კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

ულამაზესი საახალწლო დეკორაციები, რომელიც გაგილამაზებთ გარემოს🎄🎄🎄 – ანა ყორანაშვილი, არაჩვეულებრივი ხელოსანი და ნიჭიერი მხატვარი

0
ულამაზესი საახალწლო დეკორაციები, რომელიც გაგილამაზებთ გარემოს🎄🎄🎄 - ანა ყორანაშვილი, არაჩვეულებრივი ხელოსანი და ნიჭიერი მხატვარი
#image_title

ანა ყორანაშვილი გორში ცხოვრობს –  არაჩვეულებრივი ხელოსანი და ნიჭიერი მხატვარი

ულამაზესი საახალწლო დეკორაციები რომელიც გაგილამაზებთ გარემოს- ანას წნულები🎄

ქიმიური და ბიოლოგიის ტექნოლოგიების სპეციალობით მიღებული განათლების შემდეგ, ფარმაცევტული სფერო გახდა მისი მეორე პროფესია. თუმცა, ეს სულაც არ არის მისი ერთადერთი საზრუნავი — ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქ აქვს ახალი ჰობი, წნულებით ქსოვა, ინტერნეტით ნასწავლი, რაც მისთვის საყვარელი საქმიანობა გახდა.

ანა ბავშვობიდანვე ხატავდა და სხვა ხელსაქმესაც იზიარებდა. მასთან ერთად მისი სამი ძმა იზიარებს ამ გატაცებას, რადგან მათ მშობლებსაც უყვართ ხელოვნება, განსაკუთრებით მამას, რომელიც ხატავს და ასევე მწერალია. ანას თქმით, ეს ნიჭი მამისგან გადაეცათ და ოჯახში ყველა გულისხმიერია ხელოვნებაში.

წნულების ტექნიკასთან მისი გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა. მას ყოველთვის მოსწონდა დაწნული კალათები. ერთხელ ინტერნეტში ნახა წნულების ტექნიკა და დაუყოვნებლივ დაიწყო. თავდაპირველად ჰობი იყო, მაგრამ მოგვიანებით შემოსავლის წყაროდ იქცა. ანამ განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს წნულების შემოქმედება, რადგან თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი ფორმისა და ზომის ნივთების შექმნა.

„პირველი ნამუშევარი ჩემი სააღდგომო კვერცხების ჩასალაგებელი კალათი იყო. როდესაც დავდე ინტერნეტში, ძალიან ბევრი მოწონება მივიღე და სწორედ მაშინ ვიპოვე ჩემი საყვარელი საქმე“, — ამბობს ანა. შემდეგ მას მოჰყვა საახალწლო სახლები, ჭაღები, დეკორატიული ლარნაკები, ფაჩუჩები და სხვა მრავალფეროვანი ნამუშევრები.

„ფანტაზია და შთაგონება ჩემთვის არსებითი ნაწილებია. ერთფეროვნება არ მიყვარს და ყოველთვის ახალი იდეების ძიებაში ვარ, რათა მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქცია შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს“, — ამბობს ანა. მისი გვერდი ანას წნულები《》《》 Anna’s braids უკვე პოპულარულია, განსაკუთრებით სააღდგომო კვერცხების ჩასალაგებელი კალათები სარგებლობს დიდ მოთხოვნილობით.

„თითოეული ნამუშევრისთვის 5-6 დღე მჭირდება. ეს ნამდვილად შრომატევადი საქმეა, რადგან მასალად გამოყენებული ქაღალდი ეკოლოგიურად სუფთაა“, — განმარტავს ანა. მისი საქმიანობა ოჯახური ხელსაქმეცაა, რადგან მეუღლე და ორი პატარა შვილი მას ამ საქმეში მხარს უჭერენ.

„მიყვარს ჩემი ჰობი, რადგან ის არა მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს, არამედ შემოსავლის წყაროდაც იქცა“, — ამბობს ის. სამომავლოდ ანას სურს საკუთარი სახელოსნოს შექმნა და ამ ხელსაქმით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გამოცდილება და ტექნიკები გაუზიაროს.

„მომავალი გეგმაა, შევქმნა საკუთარი სახელოსნო და დავეხმარო სხვებსაც, ვისაც გაინტერესებს ეს ხელოვნება“, — ამბობს ანა.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ამ წარმატებულ ხელოსანს და შემოქმედს აქვს სურვილი, რომ უფრო მეტ ადამიანს გაიცნოს ეს ხელსაქმე და ის გახდეს პოპულარული არა მხოლოდ გორში, არამედ მთელ ქვეყანაში.

წარმატებებს ვუსურვებთ ანას.

2 თვე ნადირობის სეზონის გახსნიდან – გამოვლენილია 600-ზე მეტი სამართალდარღვევა

0
განკარგულება - მთავრობამ ლანჩხუთში 625 ჰა ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლება გასცა 
#image_title

ქვეყანაში ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში გამოვლენილია 600-ზე მეტი სამართალდარღვევა.

მათი უმეტესობა აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობას უკავშირდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცხელ ხაზზე დარეკვას სთავაზობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

0
#image_title

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე
– 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები.

84 წლის ანიჩკა ბექაური ხადას ხეობის ბოლო სოფელში წკარაში ცხოვრობს.

სოფლამდე მისასვლელად რთული და დამეწყრილი გზის გავლა გვიწევს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე სოფელი ზამთარში იცლება…

წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვის მოკლეს

0
წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვის მოკლეს
#image_title

უკანონო ნადირობა – უცნობმა პირმა ტყეში წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვი მოკლა.

ფაქტზე, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება. გარემოს დაცვის დეპარტამენტმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

უწყება სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს, რომელსაც შესაბამის კვალიფიკაციას სამართალდამცავი ორგანოები მიანიჭებენ.

მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია.

წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე მურა დათვი თბილისის ზოოპარკშიც ბინადრობს. დედაქალაქის ზოოლოგიური პარკის დირექტორი ამბობს, რომ ისინი მათთან მსგავსი შემთხვევების შედეგად მოხვდნენ. უკანონო ნადირობის დროს მარტო დარჩენილი რამდენიმე ბელი მათთან მოქალაქეებმა მიიყვანეს. როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, განსაკუთრებული საფრთხე წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს ექმნებათ.

უკანონო ნადირობა, ცხოველის დატყვევება და ვაჭრობა, საქართველოში როგორც სისხლის სამართლის კოდექსის, ასევე ადმინისტრაციული წესით ისჯება. სასჯელის ზომა და ჯარიმის ოდენობა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დასაცავად.

გარემოს დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დაარღვიონ კანონი. ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში ატარებს. მუშაობს ცხელი ხაზიც, რომელზეც მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იმუნური სისტემის, ტვინისა და ნერვული სისტემის საუკეთესო დამცველი

0
იმუნური სისტემის, ტვინისა და ნერვული სისტემის საუკეთესო დამცველი
#image_title

წაბლი აჩქარებს ვენებში სისხლის მოძრაობას.

ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და აბრკოლებს თრომბების წარმოქმნას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიკლეროტიკული, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, მავნე ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები, გამოიყენება სხივური თერაპიის შემდეგ, აქვს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

კვებითი თვალსაზრისით, 100 გრამი მოხარშული წაბლი შეიცავს საშუალოდ 170–180 კალორიას, დაახლოებით 2 გრამ ცილას, 3 გრამ ცხიმს და 36 გრამ ნახშირწყლებს, ასევე მნიშვნელოვან მინერალებს — კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს და B ჯგუფის ვიტამინებს. მასში არსებული ნივთიერებები იცავენ უჯრედებს და ამცირებენ ანთებით პროცესებს. სწორედ ამ თვისებების გამო მიიჩნევა, რომ წაბლი შეიძლება იყოს სასარგებლო გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლადაც.

ჩვეულებრივ, წაბლს წვავენ ღია ცეცხლზე და ეს მისი იდეალურად შეწვის საუკეთესო მეთოდია. მაგრამ სახლის პირობებში ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელია და გვიხდება ქურის გამოყენება. ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ წაბლის შეწვა ძალიან მარტივია: თითოეულ ნაყოფს ოდნავ ვსერავთ ბასრი დანით, ვწვავთ მათ გაზქურაში, შემდეგ კი ვაცლით კანს სანამ ჯერ კიდევ ცხელია.

მაგრამ მაშინაც კი, თუ ძალიან გაგიმართლებთ, წარმატება მხოლოდ 75%-ით არის გარანტირებული, რადგან ასეთი მეთოდით შეწვის შემდეგაც ყოველთვის ვერ ხერხდება კანის მოშორება.

თუ თქვენ უბრალოდ დაყარეთ წაბლი საცხობ ფორმაზე ან ტაფაზე და ისე შეწვით, ესე იგი ყველაფერს არასწორად აკეთებთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას წაბლის იდეალურად შესაწვავად.

1. არ დაგავიწყდეთ წაბლის წინასწარ გასერვა!

მოათავსეთ წაბლი ისე, რომ ბრტყელი მხარე საჭრელ ფაფაზე ჰქონდეს დადებული და მცირე ზომის ბასრი დანით გასერეთ კანი ზედა, მომრგვალებულ მხარეზე.

2. დაასველეთ წაბლი!

დასერვის შემდეგ წაბლი 1 წუთით მოათავსეთ ცხელ წყალში. ეს ხელს შეუწყობს ღუმელში ყოფნის დროს ორთქლის წარმოქმნას. გადაღვარეთ წყალი და გააშრეთ წაბლი. თუ გსურთ სანელებლების დამატება, შეგიძლიათ ამოავლოთ წაბლი გამლღვალი კარაქის, მარილისა და სასურველი სანელებლების ნაზავში.

3. დააფარეთ ფოლგა!

საცხობ ფორმაზე ან ტაფაზე მოთავსებულ წაბლს ზემოდან გადააფარეთ ფოლგა ისე, რომ შუაში ღია ადგილი დარჩეს (დაახლოებით საკვამურის მსგავსი). თუ წაბლი ბევრია, შეგიძლიათ რამდენიმე ამგვარი “სახურავი” გააკეთოთ.

შეწვით 180°-ზე, სანამ წაბლის კანი კარგად არ გაიხსნება – ამას დაახლოებით 25-30 წთ. სჭირდება. გამოიღეთ წაბლი და მოაცილეთ კანი, უმჯობესია გამოიყენოთ დანა. კანი უნდა მოაცილოთ რაც შეიძლება სწრაფად, სანამ წაბლი ცხელია, რადგან გაცივების შემდეგ კანის მოცლა თითქმის შეუძლებელი ხდება. ღუმლიდან გამოღების შემდეგ ნუ გახსნით ფოლგას ერთბაშად: ამოიღეთ წაბლი თითო-თითოდ, რათა სანამ ერთ ნაყოფს კანს აცლით, დანარჩენები არ გაცივდეს.

სასარგებლო თვისებები

წაბლი თმისთვის

წაბლის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის დასაბანად. ფხვნილის მომზადება საკმაოდ მარტივია: გააშრეთ წაბლი და დაფქვით ყავის საფქვავში. თავის დასაბანად დაგჭირდებათ 1-2 სადილის კოვზი წაბლის ფხვნილი. ის აჯანსაღებს თმას, ასქელებს და უბრუნებს ელასტიკურობას.

დაცვა მწერებისგან

კარადაში პატარა ტომრით ჩამოკიდეთ წაბლი და არასდროს შეგაწუხებთ ჩრჩილი ან სხვა მწერი.

წაბლი კანისთვის

ასევე სასარგებლოა აბაზანის მიღება წაბლის ფხვნილით. 1 სადილის კოვზი წაბლის ფხვნილს დაასხით 500 მილილიტრი წყალი, წამოადუღეთ და გააჩერეთ 8 საათი. მიღებული სითხე დაუმატეთ აბაზანას. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს კანს და აქვს მატონიზებელი ეფექტი.

ფესტივალის „Salon Savim TERRAVINI”სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 5 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს

0
ფესტივალის „Salon Savim TERRAVINI”სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 5 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim TERRAVINI” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ფესტივალის „Salon Savim TERRAVINI”სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 5 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს. აღნიშნული ფესტივალი ითვლება საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებად, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ღვინის პროფესიონალი, HoReCa სექტორის წარმომადგენელი და მომხმარებელი სტუმრობს.

ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარუდგინა.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ოქტომბრის თვეში, ქართული ღვინო ასევე იყო წარმოდგენილი საფრანგეთში გამართულ ფესტივალზე „Arts &Vin“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში 111 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 71%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან LE PONT CAUCASIEN2015 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის ორგანიზებით, საფრანგეთში ქართული ღვინის წარდგენა არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ხდება.

მძიმე ავარიაში დაშავებული გოგოს მეგობარი მიმართვას ავრცელებს – „გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის“

0
მძიმე ავარიაში დაშავებული გოგოს მეგობარი მიმართვას ავრცელებს – „გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის“
#image_title

სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბაჩო დაიღუპა — 19 წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის,“ — ამბობენ სოფელში.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი დაშავებულის, ბაჩო ლასარეიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. მას მეგობრები და ახლობლები ამხნევებენ.

„ლიკა ყოველთვის იყო ღიმილიანი, გულღია და კეთილი გოგო – ის, ვინც ყველას აძლევდა ენერგიას და სითბოს.
ახლა კი მას სჭირდება ჩვენი ლოცვა და მხარდაჭერა. გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის – გაუძლოს, გამაგრდეს და ისევ ჩვენთან დაბრუნდეს ისეთი, როგორიც ყველამ ვიცით.
ჩვენ გვჯერა, რომ ის ძლიერი გოგოა და აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ“, – წერს მეგობარი.

ცნობისთვის, ლიკას მეუღლე 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 29 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

0
 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში.
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ: „ეტყობა არ იცის ვისთან აქვს საქმე“ – სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0
გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ - სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
#image_title

რუსთავი2-ის გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“  ბიოლოგი ზურა შევარდნაძე მაყურებელს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ორი საათის მანძილზე, მაყურებელი ეცნობა ბაღის მოვლის წესებსა და გურულ კულინარიას.

ამ ყველაფერს გურული იუმორით ახალისებს და ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის დუეტი.

როგორც ჩანს ზურას გადაცემის პროდიუსერმა რამდენიმე დავალება მისცა, რომელსაც წამყვანები ნაწილობრივ აპროტესტებენ.

გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ – ასე დაასათაურეს ვიდეო სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

0
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად
#image_title

ბაღის აშენება შესანიშნავი გზაა მცენარეების, ბოსტნეულის და ყვავილების კონტროლირებადი და ეფექტური გზით გასაზრდელად. აწეული საწოლები იძლევა უკეთეს დრენაჟს, ხელს უშლის ნიადაგის დატკეპნას და აადვილებს მავნებლებისა და სარეველების მართვას.

 თქვენ ბაღის გაშენებას ან გაუმჯობესებას გეგმავთ, აქ არის 19 იდეა: