მთავარი საზოგადოება გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება

გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება

0
გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება
#image_title

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება.

ქალაქის ცენტრში მთელი დღის მანძილზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ქუთაისში გვირილობა ანუ ქუთაისობა ყოველწლიურად 2 მაისს იმართება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მოხალისეობასთან, ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, “გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here