პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება? – როგორ ხდება დაბინძურება?

0
სახლში კონსერვირებული საკვები
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადებაზე საუბრობს.

რატომ არ არის რეკომენდებული სახლის პირობებში კონსერვირებული საკვების მომზადება

„ბოტულიზმი — სურსათით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომელსაც იწვევს Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი ძლიერი ნეიროტოქსინი.

ტოქსინი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების პარალიზს, რაც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

 როგორ ხდება დაბინძურება?

ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება ნიადაგსა და წყალში, საიდანაც მარტივად გადადის საკვებზე, განსაკუთრებით გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა – საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია

0
5 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ დღეში ერთი ვაშლი - სასარგებლო თვისებები
#image_title

ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა – საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. მას დარგუ­ლი ხეების რაოდენობისა და მოსავლიანობის მიხედვით პირველ ადგილს აკუთვნებენ.

თა­ნაც რა ძვირფასი მოსავლის მომცემია ეს და­ლოც­ვილი ხეხილი! მისი ნაყოფი შეიცავს: შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, დიდი რაოდენობით ვ­იტამინებს, განსაკუთრებით C (40%-მდე), B და PP. გამოიყენება როგორც ნედლი სა­ხით, ისე გადამუშავებული – ჯემად, ხილფაფად, კომპოტად, მურაბად, ჩირად, მარმელადად, წვნად, ბურახად, უძვირფასეს სა­მ­­კურნალო საშუალებად – ძმრად და ალკოჰო­ლურ სასმლად, ე.წ. ვაშლის ღვინოდაც კი. გარ­და ამისა, ვაშლი, თავისთავად, ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეც არის – 1ჰა ფარ­თობზე შესაძლებელია 15-დან 50კგ-მდე თა­­ფლისა და დიდი რაოდენობით ყვავილის მტვრი­ს მიღება. ხის მერქანი ძვირფასია წ­ვრილ­მანი ნაკეთობების დასამზადებლად, და, რაც მთავარია, ვაშლი გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და სხვა და­ავა­დებების სამკურნალოდ.
მსოფლიოში ცნობილია კულტურული ვაშლის ათი ათასზე მეტი ჯიში, საქართველოში – 200, მათგან ყველაზე უფრო გავრცელებული ჯი­შები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით; ხალხური სელექციის გზით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები: თურა­შაული, კეხურა, ძუძუვაშლი. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია:
ხომანდული – კახეთი, ქართლი
ლეჩხუმური შაფრანა – რაჭა-ლეჩხუმი
კეხურა – ქართლი, კახეთი
თურაშაული – ქართლი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი
დემირალმა (რკინავაშლი) – აჭარა, გურია, სა­მეგ­რელო, აფხაზეთი
მამულო – მესხეთი
მერეთულა – ქართლი
ერბოვაშლი – რაჭა-ლეჩხუმი
შაქარნაბადა – მესხეთი
აბილაური – მესხეთი, ქართლი
რძევაშლა – მესხეთი
საირმულა – ლეჩხუმი
მსუქანა – მესხეთი
ძუძუვაშლი – ქართლი, კახეთი
ყარანფილა – მესხეთი
შაჰალმა (შაჰის ვაშლი) – მესხეთი
კიტრავაშლი – ქართლი, კახეთი
დანავაშლა – რაჭა-ლეჩხუმი

ყინულა – რაჭა-ლეჩხუმი
ხანდაკურა – ქართლი
ქართული სინაპი (გოგიაანთ ვაშლი) – ქართლი
მუხურული მწვანე – ზესტაფონი, თერჯოლა, ტყი­ბული, ქუთაისი
დასარგავად უკეთესია ორწლიანი ნერგი, დარ­გვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძ­ლევა. თუ ნიადაგი გაყინული არ არის, დარგვა შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში. ამრიგად, თესლოვა­ნი კულტურების (ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარ­ტლი) გაშენება შე­იძლება შემოდგომა-ზამთრის პირობებში სწორი აგროღონისძი­ებების უზრუნველ­ყოფით. ზოგიერთ რაიონში კი უპირატესობა ენიჭება გაზაფხულზე დარგვას. და­სარ­გავი ორმოს სიღრმე 50 სმ-ია, სიგანე 100სმ-მდე. ნერგებს შორის მანძილი დამოკი­დებულია ჯიშზე. ძლიერ საძირეზე დამყნილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითარებს, ამიტომ დიდი კვების ა­რეზე ირგვება (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე), ნაგალა საძირეზე დამყნილი – 3X4 მ-ზე.
გამზადებული ორმოს ფსკერს კარგად ვა­ფ­ხვიერებთ, მიწაში არეულ გადამწვარ ნაკელს (ან კომპოსტს) ჩავყრით ორმოში და ვაძლევთ კონუსისებურ ფორმას, ზედ გადავანაწილებთ ფესვებს, რომლებსაც წინასწარ ეჭრება დაზიანებული ნაწილები. ნერგს ვრგავთ ფესვის ყელამდე ისე, როგორც იყო ამოღებამდე, და კარგად ვუტკეპნით მიწას. ამის შემდეგ ვუკეთებთ ჯამებს და 1-2 ვედრო წყალს ვასხამთ. ყველა სახის ხეხილი ასე ირგვება.

როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები და გაშენებული ბაღები დაათვალიერა – „ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების“

0
სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები და გაშენებული ბაღები დაათვალიერა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა.

გაიზარდა ქართული თხილის საექსპორტო ფასი – წელს თხილს კარგი ფასი ექნება

0
საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
#image_title

გაიზარდა ქართული თხილის საექსპორტო ფასი – ექსპერტები 10 წლის წინანდელ რეკორდს პროგნოზირებენ

საქართველოში თხილის ფასმა საექსპორტო ბაზრებზე მნიშვნელოვნად მოიმატა. წლევანდელი მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ ფასი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბაზარზე არსებული დინამიკა შესაძლებლობას ქმნის, რომ ის 2014 წლის მაქსიმუმებს მიუახლოვდეს.

ფასის ზრდის ძირითადი ფაქტორი – კლიმატური ცვლილებები თურქეთში

როგორც „ჯეო-ნათსის“ ხელმძღვანელი ჯენერ ბელქანია განმარტავს, მთავარი ფაქტორი თურქეთში გაზაფხულზე მომხდარი ყინვებია, რომლის შედეგადაც თხილის კვირტები დაზიანდა. თურქეთის მოსავალი სავარაუდოდ მხოლოდ 60%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების კლებას ნიშნავს. ექსპერტების შეფასებით, ეს ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასზე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე.

გააგრძელეთ კითხვა

თამარ მეფის ხსენების დღე – 14 მაისს თამარობა აღინიშნება

0
14 მაისს თამარობა აღინიშნება
#image_title

14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღნიშნავენ.

წმინდა მეფე თამარი ფარავდეს,ქართველ ერს და სრულიად საქართველოს.გილოცავთ ყველას უდიდესი მეფის დღეს,შეგვეწიოს მისი ძალა და მადლი.

თა­მა­რი XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარის გამეფების წელსვე (1184წელს) სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ თამარმა მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო.

გააგრძელეთ კითხვა

როგორ ადგენენ არქეოლოგები ჩონჩხის სქესს?

0
როგორ ადგენენ არქეოლოგები ჩონჩხის სქესს?
#image_title

სხვაობა ფორმასა და ზომას შორის – ეს მთავარი ასპექტებია, რომლებსაც არქეოლოგები ჩონჩხის სქესის დადგენის დროს ითვალისწინებენ, თუმცა მათი თქმით, ეს ასპროცენტიან სიზუსტეს არ იძლევა.

ბიოლოგიური ანთროპოლოგის ქეილი ბესტის თქმით, მამაკაცების ჩონჩხი საშუალოდ 15%-ით უფრო მსხვილი და მაღალია, ვიდრე ქალის. სქესის დადგენის სიზუსტე კი 80-90%-ს შეადგენს.

გააგრძელეთ კითხვა

„უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა – გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო“-მეუფე შიო

0
„უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა“
#image_title

„ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ“, – განაცხადა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

იგი მიესალმა ტაძარში მყოფ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს და ყველას წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილების დღესასწაული მიულოცა. ამასთან, ტაძარში შეკრებილთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

გააგრძელეთ კითხვა

 

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

0
#image_title

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

„12 მაისს სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფრინველები ბუნების საზღვრებს არ ცნობენ და ამით ერთმანეთთან აკავშირებენ კონტინენტებს, ქვეყნებსა და ადამიანებს.

0
8 მაისს, გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღეა
#image_title

დღეს, 8 მაისს, გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღეა. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ფრინველები ბუნების საზღვრებს არ ცნობენ და ამით ერთმანეთთან აკავშირებენ კონტინენტებს, ქვეყნებსა და ადამიანებს.

როგორ მოვამზადოთ ნიადაგი ბუნებრივი სასუქებით – პომიდვრის გადარგვის სეზონია

0
რატომ არის პომიდორი სინამდვილეში ხილი, მაგრამ ამავე დროს ბოსტნეულიც
#image_title

პომიდვრის გადარგვის სეზონია – როგორ მოვამზადოთ ნიადაგი ბუნებრივი სასუქებით

გაზაფხული საუკეთესო დროა პომიდვრის ნერგების დარგვისთვის, და თუ გსურთ ჯანსაღი, გამძლე და ნაყოფიერი მცენარეები, გთავაზობთ ერთ ეფექტურ მეთოდს — ბიოლოგიური მასალების კომბინირებულ გამოყენებაზე პირდაპირ დარგვის დროს.

ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც სასწაულებს ახდენენ:

🌿 სანამ ნერგს დარგავთ, შეგიძლიათ ორმოში მცირე რაოდენობით დაამატოთ შემდეგი მასალები:

  • ხახვის ფურცლები – ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეულია და ხელს უწყობს ნიადაგის სტერილიზაციას.

  • ნაცარი – კალიუმის და სხვა მინერალების ბუნებრივი წყაროა, რაც ხელს უწყობს ყვავილობის პროცესს.

  • ყავის ნალექი – მდიდარია აზოტით და აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას.

  • კვერცხის ნაჭუჭი – უზრუნველყოფს კალციუმს, რაც პომიდვრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვედა ლაქოვანი დაავადების (blossom end rot) თავიდან ასაცილებლად.

  • მცირე რაოდენობით ნახშირი – აუმჯობესებს ჰაერის ცირკულაციას და ბალანსირებს ნიადაგის pH-ს.

გააგრძელეთ კითხვა