სამშაბათი, ივლისი 28, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები, 30 დღის ნაცვლად, 90 დღით ადრე გაიყიდება

0
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები, 30 დღის ნაცვლად, 90 დღით ადრე გაიყიდება
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები, 30 დღის ნაცვლად, 90 დღით ადრე გაიყიდება

“ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავ მატარებლებზე ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდის მიმდინარე 30-დან 90 დღემდე გაზრდის მექანიზმის დანერგვას უახლოეს დღეებში ვგეგმავთ”, – ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აზერ ფარაჯოვმა განაცხადა.

მისი თქმით, “აზერბაიჯანის რკინიგზაში” ბილეთები როგორც ონლაინ, ისე რკინიგზის სალაროებში იყიდება:

„ADY-ში 2024 წლის ნოემბრიდან მოქმედი დინამიკური ფასების პოლიტიკის თანახმად, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფრო ხელსაყრელი ფასებით, თუ ბილეთებს 25-30 დღით ადრე შეიძენენ. ეს მგზავრებს უადვილებს მგზავრობის დაგეგმვას, ხოლო ADY-ს საშუალებას აძლევს დროულად განსაზღვროს მოთხოვნა და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მაგალითად, დანიშნოს დამატებითი რეისები ან მატარებელს მიუერთოს დამატებითი ვაგონები.

ბილეთების გაყიდვა მოიცავს 30-დღიან პერიოდს – ყოველდღიურად იყიდება ბილეთები მომდევნო 30-ე დღისთვის. მანამდე სალაროებსა და ონლაინ სისტემაში გაყიდვის პროცესი 00:30 საათის შემდეგ აქტიურდებოდა. სისტემის გადატვირთულობის გათვალისწინებით, ამ დროიდან ბილეთები ყოველი მომდევნო 30-ე დღისთვის სისტემაში უკვე სხვადასხვა დროს აისახება“.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ამიტომ ბილეთები მალევე იყიდება: „ამიტომ ჩვენს მგზავრებს ვურჩევთ, მუდმივად შეამოწმონ ბილეთები მგზავრობის თარიღის შესაბამისად.

მგზავრთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, 11 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტის მატარებლებს დაემატა ვაგონები და შესაბამისად გაიყიდა ახალი ბილეთები.

ამჟამად აზერბაიჯანიდან საქართველოში რეისებზე მომდევნო 30-დღიანი პერიოდისთვის ბილეთების უმეტესობა, ისევე როგორც საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით არსებული რეისები (მათ შორის დამატებით გაყიდვაში გამოსული ყველა ბილეთი), უკვე გაყიდულია.

არსებული წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის სახმელეთო გზით დატოვებაზე შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, აზერბაიჯანში შესვლა დაშვებულია მხოლოდ თვითმფრინავითა და მატარებლით, რაც იწვევს მაღალ მოთხოვნას საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მატარებლის რეისებზე. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ვგეგმავთ ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდის მიმდინარე 30-დან 90 დღემდე გაზრდის მექანიზმის დანერგვას უახლოეს დღეებში“.

„საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში“-დავით სონღულაშვილი

0
„საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შპს „ფარკონი“ მცენარეული ნედლეულის შრობის, გადამუშავებისა და დაფასოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2022 წელს კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანობის განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონში – იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 2022 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20 მლნ ლარით დაფინანსებულია 50-მდე ბენეფიციარი, მათ შორის იმერეთის რეგიონში 8,7 მლნ ლარით 23 ბენეფიციარი.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს“-დავით სონღულაშვილი

0
„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.

მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და აღჭურვილი შენობა დაათვალიერა. დავით სონღულაშვილი სააგენტოს თანამშრომლებსაც შეხვდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქმიანობას და გაზრდის მომსახურების ხარისხს.

„დასავლეთ საქართველოში მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და რეგიონებში წიაღის სექტორის ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს. ჩვენი მიზანია, თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით შევქმნათ უფრო გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებული სერვისები, რომელიც თავსებადი იქნება გარემოსდაცვით სტანდარტებთან“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ახალი რეგიონული ოფისის გახსნას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ

0
სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ
#image_title

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ – ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს მსგავსი კითხვა ერთხელ მაინც გასჩენია. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ამ კითხვაზე შემდეგნაირად პასუხობს:

თუ თქვენ, ან თქვენმა მეუღლემ ახალი ოჯახი შექმენით, ის ჯვარნაწერი ბეჭედი არის ოქრო და მეტი არაფერი, რაც გინდათ ის უქენით. თუ თქვენთვის ის ჯვარნაწერი საქორწინო ბეჭედი იმდენად ფასობს და იმდენად არის ღირებული, რამდენადაც იმ ადამიანთან ერთობის და იმ სიყვარულის სიმბოლოა და თუ თქვენ ეს ერთობა აღარ გაქვთ, რა თქმა უნდა, იმ ბეჭედსაც არავითარი მაგიური დატვირთვა არ აქვს. ჩვეულებრივი ოქროა, გინდათ როგორც ბეჭედი ისე შეინახეთ, გინდათ ვინმეს აჩუქეთ, გადაადნეთ და სხვა რამე გააკეთეთ, თუ თქვენ ადამიანი დათმეთ, ადამიანებმა თუ ვერ შეინარჩუნეთ ერთმანეთი, სიყვარული დათმეთ და ვერ გაუფრთხილდით, „კალიცოს“ გაუფრთხილდე და ადამიანს არა, ცოტა სასაცილოა“, – ამბობს მოძღვარი.

არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს

0
მცენარე გველებს აფრთხობს
#image_title

გაზაფხულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნება გაცოცხლდა თავისი წარმომადგენლებით. ადამიანთა უმეტესობას გველის შიში აქვს, ხშირად, მის სახელსაც ვერ წარმოთქვამენ და შესაბამისად, ცდილობენ, თავიდან აირიდონ მათი მოახლოება.

არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს.

ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს, აქვთ ძლიერი სუნი, რომელიც გველებს ეს არ უყვართ.

ლავანდა – გველებს ამ მცენარის ეშინიათ. არ უყვართ მისი სუნი და ამის გამო, მას შორდებიან.

ნიორი – განსაკუთრებით მისი სუნი, გველებს აფრთხობს. ეს კარგი მეთოდია გველების დასაფრთხობად. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

 

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება“-დავით სონღულაშვილი

0
ქართული ღვინის ჩინურ ბაზარზე ექსპორტის წარმატების ილუსტრაცია
ქართული ღვინის ჩინურ ბაზარზე წარმატება დავით სონღულაშვილის შეხვედრით ღვინის მაგისტრებთან კიდევ ერთხელ დადასტურდა. ექსპორტის 65 პროცენტიანი ზრდა და 40-მდე ღვინის სახლის ფუნქციონირება ჩინეთში ამის მტკიცებულებაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის Dragon Phoenix Wine Consulting წამყვან ღვინის მაგისტრებს ფოგი ვოლკერს (Fogyee Walker) და ედუარდ რაგს (Edward Ragg) შეხვდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება. ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ღვინის მაგისტრის საქმიანობაში მნიშვნელოვანია ემოცია, გულიდან წამოსული სიტყვები. მოუთმენლად ველი ღვინის რეგიონში, კახეთში სტუმრობას, რაც დარწმუნებული ვარ, დამეხმარება ქართულ ღვინოზე გულწრფელ საუბარში“, – განაცხადა ფოგი ვოლკერმა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის მაგისტრები ჩინეთის ბაზრისთვის მუშაობენ და ბაზრის ექსპერტული ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდა.

ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.4 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 65%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 100-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai” და „Interwine China 2025“.

როგორ უნდა განასხვაოთ ფალსიფიცირებული მარცვლეული – ბრინჯი, წიწიბურა და სხვა, ნატურალური პროდუქტისგან – ექსპერტის რჩევები

0
როგორ უნდა განასხვაოთ ფალსიფიცირებული მარცვლეული - ბრინჯი, წიწიბურა და სხვა, ნატურალური პროდუქტისგან - ექსპერტის რჩევები
როგორ უნდა განასხვაოთ ფალსიფიცირებული მარცვლეული - ბრინჯი, წიწიბურა და სხვა, ნატურალური პროდუქტისგან - ექსპერტის რჩევები

ფალსიფიცირებული მარცვლეული არ არის მხოლოდ მითი „პლასტმასის ბრინჯის“ შესახებ, არამედ რეალური პროდუქტის ფალსიფიკაციის სქემა.

ექსპერტის თქმით, თაღლითობის რეალური მეთოდები გაცილებით პროზაულია, ვიდრე პოპულარული ლეგენდები, მაგრამ ეს მათ უფრო უსაფრთხოს არ ხდის. მწარმოებლები, რომლებიც ფალსიფიკაციას მიმართავენ, ხშირად არ ქმნიან სინთეზურ პროდუქტს ნულიდან, არამედ ძვირად ღირებულ ნედლეულს უფრო იაფით ცვლიან, უმატებენ დაბალი ხარისხის კომპონენტებს ან ზრდიან პროდუქტის წონას მინარევებით.

ასეთი თაღლითობის მთავარი მოტივი ყოველთვის ერთი და იგივეა: ეკონომიკური მოგება. დაბალი ხარისხის პროდუქტის პრემიუმ ფასად გაყიდვა სუპერმოგებას იძლევა. მაღალი ხარისხის მარცვლოვან ბრინჯსა და დამტვრეულ ბრინჯს, ან მთლიან გრძელმარცვლიან ბრინჯსა და დამტვრეულ ბრინჯს შორის ღირებულების სხვაობა შეიძლება შთამბეჭდავი იყოს.

ბრინჯი

ექსპერტმა ბრინჯი ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ კატეგორიად დაასახელა. პრემიუმ გრძელმარცვლიანი ბრინჯის ნაცვლად, „ექსტრა“ ან „ინდიკა“ ეტიკეტით შეფუთვა შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით დამტვრეულ მარცვლებს – დამუშავების თანმადევ პროდუქტს, რომელიც გაცილებით იაფია. კიდევ ერთი გავრცელებული სქემა გულისხმობს ძვირად ღირებული ნახევრად მოხარშული ბრინჯის ჩვეულებრივ გაპრიალებულ ბრინჯთან შერევას.

ყალბი ყავისფერი ბრინჯი ცალკე ამბავია. იაფი თეთრი ბრინჯის უფრო ძვირად ღირებულ და დაუპრიალებელ ბრინჯად წარმოსაჩენად, არაკეთილსინდისიერმა მწარმოებლებმა შეიძლება მიმართონ ე.წ. ხელოვნურ დაძველებას.

მარცვლეული მუშავდება ორთქლითა და წნევით, ყავისფერი ბრინჯის სიმკვრივის იმიტაციით, შემდეგ კი სასურველი ელფერის მისაღწევად იფარება ტალკის ან ცარცის თხელი ფენით. გარეცხვის შემდეგ, ეს „ყავისფერი“ ბრინჯი სწრაფად ღიავდება.

წიწიბურა

წიწიბურა ასევე ფალსიფიცირებულია. ყველაზე ღირებულ მარცვლად ითვლება წიწიბურას მთლიანი მარცვლები. მისი გაყალბება შესაძლებელია „პროდელით“, რაც ნიშნავს დაქუცმაცებულ ნაწილაკებს. ზოგჯერ ეს კეთდება ნარევის ღირებულების შესამცირებლად, ზოგჯერ კი პროდელი მთლიანი მარცვლის სახით იყიდება.

კიდევ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი შეფუთვაში დიდი რაოდენობით ნარჩენების არსებობაა: სხვა მცენარეების ქერქები, სხვა მცენარეების გაუფუჭებელი თესლი და სხვა მინარევები. ექსპერტის თქმით, ვადაგასული წიწიბურა, რომელიც შეიცავს მავნებლების კვალს, როგორიცაა ფქვილის ჭიები, შეიძლება დამატებით გაცხელდეს მწერების მოსაკლავად და ნესტის სუნის დასაფარავად, შემდეგ კი შეფუთული იყოს როგორც ახალი პროდუქტი.

კუსკუსი და ბულგური

კუსკუსი და ბულგური, რომლებიც მაგარი ხორბლისგან მზადდება, შეიძლება მსგავსი გზით გაყალბდეს. თუ მაღალი ხარისხის ნედლეულის ნაცვლად უფრო იაფი რბილი ხორბალი გამოიყენება, მარცვლები ცუდად ინარჩუნებენ ფორმას, უფრო სწრაფად იხარშებიან და კარგავენ ნორმალურ კულინარიულ თვისებებს. არსებობს გაყალბების კიდევ უფრო საშიში სახეობები. მარცვლეულში შეიძლება შეერიოს წვრილი ხრეში, ქვიშა ან მინერალური მტვერი. ასეთი დანამატები არა მხოლოდ მყიდველს ატყუებს წონის შესახებ, არამედ საკვებში მოხვედრის შემთხვევაში პირდაპირ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

„მარცვლეულის გაყალბება სისტემური პრობლემაა, რომელიც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანით მოგების მაქსიმიზაციის სურვილშია დაფუძნებული“, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.

მომხმარებლებს ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ მარცვლეულის გარეგნობას, ეტიკეტზე მითითებულ ინგრედიენტებს და მწარმოებლის რეპუტაციას: ყურადღებიანობაა გასაღები, რათა თავიდან აიცილოთ ყალბი პროდუქტის ყიდვა ნამდვილი პროდუქტის ნაცვლად.

78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩიეს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში ქართველი მზარეულები საფრანგეთში პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში გაემგზავრებიან

0
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში ქართველი მზარეულები საფრანგეთში პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში გაემგზავრებიან
#image_title

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი მზარეულები საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადებას გაივლიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია. გამარჯვებულები საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 2 კვირის განმავლობაში გაივლიან კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, დაეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს, გაეცნობიან მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვასა და მართვაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მზარეულებს, რომ ქართული კულინარია კიდევ უფრო განვითარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულოსხმობს დამწყები შეფმზარეულების საზღვარგარეთ გადამზადებას. 78 კანდიდატიდან შეირჩა 10 საუკეთესო, რომლებიც გაივლიან გადამზადებას საფრანგეთის რეპუტაბელურ აკადემიაში ფერანდიში. ორი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გივლიან გადამზადებას და უკან ახალი ცოდნით შეიარაღებული დაბრუნდებიან. რათქმა უნდა ვინოდოვნებთ რომ ეს გააუმჯობესებს ქართულ გასტრონომიას, რაც მომავალში ტურიზმის განვითარებას და გასტროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად ანხორციელებს სხვადასხვა ტიპის გადამზადრბებს, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მიგვყავს ქართველი შეფმზარეულები, იმისთვის რომ საერთაშორისო სტანდარტებს დაეუფლონ. ვფიქრობ ძალიან წარმატებული პროეტი იქნება და მომავალშიც გაგრძელდრბა“, – აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს Ferrandi Paris-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლა გაიარი.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისში შეირჩა ნიჭიერი ქართველი შეფ-მზარეულების ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფერანდის დიჟონის კამპუსში, უფასო სასწავლო პროგრამაში, რომელიც ბურგუნდიის გულში მდებარეობს.

პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კულინარიულ მასტერკლასებს, ტრენინგებს ინოვაციური კულინარიული ტექნოლოგიების შესახებ, გლობალური კვების ტენდენციების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვილობასა და მენეჯმენტს.

ფერანდი ერთ-ერთი წამყვანი კულინარიული სკოლების ქსელის ნაწილია საფრანგეთში, რომელიც აღიარებულია ფრანგული კულინარიული ხელოვნების მაღალი ხარისხით. ფერანდის კურსდამთავრებულები მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო კარიერას პრესტიჟულ სასტუმროებსა და ცნობილ რესტორნებში აგრძელებენ.

„ეს შესანიშნავი სასწავლო გამოცდილებაა და ჩვენ მოუთმენლად ველით დავხვდეთ ქართველ მზარეულებს“, -აცხადებს ნიკოლა გაიარი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრიუსელში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

0
ქართული ღვინის ევროპულ ბაზარზე წარდგენის სცენა ბრიუსელში
ბრიუსელში ქართული ღვინის წარდგენის შემდეგ, ბევრი ამბობს, რომ ჩვენი ღვინო ევროპაში უკვე ყველამ იცის. მაგრამ რეალობა სხვაგვარია და ეს მითები ხშირად ზღუდავს ჩვენი ღვინის ნამდვილ პოტენციალს.

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში, ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 30 მწარმოებლის პროდუქცია საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. გამოფენა-გაყიდვას ღვინის პროფესიონალები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

რომელი ტიპის სკა რისთვის უნდა გამოიყენოს დამწყებმა მეფუტკრემ

0
ტრადიციული საფუტკრეები სოფლად მწვანე ბუნებაში
მაჭახელი მეფუტკრეებისგან გადმოცემული ტრადიცია დღეს ბევრი მითითა და დაუზუსტებელი ინფორმაციით არის შერეული. ამ სტატიაში ვარკვევთ მეფუტკრეობისა და საფუტკრეების დამზადების რეალურ ფაქტებს.

რომელი ტიპის სკა რისთვის უნდა გამოიყენოს დამწყებმა მეფუტკრემ

ბაგების რეგიონულ ცენტრში განთავსებული სხვადასხვა ტიპის სკა, მათი მახასიათებლები და დანიშნულება