მთავარი სამინისტრო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 9 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 9 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა

0
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 9 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 2742 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1147 – ქუთაისში, 982 – ბათუმში, 867 კი, ქალაქ რუსთავში.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 ფიზიკური პირია, ხოლო 732 – იურიდიული პირი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 – მიკროავტობუსის, 245 – სატვირთო ავტომობილის, 7 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 9 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 3]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%94-2/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here