„ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 02.11.2020 წლის №02/73 ბრძანებით, „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში და მათ შორის აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად, დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები. გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. აჭარულ ნაქარგობას მჭიდრო პარალელები ეძებნება ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან. ასეთებია: ჯვარი, ვარსკვლავი, რომბი, მასში ჩაქარგული ჯვარი, ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, მზის სიმბოლოები, ირმები, მიხაკები, და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები.
საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება
აპრილი
დადგა აპრილი, წელიწადის უმშვენიერესი თვე, გაიღვიძა ბუნებამ, ხემ, ბუჩქმა, ბალახმა. ეს ის დროა, როცა მამულის პატრონი მუხლჩაუხრელად უნდა შრომობდეს; ახლაა საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება.
ბაღი. თუ ბაღში ხეხილის სხვლა დღემდე ვერ მოახერხეთ, ყვავილობის დამთავრების შემდეგ ხმელი ტოტები მაინც მოაჭერით, ძირები ამოუბარეთ, თუ ნაკელი გაქვთ, ნაცარიც შეურიეთ და ჩაბარეთ. თუ თქვენი ბაღი სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარეობს, ალბათ მორწყვაც დასჭირდება. თუ ეს ასეა, ჯერ სასუქი ჩაუბარეთ და მერე კარგად დაუტბორეთ ჯამები.
ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ დარგოთ ყველა სახის ხეხილი და კენკროვანი ბუჩქები, მათ შორის ხენდროც (კულტურული მარწყვი), რომელიც ირგვება 40სმ-ის რიგთაშორისებში და 25 სმ – მცენარეთა შორის. შეიძლება 20 სმ მცენარეთა შორის და 60სმ – რიგთა შორის. ნერგი ისე უნდა დარგოთ, რომ მისი შუა ნაწილი მიწაში არ მოყვეს, ანუ იმავე სიღრმეზე, როგორც იყო დარგული. თუ საშუალება გაქვთ და ორმოებში 1-2 მუჭა ნაკელსაც ჩააყოლებთ, საუკეთესო მოსავალს მოიწევთ.
ვენახი. თუ ვაზი დღემდე არ გაგისხლავთ, ნუღარ გადადებთ, სასწრაფოდ ჩაატარეთ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია. სხვლის დროს, გარდა იმისა, რომ თითოეული ვაზი შეძლებისდაგვარად უნდა დატვირთოთ, სხვაც ბევრია გასათვალისწინებელი…
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ბავშვის კვებისას რეჟიმის დაცვის მნიშვნელობა – “აუცილებლად მიმაჩნია, რომ კვებებს შორის შუალედი…“
ბავშვის კვებისას რეჟიმის დაცვის მნიშვნელობა
საუბრობს პედიატრი ნინო თოთაძე:
„მას შემდეგ, რაც გადავდივართ დამატებით კვებაზე, საჭიროა რეჟიმი. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებელია ყველა საუზმობდეს რვა საათზე. შესაძლებელია, ეს იყოს მორგებული გრაფიკი ბავშვისთვის. აუცილებლად მიმაჩნია, რომ კვებებს შორის შუალედი დაცული იყოს. არასწორია, როდესაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტი მუშაობდეს განუწყვეტლივ. არ შეიძლება, ბავშვის ფსიქოლოგია ყოველ საათში დაკავებული იყოს იმაზე ფიქრით, რომ მისთვის კვებაა უმნიშვნელოვანესი.
ბავშვს ბევრი გასართობი აქვს. გარკვეულწილად დატვირთული რეჟიმია. შეუძლებელია, ყველა საათობრივ ჭრილში მას მიაწოდოს საკვები. რა თქმა უნდა, წახემსებას აქვს თავისი როლი. ამ შემთხვევაშიც რეჟიმის დაცვა არ არის პრობლემატური.
ჯერ მიიღოს ორგანიზმმა საკვები, სწორად მოხდეს მისი გადამუშავება, თუნდაც გაჩნდეს შიმშილის შეგრძნება. დამატებით კვებაზე გადასვლილას, რაც სასარგებლო პროდუქია, იმ შემთხვევაში მივაწოდოთ, როცა მეტია შიმშილის გრძნობა, იგივეა ბაღის და სკოლის ასაკშიც…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა
საქართველოში ირანიდან 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა – როგორია სხვა ქვეყნების მონაცემები
იანვარ-მაისში საქართველოში საზამთროს იმპორტი 13%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 849 720 დოლარის 2 811 ტონა საზამთრო, ხოლო მიმდინარე წელს 976 460 დოლარი 3 078 ტონა.
საქართველომ 2024 წლის პირველ 5 თვეში საზამთრო ირანისგან, თურქეთისა და ნიდერლანდებისგან იყიდა. საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით საზამთრო საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ირანის წილი საზამთროს იმპორტში 56.5%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მისი წილი იმპორტში 41.2%-ია, ხოლო ნიდერლანდების წილი მხოლოდ 2.3%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქართული წარმოების საზამთროს იმპორტი არ განხორციელებულა.
დასაქმებულთა სამუშაო გარემოს საკითხებზე შრომის ინსპექციის ხელმძღვანელობა ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და მისი პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.
ღონისძიების მთავარი თემა დასაქმებულის სამუშაო გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო. შეხვედრაზე განხილული იყო შრომის ინსპექციისა და დამსაქმებელთა როლი ამ პროცესში.
„საუბარი შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგებსაც: 2018 წლიდან დღემდე 42%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა. ყოველწლიურად რამდენჯერმე იზრდება ინსპექტირებების რაოდენობა როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების მიმართულებით.
შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს თანამონაწილეობით ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ბიზნეს ასოციაციების თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საჯარო-კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ეფექტურ შედეგებს იძლევა როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა“ -რამდენი მლნ სჭირდება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარების სუბსიდირებას 2024-2029 წლებში?
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში უკვე გაცემული სესხების თანადაფინანსებისთვის 2024-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 408,904,700 ლარი და 3 881 დოლარი იქნება გადასახდელი.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით“, რომლითაც სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით, იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სთავაზობს, 2013-2023 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტის (5,992,122,690 ლარი და 879,005,435 დოლარი) სესხია გაცემული, რომელთა თანადაფინანსებისთვის უკვე 879 მლნ ლარია გადახდილი.
„JN.1. იფეთქა – არის რიგი ინფექციების მიზეზი…“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ JN.1. იფეთქა.
ორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.
კორონავირუსის ომიკრონის შტამის ქვევარიანტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირებულია “საინტერესო ვარიანტი”. მიზეზი ამ შტამის “სწრაფად მზარდი გავრცელებაა”.
ვირუსის ქვევარიანტი სახელად JN.1 აღმოჩენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯანმო-ს განცხადებით ამ ეტაპზე ვირუსთან დაკავშირებული რისკი დაბალია, რადგან ამ დროისთვის არსებული ვაქცინები იცავენ ადამიანს დაავადების გართულებისგან.
JN.1 ამჟამად ყველაზე სწრაფად მზარდი ვარიანტია შეერთებულ შტატებში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიხედვით, ინფექციების 15-დან 29%-მდე სწორედ JN.1-ია.
ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.
ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი დაარსდება
პარლამენტმა 78 ხმით, „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
საკითხი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები.
კანონპროექტის მიღებით ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი დაარსდება. შესაბამისად, კანონის პროექტით დგინდება გურიის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები.
კანონპროექტით წესრიგდება გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ობიექტების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
პროექტით აგრეთვე წესრიგდება გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვასთან, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმთან, ქონებრივ ურთიერთობებთან, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, გურიის ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოკორიდორების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ სერვისებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გურიის გეგმარებითი ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაა, რომელიც წარმოდგენილია კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის განახლებული გეგმის (ECP 2020) ბიომრავალფეროვნებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე არეალების (Key Biodiversity Areas / KBAs) ნუსხაში, დასახელებით „ბახმარო“.









