როგორ მოვიშორე ჭიანჭველები. მარტივი და მრავალიძის გამოცდილი ხერხი.
ქალაქის ცენტრში მთელი დღის მანძილზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.
მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ქუთაისში გვირილობა ანუ ქუთაისობა ყოველწლიურად 2 მაისს იმართება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მოხალისეობასთან, ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, “გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
მაისში ქორწილი: მითები, რეალობა და ეკლესიის პოზიცია
ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც წყვილი ქორწინებას გადაწყვეტს, მათ სურთ, რომ ეს დღე დაუვიწყარი გახდეს — სავსე იყოს ბედნიერებით, სილამაზით და სიმბოლურობით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ქორწილის თარიღისა და სეზონის ფრთხილად შერჩევაც.
ბევრისთვის მაისი იდეალური დროა ქორწილისთვის: ბუნება გაფერადებულია, თბილი ამინდი იმკვიდრებს თავს, მცენარეები აყვავებული ფერებით ამშვენებს გარემოს და ფოტოებიც ულამაზესი გამოდის. თუმცა, ამ თვეში ქორწინებას მაინც ბევრი ერიდება — მიზეზი კი მრავალწლოვანი ცრურწმენაა.
მაისის თვეში ქორწინებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა ამბობს, რომ ვინც ამ თვეში დაქორწინდება, მთელი ცხოვრება სირთულეებისა და უბედურების თანმდევი იქნება. ეს მოსაზრება თაობებიდან გადმოსული რწმენაა, რომელიც დღემდე ბევრს აშინებს და აიძულებს, გადადოს ქორწილი ივნისამდე.
მაგრამ რამდენად მართალია ეს? არის თუ არა საფუძველი ასეთი შეშფოთებისთვის?
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ცალსახად ამბობს, რომ ქორწინების თარიღთან დაკავშირებული ცრურწმენები არ შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებებს. ეკლესიის მოძღვრების მიხედვით, მაისში ქორწინების აკრძალვა არ არსებობს. პირიქით – აღდგომის შემდეგ პირველ კვირას ქორწილის ჩატარება იდეალურად ითვლება.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ქორწილი აკრძალულია მხოლოდ მარხვის პერიოდში და გარკვეულ დღეებში. დანარჩენ დღეებში ქორწინება სრულად დასაშვებია, თუნდაც მაისის თვეში.
განურჩევლად თვეებისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქორწინებაში ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და სულიერი ერთობაა. არც ერთი თვე — მათ შორის არც მაისი — არ განსაზღვრავს ურთიერთობის ბედნიერებას ან წარმატებას. როცა წყვილს მართლა უყვარს ერთმანეთი და მზად არიან თანადგომისთვის, ცრურწმენებს რეალური ძალა აღარ აქვს.
თუ ფიქრობ, დაგეგმო ქორწილი მაისში და მხოლოდ ცრურწმენა გაჩერებს, გაიხსენე, რომ ბედნიერი ურთიერთობა შენ და შენს პარტნიორზეა დამოკიდებული და არა კალენდარულ თარიღზე. მაისის მზიანი დღეები, ბუნების გაღვიძება და სილამაზე იდეალური პირობებია საზეიმო ცერემონიისთვის.
დასკვნა
მაისში ქორწინება ცრურწმენის გამო არ უნდა გახდეს საყოყმანო გადაწყვეტილება. ეკლესია მსგავს რწმენებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ ადამიანის რწმენა და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თარიღი. ასე რომ, თუ შენს გვერდითაა ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება გსურს, მაისიც მშვენიერი არჩევანია ქორწილისთვის.
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია ამბობს:
“ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება… რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს.
რაც შეეხება დაოჯახებას და ჯვრისწერას, ადამიანს ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ჰქონდეს. გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უძღვნის მეორე ადამიანს და უნდა გააბედნიეროს. მაისი ყველაზე ლამაზი თვეა, ვარდი ყვავილობს და ყველას ვურჩევ, ჯვარი მაისში დაიწერონ. ყველაფერი ლამაზია, გაზაფხულის სუნი ტრიალებს.
მაისში ქორწილის კი არა, თავიანთი არასწორი გადაწყვეტილების უნდა ეშინოდეთ“.

მინისტრმა აგრარული დარგის განვითარების ხედვაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი გავლილია და ახლა შემდგომი ფაზა იწყება.
„აუცილებელი იყო იმ პროგრამების განხორციელება, რომ დღეს ამ ფორმაზე და შინაარსზე გვესაუბრა და ასეთი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ფაქტობრივად იმ განვლილმა პერიოდმა შექმნა ბაზა იმისთვის, რომ დღეს ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეიქმნას, იმპორტი ჩანაცვლდეს და ექსპორტზეც ადვილად გავიტანოთ. ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ხარისხი და ფასთან მიმართება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაწილი. საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, ესეც არის პროგრამის ნაწილი, რომელზეც დამატებით მიდის მუშაობა და ცოტა ხანში ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პრეზენტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„მაროს ფერმის“ შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე. „მაროს ფერმა“ არის საქართველოში მდებარე საოჯახო მეურნეობა, რომელიც გამოირჩევა ენერგიული განვითარების, ჯანსაღი და ხარისხიანი ლაქტო–დანამატების წარმოებით. აქვთ ყველაზე ჯანსაღი რძის პროდუქტები.
მარიკა ლალიაშვილი, პროფესიით იურისტი, მეუღლესთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ცხოვრობს და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტებსა და ფერმერულ პროდუქციას.
ბუნებრივ გარემოში გაშენებულ საოჯახო ფერმას მარიკამ თავისი ბებიის, ცნობილი ექიმის – მაროს პატივსაცემად „მაროს ფერმა“ უწოდა.
პირველ ეტაპზე დაიწყეს ქათმების მოშენებითა და მეზობლებისგან ნატურალური რძის ყიდვით ყველის მომზადება.
დღეს „მაროს ფერმა“ 45-მდე ავსტრიული და შვეიცარული ჯიშის ძროხას უვლის – შვიცბრაუნისა და სიმენტალის ხაზი, რომელიც დღეში 25-დან 30 ლიტრამდე რძეს იძლევა.
ფერმაში იწარმოება:
ნატურალური რძე
მაწონი
არაჟანი
ხაჭო
ნადუღი
კარაქი
ერბო
სხვადასხვა სახეობის ყველი
ყოველდღიური რძის მოპოვება 250 ლიტრამდე აღწევს, ხოლო წარმოება იზრდება – მაისში 15 ახალი ხბოს დაბადებას ელიან.
მარიკა სპეციალურად გაემგზავრა უცხოეთში, სადაც დაეუფლა ყველის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებს. მიღებული ცოდნა ადგილზე გადაამუშავა და შეიმუშავა საკუთარი რეცეპტურა, რომელიც არ იყენებს დანამატებს და კონკურენციას გაუწევს ინდუსტრიულ პროდუქტებსაც კი.
„არაჟანი ისე დავამუშავე, რომ ქარხნის პროდუქტს არაფრით ჩამოუვარდება – ყველაფერი ხელით, ბუნებრივად…”
2000-მდე ფრთა ქათამი – კვერცხისმდებელი ჯიშები და დასაკლავი ვარიები
20 დედა ღორი – ადგილობრივი ბაზრისთვის ღორის ხორცის წარმოება
კვერცხისმდებელი ქათმებისთვის სპეციალურად შერჩეული კვება გამოიყენება – მხოლოდ ქერი, რათა არ გასუქდნენ ზედმეტად და კვერცხის დება არ შეფერხდეს.
ცხოველები იკვებებიან მხოლოდ იონჯის სილოსით, სიმინდითა და შვრიის ფქვილით. არ იყენებენ არანაირ ხელოვნურ დანამატს. რძის ხარისხი ყოველდღიურად მოწმდება ანალიზატორით, ხოლო ყოველ 6 თვეში ლაბორატორიულად მოწმდება ბრუცელოზზე.
საჭიროების შემთხვევაში ფერმას გორიდან სპეციალისტი ვეტექიმიც სტუმრობს.
საწარმო განახლდა და გაფართოვდა. ამჟამად თანამშრომლობს რესტორნებთან, ასევე ამარაგებს მეზობლებსა და ადგილობრივ მომხმარებლებს.
ფერმა სარგებლობს აგროკრედიტით, რაც განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
სათემო განვითარებაზე ზრუნვით, „მაროს ფერმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს:
საკუთარი მაღაზიის გახსნას
ეზოში ტურისტული ზონის მოწყობას
„თუ ვინმეს სურს, სოფელში მეურნეობა დაიწყოს, მას მხოლოდ ენთუზიაზმი არ ეყოფა – საჭიროა ფინანსების, დროისა და რესურსების წინასწარ გათვლა. საქმე არ კეთდება ნახევრად. წარმატება სირთულეების გადალახვის პროცესში მოდის.“
რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მირზა სუქნიშვილი.
აგროსერვის ცენტრი ფერმერებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილ ჩითილებს.
შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებულია ბოსტნეული კულტურების — პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ბროკოლის, სალათის ფოთლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ყაბაყის — ჯამში 300 000 ერთეული ჩითილი.
საჩითილე მეურნეობაში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტისა და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე – ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, მტკვარი, ასევე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ კი პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე.
ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ჯამში 2060 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 60-მდე თევზმახე – ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“ და „ოჩხი“.
თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მაისში ვერძებისთვის ვნება და ინიციატივა აქტიურდება. თავისუფლები შეიძლება მოულოდნელად შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათ ძლიერ მიიზიდავს. ურთიერთობაში მყოფებმა კი ყურადღება უნდა მიაქციონ პარტნიორის ემოციებს — ზედმეტი პირდაპირობა შეიძლება დაძაბულობას გამოიწვიოს.
კუროებისთვის ეს თვე სტაბილურობისკენ არის მიმართული. თუ ურთიერთობაში ხართ, კავშირი კიდევ უფრო გამყარდება. მარტოხელებისთვის დიდი შანსია, რომ სერიოზული და პერსპექტიული ადამიანი გაიცნონ. განაგრძეთ კითხვა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და ლიბანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი კვლევის თანახმად, აღნიშნული მონაცემები სასურსათო უსაფრთხოების სწრაფ გაუარესებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია „კონფლიქტით, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილებითა და ეკონომიკური ზეწოლით“.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ლიბანში სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ ძალზე მგრძნობიარეა სხვადასხვა შოკების მიმართ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული დახმარების, ან ეკონომიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე, მომავალ თვეებში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.
ანგარიში ქვეყნდება იმ ფონზე, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ლიბანზე ისრაელის დარტყმები გრძელდება. ლიბანის ხელისუფლებისა და სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამშაბათს სამხრეთ ლიბანში რვა ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2 მარტის შემდეგ ლიბანში სულ მცირე 2,521 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7,800-ზე მეტი დაშავდა.