პირდაპირ ღია ცეცხლზე გამანაწილებლის გარეშე; მათში წყლის გამათბობელი ელექტროხელსაწყოების ჩადება (მაგალითად – ე.წ. „კიპიწელნიკის“); მათ გასაცხელებლად მიკროტალღური ღუმელის გამოყენება;

თიხის ჭურჭელი, ქილა, ქოთანი, კეცი.

როგორ გავრეცხოთ თიხის ჭურჭელი

თიხის ჭურჭელი ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, ზოგჯერ – პირიქით, მისი გამოყენება, გარეცხვა და შენახვა მარტივია.  ალბათ ნათელია, რომ მოვლის სიმარტივე დამოკიდებულია დამზადების ტექნოლოგიაზე.

მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გარეცხვა

  • მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გარეცხვა ცხიმისგან, შედარებით რთული პროცესია. ამიტომ, უმჯობესია, მომზადებული საკვები მასში დიდხანს არ დააყოვნოთ;
  • თუკი ძლიერ დაცხიმიანდა და ცხიმი უკვე „ჩამჯდარია“ ფორებში (მაგალითად, ცხვრის ხორცის მომზადებისას), მისი მოსაშორებლად შეგიძლიათ ძველი რეცეპტი გამოიყენოთ: ქოთანი აავსეთ ცივი წყლით, ჩაამატეთ ცოტა ძმარი, შედგით გრილ აირღუმელში და თანდათანობით უმატეთ ცეცხლს. 30 წუთის შემდეგ ქოთანი აირღუმელიდან გამოიღეთ, გააცივეთ, გარეცხეთ და კარგად გაავლეთ;
  • თუკი თიხის ქოთნები ან თიხის ქვაბი საკვების მომზადების შემდეგ მსუბუქად არის „დასვრილი“, შეგიძლიათ გარეცხოთ თბილი წყლით, მინიმალური რაოდენობით სოდის დამატებით;
  • მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გასარეცხად არ შეიძლება ქიმიური ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება, მით უმეტეს ისეთის, რომელსაც ძლიერი სურნელი აქვს, რადგან ასეთი ჭურჭელი მარტივად „იღებს“ სუნს.
  • ამ თვისების გათვალისწინებით, ასევე უმჯობესი იქნება, თუკი სხვადასხვა კერძისთვის – მაგალითად, ლობიოსთვის, თევზისთვის თუ ცხვრის ხორცისთვის – სხვადასხვა თიხის ქოთანს ან თიხის ქვაბს გამოიყენებთ. მოუჭიქავ თიხის ქოთანს მწვანილისა და სუნელების არომატიც კარგად უჯდება ფორებში (რაც, ერთი მხრივ, დიდი პლუსია);
  • თუკი უსიამოვნო სუნი გაუჩნდება, თიხის ქოთნები დროდადრო აირღუმელში გამოწვით ხოლმე;
  • გარეცხვის შემდეგ მოუჭიქავი თიხის ქოთნები, თიხის ქვაბი ან სხვა ჭურჭელი საგულდაგულოდ უნდა გაამშრალოთ და შემდეგ ჰაერზე თავდაუხურავ მდგომარეობაში კარგად გააშროთ (თუ შესაძლებელია – მზეზე). მოუჭიქავი ჭურჭელი უნდა შეინახოთ ნესტისგან დაცულ ადგილას, ასევე თავდაუხურავად;
  • თუკი თიხის ქოთანს კარგად არ გაამშრალებთ და სველს შეინახავთ, შეიძლება ობი გაუჩნდეს; ობის მოშორება შესაძლებელია სოდის და წყლის ნაზავით (უნდა მომზადდეს 1 წილი 1 წილზე, პასტის კონსისტენციის), რომელიც უნდა წაუსვათ ქოთნის კედლებზე, 30 წუთი გააჩეროთ, შემდეგ კარგად ჩამორეცხოთ, გაავლოთ, გაამშრალოთ და შემდეგ გააშროთ, სასურველია – მზეზე. შენახვამდე დარწმუნდით, რომ კარგად არის გამშრალი.

მოჭიქული თიხის ჭურჭლის გარეცხვა

მოჭიქული თიხის ჭურჭელი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას.

  • კერამიკის ქვაბი არ „ჩაიჯენს“ სუნს, ამიტომ მის გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები და იშვიათად – ჭურჭლის სარეცხი მანქანაც კი;
  • აქ მთავარია ერთი წესი: მოჭიქული ჭურჭლის გარეცხვისას არ გამოიყენოთ მავთულის სახეხი ან ზუმფარა – ამით ზედაპირს დააზიანებთ.

მოჭიქული თიხის ქვაბები ბევრ მოსწონს ლამაზი ვიზუალისა და მაღალი გამძლეობის გამო. თუმცა ერთი რამ წინასწარ უნდა იცოდეთ: ორთქლზე მომზადებული კერძის ეფექტსა და თიხის არომატს ნუ დაელოდებით – ემალის ზედაპირი ბლოკავს თიხის ფორებს და მათში წყალი ვერ ხვდება.

წყარო:

#drpkhakadze

1...969798...173გვერდი 97 of 173

ბოლო სიახლეები

„აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით“-აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო...

აპრილი 23, 2026

ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, ველური ვაზის შესწავლის ღონისძიებები გრძელდება

აპრილი 23, 2026

პრემიერი: „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება – ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება

აპრილი 23, 2026

პოპულარული ამბები

როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?

ნოემბერი 18, 2025

„აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი, ვინც ხართ სოფელში“

დეკემბერი 30, 2025

წაიკითხეთ – აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე

აგვისტო 8, 2025

კატეგორიები

  • საზოგადოება883
  • აგრო სიახლეები445
  • სხვა-ამბები356
  • სამინისტრო340
  • სიახლეები184
  • საქართველოს კუთხეები83
  • ბლოგი14
Shenisofeli

ჩვენ შესახებ

info@accreditation.ge
ჩვენ შესახებ / რეკლამა / კონტაქტი

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

Facebook
Instagram
Telegram

© SheniEkimi.ge

  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს კუთხეები
  • საზოგადოება
  • სამინისტრო
  • ინტერვიუ
  • სხვა-ამბები