ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

რა არის წითელი ცისარტყელა და როგორ დავინახოთ

0
რა არის წითელი ცისარტყელა და როგორ დავინახოთ
#image_title

სინათლის სხივები ვაკუუმში მოძრაობისას მუდმივი სიჩქარით ვრცელდება. ამას სინათლის სიჩქარეს უწოდებენ. მეორე მხრივ, ჰაერში ან წყალში გავლისას სინათლის სხივები ნელდება და მიმართულებას იცვლის.

ეს ფენომენი გარდატეხის სახელითაა ცნობილი. მზის სხივებს სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძე აქვს. მაგალითად, იისფერი ყველაზე მოკლეა და იგი უფრო მეტად ნელდება, ვიდრე წითელი (ყველაზე გრძელი ტალღა).

ჰაერში წვიმის წვეთებში გავლისას სინათლე წვეთის უკანა მხარეს ირეკლება, შემდეგ კი გარდატყდება, ანუ სხვა მიმართულებით ვრცელდება. ცისარტყელას სწორედ მაშინ ვხედავთ, როდესაც წვეთების მიერ გაბნეული სინათლე ჩვენს თვალს ხვდება. გააგრძელეთ კითხვა

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოში აგვისტოში ყველაზე მეტად, 15.3 პროცენტით ხილი გაძვირდა – საქსტატი

0
რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი? - შემოდგომის ნობათის სასარგებლო თვისებები
#image_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35 პროცენტული პუნქტით აისახა.

„ფასები 15.3 პროცენტით მომატებულია ხილსა და ყურძენზე. ზეთი და ცხიმი 14.8 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 13.1 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 11.8 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული კი 10.8 პროცენტით. ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასებმა 10.8 პროცენტით მოიმატა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 10.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 9.4 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 8.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 3.2 პროცენტით.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.0 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი)“, – აცხადებენ საქსტატში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“ – დავით სონღულაშვილი

0
„ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“ - დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრი დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა და ინფორმაცია მოისმინა მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევების ფაქტები, უმეტესად, ბრაკონიერობას და ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევას მოიცავს. შესაბამისად, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებენ 24 საათიან კონტროლს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. 2023 წლამდე, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოები ერთ ტერიტორიულ ორგანოში – აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში იყო გაერთიანებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რთველი 2024-ის ფარგლებში, 2 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 13 ათას ტონამდე ყურძენი

0
ღვინის ეროვნული სააგენტო: დღეის მდგომარეობით, კახეთში 111 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი კი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს
#image_title

კახეთის რეგიონში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, თუმცა მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. დღეის მდგომარეობით, უკვე გადამუშავდა 13 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 7.5 ათას ტონამდე რქაწითელია, 2.3 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 230 ღვინის საწარმო.

ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ფასები ფიქსირდება 1 კგ რქაწითელზე 1.07 ლარი, ხოლო 1 კგ საფერავზე 1.30-1.40 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. შესაბამისად, 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის“, – აღნიშნავენ უწყებაში.

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს.

„სტუმრებს ხილის და ბოსტნეულის დაკრეფის, წვენების გამოწურვისა და სალათების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ“

0
„სტუმრებს ხილის და ბოსტნეულის დაკრეფის, წვენების გამოწურვისა და სალათების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ“
#image_title

ბიომეურნეობა „სამყურა“ 2024 წელს კაფეს გახსნის. კაფეში მისულ სტუმრებს ხილის და ბოსტნეულის დაკრეფის, წვენების გამოწურვისა და სალათების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

ბიომეურნეობა „სამყურა“ –„მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე საქართველოში ეტაპობრივად იზრდება.

სამწლიანი ანონსის შემდეგ წელს დავიწყებ კაფეს მშენებლობას. ორჯერ მქონდა „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი პროექტი, ბოლო ეტაპამდე მიმიყვანეს ორივეჯერ და უარი მითხრეს. შემდეგ გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ჩამირიცხა შესაბამისი თანხა და ამ რესურსს მოვახმარ კაფეს მშენებლობას.

საქართველოში არ არის ის მომსახურება, რომ ადამიანები მივიდნენ მეურნეობაში, ნახონ, დაკრიფონ ბოსტნეული, გამოწურონ წვენები, მოამზადონ სალათები, კერძები, დარგონ, დათესონ და ჩვენ სწორედ ამას შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ტურისტებზე, ტურისტულ ჯგუფებზე, ცხადია სურვილის შემთხვევაში მომსახურებას გავუწევთ ადგილობრივ ვიზიტორებსაც“ – განაცხადა მეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა.

საქართველოში აღმოჩენილი სოკოს ყველაზე ძვირადღირებული სახეობა!

0
საქართველოში აღმოჩენილი სოკოს ყველაზე ძვირადღირებული სახეობა!
#image_title

საქართველოში აღმოჩენილი სოკოს ყველაზე ძვირადღირებული სახეობა!

– როგორ მოიპოვებენ ყვარელში ქართულ ტრიუფელს. ყველაზე ძვირადღირებული სახეობა

ტრიუფელი სო­კოს უიშ­ვი­ა­თე­სი სა­ხე­ო­ბაა.

ტრუ­ფელ­ზე ლე­გენ­დე­ბი არ­სე­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გემო და სურ­ნე­ლი აქვს, მას სუ­ნე­ლის სა­ხით იყე­ნე­ბენ სა­ლა­თებ­ში, გარ­კვე­ულ კერ­ძებ­ში, ახე­ხა­ვენ ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, შე­ი­ცავს აქ­ტი­ურ ნივ­თი­რე­ბებს, ლე­გენ­დე­ბი და­დის, რომ ეს უკავ­შირ­დე­ბა პო­ტენ­ცი­ას. ზე­ი­თუ­ნის ზეთ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასე­ვე.

 

 

 

ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის სურსათის უვნებლობის საექსპორტო მოთხოვნებზე ტრენინგი ჩატარდა

0
ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის სურსათის უვნებლობის საექსპორტო მოთხოვნებზე ტრენინგი ჩატარდა
#image_title

2024 წლის 26-28 აგვისტოს, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა თბილისსა და სიღნაღში. ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის უვნებლობის პრაქტიკული და თეორიული მასტერკლასები ქვეყანაში არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიქმნა. FAO-მ ღონისძიება სოფლის განვითარების სააგენტოსა და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა. ტრენინგის მიზანია, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაში საქართველოს ნუშისა და ზეთის ხილის სექტორების მხარდაჭერა და ამგვარად, ევროკავშირსა და მის ფარგლებს მიღმა საექსპორტო შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა.

საგანმანათლებლო სესიებს, საჯარო და კერძო სექტორის 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგს FAO-ს ნუშისა და ზეთისხილის საერთაშორისო ექსპერტი, ხუან ოლივარესი უძღვებოდა. მან ნუშისა და ზეთისხილის წარმოებასა და გადამუშავებაზე ჩაატარა პრეზენტაციები, გაუძღვა დისკუსიებს და გააზიარა გამოცდილება და პრაქტიკული უნარები. ტრენინგი ევროკავშირის „ფერმიდან-ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან თანხვედრაშია და სოფლის მეურნეობის კომპლექსური სტანდარტებისა და ევროკავშირის სურსათის უვნებლობისა და ბიოუსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისი დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის გზამკვლევს წარმოადგენს.

საგანმანათლებლო შეხვედრებზე FAO-ს საერთაშორისო ექსპერტმა, ნუშისა და ზეთისხილის ბაღების მართვასა და HACCP სისტემაზე ისაუბრა. ზეთისხილის მწარმოებლებისთვის კი პირველად წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ გადამუშავებაში ევროკავშირის სტანდარტებისა და გამოცდილების დანერგვით, ზეთისხილის ზეთის ხარისხის გაუმჯობესებაზეც გამახვილდა ყურადღება.

ტრენინგის მიღმა, FAO-ს საერთაშორისო ექსპერტმა რამდენიმე ბაღი და გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საქართველოში ნუშისა და ზეთისხილის წარმოებისა და გადამუშავების ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.

„ევროკავშირი ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, ქართველი მომხმარებლისთვის უფრო მეტად მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებასა და ევროპის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას უჭერს მხარს. სურსათის უვნებლობის სტანდარტების ინსტიტუციონალიზაცია პროდუქტის ექსპორტის მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო კომპანიების შემოსავალს ზრდის, რაც თავის მხრივ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს აჩენს ადგილობრივი სპეციალისტებისთვის”, – განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა.

„სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული სტანდარტების გაუმჯობესება სარგებლის მომტანია ქართველი მომხმარებლებისთვის და ასევე იმპორტიორი ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც, რაც ქართული ნუშისა და ზეთისხილის სექტორების პოტენციალის რეალიზებას უზრუნველყოფს და მათ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის ეკონომიკურ მამოძრავებელ ძალებად ჩამოაყალიბებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, აღნიშნული პროცესის დასაჩქარებლად, FAO-მ 670 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მწარმოებელს, საჯარო სექტორის წარმომადგენელსა და სტუდენტს უკვე ჩაუტარა შესაბამისი ტრენინგი. ასეთი საგანმანათლებლო სესიები ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისთვის ფუნდამენტურ რესურსებს წარმოადგენს და FAO აქტიურად განაგრძობს ამ ტიპის აქტივობების მხარდაჭერას“,- ამბობს FAO-ს პროგრამის მენეჯერი, გუიდო აგოსტინუჩი.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა

0
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა
#image_title

ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვრისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გაეცნო.

მისი თქმით, პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება. მიწის მასა ისე ნაწილდება, რომ წყლის დონის მომატებისას თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკების წარმოქმნა. რკინიგზის დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა მდინარე ყარნებას კალაპოტი, ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამასთან, ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, პროცესში აქტიურად არიან ჩართული საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყებას“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

დამეწყრილ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკების მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და უზრუნველყოფილი იქნას მოსახლეობის უსაფრთხოება.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„მზადდება თაფლის პარტიები, რომელიც ევროკავშირში გავა“

0
თაფლის ისტორია
#image_title

მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელის ალეკო პაპავას ინფორმაციით, ევროკავშირში ექსპორტისთვის დაახლოებით 40 ტონა თაფლი მზადდება.

 საექსპორტო ბაზრებს შორის არის ნორვეგია და შესაძლოა, ესპანეთიც. ასევე, მზადდება პარტია ერაყში გასაგზავნად.

“მზადდება თაფლის პარტიები, რომელიც საექსპორტოდ ევროკავშირში გავა. თაფლის შეგროვება მიდის ახლა, მეფუტკრეები თაფლს წურავენ, მიდის ჩაბარება, ჰომოგენიზაცია და ჩემი ვარაუდით, 40 ტონა თაფლი მაინც უნდა გავიდეს, დაახლოებით ერთ თვეში. როგორ მოსწრება ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ფასი დაახლოებით იქნება 4-დან 5 ევრომდე. ევროპაში ჩვენი თაფლით ხარისხის გამო ინტერესდებიან”,- აღნიშნავს ალეკო პაპავა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა -კატეგორიულად აკრძალულია

0
ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, მალე, შესაძლოა, პითონის ხორცით ჩანაცვლდეს
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გაყინული ხორცის გალღობის უვნებელ ხერხებზე საუბრობს. მისი თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ხორცი გალღობის მიზნით, ოთახის ტემპერატურაზე, რამდენიმე საათით გაჩერდეს.

„კატეგორიულად აკრძალულია და არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა. ოთახის ტემპერატურაზე გალღობას დიდი დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელია, ტემპერატურამ საშიშ დიაპაზონს მიაღწიოს (10 გრადუსიდან, 60 გრადუსამდე), გავრცელდეს ბაქტერიები და შემდეგ პათოგენურებად გარდაქმნა. ამიტომ, მისაღებია, პრაქტიკულია და აუცილებელია, რომ გალღობის პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხოდ და უვნებლად.

გალღობის ერთ-ერთი მეთოდია, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობა, სადაც შეფუთვის გარეშე უნდა მოვათავსოთ პროდუქტი. ამ შემთხვევაში, მალეც გალღვება. როდესაც ცივი წყალი მოდის, ტემპერატურა საშიშ დიაპაზონს ვერ მიაღწევს და დაცული იქნებით.

ასევე, არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც ინდუსტრიული ობიექტები ხშირად იყენებენ – საყინულიდან იღებენ ხორცს და მაცივარში ათავსებენ“, – ამბობს სპეციალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.