ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

მეწყერსაშიში ადგილები თბილისში

0

“რუკა დევს მე­რი­ის სა­იტ­ზე, სა­დაც ვაშ­ლი­ჯვრის ზონა მთლი­ა­ნად სა­ხი­ფა­თოდ არის მიჩ­ნე­უ­ლი“, – ამის შე­სა­ხებ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ სე­ის­მო­ლოგ­მა ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც სე­ის­მო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, რუკა 2017 წელს შე­იქ­მნა. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში საფრ­თხე­ე­ბის წი­ნას­წარ აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს.

“სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა უნდა იყოს. დევ­დო­რა­კი­დან 10 წელი გა­ვი­და, იყო თბი­ლი­სის ვე­რეს ხე­ო­ბა, მეს­ტი­ა­ჭა­ლა ორ­ჯერ და­მარ­ხა, შო­ვის მერე იყო გუ­რია, 2 დღის წინ იყო აჭა­რა – ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, აქამ­დე არ მომ­ხდა­რა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თეთრყვავილას ბოლქვის მოპოვებისთვის 5-წლიანი ლიცენზია გაიცა

0

მთავრობის 4 ივნისის განკარგულებით, თეთრყვავილას მოპოვებისთვის აუქციონის საწყისი ფასი 400 000 ლარით განისაზღვრა.

როგორც მთავრობის განკარგულებაში წერია, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრა ხუთი წლის ვადით, 25 მილიონი თეთრყვავილას (Galanthus Woronovii) ბოლქვის მოპოვებისთვის, რომლის ყოველწლიური კვოტა უნდა იყოს 5 მლნ ბოლქვი, არაუმეტეს 25 000 კილოგრამისა.

შეგახსენებთ, თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად.

ცნობისთვის, ამ დრომდე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია სამწლიანი ვადით 2021 წელს იყო გაცემული. ამჟამად კი ლიცენზიის ვადად ხუთი წელი განისაზღვრა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გასულ წელს საშუალოდ ერთმა მოქალაქემ 204 კგ რძე და რძის პროდუქტები მოიხმარა

0
რძის პროდუქტები და რძე

საქართველოში გასულ წელს საშუალოდ ერთმა მოქალაქემ 204 კგ რძე და რძის პროდუქტები მოიხმარა.

ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სოფლის მეურნეობის პუბლიკაციაშია აღნიშნული. მოხმარების მაჩვენებელი 2022 წელს 191 კგ იყო წელიწადში, 2021 წელს – 192 კგ, ხოლო 2020 წელს 183 კგ.

რაც შეეხება წარმოებას, გასულ წელს, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 584 ათასი ტონა რძე და რძის ნაწარმი იწარმოა, იმპორტის მოცულობამ 197 ათასი ტონა შეადგინა. წარმოებული და იმპორტირებული რძისა და რძის ნაწარმის უდიდესი ნაწილი – 756 ათასი ტონა – სასურსათო მიზნით იქნა მოხმარებული, მცირედი კი პირუტყვის საკვებად. ამასთან ექსპორტის მოცულობამ 5 000 ტონა შეადგინა, დანაკარგი კი 9000 ტონა იყო.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„დაუშვებელია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება“

0

შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული გასული წლის აგვისტოში, შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.

„უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება“, – წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებული არ არის მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება.

ამასთან, მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ხოლო იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება.

„ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

შოვში, სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტზე 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 და დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თემურ არძენაძე, მეჭიბონე სოფელ დანდალოდან – 40 წელია ჭიბონს ამზადებს

0
აჭარელი მეჭიბონე თემურ არძენაძე ჭიბონის ამზადების პროცესში სოფელ დანდალოში
აჭარელი მეჭიბონე თემურ არძენაძის 40 წლის გამოცდილების საფუძველზე ჩვენ განვიხილავთ ჭიბონის ამზადების შესახებ გავრცელებულ მითებს. ტრადიციული ქართული ინსტრუმენტის შექმნა რთული ხელოსნობაა, რომელსაც მრავალი ცრუ ინფორმაცია აქვს მიბმული.
„ჭიბონმა შეიძლება, დაგკარგოს ისეთი რამ არის და ამ ხელობას ვეღარ მოშორდები”
| თემურ არძენაძე, მეჭიბონე სოფელ დანდალოდან
აჭარაში ამბობენ, რომ ეს ინსტრუმენტი საუკუნეების წინ მწყემსებმა მოიგონეს.
თემურ არძენაძე, რომელიც 40 წელია ჭიბონს ამზადებს, ამტკიცებს, რომ პირველი ჭიბონი სწორედ მის მშობლიურ ქედაშია გაკეთებული,
ეპოქის ფრაგმენტები | პირველი არხის არქივი
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„საქართველოში ამინდი ისევ არასტაბილური იქნება“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

0
„გაზაფხულის ცივი სუნთქვა საქართველოში...“-მნიშვნელოვან დათბობას ჯერჯერობით არ ველოდებით... - მეტეოროლოგი გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივი ამინდების შესახებ წერს
#image_title

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ამინდი კვლავ არასტაბილური იქნება.

მისი განმარტებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხოლო ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

მეტეოროლოგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სიცხისა, ჯერჯერობით სტაბილურად მზიანი დღეები არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონში ამინდი პერიოდულად შეიცვლება და მზიან ინტერვალებს ღრუბლიანობა და ადგილობრივი ნალექი ჩაანაცვლებს.

„მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მიმდინარე კვირაშიც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და ზოგან კვლავ ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.ჯერჯერობით სტაბილურად მზიანი დღეები არ იქნება“,- წერს კობა ფარტენაძე.

არსებობს მცენარეები, რომლებიც ანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებსა და ბაქტერიებს. ალბათ იკითხავთ, რა მავნე ბაქტერიები შეიძლება იყოს ბავშვის ოთახში?

0
როგორ გამოვიყენოთ სიმინდის ფქვილი სხვადასხვა მცენარისთვის 🌸
#image_title

ოთახის მცენარეები გარდა იმისა, რომ ოთახს ალამაზებენ და ახალისებენ, დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოიმუშავებენ და ჰაერს წმენდენ.

არსებობს მცენარეები, რომლებიც ანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებსა და ბაქტერიებს. ალბათ იკითხავთ, რა მავნე ბაქტერიები შეიძლება იყოს ბავშვის ოთახში? მაგალითად, სარეცხი საშუალებებისგან დატოვებული, ნიკოტინის ბოლი, რომელიც მაინც აღწევს მჭიდროდ დახურულ კარში. ამ პრობლემას ფიტოციდური მცენარეები გადაჭრიან, თუმცა ჩვეულებრივი ოთახის მცენარეებიც კარგად უმკლავდებიან ტოქსინების, გაზისა და მტვრის ნეიტრალიზაციას.

კიდევ ერთი დადებითი მხარე ოთახის მცენარეებისა არის დადებითი ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე. მაგრამ არსებობს მცენარეები, რომლებიც შხამიანია და სახლში, ბავშვთან არ უნდა გქონდეთ.

ფლორისტი ლალი კუპრეიშვილი სწორედ ამ მცენარეებს ასახელებს:

ოდესღაც თუშური ცხვრის მატყლი საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პროდუქტი იყო, თუმცა დღეს მან მნიშვნელოვნად დაკარგა როგორც ეკონომიკური ღირებულება, ისე ბაზარზე მოთხოვნა

0
ოდესღაც თუშური ცხვრის მატყლი საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პროდუქტი იყო, თუმცა დღეს მან მნიშვნელოვნად დაკარგა როგორც ეკონომიკური ღირებულება, ისე ბაზარზე მოთხოვნა
ოდესღაც თუშური ცხვრის მატყლი საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პროდუქტი იყო, თუმცა დღეს მან მნიშვნელოვნად დაკარგა როგორც ეკონომიკური ღირებულება, ისე ბაზარზე მოთხოვნა

🐑 ოდესღაც თუშური ცხვრის მატყლი საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პროდუქტი იყო, თუმცა დღეს მან მნიშვნელოვნად დაკარგა როგორც ეკონომიკური ღირებულება, ისე ბაზარზე მოთხოვნა.

ბევრი მეცხვარისთვის მატყლი უკვე დამატებითი შემოსავლის ნაცვლად პრობლემად იქცა.

 

 

„მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ“

0

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს მასშტაბით ფერმერებისათვის მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ.

„სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე ტრენინგების მიზანია, დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს მეთხილე ფერმერებს, რათა მათ შეძლონ მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, სწავლების პროცესში 10 ათასობით ფერმერია ჩართული, რომლებიც თხილის ბაღებში შესაბამისი ვადების გათვალისწინებით გასატარებელი აგროტექნიკური სამუშაოების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას და რეკომენდაციას იღებენ.

„ფერმერებს ინფორმაციას ვაწვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამლობების აგროვადებში ჩატარება. მოსავლის აღების პროცესში, ფერმერმა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აიღოს მოსავალი, სათანადოდ გააშროს და დაასაწყობოს. ამ ნაბიჯების გათვალისწინება, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის პროდუქციას მოგვცემს“, – განაცხადა გიორგი თოდუამ.

“ტრენინგების მიზანია საქართველოს ვეტერინარიის პროფესიონალებში ფერმის ცხოველთა ვეტერინარიის მიმართ ინტერესის გაზრდა, მათი იმ ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვა“

0
“ტრენინგების მიზანია საქართველოს ვეტერინარიის პროფესიონალებში ფერმის ცხოველთა ვეტერინარიის მიმართ ინტერესის გაზრდა, მათი იმ ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვა,
#image_title

FAO-ს ვეტერინარებმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩაატარეს აკვაკულტურისა და სურსათის უვნებლობის შესახებ.

შეიძლება იყოს 11 ადამიანი და სტენდური სროლაში ჩართული ადამიანები გამოსახულება
თეორიული და პრაქტიკული საგანმანათლებლო შეხვედრები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
  • აკვაკულტურის საფუძვლები
  • საქართველოს აკვაკულტურის სექტორის მიმოხილვა
  • ბიოუსაფრთხოება
  • ინფექციური დაავადებები თევზებში
  • ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური რისკები თევზეულში.
პრეზენტაციებისა და თევზის ფერმაში გამართული პრაქტიკული საჩვენებელი აქტივობებისა თუ სავარჯიშოების მეშვეობით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიღრმავეს ცოდნა სურსათის უვნებლობაზე აკვაკულტურის მიმართულებით.
“ტრენინგების მიზანია საქართველოს ვეტერინარიის პროფესიონალებში ფერმის ცხოველთა ვეტერინარიის მიმართ ინტერესის გაზრდა, მათი იმ ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვა, რომელიც აუცილებელია სურსათის უვნებლობისა და თევზის ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად და ასევე, სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ხაზგასმა მომხმარებლების კეთილდღეობის, მწარმოებლების წარმატებისა და სტუდენტების სამომავლო კარიერების კუთხით“, თამარ გოგნიაშვილი, FAO-ს ვეტერინარი და ექსტენციის სპეციალისტი.
აკვაკულტურის ტრენინგები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის FAO-ს მიერ ხორციელდება ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
შეიძლება იყოს 7 ადამიანი გამოსახულება
___
The Veterinarians of FAO in Georgia conducted a training series on aquaculture and food safety for university students.
Comprised of both theoretical and practical sessions, the topics of the educational meetings included:
Introduction to aquaculture;
Overview of the sector in Georgia;
Biosecurity;
Infectious diseases in fish;
Biological, chemical and physical hazards in fish products.
The university students had a chance to learn about food safety in aquaculture through presentations as well as practical demonstrations and exercises in a fish farm. The practical part of the training included activities such as water quality measurement and fish necropsies.
“Through these training sessions, we aimed to equip the next generation of Georgian veterinary professionals with the essential knowledge and hands-on experience needed to ensure the highest standards of food safety and fish health, increase interest toward farm animal veterinary, and highlight the importance of food safety for consumers’ well-being, producers’ success, and students’ future careers,” Tamar Gogniashvili, FAO Veterinary and Extension Specialist.
The aquaculture trainings are organized by FAO under ENPARD IV of the EU and Sweden.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.