ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ

0
რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად
#image_title

რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად

ტანსაცმლის გარეცხვისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები

ზედმეტად მაღალი ტემპერატურა

დროა ტანსაცმლის გარეცხვისას ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტოთ
თქვენი სამოსი შეინარჩუნებს ფორმასა და ფერს უფრო უკეთ, თუ მათ დაბალ ტემპერატურაზე გარეცხავთ. ასევე, თბილ და ცივ წყალს ისევე შეუძლია ჭუჭყთან გამკლავება, როგორც ცხელს. რეალურად მხოლოდ პირსახოცებისა და მსგავსი ნაჭრების გარეცხვაა საჭირო მაღალ ტემპერატურაზე დეზინფექციის გამო.

სარეცხი მანქანის გავსება რთულ ლაქებიანი სამოსით

ზედმეტად დასვრილი ტანსაცმელი აუცილებელია წინასწარ ჩაალბოთ წყალში, რათა გარეცხვისას მათი ჭუჭყი მთლიანად მოცილდეს. ტკბილი ლაქებისთვის შეგიძლიათ წინასწარ ლიმონის წვენიც გაოიყენოთ დასალბობათ, ხოლო ღვინის ლაქებზე შეგიძლიათ წყლისა და სოდის ნარევი მიქსი დაასხათ.

საცვლების სარეცხი მანქანით გარეცხვა

დროა ტანსაცმლის გარეცხვისას ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტოთ
ავტომატური სარეცხი მანქანით გარეცხვისას ბიუსტჰალტერები ფორმას კარგავენ და იწელებიან. საუკეთესო გამოსავალია მათი ხელით გარეცხვა. ეს ასევე საცვლებსა და საცურაო სამოსსაც ეხება.

ჯინსების ხშირად გარეცხვა

დროა ტანსაცმლის გარეცხვისას ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტოთ

ჯინსების მწარმოებლებს რადიკალური მოსაზრება აქვთ ამ თემაზე. ისინი გვირჩევენ რომ საერთოდ დავივიწყოთ ჯინსების სარეცხი მანქანით გარეცხვა, რათა მათი ფერი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. თუ ამ რეკომენდაციის შესასრულებლად მზად არ ხართ, ოპტიმალური პერიოდი მათ გასარეცხად საშუალოდ 6 თვეში ორჯერაა. ეს რიცხვი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სიხშირით იცვავთ მათ.

 არასწორად გაშრობა

ცუდად გაშრობა ისევე ახდენს თქვენ სამოსზე გავლენას როგორც არასწორი მეთოდებით გარეცხვა. საჭიროა ეს რჩევები გაითვალისწინოთ:

  • არ გამოიყენოთ ავტომატური გამაშრობელი ხშირათ. იგი თქვენი სამოსის ფერზე უარყოფით გავლენას ახდენს და დელიკატურ ნაჭრებს აფუჭებს.
  • არ გააშროთ ტანსაცმელი ზედმეტად დიდ ხანს, ეს ფერზე იმოქმედებს.
  • არ ჩამოკიდოთ ნაქსოვი და ბამბის სამოსი, რადგან ეს მათ ფორმას დაუკარგავს. გაშალეთ ისინი სწორ ზედაპირზე და ასე გააშრეთ.

სარეცხი მანქანის მოვლა

დროა ტანსაცმლის გარეცხვისას ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტოთ
ჭუჭყი, სარეცხი საშუალებების ნარჩენები და ყველაფერი რაც რეცხვის შემდეგ სარეცხი მანქანის შიგნით რჩება, დროთა განმავლობაში აუცილებლად აღმოჩნდება ისევ თქვენ სამოსზე. ეს ლაქებსა და ცუდ სუნს გამოიწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ამ გზებს უნდა მიმართოთ:

  • გაანიავეთ სარეცხი მანქანა ყოველი გარეცხვის შემდეგ
  • ჩამოწმინდეთ სარეცხი საშუალებების ნარჩენები მისი შიდა მხარიდან და კარებიდან
  • ჩაასხით გამათეთრებელი საშუალება სუფთა ჭურჭელით სარეცხ მანქანაში

დროა ტანსაცმლის გარეცხვისას ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტოთასევე აუცილებელია გაუფრთხილდეთ თქვენი სარეცხი მანქანის შიგთავსს. თვეში ერთხელ კარგი იქნება თუ მას ცარიელს აამუშავებთ და შიგნით სარეცხი საშუალებისა და ძმრის ნარევს ჩაასხავთ გასაწმენდად.

drpkhakadze

ეს არის იდეალური ადგილი,შემოდგომაზე მშვიდი გასეირნებისთვის, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ სიმშვიდე.

0
ეს არის იდეალური ადგილი,შემოდგომაზე მშვიდი გასეირნებისთვის, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ სიმშვიდე.
#image_title

შემოდგომის სილამაზე – მაღალი ხეები დიდებულად დგანან, მათი ცოცხალი ოქროსფერი ფოთლები ქმნიან ბუნებრივ ტილოს.

ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, თითქოს ჩაძირული ხარ საოცნებო პეიზაჟში, სადაც ნაზი ყვითელი ფოთლები რბილად ცვივა და მიწას მოციმციმე ოქროს ხალიჩა ფარავს. ეს არის იდეალური ადგილი, შემოდგომაზე მშვიდი გასეირნებისთვის, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ სიმშვიდე.

.

 

 

„საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ“

0
„საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ“
#image_title

თბილისი რიგით მეხუთე “აბრეშუმის გზის” ორდღიან ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება სულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ფორუმს მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – საერთო ჯამში, 2 ათასამდე დელეგატი დაესწრება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ.

“აბრეშუმის გზის ფორუმმა” სახელი დაიმკვიდრა. მეხუთედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში ეს ფორუმი და მართლაც ღირსშესანიშნავ თარიღად იქცა ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში. მართლაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებებს შეუძლიათ, ერთმანეთს ესაუბრონ, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც იძლევა აბრეშუმის გზის ფორმატში საერთაშორისო თანამშრომლობა და ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული დღეს თბილისში, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

“აბრეშუმის გზის ფორუმი” 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

თბილისის რიგით მეხუთე “აბრეშუმის გზის ფორუმი” ოფიციალურად გაიხსნა. ამ წუთებში, სტუმრებს სიტყვით ირაკლი კობახიძე მიმართავს. ორდღიანი ფორუმი სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება.

ფორუმს მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთო ჯამში, 2000-მდე ათასამდე დელეგატი ესწრება.

ორი დღის განმავლობაში, გათვალისწინებულია 7 თემატური სესიის გამართვა. აქცენტი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებზე გაკეთდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ღვინის ეროვნული სააგენტო: სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

0
იცით თუ არა, რომ… შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები რეგულარულად ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, იყოს კონკურენტუნარიანი და სულ უფრო მეტად მოთხოვნადი.

2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რომლითაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოწმდება, 135 კომპანიაში აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა.

საანგარიშო პერიოდში, 56 კომპანიაში ჩატარდა საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობას ადგენს. აღებული 1091 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 14 ნიმუშში.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი საერთაშორისო კომპანიების შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ “ მიერ ინსპექტირება 98 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 365 ნიმუშიდან დარღვევა 1 კომპანიის 1 ნიმუშში აღმოჩნდა.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, განვლილ 9 თვეში, ჩატარდა 201 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 9643 ნიმუშიდან უარყოფითად 365, დანარჩენი 9278 ნიმუში კი, დადებითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზეტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.

მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.

როგორ მზადდება ტენილი ყველი | მესხური ტრადიციული ყველის და შოთის პურის რეცეპტი

0
უძველესი ქართული ყველის - ტენილი ყველის მომზადების მესხური წესი
#image_title

როგორ მზადდება ტენილი ყველი | მესხური ტრადიციული ყველის და შოთის პურის რეცეპტი – ნათია ზედგინიძისგან

კულინარიული მასტერკლასი მესხეთიდან

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ერთხელ, ღამე გამეღვიძა და მინდოდა, ჩამეწერა ის ადამიანები, ვინც ამქვეყნად აღარ არის, როცა 800 ადამიანზე ავედი შემეშინდა“-ნუგზარ კვაშალი

0
„ერთხელ, ღამე გამეღვიძა და მინდოდა, ჩამეწერა ის ადამიანები, ვინც ამქვეყნად აღარ არის, როცა 800 ადამიანზე ავედი შემეშინდა“-ნუგზარ კვაშალი
#image_title

მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი, მისი შემოქმედებიდან გამომდინარე, რამდენიმე თაობისთვის მხოლოდ დადებით ემოციებთან ასოცირდება. მან ქართულ სცენაზე დაუვიწყარი სახეები შექმნა. ყოველთვის ხალისიანი ადამიანია, თუმცა, მის ცხოვრებას რთული პერიოდებიც ახლავს. რომლის შესახებაც თითქმის არსად საუბრობს.

რამდენიმე წლის წინ, მის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა, მუსიკოსის ძმა, ქალაქის კოლორიტი ალეკო კვაშალი გერმანიაში ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ძმის შესახებ მუსიკოსი «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა.

-ერთხელ, ღამე გამეღვიძა და მინდოდა, ჩამეწერა ის ადამიანები, ვინც ამქვეყნად აღარ არის, როცა 800 ადამიანზე ავედი შემეშინდა. ზოგი მიდის, ზოგი რჩება, მაგრამ ცხოვრება ანგრევს ყველაფერს და გრძელდება. როგორ წარმოვიდგენდი, თემურ წიკლაურის და ალექსანდრე ბასილაიას გარეშე ცხოვრებას?! ძალიან მაგარი “სასტავია” იქ და აღარ მეშინია. ღმერთმა დაიფაროს ყველა, შვილის გარდაცვალებისგან! რა ემართება მშობელს მაგ დროს, არ ვიცი, მაგრამ ხომ ვიცნობ ასეთ ადამიანებს?! ყველა მშობელი უბედურია, რომელიც მოესწრება შვილის სიკვდილს. როცა ჩემი ძმა წავიდა, საიდან გამომგლიჯეს გული, თუ სხვა ნაწილი, არ ვიცი.

– მოულოდნელი იყო თქვენთვის ძმის დაკარგვა?

– ღვიძლის პრობლემა ჰქონდა, გერმანიაში მიდიოდა, ვიცოდი, მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ იმედიანად წავიდა. მეგობრებიც დაგვეხმარნენ. ბოლოს რომ დარეკა, არ მესიამოვნა, რაც მითხრა, ბიჭებმა იმდენი თანხა მომცეს, საქართველოში ცოცხლად ჩამოსვლა ტეხავსო… ოპერაცია დასრულდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ვიქეიფეთ კიდეც თბილისში და ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო. ახლა ხშირად დავდივარ მის საფლავზე, მშობლებთან დავკრძალეთ, იყო საშუალება, სხვაგან დაგვესაფლავებინა, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტეთ. მივდივარ, ველაპარაკები მას და მშობლებსაც. კი, ვიცი, რომ იქ არავინ არის, მაგრამ მაინც მივდივარ. ჩემი ძმა ყოველთვის ჩემთან იქნება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

წახანი, სოფელი საქართველოში – სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესიის ნანგრევები და XIX საუკუნის მეჩეთი

0
წახანი, სოფელი საქართველოში - სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესიის ნანგრევები და XIX საუკუნის მეჩეთი
#image_title

წახანი — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე.

სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესიის ნანგრევები და XIX საუკუნის მეჩეთი

ფოტო: ელდარ კბილაშვილი

პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის ახალი რეგულაცია მუშავდება

0
პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის ახალი რეგულაცია მუშავდება
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ლაშა ავალიანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხის განხილვა წარმოადგენდა.

„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ისეთი რეგულაციის შემუშავება, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის (სამინისტროები, მათ სისტემაში შემავალი უწყებები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, თვითმმართველობის ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები) და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება.

საკითხის განხილვის ფარგლებში ყურადღება ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ სექტორისთვის მისაღები პირობების და გამოწვევების განხილვის მიზნით, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, საწრუპს, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარება, რაც 3.9 – 5.9 ათას ტონას შეადგენს. საერთაშორისო კვლევებით სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რომელიც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ლამაზი და შთამბეჭდავი ბაღი არის ის, რაც ყველას სურს, 15 იდეა- რომ გქონდეთ ლამაზი ბაღი

0
ლამაზი და შთამბეჭდავი ბაღი არის ის, რაც ყველას სურს, 15 იდეა- რომ გქონდეთ ლამაზი ბაღი
#image_title

ლამაზი და შთამბეჭდავი ბაღი არის ის, რაც ყველას სურს.

შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი შემოქმედებით, სადაც თქვენი ოჯახი შეიკრიბება და ერთად ითამაშებს! გთავაზობთ ბაღის პროექტებს! გაგიზიარებთ 15 იდეას, რომ გქონდეთ ხელნაკეთი ლამაზი ბაღი. ისინი ძალიან ლამაზები და ადვილად დასამზადებელია. შეამოწმეთ ისინი ჩვენთან ერთად!

თქვენი ეზოს დეკორაციის შესაძლებლობები უსასრულოა.

ვიმედოვნებთ, რომ იპოვით ისეთს, რომელიც შესაფერისია თქვენი ბაღისთვის.

„დიდება ბრძანი” – საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიცია რაჭაში

0
„დიდება ბრძანი” - საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიცია რაჭაში
#image_title

„დიდება ბრძანი” – საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიცია რაჭაში

„დიდება ბრძანი” – საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიცია რაჭაში

#ახალიდღე #არქივი