პარასკევი, აგვისტო 28, 2026
- Advertisement -
Google search engine

რთველი და რიტუალები

0
2024 წლის რთველის სუბსიდირება გრძელდება

რთველი და რიტუალები

იმერეთში ყურძნის კრეფის შემდეგ ვენახში მამალს დაკლავდნენ. ჯანიან ბავშვს გააგორებდნენ – სამომავლოდ ასე მძიმე მტევნები მოისხასო.
ქართლში რთვლის წინ სალოცავში შესწირავდნენ თხას, ცხვარს ან მამალს. სუფრას ვენახში გაშლიდნენ, ხოლო პირველად აჭრილ აკიდოს ღვთაებას უძღვნიდნენ.
რაჭაში ყურძნის კრეფას მანამ არ დაიწყებ­დნენ, ვიდრე ცვარი არ შეშრებოდა, რადგან ცვრიან ყურძენს წყალი გაჰყვება და ღვინო რბი­ლი გამოვაო.
სამეგრელოში ყურძენს რომ მოკრეფდნენ, ნამდვილი დღესასწაული იმართებოდა. ოჯახის უფროსი ზურგზე ბავშვს მოიკიდებდა და მაღლარ ვაზთან მივიდოდა, ვაზს ფელამუშს წააც­ხებდა და დაილოცებოდა – შენც ასე მოიხარე ყურძნის მტევნებისგან, როგორც მე ვარ მოხრილი ტვირთისგანო.
კახეთში რთვლის შემდეგ ყველაზე მსუქან, მძიმეწონიან ქალს გააგორებენ ხოლმე ვენახში, რომ გაისადაც ბარაქიანი მოსავალი მოიწიონ.

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება

0

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის პერიმეტრებსა და ჯაგნარებს ცივი შესხურების ტექნოლოგიით ამუშავებს. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, რომლებიც მავნებლის მოსაზიდად არის დამონტაჟებული, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოზამთრეობის ფაზიდან გამოსული მავნებლის რიცხოვნობის დადგენის მიზნით, პირველ ეტაპზე ჩატარდა აზიური ფაროსანას მონიტორინგი. წამლობის ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება იმ ტერიტორიებზე, სადაც, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. გეგმის თანახმად, წლის განმავლობაში 94 000 ჰექტრამდე ტერიტორია დამუშავდება; დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავსდება 50 000-მდე სპეციალური სადგური.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, აზიური ფაროსანა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებიდან გამოდის და ტყის პერიმეტრისკენ მიგრირებს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა იწყებს მცენარით კვებას და ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ზიანის აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა, რაც გულისხმობს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში მავნებლის მექანიკური ღონისძიებებით განადგურებას და თხილის ბაღების მოვლას შესაბამისი ფენოკალენდარული სქემის მიხედვით.

მექანიკური ღონისძიებები იხილეთ ბმულზე.

რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ტანას დათეძამის დაცული ტერიტორიების და ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყება

0
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

ინიციატივის მხარდასაჭერად, სამუშაო შეხვედრები გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის„ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი მოსახლეობისთვისსოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების გზით. მიმდინარე პერიოდში მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ თემებთან, რათა მოხდეს საჭიროებებისიდენტიფიცირება, რომლის შესაბამისად დაიწყება საგრანტო პროექტების დაფინანსების ეტაპი.

სამუშაო შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ მცირე გრანტებით უზრუნველყოფისათვის საჭიროებებს, ასევე, იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მიმდებარე ადგილობრივი თემების განვითარებაზე.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ერუშეთის ეროვნულიპარკის ადმინისტრაციების და დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის ადგილობრივი თემებისწარმომადგენლებმა – ონის, საჩხერის, ახალციხის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, რესურსცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების: „ტოლერანტი“, „ორალი“, „ურაველი“, „მუსხი“, „მინაძე“ წარმომადგენლებმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბარვასაც ცოდნა უნდა

0

ბარვასაც ცოდნა უნდა

დასაბარ ნაკვეთს ვყოფთ ორ თანაბარ A და B მონაკვეთად. პირველი კვლიდან (ა) ამობარულ მიწას ათავსებენ იქვე, B მონაკვეთის კიდეზე (ბ). პირველი კვალი ამოივსება მეორე თხრილიდან ამოღებული ბელტით (ვ) და ა.შ. B მონაკვეთის პირველი კვლის ბელტით ავსებენ A მონაკვეთის ბოლო კვალს (გ). B მონაკვეთის ბოლო კვალი (დ) ამოივსება სულ პირველი კვლიდან ამოღებული ნიადაგით.
კვლების ფსკერზე სასურველია დაიყაროს გა­დამწვარი ნაკელი ან კომპოსტი.

დაბარული ნიადაგი კარგად უნდა ჩაითოხნოს და ფოცხით მოსწორდეს, რის შემდეგაც ვყოფთ კვლებად. კვლების გასატარებლად უმჯობესია კვლის თავსა და ბოლოში დავასოთ პალოები და გავაბათ ლარი.
ამის შემდეგ თოხის წვერით ვაკეთებთ კვლებს, მოვრწყავთ და შემდეგ ვიწყებთ თესვას. დათესილ კვლებს ფოცხით მოვასწორებთ და მსუბუქად დავტკეპნით. რაც უფრო წვრილია თესლი, მით უფრო ნაკლებ სიღრმეზე ითესება და პირიქით.

გახსოვდეთ

ბარი მიწაში უნდა ჩაუშვათ ვერტიკალურად, რათა ნიადა­გი უკეთ გაფხვიერდეს.

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს

0

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.  საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოდგენილი იყო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO.

ოთხდღიან გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ დამთვალიერებელს გააცნო  საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით. ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა. გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებული დაინტერესება დაცული ტერიტორიების სალაშქრო მიმართულებებმა გამოიწვია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების  ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული სეგმენტის დაინტერესების  და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 67,6 %-ით გაიზარდა.

საერთაშორისო გამოფენაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდის სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი მასპინძლობდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

0
ქართველი მეწარმე ქალები ტრადიციულ ნაქარგობასთან და თანამედროვე ბიზნესთან
მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენები ყოველდღიურ სიახლედ იქცა ქართულ საზოგადოებაში. თუმცა, ამ სფეროს გარშემო მრავალი მითი ტრიალებს, რომელიც ხშირად ჩვენს აღქმას არასწორად აყალიბებს.

24 მარტს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში  მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა! სიმპოზიუმი გახსნა „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თეა ადუაშვილმა, რომელსაც მედიაჰოლდინგი 《შენი》 ესაუბრა:

 “4 წელია, რაც ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა და ყოველ წელს მარტის თვეში 100 ქართველი ქალის მხარდასაჭერად ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. დღესაც, ჩვენი თანაორგანიზატორია “საქართველოს იურისტები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” და მათთან ერთად ვაკეთებთ ამ ღონისძიებას მეწარმე ქალების მხარდასაჭერად.

 100 მეწარმე ქალზე გვქონდა გათვლილი, რომლებსაც კონსულტაციებს ვუტარებდით სრულიად უსასყიდლოდ. წელს მათი რაოდენობა უკვე 140-მდე გაიზარდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ქალის გაძლიერება და ჩვენი ასოციაციით ყოველთვის ვუჭერთ მხარს ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას.
დიდი მადლობა!”

მედიაჰოლდინგი 《შენი》დგას ქართული წარმოების გვერდით.

განაგრძეთ კითხვა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა კახეთის მიმართულებით

0
გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებით.
2024 წელს დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იანი და ბაკურციხე – წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა.
გაგრძელდება 2023 წელს დაწყებული საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

May be an image of text

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები პარიზში მიმდინარე ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობენ

0

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები პარიზში მიმდინარე ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12 ქართული კომპანია წარმოდგენილია ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine Paris; ასევე 12 კომპანია მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში VinExpo Paris-ი.

გამოფენებზე ქართული ღვინის სტენდები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ დაათვალიერა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებისა და მედიაკამპანიების დასაგეგმად საქმიან შეხვედრებს მართავს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.

„ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ახალი სავაჭრო პარტნიორობის მოსაძიებლად და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. მსგავს გამოფენებზე, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

გამოფენაზე RAW Wine, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან, ხოლო VinExpo Paris-ი ითვლება ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენად, სადაც ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

გამოფენებზე ქართული სტენდები დაათვალიერა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმაც.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ლია მუმლაძე ვარდების ბაღიდან მცენარეების მოვლის მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ

0
xr:d:DAGBieNDyv8:2,j:4932991395656877854,t:24040509
გაიცანით ლია მუმლაძე – ვარდების ბაღიდან…
🌷
ის მცენარეების მოვლის მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ პლატფორმაზე👇

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხში­რად მეს­მის თქვენ­გან ეს პრე­ტენ­ზია…“

0

პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი მშობ­ლებს ურ­ჩევს, თავი შე­ი­კა­ვონ ბავ­შვე­ბის­თვის .ე.წ. სნე­ქე­ბის მი­ცე­მის­გან.

„ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხში­რად მეს­მის თქვენ­გან ეს პრე­ტენ­ზია, ღრმა ჩა­კი­თხვის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვი უხ­ვად იღებს ცო­მე­ულს და სხვა­დას­ხვა სნე­ქებს კვე­ბა­თა შო­რის, ამი­ტომ თუ დღის მე­ნი­უ­ზე უარს ამ­ბობს, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს უმა­დო­ბას და არც გა­საკ­ვი­რია, პა­ტა­რა და­ნაყ­რე­ბუ­ლია, შე­ე­ცა­დეთ არ მის­ცეთ ეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის უსარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი კვე­ბა­თა შო­რის, თუ ამ პრინ­ციპს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ, თან­და­თან გა­მოს­წორ­დე­ბა კვე­ბის რე­ჟი­მიც, თუმ­ცა თა­ვი­დან ცოტა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ შე­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა” – წერს პე­დი­ატ­რი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network