ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ შევინახოთ ლობიო რომ მატლები არ გაუჩნდეს – სურსათი უვნებლობის სპეციალისტი ‍გვირჩევს

0
#image_title

როგორ შევინახოთ ლობიო, რომ მატლები არ გაუჩნდეს?

სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები

„როგორ შევინახოთ ლობიო, რომ დიდი ხნის განმავლობაში შევძლოთ მისი გამოყენება და არ გაფუჭდეს.

ლობიოს შენახვა ძალიან პრობლემურია მომხმარებლებისთვის, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში სწორედ ლობიოს უჩნდება მატლი და უვარგის ხდება გამოყენებისთვის. ამიტომ არსებობს მისი შენახვის რამდენიმე მეთოდი, რითაც მატლს გამრავლების საშუალებას არ ვაძლევთ.

ამიტომ არსებობს მისი შენახვის რამდენიმე მეთოდი, რითაც გამრავლების საშუალებას არ მივცემთ მატლებს და პროდუქტის გაფუჭებისთვის ერთ-ერთი მეთოდი არის, რომ დავავკუუმოთ ლობიო და ასეთ მდგომაორეობაში შევინახოთ, რადგან ვაკუუმი და უჟანგბადობა არ მისცეს იმის საშუალებას მატლებს, რომ გამრავლდნენ და შემდეგ უკვე  კვერცხები დადონ და ასე შემდეგ.

ასევე კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ დაფნის ფოთოლს. დაფნის ფოთოლი ხელს უშლის მატლების გამრავლებას.

ასევე შეგვიძლია გავყინოთ, რამდენიმე დღის განმავლობაში გვქონდეს საყინულეში შენახული, ამით განადგურდება ის ბაქტერიები და ცოცხლები აღარ იქნებიან. შემდეგ გამოვიღოთ და მერე უკვე ჩვეულებრივ მდგომარეობაში შევინახოთ…“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვიდეო: ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები – „ესაა ჯადოსნური საშუალება…“ – ზურა შევარდნაძის რჩევები, როგორ გამოვიყენოთ სარეცხის 72%-იანი საპონი“

0
ვიდეო: ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები - „ესაა ჯადოსნური საშუალება...“ - ზურა შევარდნაძის რჩევები, როგორ გამოვიყენოთ სარეცხის 72%-იანი საპონი“
#image_title

“ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები, მებაღეობა კი ამ საპნის გარეშე არ არსებობს. მე სულ მაქვს, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ბევრ რამეში ვიყენებ.

პირველი – ძალიან კარგად იცავს ფრჩხილებს. თუ მიწასთან მუშაობამდე ამ საპნით ამოივსებთ ფრჩხილებს, აღარ გაგიშავდებათ. ძველი მეთოდია, ძველი მებაღეები იყენებდნენ.

მეორე – გარდა იმისა რომ იცავს, ძალიან კარგად ასუფთავებს ხელებს. თბილ წყალში სარეცხის საპნით რომ დაიბანთ ხელს, შემდეგ ამ წყლით შეგიძლიათ გაწმინდოთ ლიმონის ფოთლები, რომელიც ძალიან მარტივად ავადდება ქოთანში. ჩვენ ლიმონს სხვას არაფერს ვუკეთებთ, მხოლოდ ასე ვწმენდთ.

მესამე – უებარი საშუალებაა ნაცართან ერთად ქვაბების გასათეთრებლად, ემალისა და ალუმინის ჭურჭლისთვის.

ვჭრი პატარა კუბიკებად და ვაწყობ ქილებში, ვადა არ გასდის არასდროს, წლობით ვინახავ ასე. გახსოვდეთ ეს საშუალება და სულ ახლოს გქონდეთ”, – ამბობს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მებაღე, ზურა შევარდნაძე ვიდეოში, რომელსაც საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სინამდვილეში, ცისარტყელას ათასობით ელფერი და ფერთა შორის გარდასვლები აქვს – მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისარტყელა, შვიდის ნაცვლად, მილიონობით ფერისგან შედგება

0
სინამდვილეში, ცისარტყელას ათასობით ელფერი და ფერთა შორის გარდასვლები აქვს - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისარტყელა, შვიდის ნაცვლად, მილიონობით ფერისგან შედგება
#image_title

ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, რომ ცისარტყელა შვიდი ძირითადი ფერისგან შედგება და ეს ფერებია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც პარალელურ რეჟიმში მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა და გავრცელდა.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ჩ ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

თუმცა, სინამდვილეში, ეს სია უფრო მითია, ვიდრე მეცნიერული ფაქტი. როგორც გარკვა, ცისარტყელა მილიონობით ელფერს შეიცავს, რომელთაგანაც ბევრი ადამიანის თვალისთვის უხილავია. ცისარტყელა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოვლენაა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა მზის სხივები ჰაერში გაფანტულ წვიმის უმცირეს წვეთებს ეჯახება. ამ დროს მზის სინათლე გარდატეხას, დისპერსიასა და არეკვლას განიცდის. როდესაც მზის სხივი წყლის წვეთს გაივლის, ის მიმართულებას იცვლის, შემდეგ კი იფანტება და შემადგენელ ფერებად იშლება.

ბოლოს სინათლე წვეთის შიდა ზედაპირიდან ირეკლება და ისევ გარეთ გამოდის, ქმნის რა უწყვეტ სინათლის ტალღათა შერწყმას, რომელსაც ცისარტყელად აღვიქვამთ. ცისარტყელას შვიდი ფერისგან შემდგარი, ტრადიციული მოდელი გენიალური ინგლისელი მეცნიერის, ისააკ ნიუტონის სახელს უკავშირდება. ნიუტონმა, რომელიც სინათლის ბუნებას სწავლობდა, რიცხვი შვიდი ნაწილობრივ ფილოსოფიური და ნაწილობრივ მუსიკალური მოსაზრების საფუძველზე აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოდელი იმ ეპოქისთვის რევოლუციური აღმოჩნდა და საგანმანათლებლო და თვალსაზრისით დღემდე სასარგებლოა, ის ბუნების ამ სასწაულის ბუნებას მაინც ზედმეტად ამარტივებს.

სინამდვილეში, ცისარტყელას ათასობით ელფერი და ფერთა შორის გარდასვლები აქვს. ეს გადასვლები იმდენად ნაზია, რომ იმის დადგენა, სად მთავრდება ერთი ფერი და იწყება მეორე, თითქმის შეუძლებელია. ჩვენი თვალი მხოლოდ შეზღუდულ სპექტრს აღიქვამს, ამიტომ ცისარტყელას ფერთა მხოლოდ მცირე ნაწილს ვხედავთ. ასე რომ, როცა მომავალში ცისარტყელას დაინახავთ, გაიხსენეთ – ეს არა შვიდი, არამედ მილიონობით ფერის საოცარი ნაზავია, რომელიც ბუნების უსასრულო სილამაზესა და სირთულეს კიდევ ერთხელ გვახსენებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ეს ბოლო ღამე იყო ტყეში გათენებული. წვიმდა. ხის ძირში ვიდექით და ისე გვეძინა – ვერტმფრენი ჩამოვარდა… ყველა დაიღუპა… ისევ გოდება“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

0
„ეს ბოლო ღამე იყო ტყეში გათენებული. წვიმდა. ხის ძირში ვიდექით და ისე გვეძინა - ვერტმფრენი ჩამოვარდა... ყველა დაიღუპა... ისევ გოდება“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
#image_title

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, მწერალი გიორგი კეკელიძე წიგნიდან „დედა და ილია“ ამონარიდს აქვეყნებს:

„გზის ამბავი #8

ნინო ვარ ფანცულაია. ადრე დღიურებს ვაკეთებდი. გზაზეც გავაკეთე, ოღონდ ბევრს ვერ ვწერდი. 24-ში დავტოვეთ სოხუმი და ბებია არ წამოგვყვა. „მოხუცი ვარ და ხელს არავინ მახლებს, ბავშვს მიხედეთო“. მერხეულში შევაფარეთ თავი ნათესავებს. ჰაერში იგრძნობოდა სიკვდილის სუნი. 27 სექტემბერს ამბავი მოვიდა, უკან ვიხევთ, სოხუმი გაყიდულიაო. 13 დღე მოვდიოდით.

დღე l – შორიდან დავინახე სვანეთის დაკლაკნილი აღმართი. გარშემო უამრავი შეშინებული თვალი, ბევრი ნაცნობი და გაურკვევლობა. მამა დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ ცუდი ამბები დაგვაწიეს. სვანები გვმასპინძლობდნენ ნაცნობ-უცნობებს. აურაცხელი რაოდენობის საკვები კეთდებოდა უზარმაზარი თუჯის ქვაბებში. დღეს უცნობის სახლში გვეძინა.

დღე ll – ჭიანჭველებივით გავუყევით გზას. გარშემო სიჩუმეა. ბავშვებიც ჩუმად ვართ. თვალებით ვეძებთ იმედს, მაგრამ ერთი ადამიანიც არ გამოჩნდა, რომელიც გვეტყოდა: „პირიმერია“ დაიწყო, წავედით სახლშიო. დღეს ვიღაცის ეზოში გვეძინა.

დღე lll – სიოსავით გადაგვიქროლა ახალმა ამბავმა: „არძინბას უთქვამს, სვანეთის გზა უნდა დავბომბოო“. ცოტა ახმაურდნენ უფროსები. ხუმრობაც დაიწყეს. ეხლა ვხვდები, რომ ამას ჩვენთვის აკეთებდნენ. დღეს ტყეში მოგვიწია გათენება. აცივდა.

დღე lV – სამხედრო მანქანამ გზა ჩახერგა. ვერაფრით ვერ ამოიყვანეს. სამანქანო გზა გაჩერდა. ჩვენ გზას ვაგრძელებთ. დღეს სვანმა გვიმასპინძლა. ეზოში უზარმაზარ ქვაბში წყალი, შაქარი და ჩაის ფოთლები დუღდა. საჭმელი მასაც შემოელია. ბევრი გაისტუმრა.

დღე V – დღეს საღორეში გვეძინა ბავშვებს (გოგოებს). თუ დაგვეწევიან, ვერ მიხვდებიან, რომ აქ ხართო.

დღე Vl – ფეხშიშველი ახალგაზრდა ქალი მახსოვს, საზაფხულო კაბით და დიდი ჩანთით, რომელსაც არავის არ აძლევდა. ჩანთით გარდაცვლილი ბავშვი მოჰყავდა. იქ ვერ დაასაფლავა. მარტოობისთვის ვერ გაიმეტა. შეშლილ დედას ვერავინ ეკარებოდა.

დღე Vll – თოვს. ეს მონაკვეთი ძალიან სწრაფად უნდა გაიაროთო, ასე გვითხრეს. ქარი იცის საშინელი, შეიძლება თავს ვერ უშველოთო. მივდივართ და გზა გაყინული ადამიანების გვამებით არის მიმოფანტული.

სიჩუმე გოდებამ შეცვალა.

დღე Vlll – ვერტმფრენი ჩამოვარდა. ყველა დაიღუპა. ისევ გოდება.

დღე lX – დღეს ვაშლი მაჩუქეს. დიდი, ყვითელი, მწიფე და ტკბილი ვაშლი. იმ ვაშლის გემო დღესაც მახსოვს.

დღე X – დღეს მამა ცუდად გახდა. წაიქცა და გაითიშა. ჩემს კივილზე ვიღაც უცნობი მოვარდა და პირში შაქარი ჩაუყარა. გამიცოცხლა. არც სახელი ვიცი და არც გვარი იმ უცნობი ადამიანის.

დღე Xl – დღეს პური ჩამოგვიყარეს ვერტმფრენიდან. სულ ცოტაც და სამშვიდობოს ვართ. ვიღაცამ ამბავი მოიტანა, რომ ბებია, რომელიც დარჩა, თურმე დახვრიტეს.

დღე Xll – ეს ბოლო ღამე იყო ტყეში გათენებული. წვიმდა. ხის ძირში ვიდექით და ისე გვეძინა.

დღე Xlll – დღეს ბევრი ნაცნობი ვნახეთ. სატვირთო მანქანებით რიგრიგობით ჩავყავდით. როგორც იქნა, ერთად მოვხვდით დედა, მამა და მე. ჭალეში მეზობლის გოგო იყო გათხოვილი. სოხუმის მთელმა სამეზობლომ მასთან მოვიყარეთ თავი. ახლა აქ ვარ. გარეთ ცივა. აქ – არა“,- წერს გიორგი კეკელიძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ატარებს

0
ცოფი – რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება
#image_title

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე – ისე როგორც წინა წლებში, თარიღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ატარებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ პრევენციული აცრა როგორც ცხოველის, ისე ადამიანების უსაფრთხოებას იცავს.

სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში აცრები ამ აქციის ფარგლებში უსასყიდლოდ ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 12 წლის განმავლობაში ცოფის შემთხვევები 96%-ით შემცირდა. 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით, მწვავე ვირუსული ინფექციის 116 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წელს კი მათი რაოდენობა ხუთია.

“ვიმოქმედოთ ახლა” – ეს მიმდინარე წელს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილია. თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სწორედ 28 სექტემბერს აღინიშნება. დედაქალაქის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ხვალ სპეციალურ აქციას გამართავს. თბილისის ოთხ ლოკაციაზე უფასო ანტირაბიული ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.

სააგენტოში ამბობენ, რომ დაავადებასთან ბრძოლის ფარგლებში, კომპლექსური ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. ყოველწლიურად, შესაბამისი სამსახურები აცრას 300 ათასზე მეტ შინაურ ცხოველს უტარებენ. პარალელურად რეგულარულად ტარდება ვაქცინაცია მიუსაფარი ცხოველებისთვისაც.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0
სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია  ბიზნესსექტორის, მათ შორის, ჰიპერმარკეტების ქსელების და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებას, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სურსათთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა. გამართული შეხვედრების და განხილვების მიზანი არის ის, რომ სახელმწიფოს მიერ შემოღებული ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც მიმართულია სურსათის უვნებლობის და გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისკენ, იყოს, ერთი მხრივ, რეალურად აღსრულებადი და, მეორე მხრივ, გონივრული ვადები განვსაზღვროთ ახალი სტანდარტების დასანერგად. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ისეთი მოდელის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და კერძო სექტორის მდგრად განვითარებას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე.

აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს.

საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 3.9 – 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა

0
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა
#image_title

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა.  

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2025 წლის 15 დეკემბრამდე, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის  რეგიონში.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს  საკოორდინაციო შტაბი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო – ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს

0
საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო - ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს
#image_title

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო – ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს.

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო – ეს ევროპის შუაგულში კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს.

 

 

ხიზაბავრული ჩაშუშული ბატის ხინკალი | ბატის ქართული ჯიშები და ბატის ხინკლის მომზადების ტრადიცია

0
#image_title

ხიზაბავრული ჩაშუშული ბატის ხინკალი | ბატის ქართული ჯიშები და ბატის ხინკლის მომზადების ტრადიცია

ხიზაბავრული ჩაშუშული ბატის ხინკალი არის ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც გამოირჩევა თავის განსაკუთრებული გემოთი და მომზადების უნიკალური ტექნიკით. ბატი ითვლება ტრადიციული სამზარეულოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტად.

ხიზაბავრული ჩაშუშული ბატის ხინკალი უნდა მიირთვათ ცხელი, საუკეთესო იქნება მწვანე სუნელებით და ხილის კომპოტით.

დასკვნა

ხიზაბავრულ ჩაშუშულ ბატის ხინკალს არა მხოლოდ განსაკუთრებული გემო აქვს, არამედ ქართული კულტურისა და ტრადიციების სიმბოლოა. აუცილებლად შეიტანეთ ეს კერძი თქვენს სამზარეულოში და გაამდიდრეთ ქართული კულინარიული გამოცდილება!

პირველი არხის არქივი

 

 

ქირურგი ასახელებს ოთხ საკვებს, რომელიც „აქტიურად წამლავს“ თქვენს სხეულს

0
ქირურგი ასახელებს ოთხ საკვებს, რომელიც „აქტიურად წამლავს“ თქვენს სხეულს
#image_title

ყველამ უკვე იცით, რომ რასაც სვამთ და ჭამთ, თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გარკვეული საკვები და სასმელი შეიძლება მართლაც ცუდი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. საკვები, რომელიც „აქტიურად წამლავს“ თქვენს სხეულს.

ქირურგი ასახელებს ოთხ საკვებს, რომელიც „აქტიურად წამლავს“ თქვენს სხეულს. სწრაფი კვების უპირატესობები

  • საღლაპური ღირებულება: სწრაფი კვება ხელმისაწვდომი და იაფია, რაც ბევრისთვის მიმზიდველს ხდის.
  • დროის დაზოგვა: სწრაფი კვების მოსამზადებლად და შეძენისთვის საჭირო დრო მინიმუმამდეა შემცირებული, რაც იდეალურია გადატვირთული დღის განმავლობაში.

ჯანმრთელობის რისკები

  • არასწორი კვება: ულტრა დამუშავებული საკვები შეიცავს ტუტეს და შაქრიან ინგრედიენტებს, რაც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით.
  • შეიცავს ძნელად მისაწვდომ კალორიებს: ხშირი სწრაფი კვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონის პრობლემა და მეტაბოლიზმის დარღვევები.

ჯანსაღი კვების ალტერნატივები

  • პლანტური სუპები: მარტივად მოსამზადებელი.
  • სალათები: გაისინჯეთ ახალი მწვანილი, პროტეინი და ნუშები.
  • გოგირდოვანი მარცვლები: ისინი ასევე იაფი და სასარგებლოა.

ქირურგი ასახელებს ოთხ საკვებს, რომელიც „აქტიურად წამლავს“ თქვენს სხეულს:

სწრაფი კვება

სწრაფი კვების ვარიანტები იაფი და გემრიელია, მაგრამ ისინი არ არის ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტის საფუძველი. გვიან ღამით სწრაფი კვების ჭამა, ალბათ, დროდადრო კარგია, მაგრამ დარწმუნდით, რომ რეგულარულად არ მიირთმევთ ამ ულტრა დამუშავებულ საკვებს.

გამაგრილებელი სასმელები

სწრაფ კვებასთან ერთად საუკეთესო სასმელი არის გაზიანი სასმელები. მაგრამ მაშინ როცა თქვენ მათ „გამაგრილებელ სასმელებს“ უწოდებთ, დოქტორ ლონდონს ოდნავ განსხვავებული ფრაზა აქვს მათზე: „თხევადი სიკვდილი“.

ეს სასმელები ჩვეულებრივ შეიცავს შაქარს ქილაში და/ან შეიცავს ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებთან.

რძის პროდუქტები

ეს არის ის, რაც ვეგანებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და დოქტორმა ლონდონმა დაადასტურა, რომ ყველი და რძის პროდუქტები არ არის განსაკუთრებით კარგი თქვენთვის, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული შემცვლელები სულ უფრო პოპულარული ხდება, შესაძლოა ღირდეს მათზე გადასვლა ან თუნდაც სცადოთ და შეამციროთ რძისა და ყველის მიღება.

ალკოჰოლი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ალკოჰოლი კლასიფიცირდება, როგორც ტოქსიკური, ფსიქოაქტიური, დამოკიდებულების გამომწვევი და კანცეროგენული ნივთიერება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმეტესობა იღებს მას.

ეს შხამი ნორმალიზებულია, როგორც ჩვენი სოციალური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ დოქტორი ლონდონი გვაფრთხილებს, რომ ის შეიძლება იყოს „აბსოლუტურად ტოქსიკური ჩვენი სხეულის ყველა უჯრედისთვის”.

გასაკვირი არ არის, რომ ცუდმა საკვებმა და სასმელმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზეც.

დასკვნა

ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნება მოითხოვს ყურადღებას და ცოდნას, თუ რას ვჭამთ და ვსვამთ. მოერიდეთ ცუდ საკვებს და სასმელებს, რათა თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დაიცვათ.