ლია მუმლაძე ვარდების ბაღიდან მცენარეების მოვლის მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ

გაიცანით ლია მუმლაძე – ვარდების ბაღიდან…
🌷
ის მცენარეების მოვლის მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ პლატფორმაზე👇

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხში­რად მეს­მის თქვენ­გან ეს პრე­ტენ­ზია…“

0

პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი მშობ­ლებს ურ­ჩევს, თავი შე­ი­კა­ვონ ბავ­შვე­ბის­თვის .ე.წ. სნე­ქე­ბის მი­ცე­მის­გან.

„ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხში­რად მეს­მის თქვენ­გან ეს პრე­ტენ­ზია, ღრმა ჩა­კი­თხვის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვი უხ­ვად იღებს ცო­მე­ულს და სხვა­დას­ხვა სნე­ქებს კვე­ბა­თა შო­რის, ამი­ტომ თუ დღის მე­ნი­უ­ზე უარს ამ­ბობს, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს უმა­დო­ბას და არც გა­საკ­ვი­რია, პა­ტა­რა და­ნაყ­რე­ბუ­ლია, შე­ე­ცა­დეთ არ მის­ცეთ ეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის უსარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი კვე­ბა­თა შო­რის, თუ ამ პრინ­ციპს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ, თან­და­თან გა­მოს­წორ­დე­ბა კვე­ბის რე­ჟი­მიც, თუმ­ცა თა­ვი­დან ცოტა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ შე­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა” – წერს პე­დი­ატ­რი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ასოციაციის „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება

0

ასოციაციის „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება.

ორდღიან ფესტივალში წარმოდგენილია ასოციაციის წევრი 100-მდე ადგილობრივი და 25-მდე სხვადასხვა ქვეყნის მარნები, მათ შორის, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და სლოვენიიდან.

ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები თავიანთ ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებენ.

ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.

საუკუნოვანი ტრადიცია – ქვევრის თავის მოხსნა…

0
საუკუნოვანი ტრადიცია – ქვევრის თავის მოხსნა…
ვიდეო გადაღებულია ლეჩხუმში.
წყარო: vaja mdzeluri

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა

0

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია არის პროცედურა, რომლის შესახებაც, საქართველოში დღეს ნაკლებად არის გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა. ეს არის წელის ტკივილის მკურნალობის მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

საქართველოში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგი – არჩილ ერისთავი – გვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.

რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია გამოიყენება წელის ტკივილის სამკურნალოდ და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ოპერაციის ალტერნატიულ მეთოდს. ეს არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის შეყვანა გავა-წელის მიდამოს ეპიდურულ სივრცეში.

რატომ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

ეპიდურალური ინიექცია ინიშნება წელის ტკივილის და ფეხებისკენ მიმავალი ნერვების ტკივილის და ანთების დროს.

რა შეიძლება იყოს ტკივილის და ანთების გამომწვევი მიზეზი?

  • ხერხემლის არხის სტენოზი
  • რადიკულოპათია
  • ხერხემლის დისკის თიაქარი
  • ხერხემლის დეგენერაცია
  • წელის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი

როგორ მუშაობს კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როგორც წელის ტკივილის მკურნალობა?

ინიექცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის კომბინაცია სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის ადგილობრივ გამაყუჩებელთან ერთად. ადგილობრივი გამაყუჩებელი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას საწყის ეტაპზე, ხოლო სტეროიდებს აქვთ ხანგრძლივი (რამდენიმე თვიანი) ეფექტი ნერვების ანთების და გაღიზიანების შემცირებაზე და ტკივილის მოხსნაზე. ინიექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ეფექტი შეკუმშული ნერვების ირგვლივ სივრცის გაზრდაზე.

როგორ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია ტარდება დღის პროცედურის სახით (პაციენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში ღამის გატარებას). პროცედურის სარგებელი და შესაძლო რისკები განიხილება ექიმთან კონსულტაციის დროს. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის დღეს პაციენტი მოკლე დროით თავსდება პალატაში. პროცედურის დაწყებამდე მას აქვს საშუალება გაესაუბროთ ექიმს და დაუსვას დამატებითი კითხვები პროცედურის შესახებ. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის პროცედურა ტარდება საოპერაციო ოთახში, სადაც პაციენტი გადაჰყავთ უშუალოდ პროცედურის წინ.

პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი და ძირითადად უმტკივნეულოა. პროცედურიდან 30-40 წუთში პაციენტს შეუძლია სახლში წასვლა. პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია თავის არიდება ძლიერი აქტივობისგან.

პროცედურის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვედს.

თუ გაწუხებთ წელის ტკივილი ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები, დაუკავშირდით კონსულტაციისთვის:

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, MD, PhD

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

Web: https://www.neurosurgeon.ge/ka

არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის მქონე ნეიროქირურგია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გიორგი ფხაკაძე განაცვიფრა და ემოციები ვერ დაფარა – “ჩემი ოცნება ახდა!”

0

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე facebook ლაივში ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოში, საბურთალოზე ერთ-ერთ აფთიაქ “ფარმსახლში“, როგორც თავად აღნიშნა, შემთხვევით აღმოაჩინა.

როგორც გაირკვა, პროფესორი ფხაკაძე აფთიაქში D ვიტამინის საყიდლად შევიდა და აღმოაჩინა, რომ ამ აფთიაქს აქვს რობოტული დანადგარი, რომელიც ფარმაცევტის მითითებით თავად არჩევს შესაბამის მედიკამენტს და ფარმაცევტს ადგილზე მისდის სპეციალური მოწყობილობით.

ფხაკაძემ გაიხსენა, რომ მსგავსი ინოვაციური დანადგარი დაახლოებით 2 წლის წინ საფრანგეთში ნახა და მისი ოცნება იყო, ზუსტად ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია საქართველოშიც ენახა… საბურთალოზე მდებარე აფთიაქში შემთხვევითმა აღმოჩენამ პროფესორი განაცვიფრა და მან ემოციები ვერ დაფარა…

როგორც facebook ლაივში აფთიაქის ფარმაცევტმა განმარტა, ინოვაციური დანადგარი ზოგავს ენერგიას და მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს.

ფხაკაძე აცხადებს, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე, ხარისხიანი ჯანდაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი და სურს, რომ მსგავსი რობოტული დანადგარები საქართველოს ყველა აფთიაქში იხილოს.

ფხაკაძის აღფრთოვანება აფთიაქის დიზაინმაც გამოიწვია, რადგან ეკომეგობრულ ინტერიერში, აფთიაქის შუაგულში შენარჩუნებულია ცოცხალი ხე, რაც ეკოლოგიური თვალსაზირისით მნიშვნელოვანი განაცხადია.

როგორც ფარმაცევტმა ფხაკაძეს განუცხადა, ინოვაციური რობოტული დანადგარი აფთიაქის ვაკისა და რუსთავის ფილიალებშიც არის.

დანადგარი უზრუნველყოფს მედიკამენტების იდენტიფიცირებას და თაროებზე დასახელების მიხედვით ზუსტ განლაგებასაც – მაქსიმალურად ზოგავს ადამიანური რესურსის ენერგიას და მაქსიმალურად ამცირებს შეცდომის რისკს. 

გიორგი ფხაკაძის ყურადღება აფთიაქში წარმოდგენილმა ფრანგული და სხვა ევროპული წარმოების პროდუქციამაც მიიპყრო. პროფესორის თქმით, ზუსტად ის პროდუქცია იხილა დახლებზე, რაც პარიზში, მის სახლთან მდებარე აფთიაქებშია წარმოდგენილი. “ეს არის ჩემი ოცნება –  საქართველოში ვიხილო თანამედროვე, მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და ჩემი ოცნება ახდა!” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

საქართველო, თბილისი – 2024 წლის 6 აპრილი 

საფრანგეთი, პარიზი – 2022 წლის 4 ნოემბერი 

„სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი… ქვა-ღორღი იყო, თუ აგური და ხის მორები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე” – ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი “იდუმალი სახლის” პატრონი

ფოთ­ში, ზღვის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ ძა­ლი­ან ლა­მაზ ქუ­ჩა­ზე ერ­თობ უჩ­ვე­უ­ლო სახ­ლი დგას. თეთ­რი ქვით აშე­ნე­ბულ სახ­ლს, ფან­ჯრე­ბი და სა­ხუ­რა­ვი უჩ­ვე­უ­ლო და არას­ტან­დარ­ტუ­ლი აქვს, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლი “გზა” ამ შე­ნო­ბით და მისი მე­პატ­რო­ნის ვი­ნა­ო­ბით მხო­ლოდ ამ მი­ზე­ზით ნამ­დვი­ლად არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. სახ­ლში შეს­ვლის­თა­ნა­ვე სა­ოც­რე­ბის მხილ­ვე­ლი ხდე­ბით. ქვის ჭერი, ზღვის ნი­ჟა­რე­ბის­გან შექ­მნი­ლი ფარ­დე­ბი, ზღვის მა­რი­ლი­ა­ნი წყლის­გან გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ხის ტო­ტე­ბით, ქვე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავე­ჯი და უამ­რა­ვი იდუ­მა­ლი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თი – ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­რის პა­პას­კუ­ამ სხვე­ბის და­უხ­მა­რებ­ლად, სა­კუ­თა­რი ხე­ლით აა­შე­ნა, გა­მო­ძერ­წა, შექ­მნა… უჩ­ვე­უ­ლო სახ­ლის უჩ­ვე­უ­ლო ეზოს, ასე­ვე უჩ­ვე­უ­ლო ჭიშ­კა­რი ამ­შვე­ნებს. უფრო ვრცლად იდუ­მალ სახ­ლსა და მის მე­პატ­რო­ნე­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კვების ობიექტის მენიუში მითითებული უნდა იყოს საბოლოო ფასი, დღგ-სა და ყველა სხვა გადასახადის ჩათვლით, მათ შორის, მომსახურების გადასახადი

0

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია, მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს  ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

„სააგენტომ სტანდარტი დაადგინა – შპს „ლიმონი 2009“-ის (რესტორანი – რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს,  1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე – 13 შეთანხმება გაფორმდა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება

0

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით აჭარაში ექსტენციონისტები გადამზადდნენ თემაზე „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია“.

ცენტრის ინფორმაციით, აქტივობის მიზანია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში ეფექტიანი სერვისების განხორციელებას.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ექსტენციის ზოგადი არსი, ადგილობრივი და საერთაშორისო მიდგომების შედარებითი ანალიზი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე ექსტენციის პროგრამის შემუშავება, კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა სოფლის მეურნეობის ექსტენციაში.

შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვინ მტერი და ვინ მოყვარე – გახსოვდეთ…

ვინ მტერი და ვინ მოყვარე

როგორც წესი, ძველ ეზოში სახლის წინ აუცილებლად იდგა კაკლის ხე. ეს ტრადიცია ნაწილობრივ ახლაც გრძელდება. სახლის წინ კაკლის ხეს ჰქონდა ის დანიშნულება, რომ მას არ ეკარებიან ბუზები, კოღოები, კრაზანები და სხვა მწერები, რომლებიც აწუხებენ ადამიანს. კაკლის ხის ფოთოლი და ნაყოფის გარე მწვანე წენგო გამოყოფს თავისებურ შხამებს. კულტურული და ველური მცენარეებიც კი ვერ ხარობენ კაკლის ხის გვერდით; მაგალითად, ვაშლისა და მსხლის ხე ცუდად იზრდება და ნაყოფს არ იძლევა.
ყველა ხეს აქვს თავისი დამახასიათებელი სურ­ნელი, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია ყვავილობის პერიოდში. ამ სუნს გამოს­ცემს შემდეგ კვირტები, ფოთლები, ქერქი და ნაყოფი; ე.ი. ყოველი ხე თავის გარშემო დამახასიათებელ ქიმიურ გარემოს ქმნის. ამიტომ სხვადასხვა მცენარეს მისთვის სპეციფიკური ქი­მი­უ­რი გა­რემო ახასიათებს, ხშირად ერთი­მეორისთვის მი­უღებელიც.
ძველი რომაელი მეცნიერის პლინიუს უფ­როსის ნაშრომებში მითითებულია, რომ ვენახში არ შეიძლება კომბოსტოსა და ზოგიერთი ბაღ­­ჩე­ულის ერთად დარგვა, ვინაიდან ყურძნის მტე­ვანი მათ სიახლოვეს მეჩხერი გამოდის და ღვინოც ფუჭდება. ასევე მიუღებელია ვაზის გვერდით თხილის ბუჩქი.
ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ერთი მცენარის მიერ გამოყოფილი ქიმიური ნაერთი მეორისათვის შეიძლება დამღუპველი ან სასარგებლო იყოს.
დადგენილია, რომ ახალგაშენებულ ბაღში კარტოფილის დათესვა იწვევს ხეხილის დაკ­ნინებას კარტოფილის მიერ გამოყოფილი ტო­ქ­­­სინების გამო, რის შედეგადაც ნიადაგში მცირ­­­დება აზოტის რაოდენობა. ასეთი ბაღის­თვის უფრო სასარგებლოა სოია, რომელიც ამ­დიდრებს ნიადაგს აზოტით. ასევე შეიძლება ვაშლისა და მსხლის ხეებთან ახლოს ალუბლის ხის დარგვა.
სადაც გაშენებულია თეთრი აკაცია, ცხენის წაბლი, სოჭი, ვარდი, იასამანი და ძახველი, სხვა მცენარეებს უჭირთ ზრდა-განვითარება. კოწა­ხუ­რი, მაგალითად, გამოყოფს ალკალოიდ ბერბერინს, რომელიც ჩაგრავს სხვა მცენარეებს.
გარეული მსხალი (პანტა) შესანიშნავად ხა­რობს შერეულ მუხის კორომში, მაგრამ მას ვერ შეხვდებით წიფლნარსა და წიწვოვან ტყეებში.
კოლორადოს ხოჭოს მავნებლობაზე მრა­ვალჯერ დაწერილა. მას შეიძლება ვებრძოლოთ ნივრით. კარტოფილის რიგთა შორის თუ ჩავ­რგავთ ნიორს, მას ხოჭო აღარ გაეკარება.

სა­დაც ხარობს ნიორი, მცირდება ლოკოკინების რაოდენობაც.
მიუღებელია გარგარისა და ალუბლის ერთად დარგვა, ასევე ბლის ხესთან მოცხა­რის, ხოლო კომშთან მსხლის ხის დარგვა.
მოცხარსა და სხვა კენკროვნებთან შეიძ­ლება ჩაირგოს ნიორი ან ხახვი.
ასევე ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იყოს პამიდვრისა და კიტრის კ­ვლები. ამრი­გად, ბაღის განაშენიანების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მცენარეების ურთი­ერთდამოკიდებულება, რათა მივიღოთ ხა­რის­ხიანი მოსავალი.

გახსოვდეთ

ნიადაგი, სადაც ჭიაყელების სიუხვეა, სა­კ­ვები ნივთიერებებითაც მდი­და­რია და სა­უკეთესო სტრუქტურაც აქვს. ამიტომ დაიცა­ვით ისინი: დაბარეთ თქვენი ნაკვეთი სპეციალური საბარავი ფიწლით, მოაცილეთ ჭიაყელების დაუძინებელი მტერი – თხუნელა. არასოდეს დაანთოთ ცეცხლი ნაკვეთში, ამ დროს ჭიაყელები იხოცებიან და მხო­ლოდ დიდი ხნის შემდეგ ჩნდებიან.

გააშენეთ ტირიფი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli