სამშაბათი, ივლისი 28, 2026
- Advertisement -
Google search engine

რომელი ტიპის სკა რისთვის უნდა გამოიყენოს დამწყებმა მეფუტკრემ

0
ტრადიციული საფუტკრეები სოფლად მწვანე ბუნებაში
მაჭახელი მეფუტკრეებისგან გადმოცემული ტრადიცია დღეს ბევრი მითითა და დაუზუსტებელი ინფორმაციით არის შერეული. ამ სტატიაში ვარკვევთ მეფუტკრეობისა და საფუტკრეების დამზადების რეალურ ფაქტებს.

რომელი ტიპის სკა რისთვის უნდა გამოიყენოს დამწყებმა მეფუტკრემ

ბაგების რეგიონულ ცენტრში განთავსებული სხვადასხვა ტიპის სკა, მათი მახასიათებლები და დანიშნულება

რა უნდა გავითვალისწინოთ ქლიავის ნერგის დარგვისას და მისი სხვლა-ფორმირებისას

0
ტრენინგი
#image_title

რა უნდა გავითვალისწინოთ ქლიავის ნერგის დარგვისას და მისი სხვლა-ფორმირებისას

რჩევები აგრონომ ვასილ ალიბეგაშვილისგან

დავით სონღულაშვილი: ჩვენი გრძელვადიანი მიზანია მაღალი ხარისხის, პრემიუმ სეგმენტის ღვინის წარმოება

0
დავით სონღულაშვილი: ჩვენი გრძელვადიანი მიზანია მაღალი ხარისხის, პრემიუმ სეგმენტის ღვინის წარმოება
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა. მხარეებმა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან და ავთენტურ პროდუქტს.

„დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია, ამიტომ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ქართველ მეღვინეებს ბაზარზე წვდომის გაზრდაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასის ღვინის წარმოება და მისი დამკვიდრება საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს არ აქვს ბუნებრივი რესურსი, მასშტაბურად აწარმოოს დაბალი ფასის კატეგორიის ღვინო; სწორედ ამიტომ, აქცენტი ხარისხზეა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი მეღვინეების და ღვინის კომპანიების მიერ ბრიტანეთის ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას. სარა ებოტმა აღნიშნა, რომ 2024 წელი წარმატებული იყო ქართული ღვინისთვის ბრიტანულ ბაზარზე და წლის განმავლობაში დადებითი გამოხმაურება და გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა. მისი თქმით, 2025 წლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ონლაინ მარკეტებში ქართული ღვინის კომპანიების ცნობადობის გაზრდა.

„ჩვენი მიმდინარე წლის მიზანია, ქართული ღვინის პოზიციონირება მოვახდინოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებით პოპულარულია. გასათვალისწინებელია, რომ ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდასა და პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრებაზე, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ვენახის მოვლასა და პირველადი ხარისხის უზრუნველყოფასაც“, – განაცხადა სარა ებოტმა.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან განიხილება როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD” 2015 წლიდან თანამშრომლობს. სააგენტოს და ქართული ღვინის მწარმოებლებს შორის თანმიმდევრული და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, 2024 წელს ექსპორტირებული იყო დაახლოებით 426 ათასი ლიტრი ღვინო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 72%-ით აღემატება.

2025 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ ღვინოს დიდ ბრიტანეთში კვლავ „Swirl Wine Group” წარადგენს. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დეგუსტაცია-სემინარები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინის მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, ასევე მიზნობრივი სარეკლამო და მედია აქტივობები, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ბრიტანულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას.

რა საფრთხეებს შეიცავს საკვები ზეთის არასწორი მოხმარება – რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა ნიშნები მიუთითებს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია

0
#image_title

რა საფრთხეებს შეიცავს საკვები ზეთის არასწორი მოხმარება

ზეთი თითქმის ყველა ოჯახის ყოველდღიური რაციონის ნაწილია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მისი სასარგებლო თვისებები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც წარმოების მეთოდზე, ისე გამოყენებისა და შენახვის წესებზე.

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მარიამ ჩაჩუამ გადაცემაში „შუა დღე“ სხვადასხვა სახეობის ზეთის თვისებებსა და მათი გამოყენების წესებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის, ქოქოსისა და სხვა ზეთებს საკუთარი სასარგებლო თვისებები აქვთ. მაგალითად, მზესუმზირის ზეთი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, სიმინდის ზეთი E ვიტამინით არის მდიდარი, ხოლო ზეითუნის ზეთი ორგანიზმის მიერ თითქმის სრულად შეითვისება.

ექსპერტის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, არის თუ არა ზეთი რაფინირებული. რაფინირება ქიმიური ან ფიზიკური წმენდის პროცესია, რომელიც ზეთს მაღალ ტემპერატურაზე გამძლეობას და შენახვის ხანგრძლივ ვადას აძლევს, თუმცა ამავე დროს გარკვეულ სასარგებლო თვისებებსაც აკარგვინებს.

მარიამ ჩაჩუას განმარტებით, არარაფინირებული ზეთები, მათ შორის ცივი დაწურვით მიღებული ე.წ. კახური ზეთი, მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, თუმცა მაღალი ტემპერატურის მიმართ ნაკლებად მდგრადია და შეწვისთვის არ გამოდგება.

სპეციალისტი საუკეთესო გამოსავლად უცხიმოდ ან მინიმალური ცხიმით მომზადებულ საკვებს მიიჩნევს, რომელსაც მოგვიანებით არარაფინირებული ზეთი დაემატება. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის მიმართ ბუნებრივად გამძლეა ქოქოსისა და ავოკადოს ზეთი, თუმცა მათი ღირებულება ხშირად მაღალია.

ექსპერტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ზეთის განმეორებით გაცხელებაა. მისი თქმით, გადახურებისას იწყება დაჟანგვის პროცესი და შესაძლოა წარმოიქმნას მავნე ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ზეთის არჩევისას სპეციალისტი მომხმარებლებს ურჩევს ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს, წარმოების ქვეყანას და პროდუქტის გამჭვირვალობას. რაფინირებული ზეთი კრიალა და ნალექის გარეშე უნდა იყოს, ხოლო არარაფინირებულ ზეთში მცირე ნალექი დასაშვებია.

რაც შეეხება შენახვას, არარაფინირებული ზეთები რეკომენდებულია მაცივარში, მინის ჭურჭელში შეინახოთ. ექსპერტის თქმით, ვადაგასული ზეთის გამოყენება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, ხოლო გახსნილი არარაფინირებული ზეთი, როგორც წესი, ერთ თვეში უნდა დაიხარჯოს.

მარიამ ჩაჩუა მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ ზეთს მძაღე გემო ან თევზის მსგავსი სუნი აქვს, აღნიშნული ფაქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 1501-ზე დააფიქსირონ.

 

„ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტი პროცესია“-დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თბილისის ახალგახსნილ შენობას ეწვია

0
„ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტი პროცესია“-დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თბილისის ახალგახსნილ შენობას ეწვია
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თბილისის ახალგახსნილ შენობას ეწვია, სადაც სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა მინისტრს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად გაუმჯობესებული სამუშაო პროცესი გააცნო.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტი პროცესია.

„ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება მოიცავს არაერთ მიმართულებას, ესენია გამართული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკური აღჭურვილობა; ლაბორატორიებში მუდმივად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ვალიდურია. ჩვენი ლაბორატორიის სპეციალისტები რეგულარულად გადიან სწავლებას საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროწარმოების ყველა ეტაპზე დროული და ზუსტი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლად გახსნილ შენობაში დამატებით მოწყობილი სამუშაო სივრცეები მნიშვნელოვნად აძლიერებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით კვლევის შესაძლებლობებს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დროული და ზუსტი დიაგნოსტირება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აგროწარმოების ყველა ეტაპზე. ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, ჯანსაღი პროდუქციით უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ადგილობრივი ბაზარი და, ამავდროულად, ქართული პროდუქცია, საკუთარი მაღალი ხარისხით, გავხადოთ მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რომლებიც ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის სპეციალური ხარისხის ნიშნის დანერგვას, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო მარკირებასა და სავაჭრო ობიექტებში მათი განცალკევებულად განთავსებას გულისხმობს

0
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რომლებიც ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის სპეციალური ხარისხის ნიშნის დანერგვას, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო მარკირებასა და სავაჭრო ობიექტებში მათი განცალკევებულად განთავსებას გულისხმობს
დავით სონღულაშვილი მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მერძეული მიმართულების მსხვილფეხა პირუტყვის ფერმების წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რომლებიც ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის სპეციალური ხარისხის ნიშნის დანერგვას, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო მარკირებასა და სავაჭრო ობიექტებში მათი განცალკევებულად განთავსებას გულისხმობს. ამასთან, გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება და ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

„აქტიურად ვმუშაობთ მოთხოვნა-მიწოდების სტიმულირებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე. ძალაში შედის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი რძის პროდუქტის სახელით ვეღარ გაიყიდება. ამასთან, ვმუშაობთ ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციის სპეციალური მარკირების დანერგვაზე. რაც შეეხება ფერმერების მხარდაჭერას, აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში რძის სექტორისთვის მნიშვნელოვანი შეღავათებია გათვალისწინებული, თუმცა, სახელმწიფო თანადაფინანსების მიღების წინაპირობა წარმოების თანამედროვე სტანდარტების დაცვა იქნება. ჩვენი მიზანი ხარისხიანი ქართული რძის წარმოების ზრდა და დარგის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღინიშნა, რომ დაგეგმილი მექანიზმების ამოქმედება მომხმარებელს პროდუქტის წარმომავლობის შესახებ უფრო მკაფიო ინფორმაციას მიაწვდის და ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მეცხოველეობის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების პერსპექტივები და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი მხარდამჭერი ღონისძიებები.

„სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივები მნიშვნელოვანი ნაბიჯია დარგის განვითარებისთვის. ბოლო წლებში, მსოფლიოში პირუტყვის გაძვირებამ საქართველოში მაღალპროდუქტიული პირუტყვის შემოყვანა და ფერმების გაფართოება გაართულა, რამაც ნედლი რძის წარმოებაზეც იქონია გავლენა. სწორედ ამიტომ, მისასალმებელია სახელმწიფოს ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფერმების მშენებლობის, ისე პირუტყვის შეძენის თანადაფინანსებას. ეს ხელს შეუწყობს ხარისხიანი ნედლი რძის წარმოების ზრდას და იმპორტირებული პროდუქციის ეტაპობრივ ჩანაცვლებას. ასევე მნიშვნელოვანია ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის სპეციალური ნიშნის დანერგვა, რაც მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ეს გაზრდის ადგილობრივ წარმოებას, დასაქმებას და დადებითად აისახება სექტორზე”, – განაცხადა მერძევეთა ასოციაციის თავმჯომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დარგობრივი საბჭოს ფარგლებში გაიმართა. საბჭოს სხდომები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ მინისტრის ხელმძღვანელობით ტარდება. აღნიშნული ფორმატი დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა საჭიროებების უკეთ გათვალისწინებასა და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას უწყობს ხელს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ უნდა გადაანაწილოთ საკვები მაცივრის თაროებზე, რომ ჯანსაღად შეინახოთ

0
რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს
#image_title

თანამედროვე სამყაროში ადამიანებს ძალიან უჭირთ მაცივრის გარეშე ცხოვრება, ამიტომ ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა აუცილებელია ყველა სამზარეულოსთვის.

თუმცა, ზოგჯერ შეიძლება არასწორად გამოვიყენოთ ეს ნივთი, რაც საკვების უფრო სწრაფად გაფუჭებას იწვევს.

ცნობილია, რომ მაცივარს აქვს ცალკეული სექციები სხვადასხვა დანიშნულებით, კერძოდ, მათზე კარები და თაროები მოსახერხებელია, მაგრამ მათში ტემპერატურა იცვლება მუდმივი გაღების გამო.

ამიტომ, სითბოს მატების გამო, მაცივრის ზედა თარო უფრო თბილია, ვიდრე ქვედა.

აქ არის წარმოდგენილი პროდუქტები, რომლებიც არ უნდა შევინახოთ მაცივრის ქვედა თაროზე, რადგან ისინი უფრო ზედა ნაწილისთვისაა შესაფერისი.

მორჩენილი საკვები

„მაცივარში ყველაზე უსაფრთხო ადგილი ზედა თაროა, ამიტომ იქ უნდა შეინახოთ ყველაფერი, რაც უკვე მომზადებულია, მაგალითად, ნარჩენები. გარდა ამისა, რადგან ზედა თარო, როგორც წესი, ყველაზე თვალსაჩინო ადგილია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგავიწყდეთ ნარჩენების ჭამა“, – ამბობს დიეტოლოგი.

მყარად მოხარშული კვერცხი

მოხარშული კვერცხი უმ კვერცხთან ერთად არ უნდა შეინახოთ, რადგან ნაჭუჭმა შეიძლება მოხარშული კვერცხის ჯვარედინი დაბინძურება გამოიწვიოს. ამიტომ, გაფცქვნილი და გაუფცქვნელი კვერცხი მაცივრის ზედა თაროზე უნდა მოათავსოთ, რადგან ის ერთ კვირამდე შეინარჩუნებს სიახლეს.

მოხარშული გარნირი

თუ ბრინჯი, მაკარონი ან სხვა მარცვლეული დაგრჩათ, ისინი ზედა თაროზე მოათავსეთ და არა ქვედაზე.

„უკვე მოხარშული ან საჭმელად მომზადებული საკვები დაბინძურების უფრო მაღალი რისკის ქვეშაა, ამიტომ როდესაც მათ მაცივრის ზედა თაროზე ინახავთ, ისინი დაცულია დაბინძურებისგან“, – განმარტა ბიანჩინიმ.

მომზადებული ხორცის პროდუქტები

„სრულად მოხარშული ხორცი, როგორიცაა ბეკონი ან ძეხვი, შეიძლება ზედა თაროზე შეინახოთ. უმი ხორცი და ფრინველი ცივად, სხვა საკვებისგან განცალკევებით, ქვედა თაროზე უნდა შეინახოთ. ჩვენ არ გვინდა, რომ უმი ხორცის წვენი იმ საკვებზე დაეწვეთოს, რომელსაც არ მოვამზადებთ“, – თქვა ექსპერტმა.

მწვანილი

მწვანილი თაიგულის სახით უნდა შეინახოთ წყლის პატარა ჭიქაში ან ქილაში. ის კარგად შეინახება მაცივრის ზედა თაროზე, მაგრამ წყალი ყოველ ორ დღეში ერთხელ უნდა ვუცვალოთ და საჭიროებისამებრ მწვანილს ღეროები მოვაჭრათ

საცხობი

„გამომცხვარი პროდუქტები, რომლებიც მაცივარში შენახვას საჭიროებენ, მაგალითად, ღვეზელები ან ტორტილები, ზედა თაროზე უნდა შეინახოთ“, – დასძინა ექსპერტმა.

კენკრა

ექსპერტების აზრით, კენკრა მაცივრის ყველაზე ცივ ნაწილში არ უნდა შეინახოთ. მათთვის იდეალური ადგილი შუა ან ზედა თაროები იქნება.

მზა კერძები

სალათების ნაკრებები, საჭმლის პაკეტები, სუში და სხვა მზა კერძები ზედა თაროზე სხვა ნარჩენებთან ერთად უნდა შეინახოთ.

სანელებლები

მაცივრის ზედა თაროზე შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი სანელებელი, განსაკუთრებით ის, რაც მაცივარში შენახვას არ საჭიროებს, მაგალითად, თხილისა და თესლის კარაქი, ძმარი და სხვა.

ღვინის სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება – “სავალდებულო დეგუსტაციას კომერციული წარმოების ყველა ღვინო გაივლის, გარდა ბუნებრივისა” – ლევან მეხუზლა

0
ღვინის საიდუმლო, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს
ღვინის სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება - "სავალდებულო დეგუსტაციას კომერციული წარმოების ყველა ღვინო გაივლის, გარდა ბუნებრივისა" – ლევან მეხუზლა

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა, რის შედეგადაც 2027 წლის 1 თებერვლიდან ღვინის სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სიახლეა კომერციული დანიშნულებით წარმოებული ღვინოების სავალდებულო დეგუსტაცია, თუმცა ეს მოთხოვნა არ გავრცელდება „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლა განცხადებით, აქამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ საექსპორტო ღვინოები და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები გადიოდნენ, ხოლო ახალი წესების ამოქმედების შემდეგ პროცედურა ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი სხვა კატეგორიის ღვინოებისთვისაც სავალდებულო გახდება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, „მცირე ზომის მარნის“ სტატუსის განსაზღვრაც იცვლება. თუ აქამდე ამ კატეგორიაში შედიოდა საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 40 000 ლიტრს არ აღემატებოდა, ახალი წესით ეს ზღვარი 25 000 ლიტრამდე მცირდება.

ამასთან, კანონმდებლობაში ტერმინი „სახლის ღვინო“ ჩანაცვლდება ტერმინით „ბუნებრივი ღვინო“. ახალი განმარტების მიხედვით, ბუნებრივი ღვინო მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დუღილის გზით და მისი წარმოებისას დაუშვებელია სხვადასხვა ტექნოლოგიური დანამატებისა და ოპერაციების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაცია 50 მგ/ლ-ს შეადგენს.

რეგულაციების ამოქმედებასთან ერთად მცირე მარნებს მოუწევთ სავალდებულო დეგუსტაციის საფასურის გადახდაც. არსებული გათვლებით, ერთი ლოტის შეფასების ღირებულება 75 ლარი იქნება. ასევე იგეგმება სპეციალური ნიშანდების სისტემის დანერგვა, რომლის ღირებულება სავარაუდოდ ერთ ბოთლზე 10 თეთრის ფარგლებში განისაზღვრება.

დარგის წარმომადგენელთა შეფასებით, ახალი მოთხოვნები ღვინის მწარმოებლებისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს შექმნის. სხვადასხვა გათვლით, სექტორის საერთო ხარჯები შესაძლოა წელიწადში 14-15 მილიონი ლარით გაიზარდოს.

ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის გაძლიერებაა. უწყების პოზიციით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე რეალიზებული პროდუქცია თავისუფალი უნდა იყოს ტექნოლოგიური და ორგანოლეპტიკური ხარვეზებისგან, ხოლო ბუნებრივი ღვინის კატეგორიისთვის გამონაკლისის დაშვება მისი წარმოების სპეციფიკითა და უნიკალური მახასიათებლებით არის განპირობებული.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ – რომელი ძველი საკვების გადარჩენა შეიძლება და რომელი უნდა გადააგდოთ

0
დაივიწყეთ ანემია - არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით
#image_title

საკვების გაძვირების ფონზე, ბევრი ადამიანი ცდილობს, პროდუქტები მაქსიმალურად გამოიყენოს და ნაკლები გადააგდოს.

თუმცა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავარჩიოთ საკვები, რომელიც უბრალოდ დაძველებულია და ის, რომელიც უკვე ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როდის უნდა გადააგდოთ საკვები?

თუ პროდუქტზე შეამჩნევთ ერთ ან რამდენიმე ნიშანს, მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული:

🔹 ხილული ობი;
🔹 ლორწოვანი ზედაპირი;
🔹 გამოჟონილი სითხე;
🔹 ძლიერი ან მჟავე სუნი.

ექსპერტების თქმით, ასეთმა საკვებმა შესაძლოა საკვებით მოწამვლა გამოიწვიოს, რაც მუცლის ტკივილით, გულისრევით, ღებინებითა და დიარეით ვლინდება.

რა შეიძლება გამოიყენოთ უსაფრთხოდ?
  ხილი

🔹 გაყავისფრებული ან გაშავებული ბანანი კვლავ უსაფრთხოა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლინების, ნამცხვრებისა და სმუზების მოსამზადებლად;

🔹 დაჭმუჭნილი ვაშლი, რომელიც ტენს კარგავს, როგორც წესი, კვლავ ვარგისია საკვებად;

🔹 გამხმარი ლიმონისა და ფორთოხლის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხობაში, მარმელადებში ან სხვა კერძებში;

🔹 თუ ობი დიდ და მკვრივ ხილზე გაჩნდა, შესაძლებელია დაზიანებული ნაწილისა და მის გარშემო რამდენიმე სანტიმეტრი ჯანსაღი ფენის მოჭრა;

🔹 კენკრისა და სხვა რბილი ხილის შემთხვევაში, ობის აღმოჩენისას პროდუქტი მთლიანად უნდა გადააგდოთ.

ბოსტნეული

🔹 დამჭკნარი ან გამომშრალი ბოსტნეული ხშირად მხოლოდ ტენის დაკარგვის შედეგია და მისი გამოყენება კვლავ შესაძლებელია;

🔹 ისპანახისა და კომბოსტოს ფოთლების გამოცოცხლება ყინულიან წყალში დაახლოებით 30 წუთით გაჩერებით არის შესაძლებელი;

🔹 კარტოფილზე, სტაფილოსა და გოგრაზე დაზიანებული ნაწილების მოჭრა ხშირად საკმარისია;

🔹 სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ გამწვანებული ან ძლიერ გაღივებული კარტოფილი ბუნებრივ ტოქსინებს შეიცავს და მისი მიღება სიფრთხილეს მოითხოვს;

🔹 სოკოზე არსებული თეთრი ბუსუსები ხშირად მიცელიუმია და არა ობი, თუმცა ფერადი ლაქების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 პური, ბრინჯი და მაკარონი

🔹 დაობებული პური აუცილებლად უნდა გადააგდოთ, რადგან ობი ფოროვან პროდუქტებში სწრაფად ვრცელდება;

🔹 გამხმარი, მაგრამ ობის გარეშე დარჩენილი პური კვლავ უსაფრთხოა;

🔹 მოხარშული ბრინჯისა და მაკარონის ნარჩენების გამოყენება შესაძლებელია, თუ ისინი მაცივარში სწორად ინახებოდა და ხელახლა სრულად გაცხელდება;

🔹 დარჩენილი საკვები ოთახის ტემპერატურაზე ორ საათზე მეტხანს არ უნდა დარჩეს.

რძის პროდუქტები

🔹 ვადაგასული რძისა და იოგურტის მოხმარება არ არის რეკომენდებული;

🔹 ჭყინტ ყველზე ობის აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია დიდი ნაწილი ან მთელი პროდუქტი გადააგდოთ;

🔹 მაგარი ყველის შემთხვევაში ხშირად საკმარისია მხოლოდ დაზიანებული ნაწილის მოჭრა.

როგორ შევამციროთ საკვების გადაყრა?სპეციალისტების თქმით, საკვების უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვითა და პროდუქტების სწორად გამოყენებით შესაძლებელია როგორც ნარჩენების შემცირება, ისე ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვა. მთავარია, ერთმანეთისგან გავარჩიოთ დაძველებული და რეალურად გაფუჭებული საკვები.

„ჩვენ ჩართულები ვართ ფონდის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“-დავით სონღულაშვილი

0
 დავით სონღულაშვილმა, მაფალდა დუარტესთან შეხვედრა გამართა
#image_title

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ (Green Climate Fund – GCF) აღმასრულებელ დირექტორ მაფალდა დუარტესთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისკენ მიმართული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„საქართველოს პარტნიორობა „კლიმატის მწვანე ფონდთან“ (GCF) 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ჩვენ ჩართულები ვართ ფონდის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.