„ქართული ხორცი აღარაა!“
Irakli Arabuli’s Blog
სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები:
აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.
„Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს. აღნიშნულ კომპანიასთან ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.
კომპანიასთან „Glodow Nead Communication“ თანამშრომლობას სააგენტო მიმდინარე წლიდან იწყებს. „Glodow Nead Communication“ 1974 წელს კალიფორნიაში დაარსდა და ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პრემიალურ PR სააგენტოდ ითვლება, რომლის ძირითადი სერვისებია სტრატეგიული ბრენდინგი, PR, ბრენდის კონტენტის შექმნა და დამკვიდრება ყველა მნიშვნელოვანი მედია პლატფორმის საშუალებით.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.
მცირე ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელი ნიკა წულუკიძე
ნიკა წულუკიძე საკმაოდ რთულ და შრომატევად საქმიანობას არის შეჭიდებული.
წარმატებულია თუ არა ყვავილების ბიზნესი და რით არის წარმატება განპირობებული.
„დღეს არსებული რეალიზატორები ვინც ვართ, ვისარგებლეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამით და გავაკეთე 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე სასათბურე მეურნეობა. საკმაოდ დიდი სირთულეები გავიარე. პირველ ეტაპზე ვიყავით მწარმოებლები. შემდეგ უკვე განვითარების მიჯნაზე პროგრამური სარგებლობით ევროსტანდარტების გათვალისწინებით 4 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით ჰოლანდიურ ვარდებს. ამისკენ გვიბიძგა იმან, რომ ადგილობრივი პროდუქციის დაუფასებლობა აღინიშნა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ვერ იყიდებოდა შესაბამის ფასად. ადგილობრივი პროდუქციის დაუფასებლობაა.
ძირითადად სომხეთიდან შემოდის ყვავილები და ამ ბაზის საფუძველზე ჩვენი პროდუქტის თვითღირებულება იკლებს. ხარჯების უთანასწორობა იწვევს ბიზნესის ჩავარდნას“, – განაცხადა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ
როგორ შეიძლება იმპორტირებული პროდუქცია ღირდეს უფრო იაფი იმის გათვალისწინებით, რომ მისი წარმოება ხდება სხვა ქვეყანაში, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები და ბუნებრივია, ადგილზეც ფასნამატი ჩნდება.
რატომ ვერ ახერხებს ადგილობრივი წარმოება, რომ კონკურენტული ფასი ქონდეს?
ნიკა წულუკიძე ამბობს, რომ მის საქმიანობაში ხედავს ხარვეზებს.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამ ყველაფერს სწავლის ეტაპზე გადასცემენ მომავალ თაობას, უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება, ვგულისხმობ საგადასახადო პროცედურებს.
მე უშუალოდ ჩემს საქმიანობაში დავინახე ხარვეზი. ვერ ვიპოვე ისეთი კადრი, რომელიც ინფორმაციას მომაწვდიდა გადახდისუნარიანობათან, თუნდაც საშემოსავლო მიმართულებით. ამიტომ ყველა პუნქტზე ახალ გამოწვევას კიდევ ახალი გამოწვევა მოსდევდა, რომ თავად მე შემესწავლა და ამის შემდეგ უნდა დამეწყო კადრების ძიება.
რაც შეეხება შემოტანილი პროდუქციის ვერდაბალანსებას, ეს გამოიახატება იმით, რომ ვისაც შემოაქვს, ფასებს განკარგავენ და ამის მოცემულობა არის ის, რომ არ გვაქვს ისეთი ბაზები, სადაც დიდი ხნის განმავლობაში შეინახება პროდუქტი. სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების პირობები, რომ იგივე ბაზა მოვაწყოთ, გლეხებს საგრანტო მიმართულები მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი დახვეწონ და ევროსტანდარტებს შეუსაბამონ. არ ვამბობ იმას, რომ სახელმწიფოსგან არ მოდის ეს ბერკეტები. სახელმწიფოსგან ყველა ბერკეტი მოდის, მაგრამ სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად ინფორმირებული არ არის, როგორიც შეიძლება იყოს განათლების ამაღლება, თუნდაც ყვავილების მიმართულებით. სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხაში უნდა იქნას თითოეული პუნქტი მიზნობრივად დატანილი, თუნდაც ის ხარჯვითი ნაწილი, რა პრობლემის წინაშეც მე აღმოვჩნდი. მწარმოებელი ვიყავი, მაგრამ არ მქონდა ამის შესაძლებლობა“ – აღნიშნა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქცია არ დაფასდა.
