მთავარი სხვა-ამბები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა

0
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა. ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს საერთაშორისო დონის სადიაგნოსტიკო ტექნიკა და შეამოწმოს საკვები სხვადასხვა ქიმიურ საფრთხეზე, მათ შორის, სხვადასხვა დამაბინძურებლებზე, ცხოველური წამლების ნარჩენებზე, მიკოტოქსინებზე და ა.შ.

საერთაშორისო დონის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის შესაძლებლობები, მოხდა უახლესი დონის ლაბორატორიული აპარატურის შესყიდვა, გადამზადდნენ ლაბორატორიის სპეციალისტები და დაინერგა საერთაშორისო დონის კვლევები”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელმა ანა გულბანმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამშრომლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე – https://www.iaea.org/newscenter/news/georgia-enhances-public-health-and-food-exports-with-iaea-support

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 7]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a8/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here