„კეცზე ყველაფერი გემრიელი გამოდის“
რატომ არის თიხის ჭურჭელი სასარგებლო?

ხშირად ხდება, რომ ადამიანები ზრუნავენ ჯანსაღ კვებაზე, ცდილობენ, შეიძინონ მაქსიმალურად ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ტკბილეული, ბოსტნეული, თუ სხვა საკვები, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ჯანსაღად კვებისთვის ასევე საყურადღებოა ის ნივთები და ჭურჭელი, რომელსაც მოსამზადებლად ვიყენებთ. როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ბოსტნეული, თუ მას დაბალი ხარისხის მეტალის ან პლასტიკის ჭურჭელში მოვამზადებთ და მივირთმევთ, ის მაინც საფრთხის შემცველი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი დამზადებული იყოს ისეთი ბუნებრივი მასალისგან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და გახურებისას თუ სხვადასხვა მჟავებისა და ცხიმების ზემოქმედებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ალბათ გსმენიათ. ასეთი აზრიც კი არსებობს, რომ თიხას მაგიური ძალა აქვს, ათავისუფლებს ნეგატივისგან და ადამიანებისთვის პოზიტიური განწყობა მოაქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამტკიცებული ჰიპოთეზა არ გახლავთ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ თიხის ჭურჭელში საკვები გაცილებით გემრიელი, არომატული და ჯანსაღი მზადდება, ხოლო პროდუქტები – საკმაოდ დიდხანს ინახება. გაინტერესებთ, რატომ ხდება ასე?
თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებს, უპირველესად, განაპირობებს ის, რომ დამზადებულია ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი მასალით.
დედამიწა ადამიანს აძლევს არა მარტო წყალს და საკვებს, არამედ ამ საკვების შესანახ საშუალებასაც. თიხის დამუშავებისა და გამოწვის საიდუმლო ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ, აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა სამეურნეო ნივთების დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათასწლეულებმა განვლო და დღეს ჭურჭელი უამრავი სხვადასხვა მეტალისა თუ შენადნობისგანაც მზადდება, თიხა მაინც ინარჩუნებს თავის ფუნქციასა და ფასეულობას – გვჩუქნის ყველაზე ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს ჩვენი სამზარეულოსა თუ მარნისთვის.
„ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხშირად მესმის თქვენგან ეს პრეტენზია…“
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, თავი შეიკავონ ბავშვებისთვის .ე.წ. სნექების მიცემისგან.
„ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხშირად მესმის თქვენგან ეს პრეტენზია, ღრმა ჩაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ დღის განმავლობაში ბავშვი უხვად იღებს ცომეულს და სხვადასხვა სნექებს კვებათა შორის, ამიტომ თუ დღის მენიუზე უარს ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს უმადობას და არც გასაკვირია, პატარა დანაყრებულია, შეეცადეთ არ მისცეთ ეს ორგანიზმისთვის უსარგებლო პროდუქტები კვებათა შორის, თუ ამ პრინციპს განახორციელებთ, თანდათან გამოსწორდება კვების რეჟიმიც, თუმცა თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ შედეგი აუცილებლად დადგება” – წერს პედიატრი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ვინ მტერი და ვინ მოყვარე – გახსოვდეთ…
ვინ მტერი და ვინ მოყვარე
როგორც წესი, ძველ ეზოში სახლის წინ აუცილებლად იდგა კაკლის ხე. ეს ტრადიცია ნაწილობრივ ახლაც გრძელდება. სახლის წინ კაკლის ხეს ჰქონდა ის დანიშნულება, რომ მას არ ეკარებიან ბუზები, კოღოები, კრაზანები და სხვა მწერები, რომლებიც აწუხებენ ადამიანს. კაკლის ხის ფოთოლი და ნაყოფის გარე მწვანე წენგო გამოყოფს თავისებურ შხამებს. კულტურული და ველური მცენარეებიც კი ვერ ხარობენ კაკლის ხის გვერდით; მაგალითად, ვაშლისა და მსხლის ხე ცუდად იზრდება და ნაყოფს არ იძლევა.
ყველა ხეს აქვს თავისი დამახასიათებელი სურნელი, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია ყვავილობის პერიოდში. ამ სუნს გამოსცემს შემდეგ კვირტები, ფოთლები, ქერქი და ნაყოფი; ე.ი. ყოველი ხე თავის გარშემო დამახასიათებელ ქიმიურ გარემოს ქმნის. ამიტომ სხვადასხვა მცენარეს მისთვის სპეციფიკური ქიმიური გარემო ახასიათებს, ხშირად ერთიმეორისთვის მიუღებელიც.
