კვირა, ივლისი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

ხეხილის გასხვლის პრინციპები

0

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში

0
ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
#image_title

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში – ტიტულოვან მოჭიდავეს და დეპუტატს მამა გარდაეცვალა.

სპარტაკ პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელად 2014 წლიდან მუშაობდა.

ფოტო: Geowrestling

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება – წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება

0
თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება - წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.

თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება.

სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში – ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰექტარი ტერიტორია დაამუშავეს. მობილიზებული იყო 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან შეწამვლას ცივი შესხურებით.
აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ქავთარაძე, სამინისტროს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრები და ხულო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, არაერთი რეგულაცია მიიღო, რომელთა აღსრულება-დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგულაცია, რომელიც სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით იქნა მიღებული, 2024 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას.

აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას, მათ შორის ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებს, ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდათ. რეგლამენტის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო საავტომობილო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. ავტომობილების იმპორტიორებთან კომუნიკაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაცია ამოქმედდა მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ – 2024 წლის 1 იანვარს.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის ბოლოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ავტომობილების საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დაადგინა შეღავათი. კერძოდ, 2023 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის თანახმად, რეგულაცია აღარ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება ექსპორტიორი ქვეყნიდან დაიწყო 2023 წლის 1 დეკემბრამდე.

დღეს საქართველოს უმსხვილეს ქალაქებსა და საერთაშორისო მაგისტრალების გასწვრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ავტომოილების გამონაბოლქვია, მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა.

სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იანვარის თვეში, აჭარასა და სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში (კლდისუბანი), მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი.

2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რუსთავში პიროტექნიკის გამოყენების გამო სამმა ადამიანმა თითები დაკარგა

0

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

„არასრულწლოვნებს შორის არიან 6 და 16 წლის მოზარდები. 16 წლის მოზარდმა 2 თითი დაკარგა. კლინიკაში შემოყვანილი პაციენტებიდან კიდევ ორმა, ორ-ორი თითი დაკარგა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ.

ქუთაისში, პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა, ბათუმში ცეცხლი აივანს წაეკიდა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თბილისს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ექნება – რა უნდა შეიცვალოს?

0
თბილისს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ექნება – რა უნდა შეიცვალოს?
სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია დამფუძნებელი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ოქროსფერი ღვინის ქალაქი – ბოლნისში ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა

0

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა.

კომპანია „არემჯის“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით ღონისძიებას ოქროსფერი ღვინის ქალაქმა მეორედ უმასპინძლა.

„გვიხარია, რომ ძალიან დიდი ჩართულობაა, მაღალია ინტერესი როგორც მეღვინეების, ასევე ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების მხრიდან. ჩვენ 7 წლის წინ ავიღეთ პასუხისმგებლობა ბოლნისური მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაზე. სწორედ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია ბოლნისის ღვინის ფესტივალი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება“, – განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა, „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა.

დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, ღვინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია,
რომელიც საქართველოს 29 ადგილწარმოშობას აერთიანებს. ფესტივალის მიზანს, მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.

წელს ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტით ჩატარდა.

საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, ენოლოგებმა, ღვინის ექსპერტებმა და მეღვინეებმა საქართველოს 6 რეგიონიდან, 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 87 ღვინის ნიმუში დააგემოვნეს.

კონკურსის გამარჯვებულები ფესტივალის მსვლელობის დროს საზეიმოდ გამოვლინდნენ. წელს ჟიურიმ 10 ოქროსა და 38 ვერცხლის მედალოსანი ღვინო დაასახელა.

ფესტივალი მუსიკალურად გააფორმეს ტრიო „ალილომ“ და კვარტეტ „რანინამ“,
დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა გათამაშებები და შემეცნებითი აქტივობები.

ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, საქპატენტი.

„არემჯის“ ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.

გასწავლით კომპოსტის დამზადებას – ორგანული სასუქი

0

კომპოსტის დამზადება

ბოსტნეულის უხვი და მაღალხარისხოვანი მო­სავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგში სასუქის შეტანა. საუკეთესო სასუქი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ნიადაგს ამდიდრებს მცენარისათვის აუცილებელი ელემენტებით, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, არის გადამწვარი ნაკელი. ხოლო თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, თავადვე შეგიძლიათ მოამზადოთ ორგანული სასუქი – კომპოსტი, რომლის დამზადებისა და ხმარების წესსაც ქვემოთ გთავაზობთ.
კომპოსტის დასამზადებლად გამოიყე­ნება სხვა­დასხვა სახის მცენარეული ნარჩენი, ოღონდ ეს ნარჩენი არ უნდა იყოს დაავადებული და შხამ­ქიმიკატებით დაბინძურებული. არ შეიძლება ასევე კომბოსტოს თიაქრით დაავადებული ფესვები, დაავადებული ხახვის ბოლქვები, ფიტოფტოროზით დაავადებული კარტოფილის მიწისზედა ნაწილები; ამგვარი ნარჩენები უმჯობესია დაწვათ და გამოიყენოთ ნაცრის სახით.
საკომპოსტედ მომზადებული მცენარეული ნარ­ჩენების გროვა კარგად უნდა ნიავ­დებოდეს, იყოს ყოველთვის ტენიანი, რათა გროვაში წარ­მოქმნილმა სითბომ დროულად მოამზადოს ორგანული მასა. გროვის ფუძე უნდა იყოს 1 მ2, სიმაღლე 1-1,2 მ. უმჯობესია, საკომპოსტე მასა მოთავსდეს ძველ ყუთში ან მავთულბადეში.
15-25 სმ-იან ნარჩენების პირველ ფენას დაეყრება 2-3 სმ ბაღის მიწა და ცოტაოდენი კირი მჟავე რეაქციის გასანეიტრალებლად. ასე მეორდება მანამ, სანამ გროვა არ მიაღწევს 1-1,2 მ. მას ზემოდან კიდევ დაეყრება მიწის თხელი ფენა და გადაეფარება პოლიეთილენის ნაჭერი. როგორც წესი, კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. ამგვარად, გაზაფხულზე გასუფთავებული ნაკ­ვეთის ნარჩენებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ორგანული და მინერალური სასუქი, რომელსაც შემოდგომით შეიტანთ ნიადაგში.

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კლდე­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ – ან რო­მე­ლი სო­ფე­ლი არაა ლა­მა­ზი თუ­შეთ­ში?

0
კლდე­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი

თუ­შე­თის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ,  ციცაბო ფერდობზე გაშენებული ძალიან ლამაზი სოფელია, გომეწარის ხეობაში მდებარეობს. გა­შე­ნე­ბუ­ლია კლდე­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მაღ­ლა.

სოფელი დოჭუ მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში.

სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა 120 წელ­ზე მეტი ხნი­საა. მრავალი ვერსიის მიხედვით აქ ბავშვები თოკზე გამობმულები იზრდებოდნენ, რომ ხეობაში არ გადაჩეხილოყვნენ.
დღეს თუშეთის გამორჩეულად ლამაზი და იდუმალი სოფელია და მას ვეწვევით 3 დღიანი ტურის ფარგლებში.
თუ­შეთ­ში 49 სო­ფე­ლია, 4 თე­მია.

მთავარი ღირსშესანიშნაობები: 

სოფელი დოჭუ, ფიჭვნარი ტყის ჰაბიტატები, ნიამორის ჰაბიტატი, ალპური მდელოები.

ომალოს “საძახებელი გორიდან” ეშვება მიხვეულ-მოხვეული ბილიკი ხახაბოს ჭალაში, საცალფეხო ხიდით გადის გომეწრის ალაზანზე და შეუყვება ციცაბო აღმართს სოფელ ხახაბოსაკენ.

ხახაბოდან საცალფეხო ბილიკს კეხის გადასასვლელისაკენ მივყავართ, საიდანაც ხელისგულივით იშლება გომეწრის ჭანჭახოვანის და ჩაღმის ხეობები, თუშური სოფლები.

კეხიდან ბილიკი ეშვება ფოთლოვან ტყეში, გადადის ორწყლის ხიდზე და შეუყვება გოგრულთისაკენ. გოგრულთა საალმის მთის აღმოსავლეთის კონცხზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სამუშაოების დროს აქ აღმოაჩინეს V საუკუნის სამარხები.

გოგრულთიდან  ბილიკი ეშვება დოჭუს ჭალაში. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე. სხვა სოფლებისაგან გამოირჩევა სამსართულიანი აივნიანი სახლებით.

დოჭუდან ბილიკი ზემოთ კვეთს გომეწრის სამანქანო გზას და აუყვება სახეოს ალპურ ზონას. სახეოდან ბილიკი მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით, სამარხილე გზაზე, გოგორათის გორებისაკენ და ჩადის ღელეზე. გომეწარ-პირიქითას წყალგამყოფი ქედიდან ხელისგულივით იშლება პირიქითას, ჩაღმისა და გომეწრის ხეობები. ღელედან ბილიკი მიდის ქვემო ომალოსაკენ და ადის ჯერ ზემო ომალოს პლატოზე და შემდეგ ეშვება ქვემო ომალოში. მარშრუტზე სასმელი წყალი უხვადაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli