ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

“იმდენი ადამიანი იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, გაჩნდება კითხვები – ვისი გაკეთებულია საქმე”?

0
“იმდენი ადამიანი იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, გაჩნდება კითხვები – ვისი გაკეთებულია საქმე”?
სრული გადაცემა იხ.ბმულზე:

ხის ოსტატი რევაზ გორელაშვილი

0

„ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაც დარჩეს და მოსაგონარი იყოს.“

– ხის ოსტატი რევაზ გორელაშვილი

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ჩვეულებრივი სეზონია – გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია…“ – პაატა იმნაძე

0

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი.

„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. არის რესპირატორული ვირუსი. შესაძლოა, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს.

ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს. ახლა კორონას შემთხვევები ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. შეიძლება, ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია.  ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.

„39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.

„გრი­პის ვირუსს 5-წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბის დიდი რის­კი აქვს. ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ პრე­ვენ­ცი­ის სა­მიზ­ნეს სწო­რედ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში არის სწო­რედ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლი გრი­პის ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა.“

მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 30%-ს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა,

„კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 30%-ს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა. დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, 25-30 პა­ცი­ენ­ტი იწვა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, იან­ვრის და­სა­წყის­ში ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი 75-80-ის ფარ­გლებ­შია.

წელს ეს შემ­თხვე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე იყო გა­სულ 2 წელს. თუ 2022 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს 380 შემ­თხვე­ვა იყო 100 ათასს მო­სახ­ლე­ზე, ახლა 160-170 არის, ამი­ტომ დიახ, მა­ტე­ბა არის, მაგ­რამ არა იმ­დე­ნი, რო­გორც 2022 და 2021 წელს იყო. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იან­ვარ­ში მო­ი­მა­ტოს ამ ციფ­რებ­მა, წინ არის იან­ვა­რი“, – აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თუშური გუდის ყველი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ყვე­ლია

0
თუშური გუდის ყველი ცხვრის ტყავის გუდაში ტრადიციული დამზადების პროცესი საქართველოს მთიანეთში
თუშური გუდის ყველი საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც ალპურ საძოვრებზე მწყემსი ცხვრების რძისგან სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება. ეს ტრადიციული პროდუქტი ქართული სამზარეულოს გვირგვინია და განსაკუთრებულად უხდება ქართულ ღვინოს.
თუშური გუდის ყველი
თუშური გუდის ყველი  აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე ცნობილი ყველის სახეობაა. მის ამოსაყვანად ბატკნის სადედს, ანუ მაჭიკს იყენებენ, ამოყვანილ ყველს აძლევენ ფორმას, ამარილებენ, ათავსებენ ცხვრის ტყავისგან მომზადებულ გუდაში (თავის მხრივ, გუდას მატყლის მხარე შიგნით აქვს, რისი დამსახურებითაც  ტენიანობის საჭირო  დონეს უზრუნველყოფს, ამის გამო ყველი არ შრება), მოუკრავენ გუდას პირს, დებენ ხის წვრილ ტოტებზე, რომ ჰაერმა იმოძრაოს და არ დალპეს. გუდას პერიოდულად ატრიალებენ, რათა ყველმა თანაბრად მიიღოს მარილი და შეინარჩუნოს მრგვალი ფორმა. მეორე დღეს უმატებენ მარილიან წყალს – წათხს და პერიოდულად კვლავ ატრიალებენ. გუდაში ყველის შენახვა დიდი ხნითაა შესაძლებელი.

გუ­დის ყვე­ლი ცხვრის რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ყვე­ლია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი თუ­შეთ­ში დამ­ზად­და. ამ ყვე­ლის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და, რაც მთა­ვა­რია, სა­უ­კე­თე­სო გუ­დის ყვე­ლი მზად­დე­ბა მხო­ლოდ ალ­პურ სა­ძოვ­რებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცხვრის რძით. შე­საძ­ლე­ბე­ლია გუ­დის ყვე­ლის მომ­ზა­დე­ბა ბარ­შიც, მაგ­რამ მას ის სა­გე­მოვ­ნე­ბო თვი­სე­ბე­ბი არ ექ­ნე­ბა, რო­გორც მთა­ში დამ­ზა­დე­ბულს.

ტრადიციულ გუდის ყველს ისე არაფერი უხდება, როგორც კახური მეთოდით, ქვევრში ექვსი თვის განმავლობაში დავარგებული რქაწითელი. ეს ცნობლი წყვილია, კახური ღვინისა და თუშური ყველის „მეგობრობა” საუკუნეებია მოდის.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

0
სოფლის ეკლესია ნათლისღების დღეს წმიდა აიაზმით
ნათლისღების აღნიშვნა სოფლად განსაკუთრებული ტრადიციებით და მნიშვნელობით გამოირჩევა. გაიგეთ, როგორ ვაღნიშნოთ ეს წმიდა დღე ძველი წესების შესაბამისად.

გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს.

ნათლისღება ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და მის წინა დღეს ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში სრულ­დე­ბა წყალ­კურ­თხე­ვა დიდი აიაზ­მის წე­სით და ნა­კურ­თხი წყა­ლი ურიგ­დე­ბათ მორ­წმუ­ნე­ებს. ამ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი იორ­და­ნის მად­ლი ეძ­ლე­ვა და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ იხ­რწნე­ბა. მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით – ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია.

სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ივნისი – ნიადაგს ესაჭიროება ხშირ­ხშირად გაფხვიერება. არ უნდა დავუშვათ, რომ მიწამ პირი შეიკრას…

0
ფერმერი ნიადაგს ამუშავებს ბაღში
ივნისში ნიადაგის სწორი გაფხვიერება მცენარეების ჯანმრთელობის საწინდარია. ისწავლეთ როგორ დაიცვათ ტენი მშრალი რწყვის მეთოდით.

ივნისი

ზაფხულში მხოლოდ ამინდის იმედზე ნუ ვიქ­ნებით, ახლა ნიადაგს ესაჭიროება ხშირ­ხშირად გაფხვიერება. არ უნდა დავუშვათ, რომ მიწამ პირი შეიკრას, როგორც კი ნიადაგის ზედაპირი გამაგრდება, მასში წარმოქმნილი ე.წ. კაპილარების საშუალებით ქვედა ფენებში არსებული ტენი ორთქლდება და მცენარეებს პრობლემები ექმნება. ამიტომ, რაც შეიძლება, ხშირად გააფხვიერეთ ნიადაგი. ამას სხვანაირად მშრალად რწყვასაც უწოდებენ. თუ საშუალება გაქვთ და მორწყავთ, ხომ კარგი, თუ არადა, რეგულარულად აფხვიერეთ მიწა.
ამ პერიოდში სასურველია დამა­ტებითი თხი­ერი სასუქის (წუნწუხის) შეტანა. მრა­ვალ­წლიან კულტურებს შე­აცალეთ შტამბსა და ტო­ტებზე გან­ვი­თარებული ამონაყარები, შეწამლეთ მავ­ნე­ბელთა და დაავადებების სა­წი­ნააღმდეგო საშუალებებით.
ხენდროს წააწყვიტეთ ზედმეტი ულ­ვაშები, და­ტოვეთ მხოლოდ ნერგებად საჭირო რაოდენობა.
ბაღჩაში გადარგეთ ყაბაყის, ნესვის, კომბოსტოსა და პამიდვრის ნერგები. შემოაყარეთ მიწა კარტოფილს, გა­აფხვიერეთ რიგთაშორისები, გა­მოხშირეთ ნათესები. შეგიძლიათ განმეორებით დათესოთ თვის ბოლოკი და ქინძი. პამიდორს შეაცალეთ ფოთლის იღლიაში განვითა­რებული ყლორტები და ააკარით საყრდენზე.
ვენახში საქმეს რა გამოლევს?! შეაცალეთ შტამბსა და მრავალწლიან მხრებზე განვითა­რებული ზედმეტი უნაყოფო და დაზიანებული ამო­ნაყარები და ნამხარი (ფოთლის იღლიაში გან­ვითარებული ყლორტები). ამოსული ბალახი გათიბეთ, ხოლო შემდეგ მოთოხნეთ. ნათიბი შეგიძლიათ პირუტყვს აჭამოთ, ხოლო ნათოხნი მიწა ვაზებს მიუტკეპნეთ ძირში მულჩის სახით. ამის შემდეგ ვაზი შეწამლეთ შესაბამისი საშუ­ალებებით: ჭრაქის დროს ბორდოს ხსნარით ან მისი შემცვლელებით, ნაცრის საწინააღმდე­გოდ შეაფრქვიეთ გოგირდი. შეფრქვევისას სა­ბერვლიდან გოგირდთან ერთად გამოსული ჰა­ერის ჭავლი ხელს უწყობს დამტვერვას. ეს კი წინა პირობაა კარგი მოსავლისათვის.

გახსოვდეთ

სამკურნალო საშუალებების შეფრქვევა და შესხურება ტარდება მ­ხო­ლოდ უქარო და მშრალ ამინდში.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახლა კენკროვანი კულტურების კრეფის დროცაა. მოსავლის აღება სასურველია დილით.

მაისი – ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენა­ხის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან. ბაღში, პირველ რიგში, 

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აჭარული ხაჭაპური და გოზინაყი Tasteatlas-ის 100 საუკეთესო სნექის სიაშია

0
აჭარული ხაჭაპური და გოზინაყი

გამოცემა Tasteatlas-მა 100 საუკეთესო სნექის რეიტინგი განაახლა.

რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა სნექმა Kepta duona-მ დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზეა გერმანული Bayerische Breze.

ჩვენთვის სასიხარულოა რომ ასეულში მოხვდა 2 ქართული სნექი: აჭარული ხაჭაპური და გოზინაყი.

ხაჭაპური რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო გოზინაყი 53-ე ადგილზეა.

წყარო

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხიზაბავრული ჩაშუშული ბატის ხინკალი

0
ხიზაბავრული ჩაშუშული ბატის ხინკალი |
ბატის ქართული ჯიშები და ბატის ხინკლის მომზადების ტრადიცია…
წყარო: პირველი არხის არქივი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პანდემიის პერიოდში შექმნილი, კიდევ ერთი წარმატებული აგრობიზნესი – ნიკა წულუკიძეს ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს

0
პანდემიის პერიოდში შექმნილი, კიდევ ერთი წარმატებული აგრობიზნესი
ნიკა წულუკიძე,
27 წლის.
ხულო, დიდაჭარა/
ვარდების სასათბურე მეურნეობა

ნიკა წულუკიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. 26 წლისაა, ჰყავს მეუღლე – ჯული და ორი ტყუპი გოგონა. ნიკა ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს, იურიდიულ ფაკულტეტზე, სტატუსის შეჩერება მოუწია, რადგან ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურებზე ერთდროულად სწავლა არ შეიძლება.

ნიკა წულუკიძე ხულოს წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ახლა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის.

ნიკა წულუკიძე ხულოს მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გავიცანი. ნიკა არის ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი, შრომელი.

ნიკამ მიამბო, რომ ვარდების მოშენებას აპირებდა. ნიკა ახლა უკვე ფერმერია, სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად სოფელში სათბურის გააკეთა მოახერხა. ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს. 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპილოტე პროგრამის თანადაფინანსება მოიპოვა. სოფელ დიდაჭარაში, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე, გააშენა სათბური.

ოჯახთან ერთად ვარდის მოშენება ნიკამ 2021 წლის მარტში დაიწყო. ნერგებმა მალევე გაიხარა. თავიდან მხოლოდ სათბურის კონსტრუქცია ჰქონდათ, შემდეგ გამწოვი დააყენეს, ახლა წვეთოვანს აკეთებენ, გეგმავენს განათების დამონტაჟებასაც.

სათბურის დახვეწისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის დამატებას ოჯახი უკვე საკუთარი ძალებით ახერხებს, პარალელურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსშიც. ნიკა ვარდებს უვლის, მისი მეუღლე ჯული მარკეტინგის საკითხებს აგვარებს. სათბურში დარგულ ვარდებს ნიკა და მისი ოჯახის წევრები უვლიან, ხოლო ღია გრუნტზე დარგულ ვარდებზე ნათესავები ზრუნავენ. სეზონურად კიდევ ორი ადამიანის დასაქმებას შეძლებენ.

ვესაუბრეთ ნიკა წულუკიძეს:

-„გაამართლებდა თუ არა სათბური ხულოში, ალბათ, ჩვენს შრომაზეც იყო დამოკიდებული. გვეშინოდა, ზამთარს არ ჩამოეშალა სათბური. ხულოს მიწა გამოვიკვლიეთ. ვარდს ნამდვილად შეუძლია ხულოს მიწაზე გახარება და მოსავლის მოცემა.

მე და ჯული  ვეძებდით ვარდის ჯიშებს. ჯერ სხვა ჯიში გვირჩიეს, გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ის ჯიში ვერ გაუძლებდა სიცივეს, ამიტომ ჰოლანდიური ვარდის ჯიშის, ჯუმელიას მოშენება გადავწყვიტეთ. ეს ჯიში დაახლოებით 7-8 წელი იძლევა მოსავალს, ერთი ძირი  10-12 ცალ ვარდს იძლევა წელიწადში, საშუალო პირობები რომ შეუქმნა.

სოციალური ქსელით ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ჯუმელიას ვარდის ნერგები, საწყის ეტაპზე 2000 ვარდის ნერგი შევიძინეთ.

დაახლოებით 4 000 ცალი ვარდის რეალიზება შევძელით. გადავწყვიტეთ, ვარდები ღია გრუნტზეც მოგვეშენებინა. დაახლოებით 400 მეტრზე დავამატეთ 3500 ძირი ვარდი და აქედან მოსავალს შემოდგომისთვის ველოდებით.

ვარდისთვის ყველაზე კარგი სეზონი აპრილის ბოლოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.

ჩვენი გაანგარიშებით, ამ ეტაპზე 20 000 – 25 000 ვარდის მიღება შეგვიძლია სეზონურად. რაც უფრო მეტად მოუვლი ვარდს, მით უფრო მეტ შემოსავალს იძლევა. 200 კვადრატულ ფართობში ვარდი ვეღარ სუნთქავდა და გამწოვები სჭირდებოდა სათბურს. საქმემ გვიჩვენა საქმე.

მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემი საქმიდან მაგალითს იღებენ. დიდაჭარაში 2 კერა გაჩნდა, სადაც ვარდების ბიზნესი უნდა დაიწყონ“, – ამბობს ნიკა.

ნიკა წულუკიძემ ყვავილების საკუთარი მაღაზია გახსნა ბათუმში.

ვარდებს ბათუმში ყვავილების 2 მაღაზიას აბარებდა. შეფუთულ ვარდებს ხანდახან მიკროავტობუსით აგზავნიდა, იქიდან კი მაღაზიებს თავად მიქონდათ ადგილზე.

-„ბაზარი გამოვიკვლიეთ, ბათუმსა და ქუთაისში დღეში დაახლოებით 50 000-მდე გასაყიდი ვარდი შემოაქვთ სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ადგილზე წარმოებულ ვარდს ბევრი პრივილეგია აქვს, უფრო სწრაფად მიაწოდებ გამყიდველს, უფრო მხნედ გამოიყურება და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ვარდი. ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი ვარდის გამძლეობა. მინიმუმ 16 დღეა სიცოცხლისუნარიანი წყლის გამოცვლის გარეშე,  წყალი თუ გამოუცვალე – 25 დღემდე ძლებს“, – გვითხრა ნიკამ.

ნიკას აზრით, სასათბურე მეურნეობის განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვარდი იქნება ეს, ჟოლო თუ სხვა.

-„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი, – როგორ დახვეწოს და განავითაროს იდეები მოსახლეობამ. ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დარჩებიან, ადგილზე დასაქმდებიან, ფინანსურ შემოსავალს გაამყარებენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ. სოფელში თუ იქნება 3-4 ისეთი სათბური, შესაძლებელი იქნებოდა 15-20 ადამიანის მუდმივად დასაქმება.

წლებს ითვლის უკვე ჩვენი შრომა, ძალიან ბედნიერი ვარ, იმ გამოვლილი, გაუკვალავი გზის, რომლის იმედსაც ჩემს გვერდში მყოფი საზოგადოება მაძლევდა და მაძლევს“, – ამბობს ნიკა წულუკიძე.

ესაუბრა ირინა დათაშვილი

ბიზანტიური ფულის ნიშნები სვანეთში – 613-14 წლიდან 630 წლამდე და შემდეგაც მოჭრილი მონეტებია

0
ბიზანტიური ფულის ნიშნები სვანეთში.
სვანეთში ბიზანტიური მონეტის აღმოჩენის ხუთი შემთხვევა დაფიქსრირდა. XX საუკუნის 70-იან წლებში მესტიის მუზეუმში ბიზანტიური ორი ოქროს მონეტა (სოლიდი) შევიდა. ორივე ირაკლი (ჰერაკლე) კეისრის მონეტაა, ერთი მონეტა ირაკლისა და მისი ორი ვაჟის ირაკლი-კონსტანტინეს და ირაკლიონის გამოსახულებით, მეორე – ირაკლი და ირაკლი კონსტანტინეს.
613-14 წლიდან 630 წლამდე და შემდეგაც მოჭრილი მონეტებია.
სვანეთის საკითხთან დაკავშირებით გაჩაღებულ, ბიზანტია-ირანის ომის კონტექსტში, განსაკუთრებულად საინტერესოა იუსტინე II (565-578)-ის სპილენძის მონეტის დაფიქსირება. იუსტინე II სასყიდელის გაღებაზეც კი თანახმა იყო ირანისათვის, რათა არ დაეთმო სვანეთი. მაგრამ, როდესაც საწადელს ვერ მიაღწია და ირანის მეფის ხოსროს დესპანები გზიდან გააბრუნა, საბოლოოდ ისევ იარაღს მოკიდა ხელი და 575 წელს ბიზანტიელები სვანეთში შეიჭრნენ. ირანის მომხრე მთავარი დაატყვევეს და საგანძურით, ცოლით და შვილებით კონსტანტინოპოლში წაიყვანეს. ამის შემდეგ სვანეთი ბიზანტიას გადაეცა. არა მარტო სვანეთი, არამედ სრულიად ლაზიკა ბიზანტიის გავლენის სფერო გახდა. ამას მოწმობს იუსტინე II (565- 578) – ის სპილენძის მონეტების აღმოჩენა ისტორიული ლაზიკის ტერიტორიაზე. ეს მონეტები სვანეთის გარდა აღმოჩნდა ოჩამჩირესა და ბიჭვინთაში.
VII საუკუნეში, კერძოდ, ჰერაკლე კეისრის (610-641) ლაშქრობების (626-627) შედეგად საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიაში ერთხანს ბიზანტიის ჰეგემონია დამყარდა.
622 წელს ჰერაკლე კეისარმა დატოვა კონსტანტინოპოლი და თავისი ჯარით კაპადოკიისაკენ გაემართა, სადაც ირანელები დაამარცხა. როდესაც ირანის შაჰი გაძლიერებული ლაშქრით გამოემართა, ჰერაკლეს იბერიელთა, ეგრისელთა და აფხაზთა მაშველი ძალები მიუვიდნენ. მაგრამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც კეისარს სპარსელთა ლაშქარი მოეწია, ეგრისელებსა და აფხაზებს მოკავშირეობაზე უარი უთქვამთ და შინისაკენ გამგზავრებულან. 627 წლის შემოდგომაზე. თბილისთან ხაზარებს ლაზიკიდან დიდი ჯარებით გადმოსული ჰერაკლე შეეგება. მოკავშირეებმა ყველანაირ ღონეს მიმართეს, თბილისში ვერ შემოვიდნენ და ქალაქს გაეცალნენ.
628 წელს ორი თვის მედგარი ბრძოლის შემდეგ ხაზარებმა თბილისი აიღეს. ქალაქში შეჭრილმა ხაზარებმა ველური სისასტიკით გაჟლიტეს ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. დაატყვევეს მთავრები, რომლებიც ჰერაკლე კეისარს მიგვარეს, რომელმაც მათ ჯოჯოხეთური სატანჯველი გადაუწყვიტა. კეისარს დიდი სისასტიკე გამოუჩენია აგრეთვე წარმართებისა და ცეცხლთაყვანისმცემლების მიმართ. ჰერაკლე კეისრის ლაშქრობების შედეგად ამიერკავკასიაში კარგა ხნით ბიზანტიის პოლიტიკური ჰეგემონია დამყარდა.
გაგრძელება იქნება
წყარო: სვანეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალის პოლიტიკურ – ეკონომიკური და ეთნოლოგიურ – კონფესიური ასპექტები (ძვ. წ. V- ახ. წ. XVIII სს.)
შეიძლება იყოს text გამოსახულება
შეიძლება იყოს text გამოსახულება