განვითარების რა ეტაპზეა სასუფრე ყურძნის ქართული წარმოება
რატომ უნდა გააშენოთ ტირიფი – თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭიგო, მარგილი, სატარე (ბარის, თოხის), ბოძი, წნელი და შეშა…
გააშენეთ ტირიფი
თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭიგო, მარგილი, სატარე (ბარის, თოხის), ბოძი, წნელი და შეშა, ვისაც საშუალება გაქვთ, თქვენი ნაკვეთის მახლობლად, აუთვისებელ და გამოუსადეგარ ადგილზე დარგეთ ტირიფის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოზარდი სახეობა – წნორი, ანუ თეთრი ტირიფი.
ტირიფისებრთა ოჯახში ამ გვარის 600-მდე სახეობას ითვლიან. გავრცელებულია ჩრდილო ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია 17 სახეობა. დაბლობ ზონაში ძირითადად გვხვდება ნოყიერ, ტენიან ნიადაგებზე, მდინარეთა გასწვრივ და ჭალის ტყეებში. მისი სიმაღლე 25-30 მ-მდე აღევს. ტირიფს ამრავლებენ როგორც თესლით, ისე კალმით, ანუ ახალგაზრდა ტოტებით, რომლებიც ნესტიან ადგილებში ადვილად ხარობს. მის გამრავლებას უპრობლემოდ შეძლებთ, თუ იმ გამოუყენებელ ადგილზე (ხევი, მდინარის ან ნაკადულის ნაპირი, ჭაობი) მუდმივად არის წყალი. მის გასამრავლებლად 1-2-მეტრიანი სარები აჭერით, წაუთალეთ წვერი და 25-30 სმ-ის სიღრმეზე მიწაში ჩაარჭვეთ. 3-4 წელიწადში უკვე გექნებათ სარების მოჭრის საშუალება. სხვათა შორის, თუ დაწნა გეხერხებათ (გოდრის, ლასტის, ღობის და ა.შ.), წნელიც გექნებათ თავსაყრელად. ტირიფის სატარე მასალა სწორია და მსუბუქი. თუ მას მოჭრისთანავე ქერქს გააძრობთ და ჩრდილში გაახმობთ, შესანიშნავი ტარები გექნებათ ბარის, ნიჩბის, თოხისა და ფოცხისთვის. ქერქის შიგნითა ფენა – ლაფანი შესანიშნავი მასალაა ვაზის შესაყელად და ასახვევად. გამხმარიც რომ შეინახოთ, ხმარების წინ დალბობაღა დასჭირდება.
სარგავი მასალის მოპოვება ნებისმიერი მდინარის ჭალებში შეიძლება, ოღონდ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბუნებას ზიანი არ მიაყენოთ. 3-5 სარის აჭრა ტირიფს ვერაფერს დააკლებს, თქვენ კი მუდმივად გექნებათ საჭირო მასალა.
ტირიფს საგანგებოდ აშენებენ საკალათე წნელად, ჭიგოდ და ვაზის შესაკრავ მასალად. ტირიფის ქერქი და ფოთლები შეიცავს მაღალხარისხოვან მთრიმლავ ნივთიერებებს – ტანინებს, რომლებიც გამოიყენება ტყავის წარმოებაში.
წნორის ქერქი გამოიყენება საღებავადაც (მოწითალო-ყავისფერი), აგრეთვე სამკურნალწამლო საშუალებად, როგორც სალიცილის მჟავას შემცველი. ტირიფი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, საუკეთესოა ღობედაც.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ფაქტები, რომელიც 2023 წელს, მედიცინის ისტორიაში პირველად მოხდა
2023 წელს არაერთი სამედიცინო გარღვევის მომსწრენი გავხდით. ისტორიაში პირველად, ქალს ერთდროულად 2 ორგანო გადაუნერგეს. ეს ისტორიული მომენტია, რადგან გულ-ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთდროულად აქამდე არასდროს ჩატარებულა. დიდი ალბათობა იყო იმის, რომ პაციენტის ორგანიზმი მხოლოდ გულის გადანერგვას ვერ გაუძლებდა.
შესაბამისად, საჭირო იყო ღვიძლის გადანერგვაც. ოფიციალური განცხადებითდ, ორმაგი ტრანსპლანტაცია ეფუძნება იმუნოპროტექტორულ მიდგომას, რა დროსაც დონორის ღვიძლი იმუნოდაცვით ინდუცირებას ახდენს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სოფლის წისქვილი!

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების კუთხით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
„შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას და ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების დანერგვას.
შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიული უნარების, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და ექსტენციის სისტემების გაძლიერების გზით.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი ელენე ცხაკაია, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ კოორდინატორი თამარ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის ექსტენციის მიმართულებით გადამზადდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა – საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია
ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები
ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. მას დარგული ხეების რაოდენობისა და მოსავლიანობის მიხედვით პირველ ადგილს აკუთვნებენ. თანაც რა ძვირფასი მოსავლის მომცემია ეს დალოცვილი ხეხილი! მისი ნაყოფი შეიცავს: შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, დიდი რაოდენობით ვიტამინებს, განსაკუთრებით ჩ (40%-მდე), B და PP. გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ისე გადამუშავებული – ჯემად, ხილფაფად, კომპოტად, მურაბად, ჩირად, მარმელადად, წვნად, ბურახად, უძვირფასეს სამკურნალო საშუალებად – ძმრად და ალკოჰოლურ სასმლად, ე.წ. ვაშლის ღვინოდაც კი. გარდა ამისა, ვაშლი, თავისთავად, ერთ-ერთი საუკეთესო თაფლოვანი მცენარეც არის – 1ჰა ფართობზე შესაძლებელია 15-დან 50კგ-მდე თაფლისა და დიდი რაოდენობით ყვავილის მტვრის მიღება. ხის მერქანი ძვირფასია წვრილმანი ნაკეთობების დასამზადებლად, და, რაც მთავარია, ვაშლი გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
მსოფლიოში ცნობილია კულტურული ვაშლის ათი ათასზე მეტი ჯიში, საქართველოში – 200, მათგან ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით; ხალხური სელექციის გზით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები: თურაშაული, კეხურა, ძუძუვაშლი. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია:
ხომანდული – კახეთი, ქართლი
ლეჩხუმური შაფრანა – რაჭა-ლეჩხუმი
კეხურა – ქართლი, კახეთი
თურაშაული – ქართლი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი
დემირალმა (რკინავაშლი) – აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი
მამულო – მესხეთი
მერეთულა – ქართლი
ერბოვაშლი – რაჭა-ლეჩხუმი
შაქარნაბადა – მესხეთი
აბილაური – მესხეთი, ქართლი
რძევაშლა – მესხეთი
საირმულა – ლეჩხუმი
მსუქანა – მესხეთი
ძუძუვაშლი – ქართლი, კახეთი
ყარანფილა – მესხეთი
შაჰალმა (შაჰის ვაშლი) – მესხეთი
კიტრავაშლი – ქართლი, კახეთი
დანავაშლა – რაჭა-ლეჩხუმი
ყინულა – რაჭა-ლეჩხუმი
ხანდაკურა – ქართლი
ქართული სინაპი (გოგიაანთ ვაშლი) – ქართლი
მუხურული მწვანე – ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ქუთაისი
დასარგავად უკეთესია ორწლიანი ნერგი, დარგვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა. თუ ნიადაგი გაყინული არ არის, დარგვა შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში. ამრიგად, თესლოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი) გაშენება შეიძლება შემოდგომა-ზამთრის პირობებში სწორი აგროღონისძიებების უზრუნველყოფით. ზოგიერთ რაიონში კი უპირატესობა ენიჭება გაზაფხულზე დარგვას. დასარგავი ორმოს სიღრმე 50 სმ-ია, სიგანე 100სმ-მდე. ნერგებს შორის მანძილი დამოკიდებულია ჯიშზე. ძლიერ საძირეზე დამყნილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითარებს, ამიტომ დიდი კვების არეზე ირგვება (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე), ნაგალა საძირეზე დამყნილი – 3X4 მ-ზე.
გამზადებული ორმოს ფსკერს კარგად ვაფხვიერებთ, მიწაში არეულ გადამწვარ ნაკელს (ან კომპოსტს) ჩავყრით ორმოში და ვაძლევთ კონუსისებურ ფორმას, ზედ გადავანაწილებთ ფესვებს, რომლებსაც წინასწარ ეჭრება დაზიანებული ნაწილები. ნერგს ვრგავთ ფესვის ყელამდე ისე, როგორც იყო ამოღებამდე, და კარგად ვუტკეპნით მიწას. ამის შემდეგ ვუკეთებთ ჯამებს და 1-2 ვედრო წყალს ვასხამთ. ყველა სახის ხეხილი ასე ირგვება.
როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
რთველის სუბსიდირება გრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს.
კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელზე 20 თეთრს. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება. ყველაფერი გაკეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და ასევე შესაბამის კომპანიებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
არა მგონია, იცოდეთ, რომ მედიცინაში გამოიყენება – აბზინდას ყველა იცნობს…
აბზინდა – შხამქიმიკატების „კონკურენტი“
აბზინდას ყველა იცნობს, ვისაც ბუნებასთან კავშირი აქვს, მაგრამ, არა მგონია, ის იცოდნენ, რომ მისი მიწისზედა ნაწილი, გარდა იმისა, რომ მედიცინაში გამოიყენება, შესანიშნავი ანტიპარაზიტული და ბაღ-ბოსტნის მავნებელთა საწინააღმდეგო საშუალებაა.
ვისაც ერთხელ მაინც მოუწყვეტია აბზინდის მონაცრისფრო, წვრილი ყვითელი ყვავილებით დაფარული ყლორტები, მას არასოდეს შეეშლება იგი სხვა მცენარეში დამახასიათებელი მძაფრი სუნის გამო.
ფოთოლჭამია მუხლუხის საწინააღმდეგოდ ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1კგ კარგად დამჭკნარ აბზინდის მიწისზედა ნაწილს ადუღებენ 10-15 წუთს მცირე რაოდენობის წყალში, წურავენ და უმატებენ იმდენ წყალს, რომ 10 ლ გახდეს. მანამდე მასში ურევენ 1 კგ ქათმის ნაკელს (წყალშერეულს). ეს ნაყენი 1-2 დღეს უნდა გაჩერდეს და მერე შეერიოს აბზინდის ნახარშს. მერე ყველაფერი ერთად გაიწურება და გაზავდება 10 ლიტრამდე.
ამგვარი ნარევით 2-ჯერადი შეწამვლის შემდეგ (7-დღიანი ინტერვალით) ერთი ფოთოლჭამიაც აღარ დარჩება მცენარეზე.
ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)










