შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებირატომ უნდა გააშენოთ ტირიფი - თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭი­გო, მარგილი,...

რატომ უნდა გააშენოთ ტირიფი – თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭი­გო, მარგილი, სა­ტა­­რე (ბარის, თო­ხის), ბოძი, წნელი და შეშა…

გააშენეთ ტირიფი

თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭი­გო, მარგილი, სა­ტა­­რე (ბარის, თო­ხის), ბოძი, წნელი და შეშა, ვისაც საშუალება გაქვთ, თქვენი ნაკ­ვეთის მა­ხ­ლობ­ლად, აუთ­ვი­სებელ და გამოუსადეგარ ად­გილ­ზ­ე დარგეთ ტი­რი­ფის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარგად მოზარდი სახეობა – წნორი, ანუ თეთრი ტირიფი.
ტირიფისებრთა ოჯახში ამ გვარის 600-მდე სახეობას ითვლიან. გავრცელებულია ჩრდილო ნახევარსფეროს ზო­მი­ერი და ცივი ჰა­ვის სარტყელში. სა­ქარ­­თველოში ბუ­ნებ­­რი­ვად გავ­რცე­ლებულია 17 სა­ხე­ობა. დაბლობ ზო­ნაში ძირი­თადად გვხვდე­ბა ნოყიერ, ტე­ნიან ნიადაგებ­ზე, მდინარეთა გას­წვრივ და ჭალის ტყეებში. მისი სიმაღლე 25-30 მ-მდე აღ­ევს. ტირიფს ამრავლებენ როგორც თესლით, ისე კალმით, ანუ ახალგაზრდა ტოტებით, რომლებიც ნესტიან ადგი­ლებში ადვილად ხარობს. მის გამრავლებას უპ­რობლე­­მოდ შეძლებთ, თუ იმ გამოუყენებელ ად­გილზე (ხევი, მდინარის ან ნაკადულის ნაპირი, ჭაობი) მუდმივად არის წყალი. მის გასამრავლებლად 1-2-მეტრიანი სარები აჭერით, წა­უთალეთ წვერი და 25-30 სმ-ის სიღრმეზე მიწაში ჩაარჭვეთ. 3-4 წელიწადში უკვე გექნებათ სარების მოჭრის ს­აშუალება. სხვა­თა შორის, თუ დაწნა გეხერხებათ (გოდრის, ლასტის, ღობის და ა.შ.), წნელიც გექნებათ თავსაყრელად. ტირიფის სატარე მასალა სწორია და მსუბუქი. თუ მას მოჭრისთანავე ქერქს გააძრობთ და ჩრდილში გაახმობთ, შესანიშნავი ტარები გექნებათ ბა­რის, ნიჩბის, თოხისა და ფოცხისთვის. ქერქის შიგ­ნითა ფენა – ლაფანი შესანიშნავი მასალაა ვა­ზის შესაყელად და ასახვევად. გამხმარიც რომ შეინახოთ, ხმარების წინ დალბობაღა დასჭირდება.
სარგავი მასალის მოპოვება ნებისმიერი მდინარის ჭალებში შეიძლება, ოღონდ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბუნებას ზიანი არ მიაყენოთ. 3-5 სარის აჭრა ტირიფს ვერაფერს დააკლებს, თქვენ კი მუდმივად გექნებათ საჭირო მასალა.
ტირიფს საგანგებოდ აშენებენ საკალათე წნე­­ლად, ჭიგოდ და ვაზის შესაკრავ მასა­ლად. ტი­რი­ფის ქერქი და ფოთლები შეიცავს მა­ღალ­­ხარისხოვან მთრიმლავ ნივთიერებებს – ტა­ნი­ნებს, რომლებიც გამოიყენება ტყავის წარმო­ებაში.
წნორის ქერქი გამოიყენება საღებავადაც (მოწითალო-ყავისფერი), აგრეთვე სამკურნალწამლო საშუალებად, როგორც სალიცილის მჟავას შემცველი. ტირიფი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, საუკეთესოა ღობედაც.

მყნობის წესები და ვადები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები