ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

ოჯალეში – წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი

0
ოჯალეში - წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ შიჯებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი.
#image_title

ოჯალეში – წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი.

ოჯალეში გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს.

  • წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი. იგი გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს.
  • სამეგრელოში ადგილობრივ მეურნეთა შორის და აგრეთვე ზოგიერთი სპეციალური ნაშრომის მიხედვით ოჯალეში ცნობილია შონურის და სვანურის სახელწოდებითაც (8, 7, 14). ადგილობრივი შესწავლით დასტურდება, რომ ოჯალეში სამეგრელოს უძველესი ჯიშია და თავისი ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნებით პონტოს ვაზის ჯიშთა წყებას მიეკუთვნება. ამას ადასტურებს პროფ. ა. ნეგრულის (16) ვაზის აბორიგენული ჯიშების კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით ოჯალეში ეკუთვნის Pროლ. პონტიცა სუბპროლ. Gეორგიცა Nეგრ._ის ჯგუფს. თუ როდის წარმოიქმნა ოჯალეში, ან სად იყო მისი გავრცელების პირველი კერა, ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ დადგენილი, ხოლო როგორც ამას აკად. ივ. ჯავახიშვილი (გადმოგვცემს საერთოდ ცნობები ქართული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის შესახებ არ არის დაცული. მოგზაური შარდენი (6), ხოლო უფრო მოგვიანებით სკაუ თავიანთ ნაშრომებში მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან მევენახეობის სპეციფიკურობის შესახებ სამეგრელოში და ამავე დროს მეგრულ ღვინოებს მაღალ შეფასებას აძლევენ.
  • უნდა ვიფიქროთ, რომ იმდროინდელ ვენახებში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში უდავოდ წამყვანი იყო, ვინაიდან ვაზის რამდენიმე ათეული გადარჩენილი ჯიშიდან იგი ამჟამად მკვეთრად გამოირჩევა, როგორც მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის ორიგინალური ტიპის ღვინოების მომცემი ჯიში. ყურადღებას იპყრობს თვით ჯიშის სახელწოდება „ოჯალეში“, რაც კიდევ მეტად ამტკიცებს მის აბორიგენობას სამეგრელოს რაიონებისათვის. აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით (ოჯალეში ვაზის მაღლარობის გამომხატველი მეგრული ტერმინია. „ჯა“ ნიშნავს ხეს, ხოლო „ოჯა-ლეში“ – ხეზე ასაშვებ ვაზს ანუ სახეივნოს.

ამგვარად, ოჯალეში ხეზე ასაშვები ვაზის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება ყოფილა. ეს სახელწოდება, ამავე მკვლევრის აზრით, სამეგრელოში, განსაკუთრებით მდ. ტეხურის ხეობაში, მეტად ფართოდ გავრცელებულ ვაზის ჯიშს „სვანურს“ შერჩენია. აგრ. ერ. ნაკაშიძის მიხედვით (15), „ოჯალეში“ ნაწარმოები უნდა იყოს ვენახის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვისაგან „ბჟა“ (მზე). აქედან „ობჟალეში“ ანუ სამზეური ადგილმდებარობა, მზვარე ადგილი. ამ სიტყვიდან დამახინჯების შედეგად თითქოს წარმოიშვა „ოჯალეში“, რაც არადამაჯერებლად გვეჩვენება, ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებანი სავსებით გასაზიარებლად მიგვაჩნია.

სამეგრელოში გავრცელებულ ვაზის მრავალ აბორიგენულ ჯიშთაგან ქართველ მეურნეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ჯიშისათვის უნდა ჰქონდეს შერქმეული „ოჯალეში“ და იგი, როგორც სპეციფიკური ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით ვაზის ყველა ადგილობრივ ჯიშზე მაღლა მდგომი, უძველესი დროიდან უნდა ატარებდეს ამ სახელს.

ცნობილია, რომ ვაზის ფორმირების ერთ-ერთ საფუძველს მისი ჯიშის სპეციფიკური ნიშნები წარმოადგენს (ზრდის სიძლიერე, ახოხების უნარი და სიმაღლეზე ან სიგანეზე განვითარების მიდრეკილება).

ჩვენი აზრით, „ოჯალეშისათვის“ ამ სახელის მიკუთვნება თვით ამ ჯიშის სპეციფიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამეგრელოში დაბლარად ფორმირებული ოჯალეშის ვაზი ვერ აღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ მძლავრ ზრდა_განვითარებას და ამავე დროს მცირე მოსავალსა და უფრო მდარე ღირსების პროდუქციას იძლევა. ამავე პირობებში ამაღლებული ფორმით ან ოლიხნარად ფორმირებული იგივე ოჯალეში ვითარდება ჯიშისათვის დამახასიათებელი სიმძლავრით, თანაც უხვ მოსავალსა და საუკეთესო ღირსების პროდუქციას იძლევა.

წყარო: ასოციაცია ღვინის ოსტატები

🌿 ბალბას მოვლა და გამრავლება: პრაქტიკული გზამკვლევი მოყვარულთათვის

0
🌿 ბალბას მოვლა და გამრავლება: პრაქტიკული გზამკვლევი მოყვარულთათვის
#image_title

🌿 ბალბას მოვლა და გამრავლება: პრაქტიკული გზამკვლევი მოყვარულთათვის

ბალბა – პოპულარული და მრავალფეროვანი დეკორატიული მცენარე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზ ყვავილობას გვთავაზობს. თუმცა, სწორი მოვლის გარეშე, მისი შენარჩუნება რთული ხდება. აქ გაწვდით დეტალურ სახელმძღვანელოს, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელი და ყვავილოვანი ბალბას გაზრდაში.


❄️ ბალბა და ყინვა – ყურადღება გაამახვილეთ რეგიონზე!

ბალბა ვერ იტანს ❄️ გაყინვას, ამიტომ თუ რჩევას აძლევთ სხვას ან თავად ზრდით, აუცილებლად გაითვალისწინეთ საცხოვრებელი რეგიონი. მაგალითად, თბილისსა და ბათუმში პირობები განსხვავებულია. თუ აივანზე ყვავილობს და ჯანმრთელია – ეს არ ნიშნავს, რომ იგივე იმუშავებს თელავში ან ახალციხეში.


🌸 ჯიშის შერჩევა – ყოველთვის იკითხეთ!

ბალბას მრავალფეროვანი ჯიშები აქვს. ზოგი საჭიროებს გასხვლას, ზოგი არა. შეამოწმეთ მყიდველთან ან კონსულტანტთან, რომელი ჯიშია, რათა სწორი მოვლის მეთოდი გამოიყენოთ თავიდანვე.


🌱 ნიადაგის მომზადება – ბალანსი და დრენაჟი

იდეალური სუბსტრატი ასეთია:

  • 1 წილი ქვიშა

  • 1 წილი პერლიტი

  • 1 წილი ტორფი (არამჟავე)

  • 1 წილი ნაკელი ან კომპოსტი

  • 1 წილი სუფთა ბაღის ნიადაგი

აუცილებელია კარგი დრენაჟი. ქოთანი – პატარა ზომის! დიდი ქოთანი ხელს უშლის ყვავილობას, რადგან მცენარე პირველ რიგში ფესვების განვითარებაზე იწყებს მუშაობას.


☀️ განათება და ტემპერატურა

ბალბას სჭირდება:

  • 8 საათიანი განათებული სივრცე, თუმცა არა პირდაპირი მზე.

  • ზამთარში: +15°C

  • ზაფხულში: +23°C

  • ტენიანობა ზამთარში – დაახლოებით 30%


💧 მორწყვა და წყლის წესები

  • ზაფხულში ვრწყავთ, როცა ზედა შრე გამოშრება.

  • წყალი უნდა იყოს თბილი, დამდგარი, ქლორის გარეშე.

  • ლამბაქში დარჩენილი წყალი აუცილებლად გადაღვარეთ.

  • ზამთარში იშვიათად მორწყეთ – ფოთლებზეც არ უნდა მოხვდეს წყალი, ეს სტრესს იწვევს.


✂️ გასხვლა და გამრავლება

  • გასხვლა ხდება შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე.

  • დატოვეთ 2–3 კვირტი. მოჭერით ისე, რომ კვირტიდან 2 სმ დაშორებით იყოს ღერო.

გამრავლება:
ღეროებს ჰორიზონტალურად ვათავსებთ მსუბუქ სუბსტრატში და მხოლოდ ოდნავ ვფლავთ. ყველა კვირტი ფესვებს გაიკეთებს. მარტივი, ეფექტური მეთოდია.


🌿 კვება – უწყვეტი ყვავილობისთვის

  • გაზაფხულზე: ნაკლები აზოტი, მეტი კალიუმი და ფოსფორი.

  • ზაფხულიდან: მხოლოდ კალიუმი და ფოსფორი, აზოტი აღარ სჭირდება.

🧪 სახლის ბუნებრივი სასუქები:

  • იოდის წვეთები

  • საფუარის ნაყენი

  • კარტოფილის სითხე

  • დარიჩინის ჩაი

  • დაფნის ფოთლის ნაყენი

  • მზესუმზირის ზეთი (1 ს.კ. წყალში)

  • ლუდის ნაყენი

კვება შეიძლება მთელი წლის განმავლობაში დასჭირდეს, რადგან უწყვეტი ყვავილობა აქვს.

კვება იწყება გაზაფხულიდან, მას აძლევენ ნაკლებ აზოტს, კალიუმს და ფოსფორს, ხოლო ზაფხულიდან აზოტი აღარ სჭირდება, მხოლოდ კალიუმი, ფოსფორი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.

 სახლში მოსამზადებელი ყველაზე მარტივი მეთოდი:

იოდის წვეთები და დამდგარი წყალი. საფუარის ნაყენი. კარტოფილის ნაყენი. დარიჩინი, ერთი ჩაის კოვზი. დაფნის ფოთლის ნაყენი. ლუდის ნაყენი. მზესუმზირის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი და მორწყეთ. მას ხშირად ემართება დაავადებები. ადვილად დაამარცხებთ, შავ ფეხს თუ ხშირად წყალბადის ზეჟნგით მორწყავთ ან ფიტოსპორინით.


🦠 დაავადებები და მავნებლები

მავნებლებიდან ბევრი მწერი შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ ხშირად ათვალიერეთ. გამოჩენისთანავე გამოიყენეთ 2 გრამი ქაფურის სპირტი ან ზეთი ერთ ლიტრ წყალში გახსენით და ასხურეთ. ნიშადურის სპირტი, ხახვის ფურცლების ნაყენი.

ხახვის ფურცლის ნაყენი

დაჭერით ხახვი და ერთი კოვზი მოაყარეთ. ფიტოვერმი ასხურეთ თუფრთათეთრა ან აბლაბუდას ტკიპა შეესია. გაიმეორეთ ყოველ მეშვიდე დღეს სრულ განკურნებამდე.

ბუნებრივი მეთოდები:

  • ქაფურის სპირტი (2 გრამი 1 ლიტრ წყალში)

  • ხახვის ფურცლის ნაყენი

  • ნიშადურის სპირტი

  • ფიტოვერმი – გამოიყენეთ ყოველ 7 დღეში ერთხელ, გამოჯანმრთელებამდე

⚠️ არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიკატები (კარატე, BI-58, აქტარა) დახურულ სივრცეში – ეს სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს“

0
„აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს“
#image_title

მეტანია (ბერძ. მეტა-ნოია – „სინანული“) — თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომაა. ორგვარი წესი საეკლესიო ტიბიკონში: მცირე – პირჯვრის გამოსახვა; დიდი – მუხლის მოყრა, შუბლით მიწაზე შეხება.

დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.

მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.

წმინდა მამა, ბერი პაისი მეტანიას სულიერ ტანვარჯიშს უწოდებს და ამბობს, რომ გარდა სულიერი გაძლიერებისა, მეტანია აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას და ამშვიდებს ადამიანს.

აი, უფრო ვრცლად წმინდა მამის მოსაზრება მეტანიაზე.

წმინდა ბერი პაისი: მეტანიები ყველა სხვა სულიერ ღვაწლზე მეტად გვეხმარება.

– მამაო სხეული გტკივათ?

– არა, რადგან სულიერ ტანვარჯიშს ვასრულებ. მეტანიებს. ერის კაცები ვარჯიშებს აკეთებენ, მონაზვნები მეტანიებს, ერის კაცები ტანვარჯიშით სხეულს იჯანსაღებენ, მონაზვნები მეტანიებით – სულსაც და სხეულსაც. საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაჟკაცებს ადამიანს. ამავდროულად აძლევს შესაძლებლობას ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე, ასევე მთების მწვერვალებზე თავისუფლად და ქოშინის გარეშე.

მეტანია აუცილებელია როგორც ახალგაზრდისთვის, ისე ასაკიანებისთვის, მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლებისგან. ძლიერი აღნაგობის ადამიანმა უფრო მეტი მეტანია უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებისკენ მიდრეკილმა. ისე, როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს.

მეტანია განსაკუთრებით ეხმარება ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ. ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები, შეასრულეთ რამდენადაც შეგიძლიათ ბევრი მეტანია თქვენთვისაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება.

მეტანია ლოცვაა, თუმცა ამავდროულად ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენს სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე: პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას, მეორე სარგებელი – მდაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, მესამე – აჯანსაღებს ხორცს და მოაქვს ჯანმრთელობა ადამიანისთვის.

მეტანიებით ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და გამოვხატავთ მადლიერებას.

როდესაც მეტანიებს ასრულებ, წარმოიდგინე, რომ ღვთის წინაშე დგახარ და თაყვანს სცემ, ასე შეგიყვარდება მეტანიები.

მეტანიები საკუთარი თავისთვის თუ მოყვასისთვის, უმნიშვნელოვანესია ყველა სხვა ხელსაქმესთან შედარებით. ეს არის ხელსაქმე დაუსრულებელი ღვაწლით. მთავარია, ადამიანს კეთილშობილება ჰქონდეს და სინანულით იღწვოდეს. მეტანიებს ამიტომაც ეწოდებათ სინანული. სიტყვა სინანული ბერძნულად ჟღერს როგორც მეტანია.

მეტანიის კეთებისას ვმდაბლდებით და ღვთისგან შენდობას ვითხოვთ.

კარგი იქნება, როდესაც მეტანიის კეთებას ვიწყებთ, მდაბლად ვთქვათ: უფალო, ვცოდე, მომიტევე.

ყველაზე მთავარია, რომ ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მადლიერება. მერე კი თითოეული თავისებურად გამოხატავს ამას. როდესაც კაცი მადლიერების გრძნობით აღივსება, ასრულებს მეტანიებს ქრისტეს მიმართ კეთილშობილების, აღმაფრენის, სიყვარულის გამო. მაშინ ის ვერ გრძნობს დაღლას ისევე, როგორც მამის ხილვით გამოწვეული აღმაფრენისგან და სიხარულისგან დახტიან პატარა შვილები დაუღლელად.

რასაც მეტი შრომა ახლავს, მეტი ფასი აქვს.

ყოველი მეტანიის დროს ფეხზე უნდა წამოდგე, ამით ღვთის წინაშე დიდ თაყვანისცემას ასრულებ და სხეულისთვისაც უფრო ადვილია. დიდი მეტანიის დროს იატაკს ხელისგულებით კი არ უნდა შეეხო (ამან შეიძლება მყესები დაგიზიანოს), არამედ შეკრული მტევნით, ანუ მუჭებით. ხოლო ხელებზე კოჟრები რომ არ გაგიჩნდეს, წინ რბილი ხალიჩა დაიფინე.

რაც უფრო იმატებს ასაკი, ფიზიკური ძალები ბუნებრივად იკლებს. გულმოდგინედ განაგრძე შენი ღვაწლი და როცა ვერ შეძლებ ყველა დიდი მეტანიების კეთებას, მცირე მეტანიით ან იესოს ლოცვით ჩაანაცვლე.

– მამაო ფეხები და წელი მტკივა…

– თუ მეტანიებს გააკეთებ, დაგეხმარება. სცადე ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ და ნახე, როგორ ჯობია. მახსოვს, მამა ტიხონი რომ ხანში შევიდა და დიდი მეტანიების შესრულებისას წამოდგომა უჭირდა, ჭერზე მსხვილი თოკი დაკიდა და მისი დახმარებით წამოდგებოდა. ასე აგრძელებდა ღვთის კრძალულებას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დღემდე. მოღვაწე ხერხს მიმართავს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რქაწითელი: საქართველოს ვაზის მეფე

0
რქაწითელი: საქართველოს ვაზის მეფე
#image_title

რქაწითელი: საქართველოს ვაზის მეფე

რქაწითელი — საქართველოს სტანდარტული ვაზის ჯიშია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა კახეთში აქვს. ამ ჯიშისგან მზადდება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინოები, მაგარი და სადესერტო ღვინოები, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძენი.

ძირითადი მახასიათებლები

  1. მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნები:
    • რქაწითელი მიეკუთვნება prol. pontica, sub prol. georgica Negr. ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
    • იგი წარმოადგენს ალაზნის კერაში წარმოქმნილი სხვა ვაზის ჯიშების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს.
  2. ადგილობრივი სახელწოდებები:
    • კახეთში იყენებენ სხვადასხვა სახელწოდებებს, როგორიცაა მამალ და დედალ რქაწითელი, ყვითელი და წითელი რქაწითელი.
    • საინგილოში ცნობილია როგორც კუკურა, რუსეთში კი გამოიყენება სახელწოდებები: ტოპოლიოკი, გრუზინსკი, კოროლიოკი და ბუდაშური.
  3. ისტორიული კონტექსტი:
    • ძველად რქაწითელი შესაძლოა სახელწოდებით კუკურა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა, ეს სახელწოდება შესაძლოა შეცდომით იყოს გაწვდილი.
    • ამჟამად ზუსტი წარმოშობის დრო არ არის ცნობილი, თუმცა ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ იგი ძირითადად კახური ვაზის ჯიშების წარმოქმნის კერაში განვითარდა.
  4. მეცნიერებითი კვლევები:
    • მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სოფ. კახში დღემდე არსებობს ძველი რქაწითელის ვენახები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ჯიშობრივი სიწმინდის გამო.

მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისაგანაა წარმომდგარი.

მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე, 7), ყვითელ და წითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი, 5), საინგილოში – კუკურას სახელწოდებით (ვ. გეევსკი და გ. შარერი, 12), რუსეთში, ორჯონიკიძის მხარეში -ლევოკუმის რაიონში ტოპოლიოკის და გრუზინსკის, ხოლო ბუდიონოვსკის რაიონში – კოროლიოკის და ბუდაშურის სახელწოდებით (ტ. ორლოვა, 1940წ.); საზღვარგარეთულ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში გვხვდება რქაწითელი გელბ (ჰ. გოეტე, 1887წ.), რქაწითელი (გუიონი, 1896წ.), რქაწითელი გიალო (ვიალა და ვერმორელი, 1901-1910წწ.). რქაწითელი ადგილობრივი კახური ვაზის ჯიშია. იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ალაზნის კერაში, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის ხეობაში (აღმოსავლეთ ნაწილში). თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით რქაწითელი prol. pontica, sub prol. georgica Negr.–ის (13) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის. საერთოდ რქაწითელი ძალიან ახლოს დგას ალაზნის კერაში წარმოქმნილ სხვა ვაზის ჯიშების უმეტესობასთან და ამ ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. რქაწითელის ადგილობრივი წარმოშობა სხვა მხრივაც დასტურდება. შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ. ეს ფაქტი არ გამოპარვია ვ. გეევსკისა და გ. შარერს (12), რომელთაც თავის ნაშრომში ნათქვამი აქვთ: „ძველი მისი სახელწოდება კუკურა წარმოებულია სოფ. კახისაგან (ზაქათალის ოლქი)“. ცხადია, სახელწოდება „კუკურა“ ვ. გეევსკისა და გ. შარერის ნაშრომში ისევე, როგორც იმ დროის სხვა ამგვარ ნაშრომებში, უთუოდ დამახინჯებულად უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან თუ სიტყვა ნაწარმოებია საინგილოს სოფლის სახელწოდება კახისაგან, ან ამ პროვინციის ძველი სახელწოდება კაკისაგან, მაშინ იგი უდავოდ კახურა ან კაკურა უნდა იყოს და არა კუკურა. ამის სისწორეს მრავალი სხვა მოსაზრებაც ადასტურებს. კულტურული ჯიშების ფორმათა წარმოშობის ალაზნის დიდ კერაში, ვაზის ჯიშების უფრო ინტენსიური წარმოქმნა მის ქვემო ნაწილში – საინგილოში უნდა წარმოებულიყო, რადგან ამ მხარის ჰავა (აქტიური ტემპერატურის ჯამი, მაღალი ტენიანობა) და ნოყიერი ნიადაგები გაცილებით უფრო ხელშემწყობია ჯიშების თავისუფლად წარმოქმნისა და ზრდა-განვითარებისათვის, ვიდრე ალაზნის შუა და სათავისაკენ მდებარე ნაწილი. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ საინგილოში, კერძოდ, სოფ. კახში ამჟამადაც ბლომად (200 ჰექტარამდე) მოიპოვება რქაწითელის ძველი დაუმყნობი ვენახები.
მნახველს ანცვიფრებს, გარდა კარგი ზრდა-განვითარების და მოსავლიანობისა, რქაწითელის იქაური ვენახების მაღალი ჯიშობრივი სიწმინდე. ამრიგად, რქაწითელის წარმოშობის საკითხი სავსებით გარკვეულად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო რაც შეეხება წარმოშობის დროს, ამის შესახებ მონაცემები სადღეისოდ არ მოიპოვება, რადგან XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელი სამეურნეო ისტორიის ძეგლები დაცული არაა. ამის გამოა, რომ აკად. ივ. ჯავახიშვილს (6), ქართული ვაზის ჯიშების წარმოშობის ხნიერების დადგენისას, ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზის საფუძველზე რქაწითელის წარმოშობა ნავარაუდევი აქვს პირველ ხუთ და მომდევნო საუკუნეებში. რქაწითელი მორფოლოგიური ნიშნებისა და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით უფრო ახალ ჯიშად უნდა ვიგულვოთ.
ამას გვიკარნახებს მისი ძირითადი მორფოლოგიური ნიშნების სიახლე (ოდნავ შებუსვილი – თითქმის უბუსუსო ფოთოლი, ოვალური მარცვალი, თეთრი ფერი და სხვ.).
რქაწითელი წარმოადგენს ადგილობრივ კახურ ვაზის ჯიშს, რომელიც თავისი უნიკალური მახასიათებლებით და ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი წარმოშობის თარიღი უცნობია, მისი მორფოლოგიური ნიშნები აღნიშნავენ, რომ ეს ჯიში შედარებით ახალი უნდა იყოს.

წყარო:ასოციაცია ღვინის ოსტატები

„10-12 წლის წინ ჩვენ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მილიონი ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მილიონი იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია“

0
„10-12 წლის წინ ჩვენ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მილიონი ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მილიონი იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია“
#image_title

თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა დარგის განვითარებისთვის. „10-12 წლის წინ ჩვენ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მილიონი ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მილიონი იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია“

„რთველი 2024“-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნა თელავში კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მთავრობის გამორჩეულ ყურადღებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ინვესტიციები და განვითარების პროგრამები ხელს შეუწყობს სფეროს გაწვდვას და ქვეყნის ეკონომიური პოზიციების გაძლიერებას.

„სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და რაც გამოიხატა როგორც წარმოების, ისე ღვინის ექსპორტის ზრდაში. თუ 10-12 წლის წინ კახეთში ჩვენი მევენახეების შემოსავალი იყო წლიურად 50 მლნ, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. თუ ღვინოზე მოთხოვნა არ იქნება, რა თქმა უნდა, ყურძნის ფასიც ვერ იქნება შესაბამისი. ამიტომ ჩვენ, ვეხმარებით კომპანიებს, მევენახეებს, ვეხმარებით დარგს მთლიანობაში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან დამთავრებული მისი რეალიზაციით. მსოფლიო ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას მივმართავთ ყოველწლიურად. მხოლოდ და მხოლოდ მეტი მოთხოვნა ღვინოზე განაპირობებს, რომ ყურძენზე ფასი იყოს უფრო მაღალი. შარშან, რქაწითელზე მინიმალური ფასი 90 თეთრის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა საშუალო ფასი დაფიქსირდა, დაახლოებით, 1 ლარი და ხუთი თეთრი. წელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფასი განსაზღვრულ მინიმალური ფასზე მაღალი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ კერძო სექტორმა მაქსიმალურად მოახდინოს ყურძნის შესყიდვა და შემდგომ უკვე ღვინის რეალიზაცია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთვლის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს. ქალაქ თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა

0
ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა
#image_title

ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში, ანუ იანვარ-ივნისში საქართველომ 1 042 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გაყიდა, საიდანაც $3.9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში გაყიდული ცხოველების მოცულობა 1 492 ტონას შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავალი $4 მლნ-ს უდრიდა.

მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს ცოცხალი ცხვრებისა და თხების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 3.1%-ით შეუმცირდა.

წელს საქართველომ ცოცხალი ცხვარი და თხა 3 ქვეყანაში გაყიდა, რომელთა შორის საუდის არაბეთი ლიდერობდა. ამ ბაზარზე საქართველომ, $2.7 მლნ-ის ღირებულების 623 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გაიტანა ექსპორტზე. მომდევნო პოზიციას ქუვეითი იკავებს, სადაც საქართველომ 261 ტონა წვრილფეხა საქონლის გაყიდვით – $680 ათასის შემოსავალი მიიღო, ხოლო აზერბაიჯანში 158 ტონა ცხვარი გავიდა, რაშიც $499 ათასის შემოსავალი მივიღეთ.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წელს, 6 თვეში საქართველომ $592 ათასის 285 ტონა ცხვარი და თხა შეიძინა. თუმცა გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში, ცოცხალი ცხვრისა და თხის იმპორტი არ განგვიხორციელებია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს

0
რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი - საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია გურჯაანში
#image_title

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში „2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ცვლილება შევიდა.

განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით  ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს   1,20 ლარად;  არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.

„საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებითათასობით მევენახეფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევარაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.

რთველის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.

2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.

ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით,  რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს. რთველი 2025-ის საკოორდინაციო შტაბის განთავსების მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი“ – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

+36, +38 გრადუსი – სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. +36, +38 გრადუსი – სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

სინიპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

ხილი შპალერზე! ნახეთ როგორ ისხამს და როგორ არის ფორმირებული

0
ხილი შპალერზე! ნახეთ როგორ ისხამს და როგორ არის ფორმირებული
#image_title

ხილი შპალერზე!

ნახეთ როგორ ისხამს და როგორ არის ფორმირებული.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ხეზე კვეთის მესხური ტრადიცია

0
ხეზე კვეთის მესხური ტრადიცია
#image_title

ხეზე კვეთის მესხური ტრადიცია

ხეზე კვეთის მესხური ტრადიციას მესხეთში დიდი ისტორია აქვს. ამ ტრადიციის ერთ-ერთი გამგრძელებელი ასპინძაში  მცხოვრები ზაურ ოთანაძეა. თვითნასწავლი ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი.

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემი ნამუშევარი არის მწყემსების, მეცხვარის ნაქონი შოლტები“ – ამბობს ზაურ ოთანაძე.

ამას მოყვა ქვის, ლითონის, კერამიკის ნამუშევრები, თუმცა ძირითად დროს მაინც ხეზე მუშაობას უთმოს…