iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„კატეგორიულად აკრძალულია და არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა. ოთახის ტემპერატურაზე გალღობას დიდი დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელია, ტემპერატურამ საშიშ დიაპაზონს მიაღწიოს (10 გრადუსიდან, 60 გრადუსამდე), გავრცელდეს ბაქტერიები და შემდეგ პათოგენურებად გარდაქმნა. ამიტომ, მისაღებია, პრაქტიკულია და აუცილებელია, რომ გალღობის პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხოდ და უვნებლად.
გალღობის ერთ-ერთი მეთოდია, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობა, სადაც შეფუთვის გარეშე უნდა მოვათავსოთ პროდუქტი. ამ შემთხვევაში, მალეც გალღვება. როდესაც ცივი წყალი მოდის, ტემპერატურა საშიშ დიაპაზონს ვერ მიაღწევს და დაცული იქნებით.
ასევე, არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც ინდუსტრიული ობიექტები ხშირად იყენებენ – საყინულიდან იღებენ ხორცს და მაცივარში ათავსებენ“, – ამბობს სპეციალისტი.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შემოდგომის პერიოდი მდიდარია ბოსტნეულის და ხილის ნობათით, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დღეს ჩვენ განვიხილავთ ოთხ საინტერესო და სასარგებლო ხილს: ბროწეულს, ფეიხოას, ხურმას (კარალიოკი) და კომშს.
ბროწეულის სარგებელი
ბროწეული კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და ამცირებს არტერიულ წნევას. იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან დაცვის პროცესში. ასევე, ბროწეული ხელს უწყობს სხეულის გაწმენდას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
ფეიხოა: ვიტამინების წყარო
ფეიხოა განსაკუთრებული ხილია, რომელიც მდიდარია ვიტამინით C და სხვა მიკროელემენტებით. იგი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას. ფეიხოას რეგულარული გამოყენება ამცირებს კოლესტერინის დონეს და სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
ხურმა (კარალიოკი): ნოყიერი და მტკნარი
ხურმა, ან კარალიოკი, არის რბილი ხილი, რომელიც მდიდარია ფიბრით და ვიტამინებით. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგიულობას. ხურმა ასევე სასარგებლოა სასმელი თრობის დროს, რადგან მას აქვს დეტოქსიკაციის ეფექტი.
კომში:ბია
კომში არის დახვეწილი და ნაზი ხილი, რომელიც შეიცავს ბევრ ვიტამინსა და მინერალს. მისი რეგულარული გამოყენება გვეხმარება მეტაბოლიზმის რეგულირებაში და ხელს უწყობს სისხლის გამართული ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კომში არის იდეალური ნაზავი, რომელიც გაზრდის ორგანიზმის ენერგიას.
ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა შემოდგომის ხუთი ხილი დაასახელა, რომელიც ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია.
ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:
„ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს K ვიტამინს. ეს ვიტამინი არაჩვეულებრივია, რადგან კალცის შეწოვას უწყობს ხელს, ძვლის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას, გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, სისხლძარღვის კედლის მდგრადობაზეც. შევთანხმდით, რომ ბროწეული არის მეტად სასარგებლო.
ფეიხოას მირთმევა სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს:
ძალიან ხშირად გვსმენია კითხვა: როგორ უნდა დავირეგულიროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება? კივი და ფეიხოა რომ მივირთვათ, იოდის დეფიციტი აღმოიფხვრება?
მხოლოდ კივის და ფეიხოას მირთმევით ჰიპოთირეოზი არ აღმოიფხვრება, მაგრამ ფეიხოა ძალიან მდიდარია იოდით. ეს არის უჯრედისით მდიდარი პროდუქტი. ის ებრძვის ტოქსინებს და ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა მინარევებისგან, შლაკებისგან ათავისუფლებს. მის შემადგენლობაში შედის ფოლიუმის მჟავა. ფეიხოა მდიდარია C ვიტამინით.“
„შემდეგი ხილი არის ხურმა. ხურმას აქვს 200-მდე სახეობა. მას აქვს შარდმდენი მოქმედება, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ხურმა მდიდარია A ვიტამინით. ის კარგად გამოიყენება სალათებშიც. ძალიან სასარგებლოა კომშიც. ხშირად მკურნალ ხილსაც უწოდებენ. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ხურმა შეიცავს თუთიას“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რატომ ასდის შენს ტანსაცმელს ნესტის სუნი?
როგორც სარეცხი მანქანებისა და ტექნიკის ექსპერტი აღნიშნავს, ობის სუნი ყველაზე ხშირად რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული.
მაღალი ტენიანობა: მაღალი ტენიანობა და ნესტიან პირობებში ხანგრძლივი ყოფნა შეიძლება ობის განვითარებას იწვევდეს.
სხეულის სუნი და ცხიმი: იღლიებსა და სხეულის ზეთებს შეუძლიათ სუნის შენარჩუნება, თუ ნივთებს სათანადოდ არ გარეცხავთ.
არასათანადო შენახვა: ტანსაცმლის მჭიდროდ შეფუთულ კარადებში, უჯრებში და პლასტმასის პარკებში შენახვამ, სადაც ჰაერის ცირკულაცია შეზღუდულია, შეიძლება გამოიწვიოს ტენიანობის დაგროვება და ობის ზრდა.
ძალიან ბევრი სარეცხი საშუალება: ამან შეიძლება ტანსაცმელზე ნარჩენები დატოვოს, რომლებიც სუნის გამომწვევ ბაქტერიებს კვებავს.
ჭუჭყიანი სარეცხი მანქანა: სარეცხი მანქანები თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, რათა ტანსაცმელს სუფთა სურნელი შეუნარჩუნდეს.
როგორ მოვიშოროთ ტანსაცმელზე ობის სუნი?
რადგან ჩვენი ტანსაცმლის ქსოვილების ტიპები ძალიან განსხვავებულია, ობის მოცილების მეთოდებიც განსხვავებულია.
საჭირო მასალები:
თეთრი გამოხდილი ძმარი;
საცხობი სოდა;
რბილი სარეცხი ფხვნილი;
ჟანგბადის მათეთრებელი (სურვილისამებრ);
რბილი ჯაგრისი დასუფთავებისთვის ან ძველი კბილის ჯაგრისი (სურვილისამებრ)
როგორ გავწმინდოთ ბამბა, პოლიესტერი და შერეული ქსოვილები?
პირველ რიგში, შეამოწმეთ მოვლის ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ მოვლა და ტემპერატურა შესაბამისია. შემდეგ, აავსეთ ვედრო ან ნიჟარა ცხელი წყლით და დაამატეთ ერთი ჭიქა თეთრი ძმარი.
ტანსაცმელი მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში დაალბეთ წყალში, ან მთელი ღამით, თუ სუნი ძალიან ძლიერი ან მუდმივია.
„ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში ჩადეთ. ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი და ნახევარი ჭიქა საცხობი სოდა პირდაპირ ბარაბანში ჩაყარეთ. ტანსაცმლისთვის რეკომენდებულ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე გარეცხეთ. თუ შესაძლებელია, მზეზე გააშრეთ, რადგან ულტრაიისფერი სხივები ობის დარჩენილი სპორების განადგურებაში დაგეხმარებათ“, – გვირჩევს მართა სტიუარტი.
აბრეშუმი, მატყლი და ქაშმირი
კონტეინერი ცივი წყლით შეავსეთ, დაამატეთ ნახევარი ჭიქა თეთრი ძმარი, ტანსაცმელი 30 წუთის განმავლობაში დაალბეთ და ფრთხილად მოურიეთ, რომ დელიკატური ქსოვილები არ დააზიანოთ.
„გარეცხეთ ცივი წყლით, სანამ ძმრის სუნი არ გაქრება. გარეცხეთ ხელით დელიკატური ქსოვილებისთვის განკუთვნილი რბილი სარეცხი საშუალებით. გააშრეთ ნივთები კარგად ვენტილირებად ადგილას, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა თავიდან აიცილოთ დელიკატური ქსოვილების გახუნება“, – ხაზგასმულია სტატიაში.
სპორტული ტანსაცმელი
ქსოვილში დაგროვილი ოფლისა და სუნის უკეთ მოსაშორებლად ტანსაცმელი გადმოაბრუნეთ. შემდეგ ჟანგბადის მათეთრებელი თბილ წყალს შეურიეთ.
„სუნის ინტენსივობიდან გამომდინარე, ტანსაცმელი 1-6 საათის განმავლობაში დაალბეთ. სარეცხი მანქანის დარბილების განყოფილებაში დაამატეთ 1 ჭიქა ძმარი. გამოიყენეთ თბილი წყალი (თუ ეს ქსოვილისთვის უსაფრთხოა) და თქვენი საყვარელი რბილი სარეცხი საშუალება. ტანსაცმელი ძმრის ხსნარით გარეცხეთ. შენახვამდე სრულად გააშრეთ ჰაერზე“, – გვირჩევს გამოცემა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ისევე როგორც ბევრი სხვა პროდქუტი, ევროპელებმაც გაიცნეს გოგრა.
იცით, რომ გოგრა დედამიწაზე ყველაზე დიდი ბოსტნეულია?!
აშშ-ში ფერმერები ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს დიდი ზომის გოგრის მოყვანაში. რეკორდსმენად დღემდე ითვლება გოგრა, რომელიც 302 კგ-ს იწონის. მებაღე-დეკორატორები და სელექციონერები მცირე ზომის, სხვადასხვა ფორმის გოგრების გამოყვანაზეც ბევრს მუშაობენ.
როგორ ავარჩიოთ გოგრა ბავშვისათვის
გოგრის მრავალი ჯიში არსებობს, თუმცა ძირითადად გავრცელებულია სამი სახეობის გოგრა – ჩვეულებრივი, დიდნაყოფიანი და ჯავზისებრი.
