




მხარეებმა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ქვეკომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, პროექტის კოორდინატორი რანუ სინჰუ და მსოფლიო ბანკის ექსპერტები: მიწის ადმინისტრირების მიმართულებით ანა კორსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ზდრავკო გალიკი. მიწის შეფასების კრიტერიუმებზე ონლაინ ფორმატში ისაუბრა ექსპერტმა რიჩარდ გროვერმა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა.
სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების გზით, მიწის საინფორმაციო სისტემის შემუშავება-დანერგვას, ეროვნულ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მასიური შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას,მიწის მდგრადი მართვის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე, მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადებას და მის პილოტირებას. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიწის ინვენტარიზაცია/დეშიფრირების სამუშაო პროცესს და სააგენტოს ტექნიკურ შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიწათსარგებლობისა (Land Use) და მიწის საფარის (Land Cover) ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის, ასევე, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ საქმიანობა, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არც ერთ ინსტიტუციას არ უწარმოებია, ხოლო წარსულში მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდებოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოცდილება არ არსებობს.
„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტის ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და იგი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ თანაბრად ფინანსდება.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიწის მართვისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი სისტემის მყარი საფუძვლის შექმნას.

როგორ გავაგრილოთ გადახურებული მცენარეები
ზაფხულის განმავლობაში, როდესაც სიცხე პიკს აღწევს, ბევრ ბაღსა და აივანზე მწვანე ნარგავებს ემუქრება გადახურება, მავნებლების შემოტევა და სოკოვანი დაავადებები. გაგაცნობთ სრულიად ნატურალურ და ეფექტურ ნარევს, რომელიც ბუნებრივად აცივებს მცენარეს, ამაგრებს მის იმუნიტეტს და აფრთხობს მავნებლებს.
1 ჭიქა ხის ნაცარი (კარგად გაცრილი)
100 გრამი ნატურალური ყავის ნალექი
2 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
2 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი
მთელი ინგრედიენტები ჩაყარეთ დიდ ჭურჭელში, დაასხით 2 ლიტრი წყალი და კარგად აურიეთ. დააყოვნეთ 2-3 საათით, რათა ნარევი კარგად გაიჟღინთოს. შემდეგ გადაწურეთ.
მცენარეები მორწყეთ დილაობით ადრე ან გვიან საღამოს, როდესაც მზე არ ანათებს პირდაპირ. ნარევი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ, განსაკუთრებით ხანგრძლივი სიცხის დღეებში.
ნაცარი მდიდარია კალიუმით და ამაგრებს მცენარის უჯრედებს.
ყავა ბუნებრივად აფრთხობს მავნებლებს და ასტიმულირებს ფესვების ზრდას.
დარიჩინი ძლიერია სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც მთლიანად რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.
,,ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მიიღეს ქართველმა სპეციალისტებმა, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში.
,,სამი დღის წინ, ჩვენ ისტორიული ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დავასრულეთ. წინ კიდევ ბევრი მასშტაბური და წარმატებული პროექტებია. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ გზას ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა.
„იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური საქართველოს საუკეთესო კერძია.
ბრტყელი ფორმის პური ცხვება საფუვრიანი ცომით, რომელსაც ნავის ფორმას აძლევენ. მასში ათავსებენ უხვად ყველსა და კვერცხს. წაგრძელებული ფორმა მაქსიმალურად ზრდის კონტრასტს ტექსტურაში, ნაზი შიგთავსიდან მკვეთრ, ყავისფერ წვეროებამდე.
2019 წელს ხაჭაპური „იუნესკოს“ არამატერიალურ ფასეულობათა ნუსხაში შეიტანეს“, – წერს CNN-ი.

იმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა. რეგიონისთვის ახალი ავტობუსების შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ამ ეტაპზე იმერეთს 12 ახალი ავტობუსი დაემატა და 5 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
ახალი სამგზავრო ავტობუსები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კომფორტულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.
,,ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შევიძინეთ 12 ძალიან კომფორტული და კეთილმოწყობილი ავტობუსი, რომელიც იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ხვალიდან ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ იმგზავრონ ამ ავტობუსებით ძალიან კომფორტულად თავიანთ ქალაქებში. რა თქმა უნდა პროცესი გრძელდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტს მივაწოდოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტი, რომლითაც ჩავანაცვლებთ კერძო სექტორს და გვექნება მუნიციპალური ტრანსპორტი ადგილზე“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება, რისთვისაც თანხები როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
აღნიშნული პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადანაწილდება.
„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც“, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
„ძირითადად ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი – H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება. H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, – მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს – ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.
რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება – ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში – გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ ტელეწამყვან თეა გვასალიასთან, რომელსაც 10 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა “ამბობენ”… მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, ამ პროფესიას დაშორდა, თეა გვასალია ქართულ საზოგადოებას ახსოვს, როგორც სახასიათო სტილის წამყვანი…
– ქალბატონო თეა, იმ 90-იანებში, როცა ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრი იყო, 10 წელი მიგყავდათ ყველაზე “ფერადი” გადაცემა 《ამბობენ》 – თქვენი, როგორც წამყვანის სტილი იყო ყველასგან განსხვავებული და ამის გამო დღემდე ყველას ახსოვხართ… გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია და მიზეზი, რის გამოც ტელევიზიიდან წახვედით?
– დიდი მადლობა. მართალი გითხრათ, მიკვირს კიდეც, ამდენი ხნის შემდეგაც რომ ახსოვთ ჩემი გადაცემა და ქუჩაშიც რომ მცნობენ…
ტელევიზიიდან კი იმიტომ წავედი, რომ მაშინდელი 《პირველი არხი》 საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა და ჩათვალეს, რომ ამ სტატუსს უფრო სერიოზული გადაცემები შეეფერებოდა. შუადღის გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს, რომელსაც “სარჩევი” ერქვა, სხვადასხვა თემაზე ვიძლეოდით რჩევებს…
გადაცემა, თავისთავად, ცუდი არ იყო, მაგრამ მე მაინც ჩემი “ამბობენ” მერჩივნა. მაშინ უკვე მყავდა ერთი შვილი, ელენე და მეორის გაჩენა რომ გადავწყვიტე, გაირკვა, რომ ერთის ნაცვლად, ორი უნდა გამეჩინა სადღაც მეხუთე თვეზე, ექიმებმა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა ამიკრძალეს, წამოვედი ტელევიზიიდან და აღარც მივბრუნებულვარ, რადგან დეკრეტის შემდეგ რაც შემომთავაზეს, ჩემთვის საინტერესო არ იყო.

– სოციალურ ქსელში თვალს გადევნებთ და ვიცი, რომ ესპანური ენა თქვენი პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს ენა?
– ჩემი და ესპანურის სიყვარული უხსოვარი დროიდან იწყება. ძალიან პატარამ ავიჩემე, რომ ეს ენა უნდა მესწავლა და მოვახერხე კიდეც, რაც იმხანად არ იყო ადვილი საქმე…
მერე ესპანეთშიც მომიწია სწავლამ და იქიდან მოყოლებული, ესპანური ენა მშობლიურივითაა ჩემთვის. ვთარგმნი, ვასწავლი, სახელმძღვანელოებს ვწერ…
– ესპანურ ენას ასწავლით ახალგაზრდებს, გამოსცემთ სახელმძღვანელოებს, თარგმნით მარკესს… კიდევ რას საქმიანობს თეა გვასალია და რა არის ჰობი, განტვირთვის საშუალება, რაც სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება?
– ჰობი, საყვარელი საქმიანობა და მიზანიც ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი დამხმარე საშუალება დავწერო და გამოვცე ესპანური ენის შესწავლის მსურველთათვის. რაც მე არ მქონდა თავის დროზე, ახალ თაობას რომ ჰქონდეს და იოლად ისწავლოს ჩემი საყვარელი ენა…

– მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში აღარ ხართ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება – ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…
– ჟურნალისტი, პირველ რიგში, ნაკითხი უნდა იყოს. უწიგნურ ჟურნალისტზე სავალალო სანახაობა არ არსებობს. ამასთან, ჩემი აზრით, გადაცემის წაყვანის ან რეპორტაჟის მომზადების საკუთარი სტილიც უნდა ჰქონდეს, სიტყვების მარაგთან და ცოტა “შარმთან” ერთად…
– გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…
– ყველას, ვინც პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩიეთ, წარმატებას გისურვებთ და გირჩევთ მარაგში სხვა სპეციალობაც გქონდეთ, მარტო ჟურნალისტის დიპლომის იმედად ნუ იქნებით
ავტორი: თათია გოჩაძე
პროექტი, რომლის ღირებულებაც 3,8 მლნ ლარზე მეტია, 14 კილომეტრამდე სიგრძის სრულიად ახალი, დახურული ქსელის და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანის 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
მათივე ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 107 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით 71,3 მლნ ლარი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით 24 120 ჰექტარი მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 13 320 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დაშრობილი მიწის ფართის რაოდენობაა 8725 ჰექტარი.