„სამწუხაროდ, ადგილობრივი პროდუქცია არ დაფასდა. ვაბარებდი 1-1.5 ლარად, უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია გაცილებით დაბალ ნიშნულზე იყო – 3-3,5-4 ლარი ღირდა, სადღესასწაულო დღეებში კი კატასტროფულად იმატებს ფასი.
ჩემთვის ფასების ცვლილება მომხმარებლების დაკარგვას ნიშნავს. ამას ყოველდღიური განვითარება ჭირდება. ოჯახის წევრებისგან ამ მიმართულებით დიდი ხელშეწყობა მაქვს.
დღესდღეოსობით ჩვენ მუდმივი მომხმარებლები გვყავს და ფულადი ნაკადის გათვლა შეგვიძლია, რითაც ვარსებობთ და ვითარდებით, სოციალური ქსელების ჩართულობით დღევანდელი მოცემულობოთ მარკეტინგის დახმარებით
აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოს“ დამწყები მეწარმეებისთვის აქვს 10 000- ლარიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს გაციფრულებას, ასევე მარკეტინგის ამაღლებას. შესაძლებელია, რომ გადაამზადოს პერსონალი, რომელიც ბიზნესში დაგვეხმარება. ამ მხრივ ეტაპობრივი ზრდა გვაქვს“ – “ – აღნიშნა ნიკა წულუკიძემ.
რამდენად მომთხოვნია მომხმარებელი ხარისხთან მიმართებაში და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ვერ დააკმაყოფილეთ შემკვეთის მოთხოვნები და ამის გამო დაკარგეთ კლიენტი?
ამის პასუხად “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც არ ქონდათ ისეთი ხარისხი, რაც მაღალი მოთხოვნების კატეგორიის მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა.
„მოგეხსენებათ, ბათუმი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და ამისი ერთ-ერთი გამოხატულება არის ტურიზმი. ხელის შეწყობა აქვს ბიზნესს. მთავარია, „მოინდომოს“ ადამიანმა, ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყონ…
ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ არ გვქონდა ისეთი ხარისხი, რაც მაღალი მოთხოვნების კატეგორიის მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა. დღევანდელი მოცემულობით იმ კატეგორიას, რომლებსაც წლების წინ ვერ ვაკმაყოფილებდით, დღეს საშუალოზე მაღალ ნიშნულზე ვაკმაყოფილებთ და კიდევ გვაქვს ყველაფრის განვითარების პოტენციალი“ – განაცხადა ნიკა წულუკიძემ.
რა არის მთავარი გამოწვევა? რა გიშლით ხელს, რომ სწრაფად განვითარდეთ?
ნიკა წულუკიძე აღნიშნავს, რომ უფრო მეტი შრომაა საჭირო. უფრო მეტს მოელოდა საკუთარი თავისგან …
„უფრო მეტი შრომა გჭირდება. ქვეყანაში და გლობალურ დონეზე მშვიდობა და სახელმწოფოს ბერკეტების მომართვა დამწყები ბიზნესისკენ. ბევრი შრომითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩვენს პროდუქტთან მისადაგებით დავძლევთ ყველაფერს და მივაღწევთ იმ მიზანს, რაც გათვლილი გვაქვს.
უფრო მეტს მოველოდი საკუთარი თავისგან, მაგრამ ისეთი რთული დროება დამიდგა მაინც ვეცადე გამომსვლოდა …“ – განაცხადა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ
გასხვლის შემდეგ იწყებთ შეყელვას. შესაყელი რქები ფრთხილად უნდა მოიღუნოს ისე, რომ თითქმის მართი კუთხე შეიქმნას. ამას ისე ვერ გააკეთებთ, თუ რქას ნელ-ნელა გადაწევით ხელისგულებს შორის არ დაარბილებთ. მისაბმელ ადგილას აკეთებთ კანაფის მარყუჟს და რქის წვერს აბამთ მავთულზე.
