ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

„18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები, იტალიელ ექსპერტთან ერთად, თხილის დაავადების კვლევას აგრძელებენ

0
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები, იტალიელ ექსპერტთან ერთად, თხილის დაავადების კვლევას აგრძელებენ
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სამუშაო ვიზიტით იტალიის ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმირო გუარნაჩა იმყოფებოდა.

იტალიელი ექსპერტი, ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, აჭარასა და გურია-სამეგრელოს რეგიონში თხილის სწრაფი ხმობის კერებს გაეცნო. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადგილზე შეისწავლეს დაავადების გამოვლინებები და აიღეს საანალიზო ნიმუშები როგორც საქართველოს, ასევე, იტალიის სამეცნიერო ლაბორატორიებში შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებისათვის, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მქონდა შესაძლებლობა, ადგილზე მენახა, თუ როგორ ვლინდება ეს დაავადება ველზე. აუცილებელია რეალური გამომწვევი აგენტის ზუსტად დადგენა, რათა სწორად შევიმუშაოთ მართვის ღონისძიებები. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ უკვე ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამუშაოები, ჩვენ კი, დამატებით შევისწავლით ნიმუშებს იტალიის ლაბორატორიაში“, – აღნიშნა ტურინის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ვლადიმირო გუარნაჩამ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი, 2023 წლიდან, აქტიურად მუშაობს თხილის სწრაფი ხმობის საკითხზე. ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილზე შეისწავლა დაავადების გავრცელება, აიღო ნიმუშები და დაიწყო მათი ლაბორატორიული ანალიზი. დღეს ეს ჯგუფი, იტალიელ ექსპერტთან თანამშრომლობით, ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას, რათა ზუსტად დადგინდეს დაავადების გამომწვევი აგენტი და შემუშავდეს ეფექტიანი მართვის ღონისძიებები.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს თხილის დაავადებების შესწავლასა და ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიწოდებაზე. ჩვენი მიზანია, პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული გზები შევიმუშაოთ და მეწარმეებს დავეხმაროთ როგორც პრევენციული, ისე სამკურნალო ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა.

ღვინის ეროვნული სააგენტო: დღეის მდგომარეობით, კახეთში 111 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი კი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს

0
ღვინის ეროვნული სააგენტო: დღეის მდგომარეობით, კახეთში 111 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი კი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს
#image_title

დღეის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 111 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის – 47 ათას ტონამდე რქაწითელი და 53 ათას ტონამდე საფერავი, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს განცხადებით, გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს.

მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე 1,50 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას 1,50 ლარსა და მიღებულ საფასურს შორის.

ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე ლოკაციაზე იბარებს. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 9 300-მა ვენახე ფერმერმა დააბინავა, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 225 ღვინის კომპანია და მარანი. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 12-13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.

გველებს კორპუსის ნებისმიერ სართულზე შეუძლიათ აღწევა

0
გველებს კორპუსის ნებისმიერ სართულზე შეუძლიათ აღწევა,
#image_title

ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის თქმით, გველებს კორპუსის ნებისმიერ სართულზე შეუძლიათ აღწევა, ამის რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვადასხვა ქალაქში ხშირია. ეს ერთ ლოკაციაზე არ არის, გაშლილია. ეს ქალაქი ბუნებრივ არეალს შეხამებულია…

ჩემი ხანგრძლივი საქმიანობიდან გამომდინარე, გველები კორპუსის ყველა სართულზე შემხვედრია. პირველ და მეორე სართულზე, შეიძლება, კიბიდან, ფანჯრიდან, ან ფასადზე აყვანილი მცენარიდან შევიდეს.

მერვე სართულზე რომელიც აღმოვაჩინეთ, ასეთი ისტორია აქვს: სათევზაოდ იყო კაცი წასული და ჩანთაში, რომელიც თან ჰქონდა, გველი ჩაძვრა და შემდეგ იქიდან ბინაში ამოვიდა… სამშენებლო მასალასაც აჰყვება ხოლმე და ა.შ.“ – ამბობს „დღის პოსტში“ ჰერპეტოლოგი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ძევრი – იმერეთის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური სოფელი და ისტორია, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი

0
#image_title

ძევრი – იმერეთის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური სოფელი და ისტორია, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი

 განძის საიდუმლოებები, გამოქვაბულები და შუა საუკუნეების ნაგებობები
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ შევინახოთ სუნელები სწორად, რომ მასში მწერის კვერცხები, ობი და სხვა დამაბინძურებლები არ გაჩნდნენ

0
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე საუბრობს, როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს:

ისევე, როგორც სხვა პროდუქტებს, სუნელებსაც განსაკუთრებული შენახვა სჭირდება, რადგან მისი ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური მაჩვენებელი არ გაუარესდეს. ამიტომ, საჭიროა, ისე შევინახოთ, რომ პროდუქტის დაბინძურება არ გამოვიწვიოთ, არ მოხვდეს შიგნით ნესტი, სხვადასხვა მწერი ან სხვა დამაბინძურებელი. ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს:

პირველი, შეგვიძლია, სუნელები შეფუთვებში, კონტეინერებში გადმოვიტანოთ, დავაწეროთ დასახელება, ვადა და დახურულ მდგომარეობაში, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას შევინახოთ, რომ მზის სხივები არ მოხვდეს და არ გაფუჭდეს და ასევე, პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნი და გემოვნური თვისებები შეინარჩუნოს.

მაგრამ, თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს, ჯობს, თავისივე შეფუთვით შევინახოთ. ამ შემთხვევაში, პროდუქტს თავისი ვადა გააჩნია, რომელიც პროდუქტს ვაკუუმით ინახავს და დიდხანს შეინახება. გარდა ამისა, პროდუქტის ვადის ნახვასა და გაკონტროლებას შევძლებთ. პროდუქტი სხვადასხვა დამაბინძურებლებით არ დაბინძურდება და ასევე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, გემოსა და სუნს დიდხანს შეინარჩუნებს.

თუ პატარა კონტეინერებში ვინახავთ სუნელს და ვნახავთ, რომ ერთმანეთზე შეწებებულია, ან სუნი, გემო აღარ აქვს, ასეთი პროდუქტი აღარ გამოვიყენოთ, რადგან აქ უკვე სინესტე ან სხვა დამაბინძურებელია მოხვედრილი, რამაც პროდუქტის გაფუჭება გამოიწვია.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იმსჯელეს ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ტრანსფორმაციულ როლზე მდგრადი სოფლის მეურნეობის მომავლის ჩამოყალიბებაში – მეცნიერებისა და ინოვაციების დღე

0
იმსჯელეს ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ტრანსფორმაციულ როლზე მდგრადი სოფლის მეურნეობის მომავლის ჩამოყალიბებაში - მეცნიერებისა და ინოვაციების დღე
#image_title

10 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებით აღნიშნა, სადაც იმსჯელეს ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ტრანსფორმაციულ როლზე მდგრადი სოფლის მეურნეობის მომავლის ჩამოყალიბებაში.

FAO-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტთან, „ტექინფორმითან“ პარტნიორობით ორგანიზებულ ღონისძიებაზე აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მეცნიერები, პოლიტიკის შემქმნელები, ახალგაზრდა ლიდერები და ინდუსტრიის ექსპერტები შეიკრიბნენ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ინოვაციური მიდგომების განსახილველად. თემა „მწვანე სოფლის მეურნეობა და ინოვაციური მიდგომები: მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის“ გამოხატავდა საქართველოს მიდგომას, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებს ინოვაციური და თანამშრომლობაზე დამყარებული გადაწყვეტებით გაუმკლავდეს.
მეცნიერებისა და ინოვაციების დღის პროგრამამ წარმოაჩინა, თუ როგორ ქმნიან ინოვაციები და ტექნოლოგიები მწვანე სოფლის მეურნეობის მომავალს. პრეზენტაციები ფოკუსირებული იყო მანქანური სწავლებისა და დიდი მონაცემების როლზე ჭკვიანი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის განვითარებაში, ასევე დაფინანსების შესაძლებლობებზე. პრეზენტაციებს მოჰყვა ორი პანელური დისკუსია, მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ გარდაქმნის თანამედროვე, კლიმატის ცვლილებისადმი ჭკვიანი გადაწყვეტილებები და პრაქტიკა სოფლის მეურნეობას და აძლიერებს მდგრადობას. მეორე პანელური დისკუსია ეხებოდა მომავალი თაობის გაძლიერებას აკადემიურ წრეებს, ახალგაზრდებსა და ინდუსტრიას შორის სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
„დღევანდელმა ღონისძიებამ მოგვცა საშუალება გვემსჯელა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სექტორში მონაცემთა შეგროვება და გამოყენება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. FAO ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, ხელს უწყობს პარტნიორობას, რომელიც ახალგაზრდებს, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიის სხვა აქტორებს საშუალებას აძლევს ერთობლივად შექმნან ინოვაციური გადაწყვეტები მდგრადი მომავლისთვის.“ – განაცხადა FAO-ს წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა საფრთხე იმალება ე. წ. სოფლის პროდუქტებში – როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტები

0
რა საფრთხე იმალება ე. წ. სოფლის პროდუქტებში - როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტები
#image_title

როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტები: 5 რჩევა ჯანმრთელობისთვის – რა საფრთხე იმალება ე. წ. სოფლის პროდუქტებში

დღესდღეობით ბევრი ადამიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართ ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ხშირად უკიდურესად მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ უნდა შეარჩიოთ და მოიხმაროთ ისინი უსაფრთხოდ. სოფლის მეურნეობის პროდუქტები, როგორიცაა რძე, ხორცი და ქათამი, ხშირად შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს, თუ ისინი არ არის სწორად შენახული და დამუშავებული. როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტები

ამ სტატიაში გაეცნობით იმ ძირითად მიზეზებს, რატომ უნდა მოვეპყროთ ასეთ პროდუქტებს სიფრთხილით და როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო სურსათი.

1. რძე და რძის პროდუქტები

არაიანსჰიგიენური სარეალიზაციო ადგილები: ქუჩაში გამოტანილ რძესა და რძის პროდუქტებს ხშირად არ აქვთ საჭირო ჰიგიენური ნორმები. ასეთ პირობებში პროდუქტში შესაძლოა აღმოჩნდეს შხამიანი ბაქტერიები და ქიმიური დაბინძურება. პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული რძე ხშირად არ არის სტერილიზირებული, რაც ზრდის საფრთხეს.

როგორ უნდა მოიქცეთ: შეიძინეთ რძე და რძის პროდუქტები მხოლოდ სანდო ადგილებში, მაღაზიებში სადაც დაცულია ჰიგიენური და სუნავსაშუალების ნორმები. აუცილებლად გადახედეთ ეტიკეტს და სერტიფიკატებს.

რძე და რძის ნაწარმი - მკურნალი.გე

2. ხორცისა და ხორცპროდუქტების შესყიდვის წესები

გზის პირას გაყიდული ხორცი: ხორცი და ხორცპროდუქტები, რომლებიც არ არიან შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით გაყიდული, ხშირად ბინძურდება. გზის პირას გაყიდული ხორცი შეიძლება იყოს არასწორად შენახული და შესაძლოა არ იყოს შემოწმებული.

როგორ უნდა მოიქცეთ: შეიძინეთ ხორცი მხოლოდ სერტიფიცირებული მაღაზიებიდან, სადაც არსებობს საკლაოს შემოწმების სერტიფიკატი და პროდუქტი სწორად არის შენახული. ეცადეთ არ შეიძინოთ ხორცი და ხორცპროდუქტები გზის პირა ადგილებიდან.

ცნობილია თუ საიდან მარაგდება ქართული ბაზარი ხორცით - Metronome.Ge

3. ქათმის და კვერცხის ხარისხი

არაჰიგიენური პირობები: ქათმისა და კვერცხის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომლებშიც ქათამი იზრდება და თუ როგორია მისი კვება. არაჰიგიენურ პირობებს შეუძლია მოახდინოს ამ პროდუქტების ხარისხზე დიდი გავლენა.

როგორ უნდა მოიქცეთ: შეიძინეთ ქათამი და კვერცხი მხოლოდ სანდო მაღაზიებიდან და გადახედეთ იმ პირობებს, რომლებშიც ისინია. დარწმუნდით, რომ ქათამი გაიზარდა ჰიგიენური და ჯანსაღი პირობების გათვალისწინებით.

გაძვირდება თუ არა სააღდგომოდ კვერცხი?

4. როგორ უნდა ამოიცნოთ საფრთხეები

ბინძურება: მალფუჭებადი პროდუქტები, როგორიცაა რძე, ხორცი და ქათამი, შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიების ბევრ საფრთხეს, თუ ისინი არ არის სწორად შენახული.

როგორ უნდა მოიქცეთ: ყურადღებით უნდა შეამოწმოთ პროდუქტის სუნი, სარჩური და გარეგნული მდგომარეობა. არ უნდა შეიძინოთ პროდუქტი, რომელიც დეფორმირებულია.

5. როგორ უნდა მოიქცეთ პროფილაქტიკისთვის

ჰიგიენური წესები: ჰიგიენური წესების დაცვა შეამცირებს ჯანმრთელობის რისკს და მოხმარების უკუჩვენებების სიხშირეს.

როგორ უნდა მოიქცეთ: გამოიკვლიეთ სარეალიზაციო ადგილები და დარწმუნდით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ყველა საჭირო ჰიგიენურ მოთხოვნას. შეიძინეთ პროდუქტები  მხოლოდ სანდო წყაროებიდან.

საბოლოო რჩევა: რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ოჯახი იღებს უსაფრთხო და ჯანმრთელ პროდუქტებს, შეიძინეთ და შეარჩიეთ სურსათი მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც დაცულია ყველა საჭირო ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები.

აღნიშნული რჩევით და რეკომენდაციით, ცხოველური წარმოშობის სურსათი ეცადეთ შეიძინოთ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც დაცულია ელემენტარული ჰიგიენის ნორები, რათა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, თავი დავიზღვიოთ საკვებისმიერი დაავადებებისა და მოწამვლისგან.

 

პომიდორი – გა­და­მუშავების შემდეგაც ინარჩუნებს საუკეთესო თვისებებს და ამიტომაც იმარაგებენ მას მწნილის, პასტის, წვენის სახით

0
რატომ არის პომიდორი სინამდვილეში ხილი, მაგრამ ამავე დროს ბოსტნეულიც
#image_title

პომიდორი – გა­და­მუშავების შემდეგაც ინარჩუნებს საუკეთესო თვისებებს და ამიტომაც იმარაგებენ მას მწნილის, პასტის, წვენის სახით.

არაფერია საკვირველი იმაში, რომ პამიდო­რი მიჩნეულია ერთ-ერთ უპირველეს ბოსტნეულ კულტურად. ამას განაპირობებს მისი ქიმიური შემცველობა. შეიცავს ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, A, C, B1, B2, P, K ვიტამინებს, რკინის მარილებს, კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს. გა­და­მუშავების შემდეგაც ინარჩუნებს საუკეთესო თვისებებს და ამიტომაც იმარაგებენ მას მწნილის, პასტის, წვენის სახით.
სამხრეთ ამერიკის ტროპიკებიდან ჯერ ევ­რო­­პაში, ხოლო შემდეგ მთელ მსოფლიოში დამ­კვიდრდა. საქართველოში, სავარაუდოდ, იტა­­ლი­იდან შემოიტანეს მე-18 საუკუნეში.
სითბო და სინათლე უყვარს, დაჩრდილულ ადგილებში მოსავალს თითქმის არ იძლევა. გვა­ლ­ვაგამძლეა, მისი მოყვანა ყოველგვარ ნი­ადაგ­ზე შეიძლება.
ჩითილების გრუნტში გადარგვის საუკეთესო პერიოდია, როცა მტევანი აყვავდება. ჩითილი ირგვება წინასწარ ამოღებულ ორმოებში (45X45სმ), დარ­გვამდე ორმოში 1-2 მუჭა გადამწვარი ნაკელი უნდა ჩაიყაროს.
პამიდორი სარებზე უნდა აიკრას. ნიადაგი გა­ფხვიერდეს ყოველი მორწყვის ან წვიმის შემდეგ. აუცილებელია ზედმეტი ამონაყარების შეცლაც.

რა უნდა ვიცოდეთ პამიდვრისკულტურის შესახებ

გახსოვდეთ

ყველაზე კარგი ნერგი თქვენ მიერ საუკეთესო ჯიშის თესლიდან გამოყვანილი ჩითილია.

ჩითილების გამოყვანა ოთახის პირობებშიც შეგიძლიათ. დარ­გეთ კარგად დამსხვილე­ბული, ნაწილობრივ აყვავილებული ნერგები. ამი­სათვის ამოთხარეთ თოხით ან ბარით ღრმა ორმო, თუ ნერგი ძალიან გრძე­ლია, მო­­კე­ცეთ და ისე დარგეთ. აუცილებლად ჩა­­აყო­ლეთ, სულ ცოტა, ერთი მუჭა გა­დამ­წვა­რი ნაკელი. დარგეთ პირველ ფოთლე­ბამ­დე, კარგად მიუტკეპნეთ და აუცილებლად მორ­წყეთ. თუ საშუალება გაქვთ, დარგვისთანა­ვე სარი შეუდ­გით და მიაკარით. ასახვევ მასალად ზოლებად და­ხეული ნებისმიერი ქსოვილი გამოგადგებათ.
თუ პამიდორს სარს შეუყენებთ ან შპალერზე გაუშვებთ, უნდა დაუტოვოთ 2-3 ძირითადი ღერო და ფოთლის იღლიებში ამონაყარები შე­აცალოთ. როცა ნამხარი 2-3 სმ სიგრძისაა, შეაცალეთ უკიდურესად ძირში. განსაკუთრებით სწრაფად უნდა მოსცილდეს ნამხარი მტევნების ძირში, რადგან მისი კარგად განვითარების შემთხვევაში მცენარე კარგავს ბევრ ენერგიას და ყვავილები სცვივა. თუ შპალერზე გაუშვებთ, რაც ყველაზე უკეთესი საყრდენია, შუა ტოტი ასწიეთ III მავთულამდე, ქვედა ტოტები გადასწიეთ – ერთი მარჯვნივ, მეორე – მარცხნივ და დააბით მავთულზე.
უსარო პამიდორი ნამხარის შეცლას არ სა­­­ჭი­როებს. პამიდორი ირწყვება იშვიათად, ოღონდ უხვად. ძალიან კარგ შედეგს იძლევა პა­­მიდ­­ვრის გამოკვება წუნწუხით, აგრეთვე რიგ­თა­შორისების დამულჩვა საქონლის საგებად გა­­მო­ყე­ნებული ბზით, ნა­ხერ­ხით, ტორფითა და ფოთ­ლებით; შეიძლება გამოიყენოთ აგ­რეთვე შავი პოლიეთილენი და ტოლი. ეს ხელს უწყობს უხვმოსავლიანობას.
პამიდვრის 5000-ზე მეტი ჯიშია ცნობილი, რომელთაც საკვებად იყენებენ. ისინი ერთმა­ნე­თისგან განსხვავდებიან როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ისე სამეურნეო დანიშნულებითაც. პამიდვრის ჯიშებს ბუჩქოვან და შტამბიან ჯგუფებად ყოფენ. შტამბიანი ჯგუფის მცენარეები საყრდენს (ჭიგო, შპალერი) არ საჭიროებს და მათი ნაყოფი მიწას არ ეხება, რასაც ტენიან და სარწყავ პირობებში პამიდვრის მოყვანისას დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში გავრცელებული ჯი­შებია:
1. გრიბოვოს გრუნტის 1180 – ძირითადად მოჰყავთ ქვემო ქართლში (წალკის მუნიციპა­ლიტეტი).
2. ბირიუჩეკუტის 414 – ძირითადად მოჰყავთ სუბტროპიკულ ტენიან რეგიონებში.
3. ბაზრის საკვირველება 20 – ძირითადად მოჰყავთ იმერეთის, მესხეთის, ქართლისა და აჭარა-გურიის რეგიონებში.
4. ერლიანა 2 – ძირითადად მოჰყავთ სუბტროპიკულ რეგიონებში, მესხეთში, შიდა და ქვემო ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში.
5. გრიბოვოს ერლიანა 20 – ძირითადად მოჰყავთ ქვემო ქართლში (ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები).
6. კრასნოდარული 87-23/9 – ძირითადად მოჰყავთ ქვემო იმერეთსა და ქართლში.
7. პერვენეცი 190 – ძირითადად მოჰყავთ ქვემო ქართლში.
8. შუქურა (მაიაკი) 12-20/4 – ძირითადად მოჰყავთ ქართლში და ნოტიო, სუბტროპიკულ ქვემო იმერეთში.

ბადრიჯანი – მისი ღირსება მხოლოდ საუკეთესო გემოთი როდი შემოიფარგლება, იგი შეიცავს B ჯგუფისა და С ვიტამინებს, კაროტინს, დიდი რაოდენობით კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ბადრიჯანი – მისი ღირსება მხოლოდ საუკეთესო გემოთი როდი შემოიფარგლება, იგი შეიცავს B ჯგუფისა და С ვიტამინებს, კაროტინს, დიდი რაოდენობით კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს

0
ბადრიჯანი - მისი ღირსება მხოლოდ საუკეთესო გემოთი როდი შემოიფარგლება, იგი შეიცავს B ჯგუფისა და С ვიტამინებს, კაროტინს, დიდი რაოდენობით კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს
#image_title

ბადრიჯანი – მისი ღირსება მხოლოდ საუკეთესო გემოთი როდი შემოიფარგლება, იგი შეიცავს B ჯგუფისა და С ვიტამინებს, კაროტინს, დიდი რაოდენობით კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

ბადრიჯანი სუბტროპიკული კულტურაა, რო­მლის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ინ­დოეთს მიიჩნევენ. შეიცავს B ჯგუფისა და С ვიტამინებს, კაროტინს, დიდი რაოდენობით კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს

ლიტერატურაში არსებუ­ლი ცნობების თანახმად მისი მასობ­რივი გავ­რცელება XVI საუკუნიდან იწყება. საქართველოში მისი კულტურა გაცილებით ადრე ყოფილა ცნობილი. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ბადრიჯანი მოხსენიებულია XII საუკუნის ქართულ მწერლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველებს მისი მოვლა-მოყვანა ადრეც სცოდნიათ, გამოყენება კიდევ უკეთესად: იყენებენ შემწვარს, მოხარშულს, აჯაფსან­დალში, ნიგვზითა და სანელებლებით ამზადებენ ბადრიჯნის საცივს, ხარშავენ მურაბას, ამწნილებენ, ახმობენ და მარაგად ინახავენ. საკონსერვო წარმოებაში ბადრიჯნისგან ამზადებენ ფარშირებულ, დამარილებულ ნაწარმს და, რაც მთავარია, ე.წ. ხიზილალას.
მისი ღირსება მხოლოდ საუკეთესო გემოთი როდი შემოიფარგლება, იგი შეიცავს B ჯგუფისა და С ვიტამინებს, კაროტინს, დიდი რაოდენობით კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.
რაც შეეხება ბადრიჯნის სამკურნალო თვი­სებებს, იგი აქვეითებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში, რაც ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს. საუკეთესო საკვებია მათ­თვის, ვისაც ქრონიკული შეკრულობა აწუხებს.
ბადრიჯნის კულტურა, პამიდვრის მსგავ­სად, წინასწარ გამოყვანილი ჩითილებით მოჰყავთ. ჩითილების გამოყვანა უმჯობესია კვალსათბურებში, მცირე რაოდენობით კი შესაძლებელია ოჯახის პირობებშიც. 50 სმ სიგრძის, 40 სმ სიგა­ნისა და 15სმ სიღრმის ყუთში ჩაყარეთ ჰუმუსით მდიდარი მიწისა და ნაკელის ნარევი 1:1, ზედაპირი მოასწორეთ. დახაზეთ 6 სმ სიგანის და 2-3 სმ სიღრმის კვლები, ჩათესეთ თესლი, მოაყარეთ გაცრილი ნიადაგი, მსუბუქად დატკეპნეთ და მორწყეთ ძალიან წმინდა სარწყავით. აღმონაცენები რომ დამსხვილდება, ჩარგეთ 7-8 სმ დიამეტრის ტორფის ქოთნებში. ამ მიზნით შე­იძლება მაწვნისა და არაჟნის ძირგახვრეტილი ქილების გამოყენებაც.
ასე გამოყვანილი ჩითილები გადარგეთ ღია გრუნტში აპრილ-მაისში. როცა ნაყოფი გამოინასკვება, მცენარეზე დატოვეთ 5-6 ცალი, დანარჩენი ყვავილები კი შეაცალეთ, მაშინ მსხვილ, კარგად განვითარებულ ნაყოფს მოკრეფთ.
საქართველოში გავრცელებული ჯიშებია:
1. გარდაბნული – ფართოდ გავრცელებული ადგილობრივი ქართული ჯიშია.
2. ბულგარული 014 – გამოყვანილია ბირიუჩეკუტის სასელექციო სადგურში.
3. შავგვრემანი – გამოყვანილია ქუთაისის სასელექციო სადგურში.

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)