ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ

0

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე – Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი.

Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – მას 3 000-ზე მეტი გამომფენი და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს – ქართულ პავილიონში, რომელიც 81 კვ.მ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, ექსპორტზე ორიენტირებული 8 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს.

Alimentaria 2024-ზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული პროდუქტები: მინერალური და მტკნარი წყლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები, თაფლი, თხილი და თხილის პროდუქტები, კაკალი, გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, საკვებისა და სასმლის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ვიზიტორებს და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, გააფართოონ საექსპორტო ბაზრების არეალი და დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება…“ – მედცენტრი ულოცავს ჩვენს პაციენტებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს!

0

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დირექტორი დეა ქაჯაია გილოცავთ შობა-ახალ წელს:

„კორპორაცია მედცენტრი ულოცავს ჩვენს პაციენტებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს!
ხელმისაწვდომი და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, ჩვენი თანამოქალაქეთა უზრუნველყოფა კლინიკა „მედცენტრის“ სტრატეგიული გეგმის საბაზისო ნაწილია. სწორედ ამ მიზნის სისრულეში მოყვანისა და დასავლური სტანდარტების დანერგვის პროცესის წარმატებული წარმართვისთვის მადლობად ვუხდი „მედცენტრის“ როგორც კლინიკურ, ასევე ადმინისტრაციულ სექტორს, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საერთაშორისო აკრედიტაციამდე.

კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენ მოქალაქეებს, ჯანსაღ სოციალურ გარემოში ყოფნას ვუსურვებ, პაციენტებზე ზრუნვა და საჭიროებისას მისი სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება.

მადლობას ნდობისთვის!!!“

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი – ონკოლოგიასთან ბრძოლის 60-წლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სრულ სპექტრს:
სისხლძარღვთა ქირურგია;
ონკოქირურგია;
კარდიოლოგია;
არდიოქირურგია;
ოფთალმოლოგია;
ოტორინოლარინგოლოგია;
ნევროლოგია;
ნეიროქირურგია;
ინტენსიური თერაპია;
24/7 გადაუდებელი დახმარება.
“მედცენტრი” აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და რეგულარულად მოდერნიზდება!
ინფორმაცია დანარჩენ მიმართულებებზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ინსტაგრამსა და საიტზე

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მედცენტის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს ახალ წელს ულოცავს:

„გილოცავთ…
ჩემთვის პატივია, რომ ზუსტად მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.
ზუსტად ასეთი ძლიერი და ხარისხზე ორიენტირებული კლინიკები, როგორიც არის მედცენტრი / MedCenter ირჩევენ აკრედიტაცია კანადას Accreditation Canada“.

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დამფუძნებელი მიხეილ ართმელიძე ახალ წელს გილოცავთ:

ჭურჭლის ნამტვრევებით და ქვებით შექმნილი გენიალური ნახატები…

0
ჭურჭლის ნამტვრევებით და ქვებით შექმნილი გენიალური ნახატები...
#image_title

ჭურჭლის ნამტვრევებით და ქვებით შექმნილი გენიალური ნახატები.

88 წლის თელაველი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი.

15 წლის ასაკში ელენემ მუშაობა დაიწყო ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად.

დაიწყო ელენემ ნახატების შექმნა, საღებავის და ფანქრის არქონის გამო ხატვის განსხვავებულ ხერხს მიმართა და ამისათვის ჭურჭლის ნამტვრევებს, კანფეტის ფერად ქაღალდებს და კენჭებს იყენებდა და დღესაც ასე აგრძელებს.

ამბობს, რომ სიბერეს ვერ გრძნობს და არ სჯერა, რომ 88 წლის არის. უყვარს ადამიანები და მისი სურვილია თელავის ცენტრში დაიდგას ქანდაკება „ოცნების კოშკი” სადაც ახალგაზრდა შეყვარებულები მივლენ და დაისვენებენ.

ელენე თვლის, რომ თუ ადამიანი ხელოვანია, მისი შემოქმედება, როგორც თავად ამბობს ლეიბის ქვეშ არ უნდა დამალოს და ის საზოგადოებამ უნდა გაიცნოს.

88 წლის თელაველ ელენე ლუხუტაშვილის ნახატები ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. მხატვრის ტექნიკა რადიკალურად განსხვავებული და შრომატევადია. მასში არც საღებავები და არც ფანქრებია გამოყენებული.

