ზემო სვანური ტრადიციით დამზადებული ყველნარევი მჭადი – ჭიშტვარი
ზემო სვანური ტრადიცია – ყველნარევი მჭადი – ჭიშტვარი
ზემო სვანური ტრადიცია – ყველნარევი მჭადი – ჭიშტვარი
უწყების ცნობით, დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აგრარული დარგის განვითარებაში.
„შპს „ფუდ ალიანსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ წარმოების გაფართოებისა და ტექნოლოგიური განახლებისთვის არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმოს, რომელიც 80-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, 135 დასაქმებული ჰყავს.
პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით, ჰორეკა სექტორსა და სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხდება. საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, დანადგარებით და სამაცივრე მოწყობილობებით არის აღჭურვილი; დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – FSSC 22000.
აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ პურ-პროდუქტების წარმოების მიზნობრიობით ბანკების მიერ გაიცა 29 მილიონი ლარის ღირებულების 8 სესხი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსებამ 5.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რა უნდა იცოდეთ ვაშლის შესახებ
არსებობს გამონათქვამი: ვაშლი დილით ოქროა, საღამოს — შხამი. მაგრამ სინამდვილეში ამის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს. უფრო მეტიც: ეს სწორედ ვაშლის უზმოზე ჭამაა არცთუ ისე კარგი.
უზმოზე ვაშლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომების პროვოცირება, როგორებიცაა:
სხვა მხრივ კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ ვაშლს, ვინაიდან პროდუქტის კვებითი ღირებულება და მისი თვისებები დღის მეორე ნახევარში არ იცვლება.
საერთოდ, საიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ საღამოს მაინცდამაინც ვაშლი იქცევა შხამად, გაურკვეველია. ღამით ნებისმიერი ხილის დიდი რაოდენობით ჭამა იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს და არა მხოლოდ ვაშლისა.
და კიდევ ერთი:
ღამით ხილის ჭამა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმმა შეიძლება ხილში შემავალი შაქრის ათვისება ვერ მოასწროს და ღამით, სანამ გძინავთ, ცხიმად გადაიქცეს.
როგორ ვჭამოთ ვაშლი
თუ ვაშლისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, შეეცადეთ, რომ ის 15-20 წუთის განმავლობაში ჭამოთ. საქმე ისაა, რომ ამ ხილის ორგანულ მჟავებს პირის ღრუში ბაქტერიების დათრგუნვა შეუძლია. ამიტომ, რაც მეტ ხანს დაყოვნდება ვაშლი პირის ღრუში, მით მეტ ბაქტერიებს გაანადგურებს იგი, რაც ძალიან სასარგებლოა.
დაიმახსოვრეთ: ვაშლის სწრაფად შეჭმა არ ღირს! ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ამიტომ ნელა დაღეჭეთ ის და კბილები და ღრძილებიც „მადლიერი დაგრჩებიან“.
ვინ უნდა იყოს ფრთხილად ვაშლთან
ვაშლის ყველა სასარგებლო თვისების მიუხედავად, არსებობს დიაგნოზები, რომელთა შემთხვევაშიც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
მაგალითად, ვაშლს შეუძლია ზიანი მოგაყენოთ, თუ დიაბეტით ან სიმსუქნით ხართ დაავადებული. მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებმა უმჯობესია ვაშლი ძირითად კვებებს შორის მიირთვან მცირე რაოდენობით.
რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება დღეში
ექიმების თქმით, ოპტიმალურია დღეში არაუმეტეს 200-350 გრამი ვაშლის ჭამა. ეს ერთი ცალი მოზრდილი ვაშლის წონაა.
ასეთ შემთხვევაში ვაშლი ნებისმიერ რაციონს შეერწყმება და სარგებელსაც მოგიტანთ — მაშინაც კი, თუ წონაში დაკლებას ცდილობთ.
ფერი მნიშვნელოვანია
ვაშლის თვისებების ნაწილი მისი კანის ფერზეა დამოკიდებული. მაგალითად:
მწვანე ვაშლი — მდიდარია ქლოროფილით,
წითელი — მდიდარია კაროტინითა და ანთოციანინებით,
ყვითელი კი მდიდარია ფლავონოიდებით.
მწვანე ვაშლი, როგორც წესი, უფრო ხრაშუნაცაა და უფრო მჟავეც. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ხელს უწყობს ჭრილობების უფრო სწრაფად შეხორცებას.
ყვითელი ვაშლი უფრო ტკბილია. ეს ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვისაც ელენთისა და კუჭის მოძლიერება სურს. ყვითელ ვაშლში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში A ვიტამინად იქცევა, რომელიც ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.
წითელი ვაშლი ჩემპიონია რკინის შემცველობის მხრივ. ის ასევე აძლიერებს გულს და ხელს უწყობს კანის სიგლუვეს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„არსებობს რამდენიმე ხერხი – სუნელები შეფუთვებში გადავიტანოთ. მზის სხივებისგან დაცული უნდა იყოს. სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს, ჯობს, თავისივე შეფუთვაში შევინახოთ,“ – ამბობს სპეციალისტი.
@irakliarabuli1 როგორ შევინახოთ სუნელები? #სურსათისუვნებლობა #ჰასპი #HACCP #ირაკლიარაბულისრჩევები #ჰასპისდანერგვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ეს ფენომენი გარდატეხის სახელითაა ცნობილი. მზის სხივებს სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძე აქვს. მაგალითად, იისფერი ყველაზე მოკლეა და იგი უფრო მეტად ნელდება, ვიდრე წითელი (ყველაზე გრძელი ტალღა).
ჰაერში წვიმის წვეთებში გავლისას სინათლე წვეთის უკანა მხარეს ირეკლება, შემდეგ კი გარდატყდება, ანუ სხვა მიმართულებით ვრცელდება. ცისარტყელას სწორედ მაშინ ვხედავთ, როდესაც წვეთების მიერ გაბნეული სინათლე ჩვენს თვალს ხვდება. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35 პროცენტული პუნქტით აისახა.
„ფასები 15.3 პროცენტით მომატებულია ხილსა და ყურძენზე. ზეთი და ცხიმი 14.8 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 13.1 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 11.8 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული კი 10.8 პროცენტით. ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასებმა 10.8 პროცენტით მოიმატა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 10.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 9.4 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 8.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 3.2 პროცენტით.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.0 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი)“, – აცხადებენ საქსტატში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა და ინფორმაცია მოისმინა მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევების ფაქტები, უმეტესად, ბრაკონიერობას და ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევას მოიცავს. შესაბამისად, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებენ 24 საათიან კონტროლს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. 2023 წლამდე, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოები ერთ ტერიტორიულ ორგანოში – აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში იყო გაერთიანებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. დღეის მდგომარეობით, უკვე გადამუშავდა 13 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 7.5 ათას ტონამდე რქაწითელია, 2.3 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 230 ღვინის საწარმო.
ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ფასები ფიქსირდება 1 კგ რქაწითელზე 1.07 ლარი, ხოლო 1 კგ საფერავზე 1.30-1.40 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. შესაბამისად, 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის“, – აღნიშნავენ უწყებაში.
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს.
ბიომეურნეობა „სამყურა“ –„მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე საქართველოში ეტაპობრივად იზრდება.
სამწლიანი ანონსის შემდეგ წელს დავიწყებ კაფეს მშენებლობას. ორჯერ მქონდა „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი პროექტი, ბოლო ეტაპამდე მიმიყვანეს ორივეჯერ და უარი მითხრეს. შემდეგ გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ჩამირიცხა შესაბამისი თანხა და ამ რესურსს მოვახმარ კაფეს მშენებლობას.
საქართველოში არ არის ის მომსახურება, რომ ადამიანები მივიდნენ მეურნეობაში, ნახონ, დაკრიფონ ბოსტნეული, გამოწურონ წვენები, მოამზადონ სალათები, კერძები, დარგონ, დათესონ და ჩვენ სწორედ ამას შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ტურისტებზე, ტურისტულ ჯგუფებზე, ცხადია სურვილის შემთხვევაში მომსახურებას გავუწევთ ადგილობრივ ვიზიტორებსაც“ – განაცხადა მეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა.
საქართველოში აღმოჩენილი სოკოს ყველაზე ძვირადღირებული სახეობა!
– როგორ მოიპოვებენ ყვარელში ქართულ ტრიუფელს. ყველაზე ძვირადღირებული სახეობა
ტრიუფელი სოკოს უიშვიათესი სახეობაა.
ტრუფელზე ლეგენდები არსებობს, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული გემო და სურნელი აქვს, მას სუნელის სახით იყენებენ სალათებში, გარკვეულ კერძებში, ახეხავენ ხოლმე. გარდა ამისა, შეიცავს აქტიურ ნივთირებებს, ლეგენდები დადის, რომ ეს უკავშირდება პოტენციას. ზეითუნის ზეთში გამოიყენება ასევე.