ითვლება, ჯავზისებრი გოგრა უფრო მოტკბო და გემრიელია. გაჭრილი გოგრის დათვალიერებისას ყურადღება მიქციეთ მისი რბილობის ფერს.
უფრო მკვეთრი ფერის რბილობის მქონე გოგრა, ჩვეულებრივ, უფრო ტკბილია. ფორთოხლისფერი რბილობის მქონე გოგრა უფრო მაგარია.
გოგრის არჩევისას დააჭირეთ ხელი მის კანს. თუ კანი რბილია, ის ახალი მოკრეფილი არ არის. დაკაკუნებისას ყრუ ხმა მიგანიშნებთ, რომ გოგრა მწიფეა.
ახალმოკრეფილ გოგრას მოტკბო, არომატული სურნელი აქვს.
თუ გოგრას გრილ და ბნელ ადგილას შეინახავთ, ის რამდენიმე თვეს შეინახება.
თუ შეიძინეთ გაჭრილი გოგრის ნაჭერი, მაცივარში 7-10 დღეზე მეტი არ შეინახოთ.
გოგრის თესლი
არ გაიმეტოთ გადასაყრელად. გამშრალი გოგრის თესლი ძვირფასი საკვებია, რადგან მისი ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის და სტეარინის უჯერ მჟავებს, ასევე ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, A და C ვიტიმინს. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, სპილენძს, კალიუმს. მის შემადგენლობაში 28% ცილაა.
იცით, რომ გოგრაში A ვიტამინი 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში?! შეგახსენებთ, ეს ვიტამინი აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის, მისი მხედველობის ჩამოყალიბებისათვის.
გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც უჯრედების მემბრანების ნამდვილი მცველია და იცავს მათ რადიაციისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.
K ვიტამინი, რომელიც გოგრაშია აღმოენილი, სისხლის შედედებას უზრუნველყოფს.
D ვიტამინი , რომელსაც ეს მზისფერი ბახჩეული შეიცავს, აუცილებლია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოწერსიგებისა და ადრეულ ასაკში რაქიტის პროფილაქტიკისათვის.
გოგრა მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს სპილენძს, თუთიას, რკინას, მის შემადგენლობაშია აგრეთვე ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია ფტორი, კალციუმი.
შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია და ნაწლავთა შეკრულობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა. გოგრის ნიღაბი თქვენი სალამაზისათვის.
როგორ მოვამზადოთ გემრიელი და სასარგებლო კერძები გოგრისაგან
გოგრა კარგად ეხამება ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, ხორცს, ამიტომ მისი გამოყენება მრავალი კერძის შემადგენლობაში შეგიძლიათ.
გოგრის პიურე 6 თვიდან
გარეცხილი გოგრის ნაჭერს მოაცილეთ კურკები დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ ცივ წყალში. გადაწურეთ. გამოარცხვეთ აერღუმელში. დატენიანებისათვის ტაფას ცოტაოდენი ცივი წყალი დაასხით. დარბილებული გიოგრის ნაჭრები აქციეთ ერთვაროვან მასად ბლენდერის საშუალებით, დამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი.
ბრინჯი ყაბაყით და გოგრით 10 თვიდან
2 ს-3 სუფრის კოვზი გარჩეული, გარეცხილი ბრინჯს დაამატეთ წყალი და დადგით ცეცხლზე, წამოდუღებისთანავე დაამატეთ კანგაცლილი გოგრის და ყაბაყის წვრილად დაჭრილი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი ნაჭრები. მოხარშვის შემდეგ გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
სილამაზის რეცეპტები თქვენთვის, დედებო და ბებიებო!
პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს, საუკეთესოა თქვენი კანისათვის. გოგრის გამოყენება სახის კანს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ანიჭებს, ატენიანებს და კვებავს მას. სცადეთ.
უმი გოგრის წვენს შეურიეთ პურის ფქვილი (პროპორციები შ ედგინეთ თვად ისე, რომ არაჟნისებრი მასა მიიღოთ. გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთი.
კანისათვის სიმკვრივისა და ლიფტინგისათვის -გახეხეთ უმი გოგრის რბილობი და დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა. დაიდეთ გასუფთავებულ სახეზე. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით.
„პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.
აღნიშნული მიზნობრიობით პოტენციურმა ბენეფიციარმა შესაძლებელია მიიღოს კომბინირებული სახის დაფინანსება, როგორც საგრანტო, ასევე პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრული დაფინანსების სახით. კრედიტის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს, ხოლო საგრანტო დაფინანსება განისაზღვრება სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ით და გაიცემა ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ. ამასთან ჯამური დაფინანსება განისაზღვრება გაცემული სესხის თანხის არაუმეტეს 50%-ით.
პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული თანადაფინანსების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სასათბურე მეურნეობების შექმნის წახალისებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდამჭერი მექანიზმების სარგებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ბენეფიციარები შეძლებენ შექმნან სასათბურე მეურნეობები და შედეგად ხელი შეეწყობა ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურების იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მათ შორის არასეზონურ პერიოდში“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს.