ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

2023 წელს ღვინის ექსპორტით შემოსავლების მატება საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული

0

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, 2023 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი კლების პირობებში, შემოსავლების მატება, ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ უწყების მიერ ღვინის ექსპორტის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკაშია აღნიშნული.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. მათი ცნობით, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო.

„ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა. რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმასაც აღნიშნავენ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა და თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარი გახდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე იმ სტრატეგიულ ბაზრებზეა საუბარი, საიდანაც გასულ წელს ექსპორტიდან შემოსავლები გაიზარდა: კორეის რესპუბლიკა – 60%, გერმანია – 43%, აშშ – 6%, პოლონეთი – 3%, იაპონია – 1%. თუმცა გავრცელებულ პრესრელიზში არაფერია ნათქვამი რუსეთიდან შემოსავლების დინამიკაზე, სადაც ექსპორტირებული ღვინის 65% გადის.

სააგენტოს ცნობით, მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები – შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.

ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით.

პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბაზალეთის ტბაზე გაიმართება “ენდურანს-დოღი”

0
2024 წლის 8 ივნისი.
სიდრის კლუბი ბაზალეთი პირველი საერთაშორისო ენდურენს-დოღის ოფიციალური მხარდამჭერი და მასპინძელია!!
09:00 საათიდან 16:00 საათამდე ბაზალეთის ტბაზე გაიმართება “ენდურანს-დოღი” ! – საცხენოსნო გარბენი 45 კილომეტრიან დისტანციაზე.
სიდრის ბარ-რესტორანში სტუმრობა და ვიპ- სივრცე მხოლოდ წინასწარი ჯავშნებით.
განსაკუთრებული ბრანჩ მენიუ ( ექსკლუზიური კერძები ულიმიტოდ )
დოღზე და ცხენებზე პროფესიული ლექცია-პრეზენტაცია . დოღში მონაწლე ცხენებისთვის თვალყურის დევნება, საერთაშორისო კატეგორიის საცხენოსნო დარგის ექსპერტებთან ერთად და კომენტირება.
გასართობი სივრცეები : ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი მინდორზე. მინდვრის დომინო. სამაგიდო თამაშები.
ზედა ტერასა, ტბაზე ხედით – ყავის და ჩაის , მოსაწევი სივრცე.
ვიპ – სივრცის გახსნა 10.30
ბრანჩ მენიუ 10.30 – 15. 30
( სასმელის გარეშე )
𝟭. შემწვარი ღორის ჩალაღაჯი შუშხუნა სიდრი „კეხურას “ სოუსით. კარამელიზებული ხახვით. შემწვარი სტაფილოთი და მდოგვით
𝟮. სალთა კრევეტებით , ველური სატაცურით და ყაბაყით . სოიოს სოუსით და ჩილით
𝟯. ბეკონში გახვეული მწვადი სიდრის სოუსში , ალპური ზონის ძირათი და კვლიავით.
𝟰. მოხარშული ზუთხი ვაშლის ძმრით და ველური სტაცურით ნაღებში .
𝟱. ყველის და დამბალ ხაჭოს დაფა ( თუშური ყველი. დაწნული სულგუნი. შებოლილი სულგუნი. დამბალ ხაჭო. თაფლი )
𝟲. კანაპეები. ბრუსკეტა და ფხალის „კალათიკები“
𝟳. ქართული ენდემური ხორბლის პური სეზამის მარცვლებით
𝟴. ვეგანური ტოლმა ვაზის ფოთოლში . გამომცხვარი , გაწურული მაწვნის სოუსით და პიტნით.
𝟵. ჭიქის დესერტი . ნამცხვარი. ყავა და ჩაი.
ადგილზე შესაძლებელია: მომსახურე ცხენით, ან ნავებით გასეირნება, ხელნაკეთი ნივთების და ექსკლუზიური. ორგანული სასმელების გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება.
საქართველოში ენდურანს-დოღი პირველად ჩატარდება!

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გორის სოფელ იფნარას ტყეში დათვი ჯაჭვით დაბმული ნახეს

0

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში დათვი დააბმული ნახეს.

ცხოველთა დამცველის თამუნა გოგალაძის ინფორმაციით, დათვი ბელობის დროსაა დაბმული, ამჟამად გაიზარდა და დახმარება ესაჭიროება.

„ტყეში ჯაჭვზე დაბმულ დათვს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება,რომელიც ბელობის ასაკში დააბეს, გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე,” – განაცხადა თამუნა გოგალაძემ 2024 წლის 10 თებერვალს.

მან გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცხოველთა დამცველის ცნობით, გარემოს დამცველებმა დათვს მიაგნეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ეკარებიან.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია..

იფნარა ტანის ხეობაში, ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. გორიდან 32 კმ მანძილზე. სოფელი მიტოვებულია, სადაც მხოლოდ ფერმერები ცხოვრობენ.

წყარო: ქართლი.გე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ექსპორტირებულია 37 ათას ტონამდე სტანდარტული და გადამუშავდა 11 ათასი ტონაზე მეტი არასტანდარტული ციტრუსი – აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია

0

აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით 55 ათას ტონამდე ციტრუსი იყო მოსალოდნელი.

დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია – 23 821 000 აშშ დოლარის 36 893 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს 3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 822 059 ლარი შეადგინა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი მიიღეს.

2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. ასევე რეგიონს გარეთ კიდევ რამდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.

ნარინჯისფერი რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება

0
საინფორმაციო შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის, თელავის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვისა და ენერგოეფექტური ღუმელების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე მონაწილეებმა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები, ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრა საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით; ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას.

პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის – გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

0

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადებების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს 7 500 ლარის ფარგლებში შეუსყიდის. გრანტს 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის პირველ იანვრამდეა რეგისტრირებული.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 31 მაისის ჩათვლით მიიღება.

პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და სააგენტოს მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს.

მეწარმე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა, რათა საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო განავითარონ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი მოემსახურება

0
ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი მოემსახურება.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს დღეებში გავა ხაზზე და მოსახლეობას შეღავათიანი ტარიფებით მოემსახურება.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა.
May be an image of tram and text

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა

0

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა. ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს საერთაშორისო დონის სადიაგნოსტიკო ტექნიკა და შეამოწმოს საკვები სხვადასხვა ქიმიურ საფრთხეზე, მათ შორის, სხვადასხვა დამაბინძურებლებზე, ცხოველური წამლების ნარჩენებზე, მიკოტოქსინებზე და ა.შ.

საერთაშორისო დონის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის შესაძლებლობები, მოხდა უახლესი დონის ლაბორატორიული აპარატურის შესყიდვა, გადამზადდნენ ლაბორატორიის სპეციალისტები და დაინერგა საერთაშორისო დონის კვლევები”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელმა ანა გულბანმა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამშრომლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე – https://www.iaea.org/newscenter/news/georgia-enhances-public-health-and-food-exports-with-iaea-support

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

0
დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ
#image_title

როგორ ვაძლევთ კვებას?

ვარდის პერიმეტრზე მთლიანად ხდება გაფხვიერება დაახლოებით 70 80 სმ რადიუსზე.
ვიღებთ საკვებს 30 გრამს ახალგაზრდა ძირებზე ხოლო დიდ ძირებზე სამოც გრამს და ვაყრით გარშემო.
არც ერთ შემთხვევაში ძირთან არ მიგვაქვს ახლოს, ეს პერიმეტრი აუცილებლად უნდა დაიცვათ.
შემოვუყრით გარშემო ირგვლივ, და ვრწყავთ ნელნელა.

საგაზაფხულო გასხვლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ტარდება ყოველწლიურად ვეგეტაციის დაწყების წინ, თებერვალში (როგორც წესი, კლიმატიდან გამომდინარე, მთავრი კრიტერიუმი არის-ვეგეტაციის დაწყების წინ), მაღალ ზონაში კი მარტში, როდესაც მცენარეს კვირტები კარგად დაებერება.

გასხვლის მოცულობა დამოკიდებულია ბუჩქის ასაკზე და მდგომარეობაზე.

„გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება“

0

მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის – გურიის ეროვნული პარკის შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი.

„დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორჯერ გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი; მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ვაგრძელებთ. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში; აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვქონდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. შემუშავებული პროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 13 ათასი ჰექტარი და დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გურიის ეროვნული პარკის შექმნა, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებებით სხვადასხვა საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვის კუთხით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli