ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბავშვები დასასვენებლად სოფელში წაიყვანეთ, თუ მათ ამის შესაძლებლობა გაქვთ – „სოფელი არის ბავშვისთვის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც ჰიგიენისთვის, ასევე ბუნებასთან კონტაქტისთვის“ – პედიატრი ანა მაღრაძე

0

​პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვები დასასვენებლად სოფელში წაიყვანონ, თუ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ:

პანდემიამაც გვაჩვენა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები საშიშია ზოგადად ინფექციების გავრცელებისთვის. ზაფხულიც გარკვეულ ეპიდაფეთქებებთან ასოცირდება. კურორტებზე უფრო აქტიური ხდება ინფექციები. ზღვაზე ვინც წავიდა ყველას დიარეა აქვს, ღებინება აქვს. მე მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ გაქვთ სოფელი, ეს არის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც ჰიგიენისთვის, ასევე ბავშვის ბუნებასთან უფრო მეტი კონტაქტისთვის. ვიცით, რომ ყველას ეს ბედნიერება არ აქვს, შესაბამისად ისინი ირჩევენ კურორტებს.

აკრძალვა, რომ ბავშვი ზღვაზე წაიყვანო, არანაირ ასაკში არ არის. მთავარია, სწორად გავიყვანოთ ბავშვი მზეზე, სანაპიროზე. ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა, მაღალი ტენიანობის მქონე კურორტებზე ბავშვის გაყვანას სჯობს ბავშვი წაიყვანოთ მთაში. ზღვაზე დილით 10 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ გავიდეთ ზღვაზე. ვცდილობთ ბავშვი მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. მშობლებს ვურჩევთ, ბავშვი ზღვაზე წაიყვანონ სექტემბერში.

თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, რომელსაც სანაპიროზე ვერ გააჩერებთ, მშობლები უფრო დაღლილები ჩამოდიან. თუ ბავშვი მშვიდია, ჩვენს ნებას დაჰყვება, ქვიშაში ჩვენთან ერთად ითამაშებს, უფრო მარტივია. ქვიშაში ბავშვის მოტორიკის განვითარება უფრო კარგად ხდება. ბავშვი არ წუხდება სანაპიროზე. ქვიან სანაპიროზე ყოფნა არ არის ბავშვისთვის საინტერესო. ბავშვებისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა ქვიშა,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

0

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

რაჭა და მეღვინეობა…

0
xr:d:DAGCM3-jyck:4,j:6204133123910289161,t:24041212
რაჭა და მეღვინეობა

 

 

 

 

ბუნებრივი ბიოგამაძლიერებელი მცენარეებისთვის: ხახვისა და კოკა-კოლას ნარევი 🌿🍀

0
ოთახის მცენარეების მორწყვა - მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას
#image_title

ბუნებრივი ბიოგამაძლიერებელი მცენარეებისთვის: ხახვისა და კოკა-კოლას ნარევი 🌿🍀

თუ თქვენს მცენარეებს ფოთლები სცვივა, აღარ ყვავიან ან ნიადაგი დაბინძურებულია მავნებლებით – ეს სახლის პირობებში მარტივად დასამზადებელი ნარევი სასწაულივით იმოქმედებს.

როგორ მოვამზადოთ ნარევი:

🥄 ინგრედიენტები:

  • 3 თავი წითელი ხახვი

  • 300 მლ კოკა-კოლა

  • 5 ლიტრი წყალი

ინსტრუქცია:

  1. წვრილად დაჭერით წითელი ხახვი.

  2. ჩაასხით ჭურჭელში და დაასხით კოკა-კოლა.

  3. დააყენეთ ეს ნარევი 10 საათით.

  4. შემდეგ გაფილტრეთ და გააზავეთ 5 ლიტრ წყალში.

გამოყენება:

🌱 მიღებული სითხე მცენარის ძირებთან დაისხით.

ეფექტი:

  • ნიადაგის გამწმენდი: კოკა-კოლა იზიდავს ნიადაგში მყოფ მავნე ნივთიერებებს, ხახვი კი ბუნებრივი ანტიბაქტერიულია და ხელს უწყობს ამ მავნე ნივთიერებების მოცილებას.

  • მცირე მჟავიანობის რეგულატორი: კოკა-კოლას მჟავე თვისებები აძლიერებს ნიადაგში მცენარეებისთვის საჭირო მიკროელემენტების მიღებას.

  • გადარჩენის შანსის გაზრდა: თუ ჰორტენზია, ვარდი ან გარდენია ჭკნება ან ფოთლები სცვივა, ეს ნარევი მათ აღდგენაში დაგეხმარებათ.

  • სიმჟავის მოყვარული მცენარეებისთვის: გამოიყენეთ თვეში ერთხელ ლიმონისთვის, აზალიისთვის, მაგნოლიისთვის, კუმკვატისთვის და სხვა მსგავსი მცენარეებისთვის.

რჩევა მებაღეებს:

🔍 ეს ნარევი იდეალურია ორგანული მებაღეობის მოყვარულთათვის და არ საჭიროებს ქიმიური პრეპარატების გამოყენებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჭინჭარი… სასუქად

0

ჭინჭარი… სასუქად

გადაჭერით ჭინჭრის მიწისზედა ნა­წი­ლი, კა­რ­გად დაკეპეთ, ჩაყარეთ ხის კასრში (მე­ტა­ლი­სა არ გამოდგება), დაასხით წყალი და გა­და­აფარეთ ისეთი ქსოვილი, ჰაერი რომ გაატაროს. დროგამოშვებით მოურიეთ. დადუღდება და ქაფს მოიგდებს. არასასიამოვნო სუნის გა­საქრობად ჩაუმატეთ ცოტაოდენი ვალერიანის ძირები ან მისი ნაყენის რამდენიმე წვეთი და აცალეთ დადუღება.
ასე მიღებული წუნწუხი (თხიერი სასუქი) სა­უკეთესოა კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრისა და ნი­ახურის გამოსაკვებად. დამატებით მი­წო­დე­ბუ­­ლი მწვანე საკვები უკვე რამდენიმე დღე­ში გამოაჯანმრთელებს და ფერს შეუცვლის თქვენს ნერგებს (წუნწუხი გააზავეთ წყალ­ში, შეფარდე­ბით 1:10).

რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, შეგიძლიათ შეიძინოთ მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, იქვე იყიდება სასწაულთმოქმედი ბიოენერგო­აქ­ტივატორი და მემამულის დამხმარე ნივთი­ერე­ბა `ბიორაგი~.
თუ მინერალური სასუქების შეძენის საშუ­ა­ლება არ გაქვთ, გამოიყენეთ ხის ნაცარი, რომელიც საკმაოდ დაგიგროვდებათ დაავადებული ხე-ბუჩქნარის ნასხლავისა, აგრეთ­ვე ლერწის დაწვის შემდეგ.

კომპოსტის დამზადება

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული, ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია…“

0

„წლევანდელი წელი გამონაკლისია და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით.“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული.

„პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, პიროტექნიკის გარდა, ახალი წლის ღამეს ჩვენ სხვა დაზიანებებიც გვქონდა ბავშვებში, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო ახალი წლის ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის მართლაც სიხარულით აღნიშვნისთვის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სხვა მდგომარეობა იყო რეგიონებში. ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

„არასრულწლოვნებს შორის არიან 6 და 16 წლის მოზარდები. 16 წლის მოზარდმა 2 თითი დაკარგა. კლინიკაში შემოყვანილი პაციენტებიდან კიდევ ორმა, ორ-ორი თითი დაკარგა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ.

ქუთაისში, პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა, ბათუმში ცეცხლი აივანს წაეკიდა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

0

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„ფრჩხილები მარტივად თუ გტყდებათ, ამას 3 წამყვანი მიზეზი აქვს, რომელთა მოგვარებითაც ფრჩხილებს შეინარჩუნებთ. არა მარტო ფრჩხილებს, თმასაც. ვისაც ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა აწუხებს, ასევე აწუხებს კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეებში ნახეთქები, თმის ცვენა – ნომერ პირველი მიზეზი რკინის ნაკლებობაა. თუ თქვენს სხეულში რკინა დაქვეითებული რაოდენობითაა, შესაძლოა, ეს თავიდან ანემიით არ გამოვლინდეს და ფრჩხილების მომატებული მტვრევადობით გამოიხატებოდეს. ჩაიცვამთ რაღაცას, გამოდებთ ფრჩხილს და მაშინვე გძვრებათ…

პრობლემა მოგვარება თუ გინდათ, ერთ-ერთი გამოსავალი არის, – რკინით მდიდარი საკვები მიიღოთ. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეები, ვაშლი, ხორცი. მაგრამ, არ მოტყუვდეთ, მცენარეებში არსებულ რკინას ჩვენი სხეული ძალიან რთულად იღებს. მიირთვით ხორცეული. წითელ ხორცში არსებული რკინა ჩვენი სხეულის მიერ ძალიან ადვილად შეიწოვება. ამიტომ, რკინა შეივსეთ. რკინა შეგიძლიათ, დანამატების სახითაც მიიღოთ, თუმცა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

მეორე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მტვრევადობას იწვევდეს, ეს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობაა. როცა ის თქვენს სხეულში საკმარისი რაოდენობის თიროქსინი და ტრიიოდთირონინი არ წარმოიქმნება, სხეულში მეტაბოლიზმი ქვეითდება, მათ შორის თმის ძირებში, ფრჩხილის ძირებში, კანში და სწორედ ეს იწვევს მიდრეკილებას, რომ ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე გაქვთ. ამიტომ, მსგავსი პრობლემების დროს, თქვენი ამოცანაა, ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ და იმკურნალოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ხართ ისეთ ადგილებში, სადაც იოდის ნაკლებობაა, ჰიპოთირეოზისკენ მიდრეკილება გექნებათ. ამიტომ, იოდი უნდა შეივსოთ. ეს შეიძლება იოდიზირებული მარილის სახით იყოს. კვერცხი, თევზეული იოდის კარგი წყაროა. ასევე, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, თუმცა ისინი ჩვენთვის რთულად მისაწვდომია.

მესამე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას იწვევდეს, D ვიტამინის ნაკლებობაა. თუ სხეულს D ვიტამინი აკლია, სხეული კალციუმსაც ნაკლებად იყენებს. შეიძლება, სისხლში კალციუმის რაოდენობა ნორმაში გქონდეთ, მაგრამ ის ქსოვილების მიერ რთულად გამოიყენება, იმიტომ რომ სხეულში D ვიტამინი საკმარისი რაოდენობით არ არის. ამიტომაა, რომ ფრჩხილების ადვილად მტვრევისკენ ხართ მიდრეკილნი.

შესაძლოა, ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე აღნიშნულმა პრობლემებმა გამოიწვიოს.

B ჯგუფის ვიტამინები ასევე შეიძლება ფრჩხილების მომატებული მტვრევის მიზეზი იყოს. ასევე, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, აღნიშნულ პრობლემას აკნეს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი იწვევდეს, რომელიც მძიმე ფორმის დროს ინიშნება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მზევინარ ლიპარტელიანი სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს

0

ლენტეხელი ქალი, რომელიც ტრადიციულ სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს!

მზევინარ ლიპარტელიანი ტრადიციულ სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს.
„ეს ხელობა იყო მრეწველობა, ლენტეხის რაიონში, სადაც მუშაობდენენ ბებიაჩემი და დედაჩემი. მე დადისგან ვისწავლე სვანური ქუდების დაზგის გარეშე დამზადება.
ძალიან მინდა, ჩვენს მერე ვინმეს რომ დარჩეს ეს ტრადიცია და არ დაიკარგოს…“ – ამბობს მზევინარ ლიპარტელიანი.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვენახის განოყიერება – მევენახეობაში გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები

0
#image_title

ვენახის განოყიერება

მევენახეობაში გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები. ორგანული სასუქებიდან აღსანიშნავია ნაკელი, ტორფი, კომპოსტი, ფრინველის სკინტლი, წუნწუხი, მწვანე სასუქები (პარკოსანი კულტურების ჩახვნა), ჭაჭა და სხვ. მინერალური სასუქებიდან – აზოტის, ფოსფორის, კალიუმის, ბორის, მანგა­ნუმისა და თუთიის შემცველი ნაერთები.
დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად გამოიყენება დაფქული ქვა­კირები, ტკილი და კირის შემცველი სხვა სასუქები. მწირ, ცუდი ფიზიკური თვისებების ნიადაგებში 1 ჰა-ზე შეაქვთ 60-70 ტ ნაკელი, შედარებით მდიდარ ნიადაგებში – 40-60 ტ.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ ფართობებზე მწირ, ძლიერხირხატიან ნიადაგებში შეაქვთ 1 ჰა-ზე 40-60 ტ ნაკელი, შედარებით მდიდარ ნიადაგებში – 20-25 ტ, მწირსა და ურწყავზე – 30-50 ტ. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ტორფს, კომპოსტს, ჭაჭასა და სხვა სასუქებს, რომლებიც გადამპალი სახით გამოიყენება იმა­ვე წესითა და დოზებით, როგორც ნაკელი.
ორგანული სასუქები ვენახის ფართობების შემოდგომა-ზამთრის დამუშავების დროს ნი­ადა­გის 18-22 სმ სიღრმეზე გადახვნისას შეაქვთ. სასუქი მიწის ზედაპირზე თანაბრად უნდა გაიშალოს და დაუყოვნებლივ ღრმად ჩაიხნას.
ორგანული სასუქების მსგავსად, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქებიც სამ წელიწადში ერთხელ, იმავე პერიოდში და სიღრმეზე შეაქვთ. რაც შეეხება აზოტიან სასუქებს, მათ გაზაფხულზე – პირველი თოხნის ან კულტივაციის დროს იყენებენ. მინერალური სასუქები, როგორც წე­სი, ნიადაგში შეტანამდე უნდა დაიფხვნას და 2-4მმ-იან საცერში გაიცრას.
მიკროსასუქების გამოყენება შესამჩნევად ადი­­­­­დებს მოსავალს, თუ მათ წყალში გახსნით და ფოთლებზე შეასხურებთ. მაგალითად, ვეგე­ტა­ციის პერიოდში ვაზის ფოთლებს 2-3-ჯერ ას­ხუ­რე­ბენ ბორის სასუქისგან მომზადებულ 0,02%-იან ხსნარს. ფესვგარეშე გამოკვებისთვის ასევე იყე­ნებენ გოგირდმჟავა მაგნიუმსა და მაგნიუმის გვარჯილას, რომელთაგანაც ამზადებენ 0,02%-იან ხსნარს და 2-3-ჯერ ასხურებენ ვაზის ფოთლებს ვეგეტაციის პერიოდში.
შემოდგომაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე და­სავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე გა­შენებული ვენახების მწკრივთაშორისებში შე­აქვთ დაფქული კირქვა, რომელსაც ჩახნავენ 22-25 სმ სიღრმეზე. კირს იყენებენ 12-15 წელიწადში ერთხელ, ოღონდ დაუშვებელია მისი შერევა ნაკელთან ან მინერალურ სასუქებთან.

ნაცარს ასე მოვაშორებთ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze #აქხარისხია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 9 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 2742 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1147 – ქუთაისში, 982 – ბათუმში, 867 კი, ქალაქ რუსთავში.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 ფიზიკური პირია, ხოლო 732 – იურიდიული პირი.

3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 – მიკროავტობუსის, 245 – სატვირთო ავტომობილის, 7 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

🔶 © 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network