ძველი რომაელი მეცნიერის პლინიუს უფროსის ნაშრომებში მითითებულია, რომ ვენახში არ შეიძლება კომბოსტოსა და ზოგიერთი ბაღჩეულის ერთად დარგვა, ვინაიდან ყურძნის მტევანი მათ სიახლოვეს მეჩხერი გამოდის და ღვინოც ფუჭდება. ასევე მიუღებელია ვაზის გვერდით თხილის ბუჩქი.
ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ერთი მცენარის მიერ გამოყოფილი ქიმიური ნაერთი მეორისათვის შეიძლება დამღუპველი ან სასარგებლო იყოს.
დადგენილია, რომ ახალგაშენებულ ბაღში კარტოფილის დათესვა იწვევს ხეხილის დაკნინებას კარტოფილის მიერ გამოყოფილი ტოქსინების გამო, რის შედეგადაც ნიადაგში მცირდება აზოტის რაოდენობა. ასეთი ბაღისთვის უფრო სასარგებლოა სოია, რომელიც ამდიდრებს ნიადაგს აზოტით. ასევე შეიძლება ვაშლისა და მსხლის ხეებთან ახლოს ალუბლის ხის დარგვა.
სადაც გაშენებულია თეთრი აკაცია, ცხენის წაბლი, სოჭი, ვარდი, იასამანი და ძახველი, სხვა მცენარეებს უჭირთ ზრდა-განვითარება. კოწახური, მაგალითად, გამოყოფს ალკალოიდ ბერბერინს, რომელიც ჩაგრავს სხვა მცენარეებს.
გარეული მსხალი (პანტა) შესანიშნავად ხარობს შერეულ მუხის კორომში, მაგრამ მას ვერ შეხვდებით წიფლნარსა და წიწვოვან ტყეებში.
კოლორადოს ხოჭოს მავნებლობაზე მრავალჯერ დაწერილა. მას შეიძლება ვებრძოლოთ ნივრით. კარტოფილის რიგთა შორის თუ ჩავრგავთ ნიორს, მას ხოჭო აღარ გაეკარება.
სადაც ხარობს ნიორი, მცირდება ლოკოკინების რაოდენობაც.
მიუღებელია გარგარისა და ალუბლის ერთად დარგვა, ასევე ბლის ხესთან მოცხარის, ხოლო კომშთან მსხლის ხის დარგვა.
მოცხარსა და სხვა კენკროვნებთან შეიძლება ჩაირგოს ნიორი ან ხახვი.
ასევე ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იყოს პამიდვრისა და კიტრის კვლები. ამრიგად, ბაღის განაშენიანების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მცენარეების ურთიერთდამოკიდებულება, რათა მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი.
გახსოვდეთ
ნიადაგი, სადაც ჭიაყელების სიუხვეა, საკვები ნივთიერებებითაც მდიდარია და საუკეთესო სტრუქტურაც აქვს. ამიტომ დაიცავით ისინი: დაბარეთ თქვენი ნაკვეთი სპეციალური საბარავი ფიწლით, მოაცილეთ ჭიაყელების დაუძინებელი მტერი – თხუნელა. არასოდეს დაანთოთ ცეცხლი ნაკვეთში, ამ დროს ჭიაყელები იხოცებიან და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ჩნდებიან.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
გიორგი მელუას დაფნის გადამამუშავებელი საწარმო მშობლიურ ქალაქში
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში – პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.
პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.
სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.
პროექტის ფარგლებში – „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“, რომელსაც FAO გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ახორციელებს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით
პროექტის ფარგლებში – „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“, რომელსაც FAO გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ახორციელებს, 4 ივნისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით და ასოციაციასთან „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ თანამშრომლობით, 20-მა ქალმა მეღვინემ WineExpo 2025-ში მიიღო მონაწილეობა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით და ასოციაციასთან „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ თანამშრომლობით, 20-მა ქალმა მეღვინემ WineExpo 2025-ში მიიღო მონაწილეობა.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამინისტროსთვის და აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც დავნერგეთ დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების ხელშეწყობის მიზნით და უკვე გვყავს ჯამში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი, რომლებსაც 1500-ლარამდე სტიპენდიები გადაეცა. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა – მსოფლიოს უძველესი ღვინის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ორგანიზაციის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის განახლებული შეფასებით, მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.
“გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, არქეოლოგებმა ფერმენტირებული ყურძნის უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს.
ეს ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6,000–5,800 წლით (8,000 წლის წინ) თარიღდება.
ყურძნის ნარჩენების უძველეს ნიმუშებს არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში მიაკვლიეს. ნიმუშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი შეიცავდნენ მჟავებს, რომლებიც ევრაზიული წარმოშობის ყურძნის ჯიშებისთვის (Vitis vinifera) არის დამახასიათებელი,”- ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე.
ამ დრომდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი ითვლებოდა, რომელიც დაახლოებით 7,000 წლით თარიღდება.










