









iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გრეიპფრუტი
გრეიპფრუტი ძნელად ეგუება ყინვას, ამიტომაც, სხვა ციტრუსებისაგან განსხვავებით, გაცილებით თბილი გარემო ესაჭიროება. როგორც ჩანს, ამიტომაც მცირე რაოდენობით აშენებენ ჩვენს პირობებში. ძირითადად გრეიპფრუტის მოყვარულები ამერიკელები არიან – შტატებში მის პლანტაციებს საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს.
გამორჩეულად გრეიპფრუტს ქალები ეტანებიან. ჭარბი წონის მოსაშორებლად მასზე უკეთეს საშუალებას ძნელად თუ იპოვი, თანაც არც დიეტაა საჭირო. გრეიპფრუტის წვენი აუმჯობესებს საჭმლისმომნელებელი სისტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, „წვავს“ ცხიმებს და, შესაბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ.
გარდა ამისა, გრეიპფრუტი ათეროსკლეროზისგანაც დაგიცავთ, რადგანაც სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს.
ერთი ცალი გრეიპფრუტი შეიცავს იმდენ C ვიტამინს, რამდენიც ადამიანს დღიურად სჭირდება; მასში შემავალი ბიოფლავონოიდები წმენდს და ამაგრებს კაპილარებსა და სისხლძარღვებს. ამიტომ მისი მიღება მათთვისაც აუცილებელია, ვისაც სისხლჩაქცევები აქვს და თრომბის საშიშროება ემუქრება.
ცნობისათვის: მანდარინისა და სხვა ციტრუსოვანთა ყინვაგამძლეობასა და დაავადებების მიმართ მდგრადობას მნიშვნელოვნად ამაღლებს პრეპარატი „ბიორაგი“ .
თუ იმასაც დავუმატებთ, რომ გრეიპფრუტი აფხიზლებს და ამხნევებს ორგანიზმს, ზრდის შრომის ნაყოფიერებას, ისღა დაგვრჩენია, ჩვენს მენიუში ხშირად ჩავრთოთ ეს ციტრუსი, ხოლო, თუ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობთ (განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში), თქვენს მამულ-დედულშიც ახაროთ.
გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბავშვი ახალ წლამდე გადმოიყვანეს რეგიონიდან. მოზარდს დამწვარი ჰქონდა სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები, აფეთქების შედეგად დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. ჩაუტარდა ორი ქირურგიული ოპერაცია, ახლა გაუმჯობესების სტადიაშია.
„მეორე ბავშვი სახის დამწვრობით. დამწვრობა ღრმა არ არის, თვალები არ აქვს დაზიანებული. პიროტექნიკის აფეთქებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მიმდინარეობს ლაზური ნავთმშენებლობის სამშენებლო ტრადიციების კვლევა.
იგი სპეციალურ ლიტერატურაში არსებული წყაროების პარალელურად, საველე-ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობითაც ხორციელდება. ნავმშენებლობა, ნაოსნობა და მეთევზეობა ისტორიულად ლაზების ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო და როგორც „ზღვაზე მცხოვრებმა ხალხმა“, ნაოსნობისა და ნავის კეთების მდიდარი ტრადიციები შემოინახა.
„ლაზები კაცნი არიან ხელოსანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა დიდთა და მცირეთა“ ვახუშტი ბატონიშვილის ეს ჩანაწერი ლაკონურად აღწერს და ლაზური ტრადიციული ყოფის ძირითად თავისებურებებზეც ნათლად მიუთითებს. ლაზური ნავის ფართოდ გავრცელებულ სახელწოდებად შემოინახა „ფელუკა“. ეს სიტყვა, გარდა ლაზურისა ჩანს იტალიურში, არაბულში, ასევე სვანურში.
ისტორიკოს თამაზ ბერაძის გამოკვლევით ფელუკას თავდაპირველად ქართული სახელი „ორჩხომელი“ ერქვა. ლაზური ნავის კონსტრუქციის შესახებ საინტერესო დაკვირვება და ჩანაწერი დაგვიტოვა ტაციტუსმა. მას შეუნიშნავს, რომ ძველი კოლხები საჭიროების შემთხვევაში – დიდი დატვირთვის დროს ფელუკას დაბალ გვერდებს სპეციალური ფიცრებით ამაღლებდნენ, რაც ტაციტუსის ცნობით კოლხი მენავეების უძველესი ხერხი ყოფილა.
ლაზური ფელუკების აგებულების ძირითად თავისებურებას წარმოადგენდა: ოდნავ ოვალური მოყვანილობა, მომრგვალო ძირი, წინ და უკან აწეული ცხვირი, ხოლო შუა ნაწილში შედარებით დაბალი გვერდები. ამგვარი აგებულება განპირობებული იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის თავისებურებებით, რაც ადგილობრივი ნავმშენებლებს სპეციფიურ სანაოსნო პირობებს უწესებდა. ლაზური ფელუკები მეტად მოსახერხებელ საზღვაო ტრანსპორტს წარმოადგენდა და სწორედ, ზემოთ აღნიშნული კონსტრუქციული აგებულება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო ტრადიციები წარმოადგენს ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიციების ძირითად სახასიათო ნიშანთვისებას.
აღნიშნული ნავის ფორმის სახასიათო ლაზური ტერმინია „მამალიწი“. თანამედროვეობაში ფელუკას სამშენებლო ტრადიციები საქართველოში თანდათანობით მივიწყებას ეძლევა. სწორედ ეს გარემოება გახდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან აღნიშული საკითხით დაინტერესების მიზეზი. თემაზე მუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ – თანამშრომელი, თემურ ტუნაძე.
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას 170-მდე სტუმარი, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ესწრებოდა.
„მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2024” ქ.თბილისის N126 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ნინო ბარბაქაძე-კახნიაშვილმა მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2024” ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალისა და ვარხანის საჯარო სკოლების ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო კაჭკაჭაშვილმა.
გამარჯვებულებს ჯილდოები მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადასცა.
„დიდ პატივისცემას გამოვხატავ პედაგოგებისა და აღმზრდელების მიმართ; ჩვენი შვილების, მომავალი თაობის განათლება და მათთვის ცოდნის გადაცემა, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე აგრარული განათლების მიმართულებით, დიდი პასუხისმგებლობაა და დასაფასებელია. 5 ივნისს მთელი მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს და სიმბოლურია, რომ კონკურში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება ამ დღესთან დაკავშირებით იმართება. ვულოცავ ყველას და ვუსურვებ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას. ჩვენი მთავრობის, სამინისტროს პრიორიტეტია, ვიზრუნოთ და დავიცვათ გარემო, უნიკალურ ბუნება; ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ იმ ამოცანებზე, რომელიც დასახული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ჯანსაღი გარემოს დასაცავად არაერთი რეფორმა უკვე განვახორციელეთ. მომავალში ეს რეფორმები კიდევ უფრო მასშტაბური იქნება”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანი იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისებაა, რომლებიც ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე და სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.
ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადასცა. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები. დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისის ზოოპარკი, ეკოხედვა, CENN.
გაიცანით ფოტოგრაფი, მხატვარი და დიზაინერი ქუთაისიდან
| გელა ღაჭავა, რომელმაც საკუთარ ნამუშევრებში არაერთი ქალაქი და განსაკუთრებული კადრი ასახა