პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ

0
7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ.
#image_title
“შვიდი მაისის წვიმაო.თმა კოჭებამდინაო, შვილი მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო, შვიდ-შვიდი ნაწნავი თავზე დამეფინაო..”(ხალხური)
დღეს 7 მაისია!
ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.
7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ. ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ – თუ ამ დღის წვიმით დასველდებოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ.
ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს.
ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ.
არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ.
ცირა ელისაშვილი

თბილისის უძველესი ტრადიცია: რატომ იყო 7 მაისის წვიმა ასეთი მნიშვნელოვანი?

თბილისის კულტურულ მეხსიერებაში 7 მაისი გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამ თარიღთან დაკავშირებული ტრადიცია ამბობს: თუ ამ დღეს თბილისში წვიმა არ მოვიდოდა — ეს ცუდის ნიშანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ რწმენის ზუსტი წარმოშობა უცნობია, ცნობილია, რომ ის ბევრად უფრო ძველია, ვიდრე საბჭოთა პერიოდი და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნემდე იყო გავრცელებული ქალაქში.

რატომ ელოდნენ თბილისელები 7 მაისს წვიმიან ამინდს?

წვიმა და ქალთა ბედნიერება

ბანებიდან აივნებამდე – ქალაქის ცვლილება და ტრადიციის გაგრძელება

გააგრძელეთ კითხვა

 

🌹 შავი ლაქები ვარდზე – როგორ დავიცვათ ბუჩქი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებისგან

0
🌹 შავი ლაქები ვარდზე
#image_title

🌹 შავი ლაქები ვარდზე – როგორ დავიცვათ ბუჩქი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებისგან

შავი ლაქიანობა – ვარდის ფოთლების ყველაზე გავრცელებული დაავადება

ვარდის ბუჩქებს ხშირად ემუქრება სოკოვანი დაავადება – შავი ლაქიანობა, რომელიც არა მხოლოდ მცენარის ვიზუალს აფუჭებს, არამედ მის ჯანმრთელობაზეც სერიოზულად აისახება. დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება და მართვა აუცილებელია, განსაკუთრებით ნესტიან ამინდში.


🔍 რა არის შავი ლაქიანობა?

ეს დაავადება გამოწვეულია სოკოთი Marssonina rosae, რომელიც უმეტესად ფოთლებზე იჩენს თავს. ის თავდაპირველად ქმნის კაშკაშა მუქ ლაქებს, შემდეგ ვითარდება შავი წერტილოვანი სპორები და საბოლოოდ იწვევს ფოთლების გაყვითლებასა და ცვენას.

💡 დაზიანებული მცენარეები საგრძნობლად კარგავენ ზრდის ტემპს და ყინვაგამძლეობას.


🧬 როგორ ვრცელდება ინფექცია?

  • დაავადება იწყებს აქტივობას გაზაფხულზე, როცა ტენიანობა მაღალია (86%-მდე) და ჰაერის ტემპერატურა +8°C-ს აღწევს.

  • სოკო იზამთრებს ფოთლების ნარჩენებზე და დაზიანებულ ყლორტებზე.

  • გავრცელების მთავარი გზა – წვიმის წვეთები, ნამი და მორწყვა.


🚨 როგორ ამოვიცნოთ დაავადება?

შავი ლაქიანობა ხშირად თავს იჩენს ივლისიდან და მისი ამოცნობა შესაძლებელია შემდეგი ნიშნებით:

  • არათანაბარი, მუქი ყავისფერი ლაქები ფოთლებზე (5-15 მმ).

  • ლაქებს შეიძლება ჰქონდეთ მოყვითალო კონტური.

  • ყლორტებზე ჩნდება იგივე ტიპის დაზიანება.

  • მცენარე მთლიანად შიშვლდება ფოთლების ცვენის შედეგად.


🧒 რომელ ჯიშებზეა შავი ლაქიანობა განსაკუთრებით ხშირი?

გააგრძელეთ კითხვა

 

 

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს

0
მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს
#image_title

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.
ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

5 მაისს, მამა ვიტალის (სიდორენკო) დაბადების დღეა. „შეიყვარეთ სიყვარული“ – „მოდით ჩემს საფლავზე, მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს და მე დაგეხმარებით”

0
5 მაისს, მამა ვიტალის (სიდორენკო) დაბადების დღეა.
#image_title

5 მაისს, მამა ვიტალის დაბადების დღეა.

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხორციელად დატოვა ეს ქვეყანა. ღრმად გვწამს, რომ მისი სული არის იქ სადაცა მართალნი განისვენებენ.

მამა ვიტალი იყო ადამიანი, რომელიც მუდამ სიყვარულს ქადაგებდა:

„ძმებო შეიყვარეთ სიყვარული”.  მთელი სამყარო ჩემი მამა და დედაა. უცხო არავინ მყავს – ყველანი ჩემი ახლობლები არიანო“.

ძალზე განიცდიდა, სადმე კატასტროფა თუ მოხდებოდა. აანთებდა სანთლებს. იმდენ მეტანიას აკეთებდა, რამდენი ადამიანიც დაიღუპა, ყველას სათითაოდ ავედრებდა უფალს.

მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას „ღირს არსს“ ილოცებდი. მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის  პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). შემდეგ დაგსვამდა, თვითნ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა. მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა:
„ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდებაო“.

სიკვდილის წინ ანდერძად დაგვიტოვა:

გააგრძელეთ კითხვა

როგორია გენმოდიფიცირებული საკვების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე? – გენური ინჟინერია და მისი შედეგები

0
როგორია გენმოდიფიცირებული საკვების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე?
#image_title

როგორია გენმოდიფიცირებული საკვების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე? – გენური ინჟინერია და მისი შედეგები.

მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო, მაგრამ ამავდროულად რევოლუციური მიმართულება – გენური ინჟინერია.

ბოსტნეული, რომელიც უფრო დიდხანს ინახება, ხილი, რომელიც ლამაზად გამოიყურება, მარცვლეული, რომელიც ნაკლებად მგრძნობიარეა გვალვისა და მავნებლების მიმართ. ეს ყველაფერი გენური ინჟინერიის შედეგია.

გააგრძელეთ კითხვა

საქართველოს ბულბულის“ დიდი ტურნე 7 მაისს, ბათუმიდან იწყება! დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ პრო­ექტს იწყებს

0
საქართველოს ბულბულის“ დიდი ტურნე 7 მაისს, ბათუმიდან იწყება! დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ პრო­ექტს იწყებს
#image_title

ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ პრო­ექტს იწყებს – „სა­ქარ­თვე­ლოს ბულ­ბუ­ლის“ დიდი ტურ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს მო­ი­ცავს!

7 მა­ისს დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს სცე­ნა­ზე, მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს. ტურ­ნე სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნე­ბა 7 მა­ისს, ბა­თუ­მის კულ­ტუ­რის ცენ­ტრში (სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში), სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე. 

ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სოლო კონ­ცერ­ტის შემ­დეგ, რო­მელ­მაც სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა, დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი უამ­რავ წე­რილს იღებ­და გულ­და­წყვე­ტი­ლი მსმე­ნე­ლის­გან. ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან წერ­დნენ, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხეს თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა და ვერ და­ეს­წრნენ მის კონ­ცერტს, რაც მომ­ღე­რალ­მა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა.

„ფი­ლარ­მო­ნი­ის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ აუ­რა­ცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის წე­რი­ლებს ვი­ღებ სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან გულ­და­წყვე­ტი­ლი ხალ­ხის­გან, რომ­ლებ­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩემს კონ­ცერ­ტზე თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, თა­ვად ჩა­ვი­დე ჩემს ყვე­ლა მსმე­ნელ­თან, ყვე­ლას ჩა­ვუ­ტა­ნო ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო და გა­ვუ­ზი­ა­რო ბედ­ნი­ე­რე­ბა. ტურ­ნეს 7 მა­ისს ბა­თუ­მი­დან ვი­წყებთ. იმე­დი მაქვს, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი გვერ­დში და­მიდ­გე­ბი­ან ამ დიდ გზა­ზე, რომ ჩემი მსმე­ნე­ლი გა­ვა­ხა­რო“, – ამ­ბობს დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი.

გააგრძელეთ კითხვა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა

0
#image_title

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ ნუშის და ხეხილის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი ნუშისა და ხეხილის ნერგების შეძენას, დარგვას, სარწყავი სისტემის პროექტირებას, საჭირო ტექნიკის შეძენასა და ნაწილობრივ, მიმდინარე  ხარჯების დაფარვას მოხმარდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთში, სოფელ ბოდბისხევში, 75 ჰექტარზე ნუშის, ხოლო სოფელ კარდენახში, 50 ჰექტარზე ხეხილის ბაღი გაშენდა. კომპანია სამომავლოდ ბაღების გაზრდას, ხეხილისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და ნუშის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის გეგმებში ასევეა პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

გააგრძელეთ კითხვა

როგორ მოვიშორე ჭიანჭველები. მარტივი და მრავალიძის გამოცდილი ხერხი

0
როგორ მოვიშორე ჭიანჭველები
#image_title

როგორ მოვიშორე ჭიანჭველები. მარტივი და მრავალიძის გამოცდილი ხერხი.

 

გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება

0
გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება
#image_title

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება.

ქალაქის ცენტრში მთელი დღის მანძილზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ქუთაისში გვირილობა ანუ ქუთაისობა ყოველწლიურად 2 მაისს იმართება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მოხალისეობასთან, ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, “გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – მითები, რეალობა და ეკლესიის პოზიცია

0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – მითები, რეალობა და ეკლესიის პოზიცია
#image_title

მაისში ქორწილი: მითები, რეალობა და ეკლესიის პოზიცია

ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც წყვილი ქორწინებას გადაწყვეტს, მათ სურთ, რომ ეს დღე დაუვიწყარი გახდეს — სავსე იყოს ბედნიერებით, სილამაზით და სიმბოლურობით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ქორწილის თარიღისა და სეზონის ფრთხილად შერჩევაც.

ბევრისთვის მაისი იდეალური დროა ქორწილისთვის: ბუნება გაფერადებულია, თბილი ამინდი იმკვიდრებს თავს, მცენარეები აყვავებული ფერებით ამშვენებს გარემოს და ფოტოებიც ულამაზესი გამოდის. თუმცა, ამ თვეში ქორწინებას მაინც ბევრი ერიდება — მიზეზი კი მრავალწლოვანი ცრურწმენაა.

რატომ ერიდებიან წყვილები მაისის ქორწილებს?

მაისის თვეში ქორწინებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა ამბობს, რომ ვინც ამ თვეში დაქორწინდება, მთელი ცხოვრება სირთულეებისა და უბედურების თანმდევი იქნება. ეს მოსაზრება თაობებიდან გადმოსული რწმენაა, რომელიც დღემდე ბევრს აშინებს და აიძულებს, გადადოს ქორწილი ივნისამდე.

მაგრამ რამდენად მართალია ეს? არის თუ არა საფუძველი ასეთი შეშფოთებისთვის?

ეკლესიის პოზიცია ქორწილზე მაისში

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ცალსახად ამბობს, რომ ქორწინების თარიღთან დაკავშირებული ცრურწმენები არ შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებებს. ეკლესიის მოძღვრების მიხედვით, მაისში ქორწინების აკრძალვა არ არსებობს. პირიქით – აღდგომის შემდეგ პირველ კვირას ქორწილის ჩატარება იდეალურად ითვლება.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ქორწილი აკრძალულია მხოლოდ მარხვის პერიოდში და გარკვეულ დღეებში. დანარჩენ დღეებში ქორწინება სრულად დასაშვებია, თუნდაც მაისის თვეში.

ქორწილის ბედნიერება თარიღზე არ არის დამოკიდებული

განურჩევლად თვეებისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქორწინებაში ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და სულიერი ერთობაა. არც ერთი თვე — მათ შორის არც მაისი — არ განსაზღვრავს ურთიერთობის ბედნიერებას ან წარმატებას. როცა წყვილს მართლა უყვარს ერთმანეთი და მზად არიან თანადგომისთვის, ცრურწმენებს რეალური ძალა აღარ აქვს.

უნდა დაგეგმო ქორწილი მაისში?

თუ ფიქრობ, დაგეგმო ქორწილი მაისში და მხოლოდ ცრურწმენა გაჩერებს, გაიხსენე, რომ ბედნიერი ურთიერთობა შენ და შენს პარტნიორზეა დამოკიდებული და არა კალენდარულ თარიღზე. მაისის მზიანი დღეები, ბუნების გაღვიძება და სილამაზე იდეალური პირობებია საზეიმო ცერემონიისთვის.


დასკვნა
მაისში ქორწინება ცრურწმენის გამო არ უნდა გახდეს საყოყმანო გადაწყვეტილება. ეკლესია მსგავს რწმენებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ ადამიანის რწმენა და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თარიღი. ასე რომ, თუ შენს გვერდითაა ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება გსურს, მაისიც მშვენიერი არჩევანია ქორწილისთვის.

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია ამბობს:

“ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება… რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს.

რაც შეეხება დაოჯახებას და ჯვრისწერას, ადამიანს ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ჰქონდეს. გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უძღვნის მეორე ადამიანს და უნდა გააბედნიეროს. მაისი ყველაზე ლამაზი თვეა, ვარდი ყვავილობს და ყველას ვურჩევ, ჯვარი მაისში დაიწერონ. ყველაფერი ლამაზია, გაზაფხულის სუნი ტრიალებს.

მაისში ქორწილის კი არა, თავიანთი არასწორი გადაწყვეტილების უნდა ეშინოდეთ“.