ელენე ლუხუტაშვილის ნახატები - Sputnik საქართველო

ის შექმნილია ჭურჭლის ნამტვრევებით, ზღვის კენჭებით და კანფეტის ფერადი ქაღალდებით. ელენე ლუხუტაშვილმა ხატვის ამ მეთოდს საღებავების და ფანქრების არქონის გამო მიმართა.

15 წლიდან მუშაობდა და თითოეულ ქმნილებაში დიდ სიყვარულს დებდა.  ელენე ლუხუტაშვილი აუდიტორიამ გადაცემა „2030″-ის მეშვეობით გაიცნო და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მისი ოცნება ახდა და ეროვნულ გალერეაში პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა უზრუნველყო.

 

რთველი და რიტუალები

0
2024 წლის რთველის სუბსიდირება გრძელდება

რთველი და რიტუალები

იმერეთში ყურძნის კრეფის შემდეგ ვენახში მამალს დაკლავდნენ. ჯანიან ბავშვს გააგორებდნენ – სამომავლოდ ასე მძიმე მტევნები მოისხასო.
ქართლში რთვლის წინ სალოცავში შესწირავდნენ თხას, ცხვარს ან მამალს. სუფრას ვენახში გაშლიდნენ, ხოლო პირველად აჭრილ აკიდოს ღვთაებას უძღვნიდნენ.
რაჭაში ყურძნის კრეფას მანამ არ დაიწყებ­დნენ, ვიდრე ცვარი არ შეშრებოდა, რადგან ცვრიან ყურძენს წყალი გაჰყვება და ღვინო რბი­ლი გამოვაო.
სამეგრელოში ყურძენს რომ მოკრეფდნენ, ნამდვილი დღესასწაული იმართებოდა. ოჯახის უფროსი ზურგზე ბავშვს მოიკიდებდა და მაღლარ ვაზთან მივიდოდა, ვაზს ფელამუშს წააც­ხებდა და დაილოცებოდა – შენც ასე მოიხარე ყურძნის მტევნებისგან, როგორც მე ვარ მოხრილი ტვირთისგანო.
კახეთში რთვლის შემდეგ ყველაზე მსუქან, მძიმეწონიან ქალს გააგორებენ ხოლმე ვენახში, რომ გაისადაც ბარაქიანი მოსავალი მოიწიონ.

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება

0

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის პერიმეტრებსა და ჯაგნარებს ცივი შესხურების ტექნოლოგიით ამუშავებს. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, რომლებიც მავნებლის მოსაზიდად არის დამონტაჟებული, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოზამთრეობის ფაზიდან გამოსული მავნებლის რიცხოვნობის დადგენის მიზნით, პირველ ეტაპზე ჩატარდა აზიური ფაროსანას მონიტორინგი. წამლობის ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება იმ ტერიტორიებზე, სადაც, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. გეგმის თანახმად, წლის განმავლობაში 94 000 ჰექტრამდე ტერიტორია დამუშავდება; დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავსდება 50 000-მდე სპეციალური სადგური.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, აზიური ფაროსანა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებიდან გამოდის და ტყის პერიმეტრისკენ მიგრირებს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა იწყებს მცენარით კვებას და ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ზიანის აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა, რაც გულისხმობს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში მავნებლის მექანიკური ღონისძიებებით განადგურებას და თხილის ბაღების მოვლას შესაბამისი ფენოკალენდარული სქემის მიხედვით.

მექანიკური ღონისძიებები იხილეთ ბმულზე.

რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ტანას დათეძამის დაცული ტერიტორიების და ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყება

0
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

ინიციატივის მხარდასაჭერად, სამუშაო შეხვედრები გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის„ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი მოსახლეობისთვისსოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების გზით. მიმდინარე პერიოდში მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ თემებთან, რათა მოხდეს საჭიროებებისიდენტიფიცირება, რომლის შესაბამისად დაიწყება საგრანტო პროექტების დაფინანსების ეტაპი.

სამუშაო შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ მცირე გრანტებით უზრუნველყოფისათვის საჭიროებებს, ასევე, იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მიმდებარე ადგილობრივი თემების განვითარებაზე.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ერუშეთის ეროვნულიპარკის ადმინისტრაციების და დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის ადგილობრივი თემებისწარმომადგენლებმა – ონის, საჩხერის, ახალციხის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, რესურსცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების: „ტოლერანტი“, „ორალი“, „ურაველი“, „მუსხი“, „მინაძე“ წარმომადგენლებმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბარვასაც ცოდნა უნდა

0

ბარვასაც ცოდნა უნდა

დასაბარ ნაკვეთს ვყოფთ ორ თანაბარ A და B მონაკვეთად. პირველი კვლიდან (ა) ამობარულ მიწას ათავსებენ იქვე, B მონაკვეთის კიდეზე (ბ). პირველი კვალი ამოივსება მეორე თხრილიდან ამოღებული ბელტით (ვ) და ა.შ. B მონაკვეთის პირველი კვლის ბელტით ავსებენ A მონაკვეთის ბოლო კვალს (გ). B მონაკვეთის ბოლო კვალი (დ) ამოივსება სულ პირველი კვლიდან ამოღებული ნიადაგით.
კვლების ფსკერზე სასურველია დაიყაროს გა­დამწვარი ნაკელი ან კომპოსტი.

დაბარული ნიადაგი კარგად უნდა ჩაითოხნოს და ფოცხით მოსწორდეს, რის შემდეგაც ვყოფთ კვლებად. კვლების გასატარებლად უმჯობესია კვლის თავსა და ბოლოში დავასოთ პალოები და გავაბათ ლარი.
ამის შემდეგ თოხის წვერით ვაკეთებთ კვლებს, მოვრწყავთ და შემდეგ ვიწყებთ თესვას. დათესილ კვლებს ფოცხით მოვასწორებთ და მსუბუქად დავტკეპნით. რაც უფრო წვრილია თესლი, მით უფრო ნაკლებ სიღრმეზე ითესება და პირიქით.

გახსოვდეთ

ბარი მიწაში უნდა ჩაუშვათ ვერტიკალურად, რათა ნიადა­გი უკეთ გაფხვიერდეს.

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს

0

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.  საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოდგენილი იყო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO.

ოთხდღიან გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ დამთვალიერებელს გააცნო  საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით. ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა. გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებული დაინტერესება დაცული ტერიტორიების სალაშქრო მიმართულებებმა გამოიწვია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების  ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული სეგმენტის დაინტერესების  და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 67,6 %-ით გაიზარდა.

საერთაშორისო გამოფენაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდის სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი მასპინძლობდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

0
ქართველი მეწარმე ქალები ტრადიციულ ნაქარგობასთან და თანამედროვე ბიზნესთან
მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენები ყოველდღიურ სიახლედ იქცა ქართულ საზოგადოებაში. თუმცა, ამ სფეროს გარშემო მრავალი მითი ტრიალებს, რომელიც ხშირად ჩვენს აღქმას არასწორად აყალიბებს.

24 მარტს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში  მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა! სიმპოზიუმი გახსნა „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თეა ადუაშვილმა, რომელსაც მედიაჰოლდინგი 《შენი》 ესაუბრა:

 “4 წელია, რაც ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა და ყოველ წელს მარტის თვეში 100 ქართველი ქალის მხარდასაჭერად ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. დღესაც, ჩვენი თანაორგანიზატორია “საქართველოს იურისტები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” და მათთან ერთად ვაკეთებთ ამ ღონისძიებას მეწარმე ქალების მხარდასაჭერად.

 100 მეწარმე ქალზე გვქონდა გათვლილი, რომლებსაც კონსულტაციებს ვუტარებდით სრულიად უსასყიდლოდ. წელს მათი რაოდენობა უკვე 140-მდე გაიზარდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ქალის გაძლიერება და ჩვენი ასოციაციით ყოველთვის ვუჭერთ მხარს ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას.
დიდი მადლობა!”

მედიაჰოლდინგი 《შენი》დგას ქართული წარმოების გვერდით.

განაგრძეთ კითხვა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა კახეთის მიმართულებით

0
გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებით.
2024 წელს დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იანი და ბაკურციხე – წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა.
გაგრძელდება 2023 წელს დაწყებული საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

May be an image of text

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

🔶 © 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network