საქმე ისაა, რომ ვაზის რქას ახასიათებს კენწეროსკენ „გაქცევა“, ანუ პოლარობა; შეყელვის მიზანი კი ამ პროცესის ხელოვნურად შეფერხებაა, რაც ხელს უწყობს ახალი ყლორტების თანაბარი სიძლიერით ზრდას. გადასაწიდნად დატოვებული რქისთვის გათხარეთ მიწა ერთ ბარისპირზე, ჩააწვინეთ შიგ რქა, რომელსაც ჩასაწვენ ნაწილზე წინასწარ ააჭრით კვირტებს. დაამაგრეთ ფსკერზე ორკაპებით, იმ ადგილას, სადაც აპირებთ ვაზის გახარებას, მკვეთრად მოღუნეთ და ისიც დაამაგრეთ, შემდეგ კი დაუსვით ჭიგო, ზედ მიაკარით და 2-3 კვირტზე გადაჭერით. ბოლოს მიწით შეავსეთ და დატკეპნეთ. ამ წესით შეგიძლიათ გადაწიდნოთ ჟოლო, უეკლო მაყვალი, მოცხარი და ა.შ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ნაცარი ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა, რომელსაც უნარი შესწევს, მეურნე კაცს ერთიანად ააღებინოს ხელი მოსავალზე. ჩვენში ამერიკიდან შემოვიდა 1850 წელს. წამლობის გარეშე ვენახში გაწეული შრომა წყალში გადაყრილია, დროული ღონისძიებებით კი შეგიძლიათ მთლიანად შეინარჩუნოთ მოსავალი.
ნაცრის განვითარებას შესაბამისი ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა უწყობს ხელს – ოპტიმალური ტემპერატურაა 20-24ºჩ, ხოლო ტენიანობა 60-80%. წინასწარ ვენახის შეწამვლას შესაბამისი საშუალებებით აზრი არა აქვს, მაგრამ დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ნაცრის გამოჩენა არ გამოგვეპაროს.
ფოთოლზე თავდაპირველად ჩნდება მოთეთრო ფერის ლაქისებრი ფიფქი, რომელიც ნაცარს წააგავს. ლაქები თანდათან ერთდება და, შესაძლებელია, ფოთოლი ერთიანად დაიფაროს ამ ფიფქით. ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ავადდება ნორჩი ყლორტები, ხოლო შემდგომ მარცვალიც მთლიანად იფარება ფიფქით. ნაყოფი აღარ იზრდება, წვენის მიწოლის გამო სკდება და ხმება.
რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?
ნაცრის გაჩენისთანავე, პირველ რიგში, დაავადებული ფოთლები უნდა შევაცალოთ, შემდეგ კი აუცილებლად შევწამლოთ. ამ ბოლო ხანებში ნაცრით დაავადებული ვენახის სამკურნალოდ უამრავი საშუალება გამოჩნდა – კარატანი, ბაილეტონი, ტოპსინ-მ, სეროცინი და სხვ., მაგრამ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანია გოგირდის შეფრქვევა.
მოსავლიანი ვენახის გოგირდით შეფრქვევა ხდება 4-5-ჯერ: პირველი – ყვავილობამდე, მეორე – ყვავილობის დროს, მესამე – დაყვავილების შემდეგ, მეოთხე – როცა მარცვალი გამონასკვულია, ანუ ისრიმობის დაწყებისას, მეხუთე კი საჭიროების მიხედვით ყურძნის შეთვალებამდე.
გახსოვდეთ!
შესაფრქვევად ვარგისია ძალიან წმინდად დაფქული გოგირდი, რომლის შეფრქვევაც ხდება ზურგის ან ხელის საბერვლით. გამოფრქვეული მტვერი თხელ ფენად უნდა დაეფინოს ვაზის მწვანე ნაწილებს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ამგვარ წესს მაშინ მიმართავენ, როცა ვაზის გაახალგაზრდავება ან ჯიშის შეცვლა უნდათ. ეს მეთოდი ძალიან მარტივი და, პროცედურის ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში, ყოველთვის დადებითშედეგიანია.
მყნობის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე დასამყნობი ვაზის ძირს გარშემო შემოაცლიან მიწას 20 სმ სიღრმეზე ისე, რომ ფესვის ყელი გამოჩნდეს. გადახერხავენ ფესვის ყელიდან 4-5სმ-ზე, გადანახერხს ასწორებენ ბასრი დანით, გააპობენ ცალი მხრიდან და გაუკეთებენ პატარა სოლს, რომ სანამყენე კალამი ადვილად ჩაისვას. სანამყენე კვირტს 2-3 მუხლზე გადაჭრიან და სოლისებურად ჩათლიან რქის ბოლო ნაწილს ისე, რომ სანამყენემ განაპობი, რაც შეიძლება, ნაკლებად გასწიოს და ლერწის ქსოვილები ერთმანეთს კარგად დაემთხვეს. ჩასმის დროს კვირტი გარეთ უნდა იყოს მიმართული. ამის შემდეგ მაგრად უჭერენ კანაფს (შეიძლება ალუმინის მავთულიც, ოღონდ შეხორცების შემდეგ აუცილებლად უნდა შეხსნათ) და 8-10 სმ სიმაღლეზე აყრიან ფხვიერ მიწას. თუ საძირე განიერია, შეგიძლიათ იმავე წესების დაცვით 2 კალამიც ჩაამყნოთ, ერთი ან სხვადასხვა ჯიშისა.
ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე. ტირილის პერიოდში მყნობა უშედეგოა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
1. რატომ არის აუცილებელი ვენტილაცია საკანალიზაციო სისტემაში?
საკანალიზაციო ვენტილაციის ძირითადი ფუნქციებია:
• უსიამოვნო სუნის პრევენცია – ვენტილაცია ხელს უშლის კანალიზაციის გაზების (მათ შორის მეთანის, გოგირდწყალბადის) შენობაში გავრცელებას.
• წყლის ბარიერის შენარჩუნება – სათანადო ვენტილაცია ხელს უწყობს სიფონის წყლის დონის შენარჩუნებას, რაც ბლოკავს სუნის უკან შემოსვლას.
• წყლის ნაკადის გაუმჯობესება – კარგი ვენტილაცია ხელს უშლის ვაკუუმის წარმოქმნას, რაც შესაძლოა, ნიჟარებსა და უნიტაზებში წყლის ნელ გადინებას იწვევდეს.
• სისტემის სანდოობის გაზრდა – სწორად დაგეგმილი ვენტილაცია ამცირებს მილების დაზიანებისა და გადაჭარბებული წნევის რისკს.
2. ვენტილაციის პრინციპები საკანალიზაციო არხებში
საკანალიზაციო ვენტილაცია მოიცავს რამდენიმე ძირითად ელემენტს, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემის ეფექტურობას:
ა. მთავარი ვენტილაციური მილი
ეს არის ვერტიკალური მილი, რომელიც უშუალოდ კავშირშია კანალიზაციის მთავარ მილთან და გადის სახურავამდე. მისი ფუნქციაა:
• კანალიზაციური გაზების უსაფრთხოდ გამოშვება გარემოში.
• საკანალიზაციო სისტემაში სწორი წნევის შენარჩუნება.
ბ. დამატებითი ვენტილაციის მილები
ზოგიერთ სირთულეებში, მაგალითად, გრძელ დისტანციებზე ან რთულ არქიტექტურულ კონსტრუქციებში, საჭიროა დამატებითი ვენტილაციური მილის დაყენება, რათა ყველა სანტექნიკურ მოწყობილობას ჰქონდეს სწორი წნევა.
გ. სიფონის წყლის ბარიერი
ყველა სანტექნიკურ მოწყობილობას (უნიტაზი, ნიჟარა, აბაზანა) აქვს სიფონის მილი, სადაც მუდმივად რჩება წყალი, რათა დაბლოკოს კანალიზაციის გაზების უკან შემოსვლა.
3. საკანალიზაციო ვენტილაციის ტიპები
ა. ბუნებრივი ვენტილაცია
ეს არის ყველაზე გავრცელებული მეთოდი, სადაც მილი პირდაპირ გადის სახურავზე და ბუნებრივი ქარისა და წნევის სხვაობის მეშვეობით უზრუნველყოფს ჰაერის ცვლას.
ბ. მექანიკური ვენტილაცია
• გამოიყენება მრავალსართულიან შენობებში ან რთულ სანტექნიკურ სისტემებში, სადაც საჭიროა დამატებითი აერატორები ან ვენტილატორები.
• ხელს უწყობს უფრო სტაბილურ წნევას და უზრუნველყოფს უწყვეტი ჰაერის ნაკადს.
გ. აერატორები (ავტომატური ჰაერის სარქველები)
აერატორები (AAV – Air Admittance Valve) გამოიყენება იქ, სადაც ბუნებრივი ვენტილაციის უზრუნველყოფა რთულია. ისინი ავტომატურად იღებენ ჰაერს, როცა წნევა იკლებს, და კეტავენ გაზების უკან შემოსვლის საშუალებას.
4. საკანალიზაციო ვენტილაციის პრობლემები და მათი მოგვარება
ა. უსიამოვნო სუნი
• მიზეზი: შესაძლოა, სიფონის წყალი აორთქლდა ან ვენტილაციური მილი დაბლოკილია.
• მოგვარება: რეგულარულად გამოიყენეთ სანტექნიკური მოწყობილობები, რათა წყალი დარჩეს სიფონებში. გადაამოწმეთ და გაწმინდეთ ვენტილაციური მილი.
ბ. ნელი დრენაჟი და ბუშტუკები
• მიზეზი: სავენტილაციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს საჭირო ჰაერის ნაკადს, რის გამოც წყალი ნელა მიედინება.
• მოგვარება: შეამოწმეთ ვენტილაციური მილი, გაწმინდეთ და საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ აერატორი.
გ. წყლის ბარიერის დაკარგვა სიფონში
• მიზეზი: წნევის ცვლილება შლის სიფონის წყალს, რაც იწვევს სუნის უკან შემოსვლას.
• მოგვარება: შესაძლებელია მექანიკური აერატორის დაყენება, რათა ჰაერის ნაკადი გაწონასწორდეს.
5. ვენტილაციის რეკომენდაციები და სამშენებლო ნორმები
• ვერტიკალური ვენტილაციური მილი უნდა გადიოდეს სახურავზე და მინიმუმ 30 სმ სიმაღლეზე იყოს განლაგებული, რათა თავიდან აიცილოს უამინდობის გავლენა.
• არ შეიძლება სავენტილაციო მილის ფანჯარასთან ან აივანთან დასრულება, რადგან ეს უსიამოვნო სუნის გავრცელებას იწვევს.
• წინასწარ უნდა დაიგეგმოს ვენტილაცია, განსაკუთრებით მრავალსართულიან შენობებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰაერის დაბლოკვა.
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს, სისტემის გამართულ მუშაობას და სანტექნიკური პრობლემების პრევენციას. საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტების მფლობელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ვენტილაციური მილის სწორი მონტაჟს, რეგულარულ გაწმენდას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მაქსიმალურად გააუმჯობესონ კანალიზაციის სისტემა.
მონაცემები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მოაწოდა, ასახავს როგორც ქალის, ისე მამაკაცის 20-20 ყველაზე პოპულარულ სახელს, რომლებიც მოქალაქეებმა გასულ წელს ოფიციალურად დაირქვეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს სახელის შეცვლის შედეგად 3549 ქალმა და 1622 მამაკაცმა აირჩია ახალი სახელი, რომლებიც ყველაზე ხშირად განმეორებად სიაში მოხვდა.
მდედრობითი სქესის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად არჩეული სახელი იყო მარინა — 467 შემთხვევა. მას მოჰყვება ნინო (300), თამარ (255), მარიამ (226) და ანა (224). სიაში ასევე შედის ეკატერინე (193), ლიკა (185), ნანა (181), ირინა (173), ნათია (157), ელენე (154), მედეა (146), ნინა (131), მარიამი (119), ქეთევან (119), ჯულიეტა (119), ნაზი (108), ანნა (102), მარინე (97) და თამარა (93).
მამრობითი სქესის შემთხვევაში, ყველაზე პოპულარული გახდა გიორგი — 331 შემთხვევა. შემდეგ მოდის ალექსანდრე (137), დავით (125), კონსტანტინე (106), თეიმურაზ (92), ნიკოლოზ (88), ლუკა (74), ანდრია (66), ვალერი (65), ილია (61), ვალერიან (60), მიხეილ (56), ზურაბ (49), სერგო (47), გია (46), ნიკა (46), შალვა (45), კახა (44), ლევან (43) და თენგიზ (41).
საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს აქვთ უფლება, შეიცვალონ საკუთარი სახელი და გვარი ადმინისტრაციული წესით. პროცედურა ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და საჭიროებს შესაბამის განაცხადსა და დოკუმენტაციას.
სახელის შეცვლა სხვადასხვა მიზეზით ხდება — პირადი არჩევანი, რელიგიური ან კულტურული მოტივაცია, ოჯახური გარემოებები ან სხვა ინდივიდუალური ფაქტორები. მონაცემები აჩვენებს, რომ მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში არჩევანს აკეთებენ ტრადიციულ და ისტორიულად დამკვიდრებულ სახელებზე.
მდედრობითი სახელების სიაში აშკარად ჭარბობს კლასიკური ქართული და ბიბლიური წარმოშობის სახელები. მარინა, ნინო, თამარ და მარიამ საუკუნეების განმავლობაში გავრცელებული სახელებია ქართულ საზოგადოებაში. იგივე ტენდენცია იკვეთება მამრობითი სახელების შემთხვევაშიც — გიორგი, დავით და ალექსანდრე ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელებია საქართველოში.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი მონაცემები ასახავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეებმა უკვე არსებული სახელის შეცვლა გადაწყვიტეს და არა ახალშობილთა სახელების სტატისტიკას.
ციფრები მიუთითებს, რომ სახელის შეცვლის შედეგად არჩეული ყველაზე პოპულარული მდედრობითი სახელების ჯამური რაოდენობა 3549-ს შეადგენს, ხოლო მამრობითი სახელების — 1622-ს.
სახელის შეცვლის პრაქტიკა გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში და რეგულირდება ადმინისტრაციული ან სასამართლო წესით. სხვადასხვა სახელმწიფოში მოქალაქეები ხშირად ირჩევენ ტრადიციულ, რელიგიურ ან კულტურულად მნიშვნელოვან სახელებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ცვლილება პირადი იდენტობის განმტკიცებას უკავშირდება.
კვლევები მიუთითებს, რომ სახელის არჩევანი ხშირად ასახავს კულტურულ ტრადიციებსა და საზოგადოებრივ ღირებულებებს. მსგავს ტენდენციებს ვხვდებით როგორც ევროპულ, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ისტორიულად დამკვიდრებული სახელები კვლავ პოპულარულია.
საქართველოს შემთხვევაში 2023 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ სახელის შეცვლისას მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ ქართულ სახელებს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც რელიგიურ, ისე ისტორიულ კონტექსტთან.
აღნიშნული სტატისტიკა საინტერესოა როგორც დემოგრაფიული ტენდენციების, ისე კულტურული იდენტობის თვალსაზრისით. სახელების პოპულარობა გარკვეულწილად ასახავს საზოგადოების ღირებულებებსა და ტრადიციებისადმი დამოკიდებულებას.
საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მიღებული მონაცემები პერიოდულად ქვეყნდება სხვადასხვა მედია პლატფორმაზე, მათ შორის https://www.sheniambebi.ge-ზე, სადაც იდება ოფიციალური უწყებების მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია.
2023 წლის მონაცემები მიუთითებს, რომ სახელის შეცვლისას საქართველოს მოქალაქეები ძირითადად არჩევენ ტრადიციულ, ფართოდ გავრცელებულ ქართულ სახელებს. როგორც ქალის, ისე მამაკაცის შემთხვევაში ლიდერობენ ისტორიულად დამკვიდრებული სახელები.
სტატისტიკა არ ასახავს ცვლილების მოტივაციას, თუმცა ციფრები აჩვენებს მკაფიო ტენდენციას — სახელის შეცვლის შემდეგ მოქალაქეები ხშირად უბრუნდებიან კულტურულად და რელიგიურად მნიშვნელოვან სახელებს. აღნიშნული მონაცემები საინტერესო საფუძველს ქმნის დემოგრაფიული და კულტურული ტენდენციების შემდგომი ანალიზისთვის.