ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

ზუგდიდში, ახალსოფელში მცხოვრებმა ირაკლი ჯღარკავამ გიგანტური გოგრა მოიყვანა

0
ზუგდიდში, ახალსოფელში მცხოვრებმა ირაკლი ჯღარკავამ გიგანტური გოგრა მოიყვანა
#image_title

ზუგდიდში, ახალსოფელში მცხოვრებმა ირაკლი ჯღარკავამ გიგანტური გოგრა მოიყვანა. “ატლანტიკური გიგანტი”, ასე ჰქვია გოგრას, რომლის თესლი ირაკლიმ კანადიდან გამოწერა.

#image_title
გიგანტურმა გოგრამ პოპულარობა მალევე მოიპოვა. მასთან ფოტოების გადასაღებად სხვადასხვა ქალაქიდან ჩადიოდნენ. 735-კილოგრამიანი ატლანტიკური გიგანტის საზეიმო გაჭრაში მთელი სოფელი მონაწილეობდა.

„საქართველოს შესაძლებლობა ეხსნება ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. ამ მიმართულებით ეს არის ჩინეთის მხრიდან აღიარება“

0
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
#image_title

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ რამდენიმე მემორანდუმს, – განუცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ხელი ეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

„რამდენიმე მემორანდუმს ვაწერთ ხელს ჩვენს კოლეგა სამინისტროებთან. ხელი ეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე. მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას. ამ მიმართულებებით თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობების გაჩენა ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით. შინაარსობრივ ნაწილში გარემოს დაცვის მიმართულებით არის ნარჩენების მართვასთან, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, გამოცდილებების გაზიარება ეკოტურიზმთან მიმართებით, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. კიდევ ბევრი სხვა მიმართულებების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება თანამშრომლობის. ეს ყველაფერი გვაძლევს სამინისტროების დაახლოების შესაძლებლობას.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმება, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეხსნება ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. ამ მიმართულებით ეს არის ჩინეთის მხრიდან აღიარება სურსათის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის და შესაბამისად, მათი ხარისხის სანდოობის მიმართ. სოფლის მეურნეობაში ასეთი შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

4772 ძაღლი/კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა

0
4772 ძაღლი/კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 5111 ცხოველიდან (აჭარაში – 923 ძაღლი და 24 კატა; იმერეთში – 1844 ძაღლი და 10 კატა; კახეთში – 2246 ძაღლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტში – 64 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 4772, ხოლო 339 – ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება.

ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; 5083 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი).

4772 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამა დღეისათვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.

მცენარეები, რომლებიც შხამიანია და სახლში, ბავშვთან არ უნდა გქონდეთ

0
ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები
#image_title

ფლორისტი ლალი კუპრეიშვილი ასახელებს მცენარეებს, რომლებიც შხამიანია და სახლში, ბავშვთან არ უნდა გქონდეთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიმდინარე წელს, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გადამუშავებული 336 ათასამდე ტონა ყურძენი ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია

0
არასტანდარტულ ვაშლს სახელმწიფო წელსაც დაასუბსიდირებს
#image_title

რთველი 2025-ის ფარგლებში, რეკორდული რაოდენობის – 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გადამუშავებული 336 ათასამდე ტონა ყურძენი ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. მევენახეების შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 500-ზე მეტი ღვინის საწარმო.

საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება.

გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი – 327 ათასამდე ტონა კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეულ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ, დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს 1.00 ლარად.

წელს რაჭაში გადამუშავებულია ასევე რეკორდული, 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია. მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ხოლო ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 23.5 მლნ ლარს მიაღწია.

რაჭის რეგიონში, კერძო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ვახტანგ ბერიძემ საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს მისცა კონკრეტული დავალებები შესაბამისი მიმართულებებით და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების ეფექტიანი თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა

0
ვახტანგ ბერიძემ საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს მისცა კონკრეტული დავალებები შესაბამისი მიმართულებებით და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების ეფექტიანი თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა
#image_title

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ საკითხები, მიმდინარე პერიოდის პრიორიტეტები და მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები. მერმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების დროულ და ხარისხიან განხორციელებაზე.

„ვახტანგ ბერიძემ საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს მისცა კონკრეტული დავალებები შესაბამისი მიმართულებებით და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების ეფექტიანი თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით

0
საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით
#image_title

ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Dragontrail International თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის 3 უმსხვილეს ქალაქში – პეკინში, შენჟენსა და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებაზე ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრება.

პრეზენტაციებზე ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებს და სამზარეულოს ეცნობიან.

მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.

„ხარისხთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სხვადასხვა ხარისხის ყურძენს ექვს თავისი ფასი. ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა მომავალ წელს შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება“-ლევან მეხუზლა

0
„ხარისხთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სხვადასხვა ხარისხის ყურძენს ექვს თავისი ფასი. ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა მომავალ წელს შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება“-ლევან მეხუზლა
#image_title

„ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და ქართული ღვინის რეპუტაციის გაზრდა საერთაშორისო დონეზე, რაც უპირობოდ ნიშნავს, რომ ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, უნდა იყოს უკომპრომისოდ მაღალი ხარისხის,“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2025 წლის რთველის შეჯამებისას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა, რომელთა შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. აქედან უდიდესი წილი 327 ათასამდე ტონა ყურძენი კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია. საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება.

„ხარისხთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სხვადასხვა ხარისხის ყურძენს ექვს თავისი ფასი. ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა მომავალ წელს შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება. კლიმატურმა პირობებმა კახეთში, კერძოდ უხვმა ნალექებმა, გარკვეული კორექტივები შეიტანა ყურძნის ხარისხთან მიმართებაში და სახელმწიფოს მოუწია შედარებით ნაკლები ხარისხის ყურძნის სასპირტედ გადამუშავებისთვის ჩაბარება. თუმცა ის ყურძენი, რომელიც კერძო სექტორმა მიიღო საღვინედ, არის ხარისხიანი,“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ, დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს 1.00 ლარად.

საქართველო სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკისგან 200 მლნ ევროს მიიღებს

0
საქართველო სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკისგან 200 მლნ ევროს მიიღებს
#image_title

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა, ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმება ითვალისწინებს სოფლად სტანდარტის შესაბამისი წყლის მდგრადი სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციას.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროგრამა არის აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების (RBL) მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა საქართველოში.

პროგრამის აღმასრულებელ უწყებას წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროგრამის განმახორციელებელ უწყებას – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

“საქართველოს უძველესი მარნები” – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნები, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა

0
“საქართველოს უძველესი მარნები” – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნები, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა
#image_title

“საქართველოს უძველესი მარნები”

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” აგრძელებს ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”.
ყოველ ხუთშაბათს გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა. არქეოლოგიური აღმოჩენები და მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მარნების არა ერთი ანსამბლი გვხვდება, რომლებიც უძველეს ნამოსახლარებთან, მონასტრებთან და საფორტიფიკაციო ნაგებობებთანაა განლაგებული.
ვარცანის (ბარცანის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მარანი
(კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი)
IX საუკუნე
ვარცანის მონასტერი იხსენიება 1579 წლის დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც კახეთის მეფე ალექსანდრე II მცხეთის საკათალიკოსო კათედრას უდასტურებს ქონებრივ უფლებებს, ვეძისხევის ვარცანის მონასტერსა და სხვა ეკლესია-მონასტრებზე. 1974-1975 და 1985-1987 წლებში ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ნაგებობის ყველა ნაწილი აღდგენილია, გარდა გუმბათისა. ვარცანის ეკლესია გეგმის თავისებურებებით, დამჯდარი პროპორციებითა და მკვეთრად გამოხატული ფორმებით ხასიათდება. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ვარცანის ეკლესია გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.
ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. ტაძრის ჩრდილოეთით საკმაოდ დიდი მარანი ყოფილა, სადაც დღემდე შემორჩენილია ქვევრები.
წყარო: ბარცანას წმ. გიორგი. memkvidreoba.gov.ge
წყარო: საყდრისის კომიტეტი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.