კლინიკებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ პაციენტის უსაფრთხოებას უფრო წინ აყენებენ, ვინდრე ფინანსებს…
რას აკეთებს მულჩა ნიადაგისთვის? – ნიადაგის დაცვის ეფექტური ღონისძიება
მულჩირება გავლენას ახდენს ნიადაგში მიმდინარე ფიზიკურ, ბიოლოგიურ და ქიმიურ პროცესებზე. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მულჩირება აძლიერებს მიკროორგანიზმების ცხოველქმედებას, რაც შემდგომში ნიადაგის ბიოქიმიური პროცესების გააქტივებაშიც გამოიხატება, იწვევს ნიადაგში ფოსფორისა და კალიუმის მოძრავი ფორმების შემცველობის გადიდებას.
ლურჯი მოცვი ერთ-ერთი ახალი კულტურაა საქართველოში, რომელიც ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაშენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახლად გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ ამ ეტაპზე 100 ადგილობრივი, სეზონზე კი, 200 პირი ჰყავს დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ 17 ჰა-ზე ბაღის გაშენება 250,000 ლარით დაუფინანსდა.
„ლურჯი მოცვი ერთ-ერთი ახალი კულტურაა საქართველოში, რომელიც ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაშენდა. ჩვენ 2800 ჰა-მდე ბაღი გვაქვს დაფინანსებული; მათი დიდი ნაწილი მსხმოიარობაშია შესული და მოსავალი ექსპორტზე გადის. გასულ წელს, მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონს გადააჭარბა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ბაღების გაშენება გრძელდება; ბაღების დაფინანსებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ბაღების მოვლის კომპონენტში ბენეფიციარები სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც საშუალებას აძლევთ, მიიღონ მეტი შემოსავალი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხიანი მოსავლისთვის, მნიშვნელოვანია ფერმერების ცოდნა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება“, – განაცხადა დავით წითლიძემ.
პირველადი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53,5 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,836 ჰა-ზე ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში 31,6 მლნ ლარითაა თანადაფინანსებული 1,688 ჰა-ზე ბაღების გაშენება.
უძველესი ქართული ხალხური საკრავის ჭუნირის, იგივე ჭიანურის დამზადების მამაპაპისეული ტრადიცია…
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტრო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა.
სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება”, – აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.
ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.
ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია.
კონკურსის „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ესსეების კონკურსის „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსის მიზანი ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა.
კონკურსის გამარჯვებული ქ. თბილისის ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე ელენე სამსიანია. მეორე ადგილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ ბადრი პეტრუზაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ძაგანია გავიდა.
კონკურსის ფინალისტებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს წიგნის ვაუჩერები გადაეცათ.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილე მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები ტყეზე ზეწოლის შემცირების გზების, ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების სწორად გამოყენების, ალტერნატიული საწვავისა და საზოგადოების მხრიდან ტყის დაცვის ვალდებულებების შესახებ. ესსეები შეფასდა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ესსეების კონკურსი ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ფარგლებში გამოაცხადა.
პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.
განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის
ჩაი, ეს უბადლო ცხელი სასმელი, ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დღემდე იცოდნენ. დიდხანს ეგონათ, რომ ყველასათვის ცნობილი ნივთიერება ტანინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჩაი, განსაკუთრებით მწვანე (ორჯერ მეტს, ვიდრე შავი ჩაი), უბრალოდ მწკლარტე მთრიმლავ ნივთიერებას წარმოადგენდა, რომელსაც ძირითადად ტექნიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. ფერმენტაციის შემდეგ ტანინი შესანიშნავ გემოსაც იძენს და P ვიტამინის წყაროც გახლავთ. P და C ვიტამინი ისე კარგად არის ჩაის ფოთოლში შეზავებული, რომ ერთი ფინჯანი სასმელი სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის სასიცოცხლო ნივთიერებით.
გარდა მთრიმლავი ნივთიერებებისა, ჩაი შეიცავს ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ამინმჟავებს, პიგმენტებსა და ვიტამინებს.
ალკალოიდებს შორის ყველაზე ცნობილია მატონიზებელი ნივთიერება კოფეინი, რომლის გამოც ასე ეტანებიან ჩაის. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჩაი, ყავასთან შედარებით, უფრო მეტ და ადვილად შესათვისებელ კოფეინს შეიცავს. თანაც, ჩაიში შემავალი კოფეინი ტანინთან კომპლექსში უფრო მსუბუქად მოქმედებს გულ-სისხლძარღვებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჩაის კოფეინს ახასიათებს ერთი შესანიშნავი თვისებაც: იგი არ გროვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც გამორიცხავს კოფეინით მოწამვლას ჩაის ყოველდღიურად მიღების შემთხვევაშიც.
კოფეინის გარდა ჩაი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს წყალში ხსნად ალკალოიდებს – თეობრომინსა და თეოფილინს, რომლებიც წარმოადგენენ სისხლძარღვების გამაფართოებელ და შარდმდენ საშუალებებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის.
ზეთისხილი – მარადმწვანე მცენარეა ზეთისხილისებრთა ოჯახიდან, ძვირფასი ზეთოვანი კულტურა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 10 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტები, გასვლითი სხდომების ფარგლებში, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შედეგების ანგარიშებს ისმენენ.
კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები განიხილეს.
„10 წელი გავიდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული 27 რეგულაციიდან, საქართველოს კანონმდებლობა დღეს 21 რეგულაციასთან სრულად არის დაახლოებული, ეს ეხება როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე დაცული ტერიტორიების გაფართოებას, რომლის ფართობი 13%-მდე გაიზარდა.
არაერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად. გვაქვს ახალი კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის მიმართულებით, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით წლის რესურსების მდგრად გამოყენებასა და წყლის რესურსების სწორად მართვას.
მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილების კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის პოლიტიკასთან. საქართველოს, ევროკავშირის მსგავსად, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევა აქვს გაცხადებული“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გასვლითი სხდომები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე საველე სამუშაოების გაცნობა, წყლის მონიტორინგის ღონისძიებაზე დაკვირვება, ქალაქ ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურის დათვალიერება და ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების ანალიზატორების მუშაობის პრინციპის გაცნობა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
“ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა”
2022 წლის 2 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ალკოჰოლით მოწამვლას, 231 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 97 თბილისში და 134 რეგიონებში. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 60 ადამიანს.
ალკოჰოლით მოწამვლის დროს ადამიანს აქვს შემდეგი სიმპტომები:
ღებინება ან გულისრევის შეგრძნება, კრუნჩხვა, შენელებული სუნთქვა, ფერმკრთალი ან მოლურჯო ფერის კანი, რომელიც სხეულის დაბალი ტემპერატურით არის გამოწვეული. მძიმე შემთხვევებში კი შესაძლებელია გონების დაკარგვა, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონემ მოიმატა და ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი კუმისის ტბაზე დასრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნენ.
აღსანიშნავია, კუმისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე ჩამდინარე წყლების შემცირების გამო დადგა, რაც ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
„კუმისის ტბა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 470 მეტრზე მდებარეობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ტერიტორიაა მოზამთრე და გადამფრენი ფრინველებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ეკოსისტემას საკვებად და მიგრაციისას შესასვენებელ ადგილად იყენებენ. ამ მხრივ კუმისის ტბა უნიკალური ადგილია. საქართველოს მელიორაციის მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში კუმისის ტბის წყლით შევსებით ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება განხორციელდა. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლებლობა იქნება დაშრობის საფრთხის წინაშე არსებული ტბების შევსება და მათი გადარჩენა, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს ჩავატარებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სოფელ ახალ კუმისში, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბუნებრივი ჩამონადენი წყლის გაწმენდილ არხებში თავმოყრა და მთლიანად კუმისის ტბის მიმართულებით გაშვება. სამუშაოების ფარგლებში 2 მიმართულებით გაიჭრა და გაიწმინდა 2 კილომეტრამდე არხი; რის შედეგადაც დაჭაობებული ადგილებიდან წყალი ჯერ კოლექტორებში, ხოლო შემდეგ ტბაში ჩაედინება.
ჩატარებულმა სამუშაოებმა კუმისის ტბაში დამატებით 2.5 მლნ მ3 წყლის შედინება უზრუნველყო, რამაც წყლის საერთო მოცულობა 7 მლნ მ3 -მდე გაზარდა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონემ მოიმატა და ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.











